ეგ ძველისძველი მეთოდია ფრინველზე ბადით ნადირობა, ცოტა ბადით ნადირობა ყურში უხეშად ისმის მაგრამ მებადურნი ადრე იყვნენ თევზეც და ფრინველზეც, ნაბულის მკეთებელი ძაღლის ისტორიასაც თუ გადავხედავთ მანდაც არის ნახსენები რომ პირველად ნაბულის მკეთებელი ძაღლი ბადით ფრინველების დამჭერთა ისტორიულ წყაროებში გვხვდება და სწორედ მათი დამსახურებაა რო ნაბულის მკეთებელი ულამაზესი ჯიშებით იწონებს თავს კაცობრიობა. საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებული ხერხი ყოფილა თურმე , მოგვიანებით კი მიმინოთი ნადირობამ სრულად ჩაანაცვლა. ცოცხლად დატყვევებისას კი იშვიათად მაგრამ მაინც იყენებდნენ ბადეს, დღესდღეობით ბადით ფრინველის დაჭერა( მტაცებლების დაჭერას არ ვგულისხმობ)შემორჩენილია მხოლოდ ვალდშნეპზე, გურიაში. მიმოფრენისას გურიის მთებში გარეული ქათამი დიდი სისწრაფით მოძრაობს და სპეციალურად გაჭრილ ხეებშორის გაკიდულ ბადეში ეხვევა, ასე რო ბადე მნიშვნელოვანი რამაა, ხოო კინაღამ არ დამავიწტდა , ერთხელ შევესწარი ოზურგეთში ნაცელავ მინდორში სექტემბრის ბოლოს კაცი საქნევი ბადით როგორ იჭერდა მწყერს, ძაღლი ნაბულზე დადგებიდა ეს მივიდოდა და მის წინ ორიენტაციით სადაც მწყერი ეგულებოდა ბადეს ''დაარტყამდა'' სხვათაშორის კაი 10 ცალი მოაგროვა .. აბაა
...