gao28, არავინ მოაგტყვილოს ზმა მაგ იარაღზე, მშვენიერი ცალპირაა, იძახიან თურქულია თურქულიაო და შენ თვითონ ნახავ რომელი რუსული აჯობებს მაგას. მე უკვე 1 წელია ვხმარობ მაგ თოფს და ძალიან კმაყოფილიც ვარ. ჭრა-მიტანას რაც შეეხება, 50 მეტრში ვერცერთი ნახევარავტომატი ვერ აჯობებს, გაშლაც იდეალური აქვს, მე უკვე მყავს ამით მონადირებული მწყერი, ქათამი, მტრედი და წვრილი ფრინველები. ერთი მინუსი რაც ჩემს თოფს აქვს პატარა კონდახია, ჩემი ასაკისთვის (16 წლისთვის) მშვენიერია და მორგებულიც, მე არ მიჭირს სროლა მაგრამ უფროსს გაუჭირდება. ჩემი არის ჰასტან ოპტიმა, მაგნუმის ლულით, ცილინდრი, 12 კალიბრი, კნოპკაზეა. ასე რომ რაც მაგ იარაღს ევალება იმ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს. ჟანგვის პრობლემა ნაღდად არ აქვს, თუ კარგად მოუვლი. ჩემსას ჟანგის ნატამალიც არ ემჩნევა. ასე რომ ნუ იღელვებ იმაზე რო თოფმა შეიძლება ვერ გაქაჩოს
ბევრი ნადირ-ფრინველი მოგეკლას და მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა
:39: