ძმებო დღეს მე და ტობიმ გადავწყვიტეთ, გავსულიყავით იმ მინდვრებში და ადგილებში სადაც მწყერობზე ვნადირობთ ხოლმე. მაგრამ რა, ძალიან იმედგაცრუებულები და გულგატეხილები დავბრუნდით სახლში. თუ ადრე როდესაც სეზონის გახსნამდე გამოვიდოდით ხოლმე ამ სავარგულებში, ყველაზე ცოტა 10-15 ცალ მწყერს მაინც ვნახულობდით და გულს უხაროდა. დღეს კი ერთადერთ წყვილ მწყერს წავადექით თავზე და ისინიც ბრაკონიერებისგან დაფეთებულები ნაბულზეც კი არ გაუჩერდნენ ტობის. მე არ ვიცი რა გვეშველება; აქ აგვისტოს თვეში 20-25 მონადირე მაინც შეიკრიბება სეზონის გახსნაზე და ეს ორი კინკილა მწყერი ისეთ შთამომავლობას მოიტანს კი, რომ თითო-თითო ცალი მწყერი რომ მაინც შეხვდეთ ჟინის დასაკმაყოფილებლად აქ მოსულ მონადირეებს და მათ ოთხფეხა არსებებს...
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!