ძაღლს პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ მოდი, დაჯე, ეძებე, ზდექ(დაუნ) და მომიტანე. დანარჩენს თუ ძაღლი სისხლით და ჯიშით შეესაბამება თავის სახელს ის ყველაფერს აითვისებს გენეტიკურად. არც სირბილი გაგიკვირდეთ და არც ფრინველზე გაკიდება. თუმცა ეს გამოცდილ მონადირეებს არც გაუკვირდებათ. ეს არის ვარჯიში და სეზონის დაწყებამდე წვრთნა. სეზონზე და როდესაც მწყერი ზის მინდორში, მონადირე სხვაგვარად იქცევა. მიჰყავს თავისი ოთხფეხა მეგობარი ჩაბმული და იმ მხრიდან აწყებინებს ძებნას საიდანაც წესია, ანუ ქარის საპირისპიროდ. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ძაღლმა პატრონის არ დამორჩილება თუ ამას პატრონი მისგან მოითხოვს. არის მეორე მომენტიც გამოცდილი მონადირე და გამოცდილი ძაღლი როდესაც მუშაობენ პარაში იქ საერთოდ არააქვს მნიშვნელობა ძაღლი შორს გაიქცევა თუ რას იზამს, მთავარია ნაბულზე სწორად დადგეს და გასროლის შემდეგ 3 მეტრს მეტი წინ არ გადადგას ნაბიჯი. თუ ადგილზე გაქვავდება ეს საერთოდ უკეთესი. მე იცით კიდე რა მინდა გითხრათ ძმებო, სწორად ნადირობა არ ეგონოს ვინმეს თეორია და ლიტერატურის კითხვა მხოლოდ და ვიდეო ფილმებთ გამოცდილებების მიღება _ არამედ ეს მრავალწლიანი გამოცდილებაა მონადირე ძაღლთან ინდივიდუალური მუშაობის და თავდაუზოგავი პირადი შრომის ნაყოფია...
გაიხარეთ ბიჭებო. სირბილს რაც შეეხება (ჩემსასაც და რალფისასაც) პირველი გასვლაა წელს მაგისი საერთოდ ფრინველზე და სდიოს ჯერ ეგ არაა პრობლემა.. grisha ვინ დათოსგან?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!