ვიცი რომ გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ,სამწუხაროდ დღეს ეს ჯიში გურიაში დაკარგულია და მე მგონი არც დანარჩენ საქართველოში მოიპოვება,თუმცა ყოფილა ჩვენს მოსაზღვრე თურქეთში და იქნებ აღდგენაც შევძლოთ,ვინ რა იცის ამის შესახებ იქნებ დაწეროთ
გამარჯობათ... მე როგორც გავიგე ბორჯომის რაიონში ყავს ერთ მოხუცს სოფელს დავადგენ და მოგაწოდებთ თან რამოდენიმე ხაზი.. მე თვითონ ვცდილობდი მომენახა და შემეძინა რათა შევინახოთ ეს უნიკალური ჯიში... თუ ვინმე არის ბორჯომელი უნდა იცოდეს ramishvili
რამაზი3, გურიაში ყავთ სოფელ მაკვანეთში, გადაცემა იყო ტელევიზიაში 2 კვირის წინ საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ვერ ვნახე ყოუტუბეზე და 2 კვირის წინანდელი გადაცემის ლინკი სხვანაირად როგორ დავდო აზრზე არ ვარ, საზოგადოებრიზე იყო, რამეს ტუ მივაგენი დავდებ საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
თან ზუსტი დღე არ მახსოვს როდის იყო გადაცემა, მამამჩემმა დამირეკა სამსახურიდან ტელევიზორი ჩართე ჩაქირაზეა გადაცემა შე მეძაღლეო, და უნივერსიტეტში ვიყავი და რო მოვედი ინტერნეტში ვნახე ლაივ ტელევიზიაში მაივიდეო.ჯი-ზე საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
მე პირადად მომხრე ვარ რომ ჩვენ ყველამ ანუ ბაზიერის ბიჭებმა ეს ჯიში მოვიძიოთ და ყველამ თითო ჩაქირას ლეკვი ავიყვანოთ და ამით რომ შეგვანარჩუნებია ქართული ერთადერთი მონადირული ჯიში. შეიძლება სოფლებში მართლა ყავთ მაგრამ დარწმუნებული ვარ უაზროდ აჯვარებენ მეტისებში. ამიტომ ეს ჩვენი ყველას ვალია რომ ეს ძაღლი მოვიძიოთ და გავაკეთილშობილოთ ანუ ჯიში დავიცვათ მე პირადად ყველგან გავიკითხავ და მოვიძიებ საქართველოს გაუმარჯოს!!!
qorbude, ხო იმ კაცმაც ასე თქვა ტელევიზორში სუფთები არ არის, რაც შევძელი მე ეს გადავარჩინეო...თურქეთი ცდილობს დაიბრალოს ეს ჯიშIო და რავი აბა, ტაო-კლარჯეთში ჰყავთ ალბათ
დამატებულია (10.11.2011, 14:59:16) --------------------------------------------- ან ლაზეთში
qorbude, დაიმახსოვრე მეგობარო (კავკასიური ნაგაზი არ ქვია ეგ რუსებმა უწოდეს არის ყაზბეგური თხელ ბეწვა ნაგაზი და სქელ ბეწვა ნაგაზი) ასე რომ კავკასიური ნაგაზი სწორი არ არის ამის მერე ქართული ნაგაზი უწოდე ხოლმე ჩემი თხოვნი იქნება კაი?
დამატებულია (10.11.2011, 17:18:58) --------------------------------------------- მართალია თემას გადავუხვიე მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე
xarata აწე გინდა ყაზბეგური ვეძახოთ და გინდა ქართული,ეგ ჯიში უკვე რუსეთის სახელზეა დარეგისტრირებული და ჩვენი დაძახებით აღარავინ გააქართულებს ,თუმცა ეს მართლა სხვა თემაა
ერთი მეუბნებოდა ბიძაჩემს ლეჩხუმის სოფელ გენდუშში ყავსო და გაგიგეფო. ტელ. ნომერიც გამოვართვი მაგრამ რაღაც დროის მერე ნომერი შეცვალა და ვეღარ დავუკავშირდი სამწუხაროდ.
ochopintre.ge ჩაქირა. იუტუბზე ნახეთ. აი ის ყურებ დაუჭრელი მაჩუქა ბატონმა ილო თოიძემ , როგორც მითხრა დედალ_ მამალის მამაა,ამათი დედა მკვდარია. მაქ ვნახე კიდევ აჭარიდან ჩამოყვანილი ჩაქირა 8 თვის . აი იმას რომ შეხედავდი ნამდვილი ჩაქირა იყო , როგორც პაჭუ ჟორდანიას აქ აღწერილი, მოფერება მინდოდა და რო მივედი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა სიავით, ჩასისხლიანებული თვალები ქონდა, ბატონმა ილომ მითხრა მაგ ლეკვს გაჩუქებ მარა ეზოში არ დაგიტოვებს არაფერ (საქონელი<ქათამი), სულ დაბმული უნდა გყავდესო და ასვებისტანავე დაგეკარგება ამდენი ხანია მყავს და მაინც გასაქცევად იწევსო . არის ჩაქირები დარჩენილი მარა რატომღაც ყველა მალავს რა ხდება ვერ გავიგე. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
bunebisgulshematkivari. მე აღარ მყავს ის ძაღლი ნამეტარი უხეირო გამოდგა და გავეცი , არც სუფთა სისხლის იყო. ცხოველიც ბევრი ვაჩვენე ჩემ მდევართან ერთად მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა დაგეშილი, თანაც უკვე გვიან იყო იმის დაგესვა 4 წლის იყო, გავასუქე და გაწუწკდა. ( მადა ჭამაში მოდისო).ბატონ ილოს კიდევ უნდა ყავდეს3-4ძაღლი როგორც ვიცი. მე მოვკვდი ამ ძაღლების ნაძებნი, სადაც მოვკარი ყური ყავთო არ დამიტოვებია არცერთი უნახავი მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. ბატუმის პროკურორს ჩამოუყვანია შარშან თურქეთიდან როგორც მითხრეს , მე რაც შემიძლია ყველაფრით დაუდგები ამ ჯიშის მოყვარულებს გვედზე. მემგონი ყველა მონადირემ უნდა იზრუნოს ამაზე და რაგაცას მივაღწევთ.ეს ხომ ერთადერთი ქართული მონადირე ჯიშია რომელიც ჯერ კიდევ მთლად არ გადაშენებულა.
დამატებულია (26.03.2012, 10:54:33) --------------------------------------------- მონადირე. ერთი პერიოდი მჯეროდა მაგ ჯიშის გადარჩენის მარა უკვე თურქები იფორმებენ თავიანთ საკუთრებად და მოდი და ახლა შევეწინააღმდეგოდ 5 ძაღლით .ჩვენ სანამ გამოვიღვიძეთ იმგენმა უკვე დაამტავრეს საქმე.
GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
ეს ჯიში საქარტველოსი 100%_დან მაქსიმუმ 3% ყავს ეს ძაღლი ხო? აქედან რა უნდა გაამრავლო mamalixarazuli, კაი იქნება თუ გამრავლდება მარა არა მგონია ეს გამრავლდეს ან თუ გამრავლდა ძალიან დიდი ხანი დაჭირდება!
paata123123, ხო დამავიწყდა ამ ჯიშის კუთხური სახელი არის "მეკვრენია" ; "მეკვერნიე"... xarata, 3% ალბათ ბევრია საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
არის საერთოდ ეს ჯიში ჩვენთან? დავდოდ სურათები თუვინმეს მოგვეპოვება, აჯობებს მგონი?!. აქ მყოფ ნახევარზე მეტს არგვეცოდინება და აწი გავიცნობთ მაინც, ქართულია კი?. @@@@@
ქართულიცა კიდევაც არსებობს ჯერჯერობოთ და კიდევაც ნადრობენ, უბრალოდ არ არის იმდენი რაოდენობით რომ რიმე გამრავლების იმედს იძლეოდეს, ჯიშის დარეგისტრირებაზე ზედმეტია საუბარი.ისე ცნობისთვის ამ ჯიშის სახელია ;ქართული მყეფარა" (მეკვერნე) ხოლო კუთხური :ჩაქირა" საკმაოდ აგრესიული ძაღლია, დიდ ცხოველთან(ღორთან, დათვთან) მარტო მიშვება არ შეიძლება , უმეტეს შემთხვევაში თავს აკლავს, არის ძალიან გადამკიდე და შეუპოვარი, არ ენდობა არავის პატრონის გარდა ,გამოირჩევა კარგი საყარაულო თვისებებით. GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
მე გურიაში ხშირად დავდივარ,ლესაში კერძოდ,იქ მეც ვნახე სუფთა არც ის იყო არ ვიცი ყავს კიდე თუ არა,ხვრელებში ძვრებოდა შესანიშნავად,მაგრამ როგორც გონჩი ისე ვერ მიყვება კვალზეო,კარგი იქნება ქართველებს რაც უფრო მეტი გვეყოლება საამაყო გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან. ს.შენგელია
ახოტნიკ ძამი მე არ ვიცი შენი აღნიშნული ჩაქირა როგორი მადევარი იყო, მაგრამ საერთოდ ზდევს ცხოველს სანამ მონადირე არ მოკლავს , ზდევნის დროს არ ყეფს , ყეფს მხოლოდ თვალით დანახვის დროს , კვერნა დაბურულ ტყეში ტოტიდან ტოტზე გადადის , ძაღლიც მიყვება მას მონადირის მისვლამდე და ხმით (ყეფით) აგებინებს მონადირეს ადგილსამყოფელს,თქვენ წარმოიდგინეთ ცოტა გადაწვენილ ხეზეც საკმაოდ კარგად არბის. არის ბეწვეულის მომპოვებელი ჯიში .როგოგორც ყველა ლაიკა.
დამატებულია (29.03.2012, 14:20:49) --------------------------------------------- არის გამრავლებული თურქეთში და კიდევაც არეგისტრირებენ ჯიშს როგორც თურქულს ისე , რას ერჩი იმხალხს იშრომეს მიიღეს და არეგისტრირებენ, ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია მაგისთვის და საკადრისადაც ვართ.
GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
მონადირე. ერთი პერიოდი მჯეროდა მაგ ჯიშის გადარჩენის მარა უკვე თურქები იფორმებენ თავიანთ საკუთრებად და მოდი და ახლა შევეწინააღმდეგოდ 5 ძაღლით .ჩვენ სანამ გამოვიღვიძეთ იმგენმა უკვე დაამტავრეს საქმე.
კი აგრესიულებია და ეგ აგრესიულობა ღუპავთ კიდეც ტანიტ მათზე დიდ ზაღლებტა არ ერიდენიან შეტაკებას და ხშირად ფატალური შედეგით ასრულებენ ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
ისე რაღაცით ლაიკას წააგავს მგონი ხოო??? ika8, სადაა რომ აღარ ჩანს თუ ნამდვილად ყავს რატომ არსად სჩანს ..............? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
სუფთა სისხლების ძაღლები, რამდენად შემორჩა ალბათ არავინ იცის, მაგრამ ჩემი აზრით უნდა შეირჩეს ყველაზე კარგი ეგზემპლიარები და მოხდეს მათი შეჯვარება გამრავლების მიზნით. ჩაქირა აღსაზრდელათ ცოტა მურტალი ხასიათის ძაღლია და მათი ქალაქში ყოლა, ბინის პირობებში ძნელი იქნება. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!