ბასეტ-ჰაუნდი
| |
დათო_მონადირე | დრო: ოთხშაბათი, 01.06.2011, 22:17:29 | შეტყობინება # 1 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
დამატებულია (01.06.2011, 21:17:29) --------------------------------------------- ამ მოკლე მოღუნული ფეხების მქონე მეძებარს საკმაოდ გრძელი და საინტერესო ისტორია გააჩნია, რომელსაც ფესვებით შუა საუკუნეებშიმივყავართ. ბასეთ-ჰაუნდის წინაპრები იყვნენ არტეზნანო-ნორმანდული ბასეტები, რომლებიც საფრანგეთიდან ინგლისში გაიყვანეს და ბლადჰაუნდთან შეაჯვარეს. ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ინგლისელ, ისე ფრანგ დიდგვაროვნებთან. ბასეტს შეუძლია ირმის გარეკვაც, მაგრამ, ჩვეულებრივ, მას სხვა ნადირის-ბოცვერის, ხოხობისა და ენოტის სადევნებლადაც კი იყენებდნენ. ბასეტებთან ერთად ნადირობდნენ მცირე ხროვებით, ისინი რეკავენ ნელა, მაგრამ დაჟინებით. ბასეტ-ჰაუნდი ღირსებითა და არისტოკრატიზმით აღსავსე, მოკლეფეხება ძაღლია ლამაზი თავით, რომელიც დაფარულია კანის მრავალრიცხოვანი ნაკვეთით. ეს ჯიში გამოირჩევა ძალიან გრძელი ყურებით და დიდი სევდიანი თვალების ჭკვიანური გამომეტყველებით. საკუთარ სიმაღლესთან მიმართებაში ეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჯიშია. სიმაღლე: 35-36 სმ. წონა: 18-27 კგ. ბეწვი მოკლე და გლუვია, მჭიდროდ მიკრობილი, მაგრამ არ არის დიდად თხელი. შეფერილობა: ტიპიური შეფერილობა სამფეროვანია, თეთრი, შავი და წითური ფერების შეხამება, არსებობს ორფეროვანიც ლიმონისფერ-თეთრი. ამის გარდა, დაშვებულია მეძებარი ძაღლებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი შეფერილობა. კუდი ანცად აწეულია მაღლა. ხასიათი: პოპულარული სახლის ძაღლი და მონადირე ბასეტ-ჰაუნდი ფართოდაა გავრცელებული ინგლისსა და ამერიკაში, ეს ძაღლი კეთილმოშურნე და ალერსიანია, მშვენივრად ცხოვრობს როგორც ადამიანებთან, ისე ცხოველებთან. მონადირული დანიშნულების მიუხედავად, შესანიშნავი ტრენინგის გარეშე ბასეტი შეიძლება გახდეს ზარმაცი და გასუქდეს: მისთვის აუცილებელია რეგულარული სეირნობები.
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
bizona | დრო: ოთხშაბათი, 01.06.2011, 23:20:27 | შეტყობინება # 2 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ძაან მაგარი ყნოსვა აქ ხო მაგ ძაღლებს??
დ.კალანდაძე
|
|
| |
toka_monadire | დრო: პარასკევი, 01.07.2011, 17:41:25 | შეტყობინება # 3 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 367
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| სამშობლო - საფრანგეთი ჯიშის გაჩენის დრო - მე-16 საუკუნე გამოყენება - ადრე ბოცვერზე ნადირობა, დღეს - კომპანიონი სიცოცხლის ხანგრძლივობა - 12 წლამდე
ხშირად - ჯიუტი, მაგრამ ჩვეულებრივ - ალერსიანი და გულკეთილი ბასეტი. ოდესღაც მშვენიერი მონადირე ძაღლი იყო. გრძელი ყურები სუნის აღებაში ეხმარებოდა. განსაკუთრებით ნესტიან დილას. ტიპიური, ოთახის ბასეტი მძიმე, გრძელი და დაბალტანიანი ძაღლია. დღეს ბასეტიანიმატორების და რეკლამის სპეციალისტების ნებიერაა. აშშ-ში მულტპერსონაჟი ფრედ ბასეტი მხიარული გულკეთილობის სიმბოლოა. ბასეტ-ჰაუნდის ფერი მოწითალო ამლაკია ან სამფეროვანი. მას კეთილი თვალები, დიდი და გრძელი თავი, მსხვილი კუდი აქვს.
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
|
|
| |
fshavelo | დრო: კვირა, 10.07.2011, 00:01:02 | შეტყობინება # 4 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ანუ დღესდღეობით საერთOდ აღარ ნადირობენ ამ ძაღლით?
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
დათო_მონადირე | დრო: შაბათი, 16.07.2011, 23:30:05 | შეტყობინება # 5 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| fshavelo, არა თლაა მასე არ არის მაგრამ თითქმის აღარავის ჰყავს ეს ძაღლი სანადიროდ
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
fshavelo | დრო: კვირა, 17.07.2011, 00:34:11 | შეტყობინება # 6 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| არადა სიმპატიური გარეგნობაა აქვს, თან თუ ბლადაუნდის სისხლიც აქვს გენებში ყნოსვასაც არ უნდა უჩIოდეს, ეტყობა ესეც ძვირი ღირს მონადეირეებისთვის, როგორც ჯეკრასელტერიერს ყიდის ვიგაცა 600 $ მაიმარკეტზე
საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
|
|
| |
aleko | დრო: კვირა, 17.07.2011, 01:55:11 | შეტყობინება # 7 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| არ მომწონს ეს ძაღლი,ექსტერიერის გამო , სანადირო ფუნქციის მიუხედავად,( ისიც თუღა აქვთ შერჩენილი)
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
|
|
| |
flea | დრო: შაბათი, 22.09.2012, 01:37:25 | შეტყობინება # 8 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაუმარჯოს ბიჭებს. ერთი რა მაინტერესებს. საქართველოში თუ ყავთ (ერთი-ორგან ადრე მეც მომიკრავს თვალი ) ეს, სუფთა ჯიში და დაახლოვებით რა ფარგლებში მერყეობს ამის ფასი?
|
|
| |
dato75 | დრო: ორშაბათი, 16.11.2015, 00:29:32 | შეტყობინება # 9 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 126
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ამ ძაღლის სანადირო ჩვნთან სად არის.
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|