ლეკვს ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდით ვირჩევხოლმე მამა პაპური: ლეკვები 3-4 კვირისანი რომ გახდებიან, მივდივარ, დედაძაღლის პატრონთან წინასწარი მოლაპარაკებით, გაგვყავს დედაძუ სხვა ოთახში, შემდეგ გამოგვყავს 2 ან 3 ხვადი ლეკვი სხვა ლეკვებიდან განცალკევებით, უშვებთ დედას, ძუ დასუნავს სამივეს და პირველს რომელსაც კბილებით ფაქიზად აიყვანს და სხვა ლეკვების სადგომში გაიყვანს _ აი სწორედ ეს არის ჩემი მომავალი ლეკვი. ეს მეთოდი არასოდეს მოგატყუებს მონადირეს, რადგან დედაძუმ წინასწარ, გენეტიკურად იცის რომელი ლეკვი გამოვა საუკეთესო და ჯანმრთელი.
გაიხარე მამაო, შენი არჩეული ლეკვები გვყავს მთელს საძმოს. არასოდეს შემცდარხარ არჩევანში და გვეამაყება შენისთანა პროფესიონალი რომ გვყავს გვერდით. ხოლო რაც შეეხება ამ უმშვენიერეს პოინტერს, მართლაც რომ სანაქებო მონადირე იზრდება შენს ხელში. იცოცხლე დიდხანს.
ძალიან ჭკვიანია და დიდ იმედებს იძლევა. გუშინ ტყეში გადავიყვანე და ქათამს ნაბულზე 15-20 მეტრში დაუდგა, დაძაბული ნაბიჯებით მიჰყვა და ჩემს ბრძამნებაზე ააფრინა. სამწუხაროდ სასროლი მიმართულებით არ ადგა ფრინველი და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!