მიმინო ქართული ისტორიის შემადგენელი ნაწილია.ძველად ქართული მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის მიმინო შემოდგომაზე სარჩოს მოპოვების ძირითადი საშუალება იყო.
შევარდნისგან განსხვავებით მიმინოს პატრონისათვის ერთგულება დიდათ არ გააჩნია,ის კუჭის მონაა.შეჯიბრებებზე ხდება ხოლმე ერთი მიმინო რამდენიმეს გამოყავს ხოლმე (ეს ჩუმად რა თქმა უნდა,იქაც ხდება მაიმუნობა).რაც შეეხება ბავშვი რომ აჭმევს,ბავშვს ასწავლის და აჩვევს თავიდანვე მტაცებლის მოვლას და ყურადღებას,არაა პრობლემა,თან ნუ გავიწყდებათ ეს გადაღებაა და აქ დროის მოკლე მონაკვეთში დიდი აზრი უნდა ჩაეტიოს,თან ეს საყურებლად გათვლილია არა იმდენად პროფესიონალებისთვის არამედ უბრალო მაყურებლისათვის და შემეცნებით გასართობ ხასიათს ატარებს.ეს ვიდეო გაკვეთილი არ არის,არამედ ხალხა წარმოდგენა რომ შეიქმნას ამ ნადირობის სტილზე.
ადმინ რაღაც ვერ გავიგე ამ ვიდეოში, მიმინოს რო ანადირებდა თავიდან და მწყერი რომ დაიჭირა ,მწყრის თავი ხომ უნდა ეჭმია მიმინოსთვის.იმან კიდე გამოგლიჯა მწყერი და არაფერი გაუკეთებია სხვა.
ასეთი სცენები გადაღებებს და შეჯიბრებს (შეჯიბრებებში დროში რომ მოიგონ,დროს იქ დიდი მნიშვნელობა აქვს)ახასიათებს.წესით მშვიდად უნდა აეყვანა,მწყრის თავს თუ არ აჭმევდა,სხვა ხორცი უნდა მიეცა(ძალიან ცოტა).მასე რამოდენიმეჯერ რომ გაუკეთებ მიმინოს მწყერს რომ დაიჭერს შორს გაფრინდება მწყერიანად,რადგან მასეთ რამეებს კარგად იმახსოვრებს,თან რომ მიხვალ მერეც შეიძლება მწყერი წაიღოს და გაფრინდეს.მაგრამ მაგ მიმინოს ეტყობა გადაღებისთვის მოექცა მასე,იმიტომ რომ მერე შეჯიბრზეც იყო მაგ პიროვნება და მიმინომ ძალიან კარგად იმუშავა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!