დიდი ცოდნა და კიდევ უფრო დიდი გამოცდილება ალაპარაკებს ამ მართლაც უდიდეს კინოლოგსა და ექსპერტს. ევროპის ერთერთ საუკეთესო გამომცდელად - გამწვრთნელად აღიარეს, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს რო ეგ ეფ-ცე - აი-ს სტანდარტებსა და მოტხოვნებზე საუბრობს და უმაღლეს საერთაშორისო დონეზე, ჩვენ კიდევ ძაღლი ხშირად 6 თვისას შეგვიგდია მინდორში დასაგეშად და დაგვიგეშავს კიდეც მაგრამ ეგ სხვაა და აი ყაძახი რასაც გეიძახის მაი სხვა
ამ ვიდეოში ნახსენებია,რო 2 წლამდე ძაღლს მინდორში არაფერი უნდა დაუშალო ფრინველზე გაკიდებაც კი და კიდევ თქვა, რო ის ერთხელ და ორჯერ, რო გაეკიდება და ვერ დაიჭერს გონიერი ძაღლია დაანებებს თავსო. ჩემი აზრით ჯობია თავიდანვე ჩაუყაროთ საფუძველი და გაკიდება დაუშალოთ ძაღლს ეს არ არის ძაღლის დაზომბება რათქმა უნდა მე ბატონი სერგეის აზრს არ ვეწინააღმდეგები,მაგრამ ჯობია თავიდანვე ვასწვლოთ ძაღლს თუ როგორ მოიქცეს მინდორში. თუ ჩვენთვის არა დამაკმაყოფილებლად იმუშავებს ჩვენი ძაღლი მინდორში რა აზრი ექნება მას ორ წლამდე დააცდი თუ სიცოცხლის ბოლომდე ერთი თუ დაეჩვია დევნას მწვრთნელმა თუ არ დაუშალა ის აღარ დაიშლის როგორც ნარკომანს უჭირს ნარკოტიკზე თავის დანებება ისეა მისთვისაც თუ რათმა უნდა ძლიერი ნებისყოფის ძაღლი არ არის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!