არ არის პრობლემა,შევეცდები აგიხსნა.შევარდენი არის ჰაერის ფრინველი და მიწაზე იშვიათად იჭერს.საწვრთნელი ტერიტორია ხელს არ უწყობდა ბაზიერს უთოკოდ რომ გაეშვა ქათამი(რა თქმა უნდა უთოკო ფრინველსაც დაიჭერდა,ოღონდ დიდ მინდორზე)),რადგანაც თვითონვე ნახეთ შევარდნის რამოდენიმე შეტევის შემდეგ ქათამი შეეცადა ბუჩქებში დამალულიყო.
ამ ვიდეოში მთავარი არის ის რომ მამალი (მამალი ბევრად პატარაა დედალზე და საჭიროა მისი ფსიქოლოგიური მომზადება იმისთვის,რომ დიდი ფრინველის არ შეეშინდეს და მას ბრძოლა გაუმართოს) შევარდენი იჭერს მოზრდილ ვარიკას და ეს არის წვრთნა იმისთვის რომ მომავალში ხოხობის ხელა ფრინველზე სანადიროთ ფრინველი მზად იყოს.საუბედუროდ დღეს არ არის იმის ფუფუნება,ფრინველი რომ ხოხობზე ავარჯიშო. (სანადირო თუ იქნება ისიც საკითხავია).