nugomonadire ძაან მომწონს თქვენი როქსი ...... მამაო თქვენ სიტყვებზე გამახსენდა ჩემ ფემსაც მოაქვს ჩუსტები და თავისი საბმური როცა გასვლა უნდა.ერთი კი არის მეც არ მინდა მარა ოთახში ვაბამ წვრილი ჯაჭვით თორე მარტო რომ არის ფარდებს გლეჯს არადა ისეთი ჭკვიანია რომ მიკვირს მაგ ცუდ საქმეს რატომ კისრულობს.
გაიხარეთ თქვენ, ნურასოდეს იტყვით უარს ნადირობაზე კიდევ გეყოლებათ საოცარი ძაღლები, თქვენი და ტობის ურთიერთობა აყველა დამეტანხმება ამაში რომ უბრალოდ პატრონის და ძაღლის ურთიერთობა კიარა ადამიანობის მეგობრობის სულიერი სიახლოვის უდიდესი მაგალითი იყო ყველასთვის, ასეთი ურთიერთობა მამა შვილსაც კი შეშურდება,ძალიან ცოტას თუ აქვს ამის ნიჭი, სწორედ ეს არის ნადირობის ფილოსოფია როგორც ამბობენ ხოლმე ნამდვილი მონადირე ის კი არ არის ვინც მრავლად დახოცავს კაკაბს თუ ხოხობს, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავსო, გაიხარეთ დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ
მადლობა მეგობარო თანაგრძნობისთვის. შენ სწორად აღნიშნე ადამიანმა პირველ რიგში ნადირობიდან სულიერი ძღომა უნდა მიიღოს და არა ხორციელი. თუ ეს ასე არ არის მაშინ ბრაკონიერობაა მიზეზი სხვაგვარი განცდების. მე არასოდეს მიფიქრია ძაღლი მხოლოდ იმიტომ გამეზარდა, რომ ერთმნიშვნელოვნად გამომეყენებინა ის ნადირობაში. ტობი თუ სიამოვნებას მიიღებდა ნადირობით ესეიგი მეც კმაყოფილი ვიყავი და ამით კიდე ორივე ბედნიერები. სახლში როცა შემოვიდოდი, შემომხედავდა თვალებში და ხვდებოდა გასვლას ვაპირებდი თუ არა. ადგებოდა და ჩუსტებს მომიტანდა გვერდით დამიჯდებოდა და თვალებით მეხვერწებოდა არსად წახვიდე დარჩი ჩემთანო. მითხარით ერთი ჩემო ძმებო შეიძლება ლავერაკი ჯაჭვით დააბას ვინმემ კიბის ქვეშ სიცივეში და სიბნელეში?
მე ჩემო ხარატ ამ ძაღზე ამომდის მზეც და მთვარეც, რაც ტობი მომიკვდა მას შემდეგ ამ ძაღლისთვის თუ დავიჭრ ხელში თოფს თორემ არანაირი სურვილი აღარ მაქვს ნადირობის. ერთი სიტყვით, სხვისი არ ვიცი და მე ჩემი ოთხფეხა მეგობრებისთვის დავდივარ სანადიროდ, მათ რომ ვასიამოვნო და გავახარო. ყველას ვთხოვ ნუ დააბამთ ლავერაკს და პოინტერს მძიმე ჯაჭვით. გაუფრთხილდით მათ ჯანმრთელობას, ისინი ხომ თქვენთვის არსებობენ ამქვეყნად...
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!