მიმინო ქართული ისტორიის შემადგენელი ნაწილია.ძველად ქართული მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის მიმინო შემოდგომაზე სარჩოს მოპოვების ძირითადი საშუალება იყო.
წიწკან მაშინ დაფრინავდა ბრატ როცა ეს ვიდეო გადავიღე და სახლიდან ძალიან შორს ვიპოვე ისე რომ სიარულით ამხელაზე ვერ წავიდოდა ეხლა შენზეა დამოკიდებული როგორ რეაბილიტაციას ჩაუტარებ და ბრალი ვისზეც არის კი იცი
მე არ ვეძებ, თვითონ მპოულობენ)) დამიკავშირდნენ მეზობელი უბნიდან ვნახეთ გაბმული ბინის თავზე და ერთი დღე იქ რო იყო შეგვეცოდა და რისვაივაგლახით ჩამოვხსენითო მერე ერთი კვირა მშიერი, ბოლო ერთი დღე უწყლოდ და მზეზე იყო, ალბათ მალე მოკვდებოდა რო არ დაერეკათ. პურის ფინჩხები ეყარა და კენკავდა თურმე, მშიერზე შვებიან ასე მარა ყველა ხვდება არაფერში არ წაადგება უკანვე ამოაბრუნებს..მოკლედ ბუმბულიც კარგად აქვს და ყველაფერი უკვე ამას აღარაფერი ემუქრება
ეს ვიდეო არ დადოო მითხრეს თუარა აღარ აიყვანს ბარემ ენუქიჩი დაგეშავსო ისე მაგარიაო ეს ვიდეო იმიტო დავდე ახალბედები ისწავლიან ველურ შავარდენთან და საერთოდ მტაცებელთან როგორ უნდა მიხვიდე, როგორ უნდა იჩალიჩო ხელზე გადმოსვლა და პირველი ჭამის პროცესი. ეს ბარტყი იყო საშინლად გაველურებული, იქ აწვალებდნენ ჯოხით და ასე შემდეგ ოღონდ არა წვალებრივი გრძნობით, მათდა უნებურად და უცოდინრობით. საერთოდ მალევე ველურდება გაქცეული მტაცებელი მითუმეტეს თუ მშიერია და ადამიანები აწვალებენ!
ENUQICHI ოო ეს მართლაც კეთილი და კარგი საქმე გააკეთე და დროზე უშველე შევარდენსაც და მის პატრონსაც.მამუკა ისე განიცდიდა მაგის დაკარგვას იმ დღიდან საჭმელიც კიარ უჭამია ხეირიანად,რო გაიგო ეს ამბავი რო შევარდენი ინახა,არ ჯერავდა ზღაპარში მგონია კიდე თავიო. ბატონო მამუკა კარგად მოგეხსენება ამ საქმეს "დოქი უნდა ჩინებული ზედ დედალი მიდებული"
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!