გაიხარე ძამიკო. უფფ როგორ მიყვარს ასეთ დალოცვილ ადგილებში კალმახზე თევზაობა. ადრე ვარჩევდი რაც უფრო მსხვილი კაკლები ჰქონდა წითელ ნატურალურ იკრას მით უფრო მეტ კალმახს ვიჭერდით. ყოფილა დღეები როცა 25-35 ცალი კალმახი დამიჭერია. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ერთ დღეს ამოვიდნენ საზიზღარი აპარატჩიკები და პირწმინდათ გაანადგურეს კალმახი სემის-წყალში(წყალტუბოს მთიან რეგიონში. ცაგერ-სვანეთის მიმართულებით). გვიან გაიგო სოფელმა ამ არაკაცთა ნამოქმედარი, გადაუკეტეს გზა, დაიჭირეს_დაუმტვრიერ მანქანა, აპარატი და ცხვირ-პირი, მაგრამ რად გინდა გაფუჭებულ საქმეს ამით არაფერი ეშველა. 20 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. არ ვიცი უფალი გაგვინაწყენდა თუ რა მოხდა, ამის შემდეგ კალმახი სემის-წყალში აღარ დამიჭერია.