nugomonadire დაკვალიანება ნამდვილად მინდა, გრიგოლეთიდან როგორ მივიდე ამ ადგილებამდე, დავდივართ ბიჭები მაქეთ სანადიროთ მაგრამ მაგ ადგილებში მისასვლელი გზა არ ვიცით.
ვაჰ რა მაგარია აი ნადირობა, სიმართლე გითხრათ ერთი სული მქონდა როდის დაბრუნდებოდა nugomonadire, ვიცოდი კარგი ფოტოებით გაამდიდრდებდა ჩვენს საიტს გმადლობთ და გაიხარეთ დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებულ ნადირობებს გისურვებთ
ლაშა86. toria. ეს ადგილები სადაც ჩვენ ვნადირობთ პალიასტომში შემავალი არხებია. გრიგოლეთიდან შემოდიხარ, ან პალიასტომიდამ. თვითონ პალიასტომი ნაკძალის ზონაა და მანდ ნადირობა სასტიკად აკრძალულია. ჯარიმებია დიდი. ამ ადგილებს კაპარჭინას ეძახიან ადგილობრივი მონადირეები. აქ მხოლოდ დილის გადაფრენებზე არის შესაძლებელი იხვის მპოოვება და თუ არეული ამინდია(ქარი, ყინვა და თოვლი) მთელი დღის განმავლობაშიც. მსურველებს დავაკვალიანებ დაგხვდებათ ადგილობრივები და განადირებთ. გჭირდებათ იხვის ფიტულები და ხელის მანოკი დანარჩენი ტექნიკის საკითხებიაა... :069:
მეც კანალებზე ვნადირობ მანდ, შავღელეს მხრიდან შევდივარ ფეხით, კარგი ადგილებია და იხვიც კარგად მოძრაობს. სხვათაშორის თქვენ რომ კატერით მოძრაობდით ტბაზე დაგინახეთ ბინოკლით, თქვენი ავტომობილი ქალაქის მხრიდან(ეკლესიის შემოსასვლელიდან) ხომ არ იდგა?(ტოიოტას პიკაპი)
იქ ერთი ადგილობრივი მონადირე გავიცანი, პოინტერით ნადირობდა კამიშებში და კარგადაც ყავდა მონდაირებული, ხოდა იმ ბიჭმა მოყვა რომ მართალია პალიასტომზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ თავად გარემოსდამცველები, პოლიციელები და მათი ახლობლები კარგად ნადირობენო. თან ამიღწერა დაწვრილებით თუ სად შეიძლება და სად არა კანონით აკრძალული ნადირობა. შავღელეს მხრიდან პალიასტომის ტბაზე ნადირობა ნებადართულია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!