ამის წინ სადღაც აქ ვიღაცამ დაწერა დრათჰაარებში ცოტა მყარი ნაბული ჭირსო რაშიც არ გამოვხმაურებივარ მაგრამ არ დავეთანხმები, წინა სეზონზე 10თვის იყო ჩემი ძაღლი, ერთი კუნძულია ჩემთან ახლოს რომ გადავედით სანამ ნავი დავაბი ამას ქათამი უნახავს მე კიდე რომ აღარ გამოჩნდა გავსკდი ნაძახები და საფიქრალში რომ ჩავარდი და საძებრად წავედი სადღაც 10ნაბიჯში ქათამი ამიფრინდა და ესეც გამოხტა მაღალი თივა ბალახების იქით მდგარა და არ ჩანდა და არც განდზრეულა ამდენ ძახილზე(რაც გამიკვირდა ნამდვილად) მაგრამ ისე მქონდა ნერვები აშლილი ვაზნებიც არ მქონდა თოფში ჩალაგებული) ის ქათამი გავუშვი და მისი ფრთების ტკაცატკუცის მოსმენით დავტკბი მაგრამ შემდეგში მზგავსი რამ აღარ დამემართება:დ მეც მომწონს დრათჰაარის თავისებური სტილი ოდნავ წინ წახრილი და გაშეშებული ალბათ იმიდან გამომდინარე რომ ეს ჯიში მყავს და მაგრათ მიყვარს და მაგიტო ყველას მირჩევნია მაგრამ მართლაც ლამაზია ჯერ იმით რომ როცა დგას უეჭველი ვიცი რომ იქ ფრინველი ზის და მოხიბლული ვარ ყველაფრით