boika555 | დრო: ხუთშაბათი, 15.08.2013, 19:12:59 | შეტყობინება # 1 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამ ძაღლის ისტორია ჯერ კიდევ ფარაონების დროიდან იწყება. მას შემონახული აქვს ზუსტად იგივე ექსტერიერი, როგორც ჩვ. წ-აღ-მდე ჰქონდა. ”სალუკი არ არის უბრალოდ ძაღლი, ის ალაჰის ნაჩუქარია”-ყოველი მეორე არაბი ასე ახასიათებს სალუკს (ცხენი და სალუკი არაბი კაცის ყველაზე დიდი სიმდიდრეა). თავის სამშობლოში ამ უნიკალურ ძაღლებს ტაზის (tazi) უწოდებენ. მათ თითქმის ყველა ცხოველზე სანადიროდ იყენებდნენ. ისინი ნადირობდნენ როგორც კურდღლებზე, ასევე ანტილოპებზე, მგლებზე, მელიებზე, ტურებზე და ასე შემდეგ. პირველად სალუკი ევროპაში ჯვაროსნული ომების დროს გამოჩნდა და მან მაშინვე დაიპყრო ევროპული მონადირეების გულები (სალუკი იმ პერიოდში ევროპის ყველაზე მოდურ მონადირე ძაღლად აღიარეს). პირველი სალუკი კინოლოგიურ პუბლიკას 1863 წელს, გერმანიის გამოფენაზე აჩვენეს, ხოლო მისი პირველი სტანდარტი 1923 წელს დაიწერა. დღესდღეისობით სალუკი არაბი შეიხების განუყრელი თანამგზავრია (”ძაღლების რაოდენობით შეიძლება განვსაზღვროთ ამა თუ იმ შეიხის ქონება”, _ წერს ”ნიუ იორკ თაიმსი”). იგი მოდურ და ელიტურ ძაღლად ითვლება. თავისუფლება:აუცილებელია სისტემატიური ხანგრძლივი სეირნობა (სასურველია ბუნებაში). სიმაღლე მინდაოში: 58,5-71 სმ. შეფერილობა: ნებისმიერი. წარმომავლობა: ახლო აღმოსავლეთი. წყარო:inovacia.ucoz.com
ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
|
|
| |
Dreamcatcher | დრო: კვირა, 04.05.2014, 14:54:32 | შეტყობინება # 2 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 58
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| საქართველოში არიან? ან გრეყხაუნდები, უიპეტები?
|
|
| |