სვანეთსა და ხევსურეთში, ძველ მონადირეებს უთქვამთ ადრე რომ ჯიხვები, ჩვენი მთების მშვენება, ზიგზაგისებურად ხშირად ჩასულან, ისეთ უფსკრულში, რომ დაუჯერებელი ყოფილა, მაშინ ნადირიც მრავლად იყო ჩვენს ჭიუხებში და ჩვეულებრივ მონადირესაც ეძლეოდა შანსი დაკვირვებოდა ჯიხვების ქცევას. მახსოვს სადღაც ამოვიკითხე რომ ჯიხვი კლდეებში გადამხტარა და რქებით მიახტა მეორე მხარეს ფრიალო კლდეს, შემდეგ ალბათ კისრის კუნთების გამოყენებით(ჩემი ვარაუდით) ისევ უკან გადმოხტა და უკანა ფეხები მიურტყამს კლდისთვის,შემდეგ ისევ წინ რქებით და ისევ უკან ფეხებით, რამდენად დასაჯერებელია ეგ თქვენ თვითონ განსაჯეთ, ყოფილა შემთხვევა როცა ჯიხვს რადგანაც ფეხის დასადგომი ადგილი არ ქონდა რქით გამოეკიდა კლდის შვერილს, სვანეთში ეგეთი შემთხვევაც იყო, მოშინაურებული ჯიხვი ხის სოლზე რომელიც მიწაში მყარდიყო შარჯობილი და დიამეტრი ერთი სფიჩქის კარობკისა ქონდა და მიწიდან ერთ მკეტრზე იყო, ჯიხვი შეხტა და გაჩერდა თან ოთხივე ჩლიქი სოლის წვერზე ქონდა შემოდგმული, თან როგორც აღნიშნავდნენ გეომეტრიული სიზუსტით ქონდა გნაწილებული ოთხივე ჩლიქი სოლზე, არამგონია ჯიხვებზე მოგონილ ზღაპრებს ყვებოდნენ,იმიტომ რომ ზღაპრული არსებები არიან
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!