მონადირეებო გეთანხმებით იმაში ,რომ როდესაც ამდები ხოხობია ნადირობა აზარტს კარგავს,მაგრამ ამ ვიდეოთი მემ მინდოდა მეჩვენებინა ის რომ თუ ამერიკელებმა შეძლეს ხოხბის ასე გამრავლება ჩვენ რით ვართ ნაკლები?ვეთანხმები ბატონ ნუზარს იმაში, რომ აუცილებელია ხოხბის ხელოვნურად გაშვება(მაგრამ მხოლოდ კოლხური ხოხბის,რადგან სხვა ჯიშის ხოხობმა შეიძლება საერთოდ გადააშენოს კოლხური ხოხობი).აუცილებელია მეურნეობები დაინტერესდნენ ხოხბის მოშენებით,ეს კომერციულადაც მომგებიან ბიზნესად შეიძლება იქცეს და ამავდროულად ბუნებისა და მონადირეებისთვის სასიკეთო საქმეც გაკეთდება
როდის ან საერთოდ თუ მოვესწრები როდესმე საქართველოში მზგავს რაიმეს. 35 წელია ვნადირობ და ხოხობი ჩემს დღეში არ მომიკლავს, არც მინადირია ამ მშვენიერ ფრინველზე. არადა ევროპის ბევრ სახელმწიფოში ხოხობი საერთოდ არც კი ჰყავდათ ნანახი, როდესაც კარგად იცნობდა კოლხურ ხოხობს მთელი დუნია. საცოდაობაა საქართველოში არ ბინადრობდეს ასე მაგრად ეს ფრინველი როგორც ამ ვიდეოზეა აღბეჭდილი. იმედს ვიტოვებ, თუ წმინდა ჰუმანური და პატრიოტული გრძნობების გათვალისწინებით არა, ტურისტული ბიზნესის და დიდი ფულის შოვნის სურვილით მაინც მოამრავლებენ ჩვენს ქვეყანაში ამ ფრინველს. იყოს მეურნეობები და იყოს კონკურენცია, ამაზე უკეთესს რას გააკეთებდნენ მცირე თუ მსხვილი მეწარმეები. საშვილიშვილო საქმე იქნებოდა კოლხეთის დაბლობში სადაც მცირე რაოდენობით, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ეს ფრინველი, ფერმაში გამოყვანილ ხოხბის ბარტყებს რომ გაუშვებდნენ რიონისპირზე მდებარე ნაკრძალებში სამეგრელოს ტერიტორიაზე, სადაც ბინადრობს ის უნიკალური ჯიშის ქართული''კოლხური'' ხოხობი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს მთელს მსოფლიოში. ვფიქრომ შეერეოდნენ ერთმანეთში და გამრავლდებოდნენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად...
აქ არც ვინადირებდი მე აქ ისეთი ამბავია უბრალოდ ხოცავენ ,აქ ნადირობას მირჩევნია დზაგლით მთელი დგე ვიარო და ორიცალი მოვინადირო ვიდრე აქ ვიდგე და ვხოცო უაზროდ.ესე ვიტყვი არა აზარტულია ჩემთვის
აი ხალხი მარტო მამალ ხოხბებს ხოცავენ და დედლებს არ ესვრიან .ქართველები კი დავერევით და მარტო მოვკლათ იმას ვფიქრობთ .ღვთის მადლით ყველა ესეთი არ არის და გვყვავს ისეთი ხალხი ვინც უფრთხილდება ამ ულამაზეს ფრინველს და ზოგადად ბუნებას
ხოხობზე ნადირობას ვაღმერთებ მაგრამ ჩემი აზრით ეს არარის ნადირობა, აქ თოფიც რო არ გქონდეს საჩოკით შეხვალ ბალახში და დაიჭერ.ამ ფრინველზე აზარტული და ულამაზესი ნადირობის ერთერთი წინაპირობა სირთულეა.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!