დამატებულია (16.09.2016, 14:02:52) --------------------------------------------- giohunt1982, იქნებ მეპატრონეების ნომრები გამიგო ხვადების,შენ უფრო გეცოდინება აქ ვინ არის კარგების მეპატრონეები
nemso001, ძალიან ბუნდოვნათ მპასუხობთ. სანახაობა რას ქვია საველე გამოფენას? ამ ე. წ. "სანახაობაზე" მოწმდება ძაღლების საველე თვისებები და იმედია ამ მოკლე პერიოდში მივიღებთ კანონს რომ(როგორც ევროპაშია, დღეს ჩვენ ევროპული ფასეულობებით ვცხოვრობთ ), საველე დიპლომის გარეშე ძაღლების დართვა არ შეიძლება. ამიტომ, ყველას გთხოვთ, მითუმეტეს დრათჰაარების მფლობელებს, როგორც ამ სექციის თავმჯდომარის მოადგილე, ეცადეთ საველე დიპლომის გარეშე დართვას მოერიდოთ. ლამაზი მაგალითი გიორგი სარიშვილი, კაცმა გურიიდან ჩამოიყვანა ძაღლი, ათი დღე არ დაუძინია, საველე დიპლომი აიღო და შემდეგ დართვაც მოახდინა. დრათჰაარების სექციას ჩვენი გეგმები გვაქვს და ყველას უმორჩილესად გთხოვთ აგვყვეთ ამ საქმეში, მომავალს გაგაცნობთ, აუცილებლად. cercva
იმედია ამ მოკლე პერიოდში მივიღებთ კანონს რომ(როგორც ევროპაშია, დღეს ჩვენ ევროპული ფასეულობებით ვცხოვრობთ ), საველე დიპლომის გარეშე ძაღლების დართვა არ შეიძლება
მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მასეთი კანონი სადაც წერია რომ უდიპლომო ძაღლის დართვა არ შეიძლება.ეგ არის მოთხოვნა რომელიმე კლუბის წევრების მიმართ.ვინც უდიპლომოებს დართავს რაიმე სანქციებს დაუწესებთ თუ როგორია თქვენი მოსაზრება.ევროპულ ფასეულობებზე დაყდნობით თუ გვსურს მოქმედება,მაშინ მითხარით პატივცემულო დავით,რომელი ექსპერტი გვყავს საქართველოში მოღვაწე რომელსაც ევროპულ ტურნირებზე თუნდაც ძაღლების საყელურს ანდობდნენ? ან რომელი კლუბია საქართველოში(პოინტერ კლუბზე არ მაქვს საუბარი) რომელსაც ევროპის ნებისმიერი კლუბი აღიარებდეს? ვხვდები რომ კონტინენტალებისთვის რაღაც ცალკე პოინტერკლუბის მაგვარი ჩამოყალიბდება,მაგრამ ისიც ვიცი რომ არც ძაღლები არ შეიცვლება და არც ხალხი მაგით.
ძაღლების საყელურს? რატომ ესეთი ცინიზმი? საქართველოში არ არსებობდნენ და არ არსებობენ ექსპერტები? ე.ი. დავანებოთ თავი ყველაფერს? მაინტერესებს რისთვის ტარდება მაშინ საველე გამოფენები? მე მგონი სელექციისთვის, რომ ის საველე თვისებები გადაცეს შთამომავლობას, რა არის ამაში მიუღებელი. ვერ ვიგებ, რატომ არის სულ ამაზე პოლემიკა, რომ საჯიშე ძაღლს საველე დიპლომი უნდა ქონდეს. ვერ ვიგებ, მონადირე ძაღლი რომელიც სანადიროდ კარგია, რა პრობლემაა დიპლომის აღება.იმ კლუბებეში რომლებსაც თქვენ ახსენებთ და ევროპა აღიარებს, მაინტერესებს, თუ არიან ისეთი კვალიფიციური ექსპერტები რომლებიც ე.წ. "მაჩაბლის კლუბში" არ არიან. cercva
მიუღებელი არაფერი, პირიქით - ძალიან მისაღები და აუცილებელი, მაგრამ დართვების დროს ცოტა ბუნდოვანი ხდება ეგ ყველაფერი კარგად იცით რასაც ვგულისხმობ, გვქონია ჩვენ პოლემიკა ამაზე სხვა თემებშიც. გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
იმ კლუბებეში რომლებსაც თქვენ ახსენებთ და ევროპა აღიარებს, მაინტერესებს, თუ არიან ისეთი კვალიფიციური ექსპერტები რომლებიც ე.წ. "მაჩაბლის კლუბში" არ არიან
ეს საფუძველს მაძლევს,ისეთი აზრი გამოვიტანო რომ არ ფლობთ იმფორმაციას იმის შესახებ თუ რამხელა შრომას დებენ ბიჭები,სხვადასხვა ექსპერტების ჩამოყვანაში.თუ კი მაგ ყოველივეს ჩვენებიც ესწრებიან,ეგ იმას არ ნიშნავს რომ მსაჯობენ,უბრალოდ დაგვიანებულ გაკვეთილებს იღებენ.ჩემი სუბიექტური აზრია ასეთი და შესაძლებელია ვცდები. რამოდენიმე ხნის წინ ვიღაცამ აქ საგვარეულო დადო,რომელიღაცა კლუბის,და ერთხმად სუყველამ,მათშორის სამწუხაროდ მეც დავუწყეთ რომ მოატყუეს და მაგ საბუთს მაჩაბლის კლუბი არ აღიარებდა,ეგებ არ ის კლუბი არ აღიარებს მაჩაბლისას,ვიკითხეთ ვინმემ?თუ საღიარებელია ვინმეს მხრიდან?ყველამ ძალიან კარგად ვიცით რაც ხდებოდა მანდ,ეხლა უბრალოდ აღარ ვინტერესდები და აწ ვამბობ აწყმყოზე არაფერს. თუ ვინმეს შავფოთლებიანი პოინტერი ჰყავს უსაბუთო,დამირეკოს და ჩემი ძაღლისას ვაჩუქებ(პირად ინფოში არის მითითებული ნომერი),მე და ძაღლი სულ ტყეში და მინდორში ვართ და იქ ეგ არა გვჭირდება. ჩემი აზრით ვისაც საველეზე გაჰყავს ძაღლი(ალბათ გამოფენაზეც,მაგრამ 10 დან ერთი უფრო) მხოლოდ ისინი აღიარებენ მაჩაბლის კლუბს(წევრებიც კი არ აღიარებენ ჩემი დასკვნით ამ კლუბს).ეგენი ექსპერტები იმიტომ არიან რომ ჩემზე მეტი იციან,თორემ არა მგონია რომ ან საველე და ან რინგი იმიტომ ტარდებოდეს რომ კონკრეტული ჯიში დახვეწონ,უფრო იმიტომ რომ საღამოს ლოყებშეწითლებულმა,ხინკალნაჭამმა და არაყდალეულმა,ორი ტომარა ძაღლის საჭმელი ჩადოს ტაქსში და მძღოლს 5 ლარიდან ხურდა არ გამოართვას.ყოველწლიურად რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთი და იგივე სიტყვებით ახასიათებენ ძაღლებს,მოსაწყენია და არ არის ლამაზი,პირველად ვინც არის იმისთვის კიდევ ეფექტური შეიძლება იყოს.რა არის აქ საპოლემიკო ბატონო დავით,ადგნენ და ერთ დღესყველე ის საბუთი გააუქმონ რომელიც 25 ლარის სანაცვლოდ გასცეს მხოლოდ,ან ნაცნობობას + 25 ლარის გამო.რა ვიცი პატივცემულო ეგებ მეზობლის ძაღლის ლეკვი გამომატანეს და საბუთი ამაგრებს მხოლოდ? ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
დრათჰაარის თემას ავცდით სასტიკად, მარა ერთს მეც ვიტყვი და მოგვიანებით გავასუფთავოთ თემა! bashiachuki, -ს იმაში ვეთანხმები, რომ "საჯიშე" ძაღლს უნდა ქონდეს საველე დიპლომი! არიან ტიპები რომლებიც მაღალ ფასებს ურახუნებენ თავიანთ ლეკვებს და საგვარეულოს რო გადახედავ არც დედას და არც მამას საველე არ აქვთ ხოლმე! ჰოდა მიდი და იმკითხავე ეხლა მართლა მუშა ხაზიდან აგყავს ლეკვი, როგორც ამას "მომშენებლი" გეუბნება, თუ უბრალოდ ლამაზი, მაგრამ არამუშა ძაღლების ლეკვის ყიდვა გიწევს! 400 და 500 ლარს რო ითხოვენ ლეკვში, კეთილი ინებონ და აჩვენონ მყიდველს საველე დიპლომი, რითაც დაასაბუთებენ მოთხოვნილ ფასს! ასევე საჭიროა გამოფენაზე მიღებული შეფასება! წელს ვნახეთ ჩვენ არიქა და ევროპიდან შემოყვანილი რასაც ქვია ფარჩაკი ძაღლები ექსტერიერში და ახლა საველე თვისებებიც თუ ასეთი აქვთ არ უნდა გაუტეხო თავი ტიპს, შემოყვანილია ძმაოო და 500ლარს რო მოგთხოვს ლეკვში?!
kucuna1 და giohunt1982 მაგ პრობლემებს ძალიან დიდი ხნის წინ წავაწყდი, შესაბამის თემაშიც დავწერე და იყო ცხარე კამათი,აღარ გავამწვავებ. უბრალოდ 100%-თ გეთანხმებით
დამატებულია (20.09.2016, 13:06:13) --------------------------------------------- მართალია, არ შეიძლება წლების განმავლობაში უცვლელი იყოს სიტუაცია, არ შეიძლება აუცილებლად ფრიადით შეფასება იმის გამო, რომ რინგზე პირველი დადგა ( ეგეც ძალიან მწვავე და მტკივნეული საკითხია, რა კრიტერიუმით დგება ძაღლი პირველზე). შეიძლება მართლაც პირველი იყოს რინგზე, მაგრამ არ შეფასდეს ფრიადით
დამატებულია (20.09.2016, 13:09:57) --------------------------------------------- რადგან დრათჰაარების თემაა - კონკრეტული ძაღლი ( ჩემი უახლოესი მეგობრის) აშკარად "პერეროსტი" იყო, 74-75 სმ და თვალის ფერზე ბჭობდნენ, რომელზეც არანაირი კითხვა არ უნდა დასმულიყო, მოხსნა ვერ გარისკეს და მაინც შეაფასეს ექსპერტს უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, მოსახსნელი უნდა მოიხსნას, შესაფასებელი უნდა შეფასდეს
დამატებულია (20.09.2016, 13:11:09) --------------------------------------------- სხვათაშორის შემოყვანილი ძაღლების ხაზი იყო, მემგონი შემოყვანილი ცალსახად კარგს და საუკეთესოს არ უნდა ნიშნავდეს გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
მემგონი შემოყვანილი ცალსახად კარგს და საუკეთესოს არ უნდა ნიშნავდეს
ჩემთვის არ ნიშნავს, შენთვის არ ნიშნავს, მაგრამ არი ხალხი ვისთვისაც ეს "შემოყვანილი" აუცილებლად საუკეთესოს ნიშნავს და წაიღეს უკვე ტვინი!
QuoteVAXO-HUNTER ()
შეიძლება მართლაც პირველი იყოს რინგზე, მაგრამ არ შეფასდეს ფრიადით
ზუსტად მასე იყო ჩემი დრათჰაარის შემთხვევაში, შეფასება ძლიერ კარგი მიიღო მაგრამ ბონიტირების ხარჯზე მოიგო რინგი. ნუ მართალია სულ სამი ძუ იყო მის ასაკობრივ ჯგუფში მაგრამ მაინც
დამატებულია (20.09.2016, 13:54:21) --------------------------------------------- თუ რაღაცა განსაკუთრებულად მაგარი ექსტერიერის არაა ძუ, მაშინ საველე თვისებები უნდა ქონდეს მაღალი და ამის შემდეგ უნდა მიიღოს უფლება გამრავლების და ლეკვების გაყიდვის! გინდა მაიმარკეტზე ნახეთ და გინდა ჩვენს საიტზე, ყიდვა გაყიდვის განცხადებებში რა ტექსტები იჩითება! "იყიდება დრათხალის საუკეთესო ლეკვი ფასი 400 ლარი. დედ-მამა მაგარი მონადირეები არიან" ამას როგორ ამტკიცებენ ტიპები იცით? დაგინებით! ანუ ბო###შვილი ვიყო მაგარია ძმაო, მენდე სიტყვაზე! აი ამის წინააღმდეგი ვარ მე! არის ერთი ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც ნაკლებად ერკვევა მეძებრებში და დღესაც ჰგონია, რომ სუფთა სისხლის დრათჰაარი ყავს! არადა მე კი ვიცი რაცხა ძუნკალი ყავს, რადგან ვიცი იმ ძაღლის დედა რაცაა! ზუსტად მასეთი რეკლამის მსხვერპლია ის კაცი! არ იცოდა და დააბოლეს! მორჩა, ლეკვი გაიყიდა, ტიპმა ფული იშოვა და გამრავლდა ძუნკლებიი!
კი, ყველა ძუნკლების მომშნებელს ერთი სარეკლამო ფრაზა აქვთ "მშობლები ნადირობენ იდიალურათ" დადებენ ნანადირევის ფოტოებს და არის ტაციაობა, განსაკუთრებით "დათხარზე" და "კურცხალზე". მეც ვიცი რამოდენიმე წარმატებული ძუნკალა საახლობლოში, ისე გაპიარდა უკვე ლეკვებზეც დიდი მოთხოვნაა და სერიოზული საფიქრალია გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
რუსები ამბობენ კურცხაარი და დრატხაარი იმიტომ რომ "ჰ" ასო არ აქვთ. ქრთულად როგორ იქნება სწორი: დრათჰაარი და კურცჰაარი არა, თუ ვცდები? კურცხალს რომ ვკითხულობა ცრემლის ასოციაცია მიჩნდება იმიტომ რომ ქართულში მსხვილ ცრემლის წვეთს ჰქვია კურცხალი. ლოყაზე კურცხალი ჩამოუგორდა ... რა ვიცი ხომ არ სჯობია ფორუმზე შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაში და სწორი ფორმას გავუწიოთ პროპაგანდა რომ არ გვესმოდეს რატხარი და კურცხალი.
დრათჰაარის გარდა მყავს შოტლანდიური სეტერი და იმასაც ანალოგიურად სადედედ,საგამოფენოდ და საველისათვის ვამზადებ.მყავდა წლის კურცჰაარი და ჩემს მეზობელს ვაჩუქე,საგვარეულო და შეფასებები და ერთი ამბავი,ანალოგიურად ექსტერიერიც მაგარი.ძაღლი გაზრდილი იყო ბინის პირობებში და ხმაზე,თოფის ხმაზე ესინია.ვფიქრობ რომ არეშველება არაფერი,ისე კი ეძებს.ასე გამოდის რომ იმ კაცის ძაღლი არვარგა საჯიშედ?გთხოვთ ამ თემაზე რა აზრის ხართ?ასე შეიძლება ნებისმიერ ჯიშსმოუვიდეს ნემსაძე
დრათჰაარის გარდა მყავს შოტლანდიური სეტერი და იმასაც ანალოგიურად სადედედ,საგამოფენოდ და საველისათვის ვამზადებ.მყავდა წლის კურცჰაარი და ჩემს მეზობელს ვაჩუქე,საგვარეულო და შეფასებები და ერთი ამბავი,ანალოგიურად ექსტერიერიც მაგარი.ძაღლი გაზრდილი იყო ბინის პირობებში და ხმაზე,თოფის ხმაზე ესინია.ვფიქრობ რომ არეშველება არაფერი,ისე კი ეძებს.ასე გამოდის რომ იმ კაცის ძაღლი არვარგა საჯიშედ?გთხოვთ ამ თემაზე რა აზრის ხართ?ასე შეიძლება ნებისმიერ ჯიშსმოუვიდეს
nemso001, ჩემს ძაღლს ეშინოდა ადრე დრათჰაარი მყავდა თოფის ხმის,არგარბოდა ხმაზე მაგრამ ბევრიც არაკლდა, სეზონის გახსნამდე 2 კვირა ვატარე თოფის გარეშე,თავიდან მწყერი რომ აუფრინდა დაწვა,მაგრამ რომნახა რამოდენიმე მწყერი გაგიჟდა ძაღლი რასაც ქვია გაველურდა და ნადირობის აზარტმა დააძლევინა თოფის შიში, ამბობენ ძაღლს რომ თოფის ეშინია არაფერი არეშველებაოო,მაგრამ ამ მეთოდმა ჩემთან გაამართლა მეგობარო.
giohunt1982, რაიმე სიახლე ხომ არ გვაქვს კლუბიდან,საგამოფენოთ ხომ არ ემზადებიან რომელიმე კუთხეში.სანამ იმაკებს ჩემი დრათჰაარი მინდა მანამდე მოვასწრო გაყვანა ნემსაძე
tereos, მაგ ლინკზე თეთრი წვერით დრათჰაარი რო ყავს ვალშნეპტან ერთად სურათებით ეგ ტიპი მყავს ფეისბუქზე მეგობრებში, სასწაულ ფოტოებს და ვიდეობს დებს, უძლიერესი ძუ ყავს, თან ეტყობა ასაკშია ძაღლი. ქათამზე ნაბულზე დგას წუთობით და ამოფრენის შემდეგ ჯდებას ეგრევე, ძალიან მაგარი ძაღლია.
მოგესალმებით ყველას,აქ მაგარი ამბები ქონიათ მოკლედ არავის არ ვედავები იმაში რო საველე დიპლომი უნდა ქონდეს ძაღლს მაგრამ თუ ადამიას არ ააქვს დრო და საშვალება იმის რომ ჩამოვიდეს 10 დღით ამისთვის რა ვქნათ არ დავრთოდ ძაღლიი?მობრძანდით და დასავლეთში ჩავატაროდ ეგ საველე. რაც შეეხება გამოფენას შარშან ბათუმიდან გვიან გავედი და დილით ჩავედი გათიშული და სად ჩაატარდა გამოფენა ტალახში წელსაც ძარლებე 10 მეტრო არ ქონიათ რადიუსი რო გაევლოთ.ეს კლუბი რო ბევრის მომცემი არააა ეგ ჩემი აზრია.რაც შეეხება დართვას და და ფასებს მინდა 500ს დავადებ და მინდა 1000ს ეგ მეპატრონეს გადასაწყვეტია და არამგონია თქვენ ამით რამე დაგაკლდეთ. რაც შეეხება შემოყვანილ სისხლს არაფერს არავის არ ვედავები მაგრამ შეილება ყველა არა მაგრამ არიან ძაღლები რომლის დანახვისთანავე გრძნობ განსხვავებას.და რაც შეილება ექსპერტებს სანამ თბილიში იქნებოდა გამოფენა მანამ ბათუმში იყო საერთაშორისო გამოფენა სადაც ესპანელი რუსი და კიდევ სხვა ქვეყნებიდან იყვნენ ექსპერტები საერთოდ არანაირი შენიშვნა არ მოუციად აქ სიარულთან დაკავშირებით თბილიში კი რიგზე მაგის გამო მე 5 დამაყენეს....ასე რომ მეგობრებო ნუ ვიდავებთ მედალს ორი მხარე აქვს .
დამატებულია (12.10.2016, 15:17:49) --------------------------------------------- ხოლო თბილისის შემდეგ ისევ ბათუმში ჩატარდა გამოფენა მაგარამ ამჯერად სხვა ექსპერტი იყო შეფნებულად დაუსვი თუ რას ხედავდა სიარულთან დაკავშირებით პრობლემას მაგრამ პასუხი იყო რო არანაირს....მაშ რა ნოხდა თბილიში?ან ადგილი იყო პატარა ან ....თქვენთვის მომინდვია პასუხი
დამატებულია (12.10.2016, 15:27:55) --------------------------------------------- giohunt1982, გთხოვ დაგვიკონკრეტო ექსტერიერში რომელი ძაღლები იყო ფარჩაკები შემოყვანილ ხაზე მაქვს საუბარი.
http://uahunter.com.ua/go.php?....hp?http დრათჰაარების მოყვარულებისთვის ვდებ ამ ლინკს და გაეცანით რა ფერები უნდა შეჯვარდეს ერთმანეთზე. აქ ხშირად არჩევენ ხვადებს და ძუებს დასართავად და არ აკვირდებიან რა ფერები უნდა შეჯვარდეს.
დამატებულია (16.10.2016, 11:11:27) --------------------------------------------- http://uahunter.com.ua/go.php?....hp?http აქაა შედეგი რას იქნა მიღებული არასწორი ფერთა შეჯვარებით. მინდა ყველა დრათჰაარის მოყვარულმა გაითვალისწინოს ეს.
დამატებულია (17.10.2016, 19:00:19) --------------------------------------------- ძალიან მაგარი სანადირო ადგილია და ძალიან მაგარი და ჭკვიანი ძაღლია ყოჩაღ მაგის გამზრდელი,მადლობა ამ საუკეთესო ვიდეოს დამდებს
გაუმარჯოს ძმებს.ტქვენი დახმარება მჭიდება,არ ვიცი როგორ მოვიქცე და გამოვა თუ არა რამე.მოკლეთ რო ვტქვათ,მაჩუქეს 6-7თვის დრათჰაარი,როგროც ვიცი არის შეშინებული ნაცემი,ხმაურის ეშინია ტოფის ეშინია ხმის კიარა დანახვაზეც უკან იხევს თოფის.არადა მენანება კარგი ძაღლია.როგორ მოვიქცე როგორ მოვექცე და საერთოდ მასეთი ძარლისგან რამე გამოვა? monadire
sulxani, კიი გამოვა ოღონდ მუშაობა მოგიწევს. ჩემსასაც ეშინოდა ადრე და გეტყვი რაგავაკეთე: ცარიელ პატრონებს დავარტყი მარტო კაფსოლები, ძაღლს მოვაშიე კარგად და რო გავატკაცუნებდი ვაჭმევდი ხორცის ნაჭერს და 2 დღეში რეაქცია აღარ ქონდა.
--------------------------------------------- ძალიან გადავუხევთ თემიდან. ამიტომ მოცემულ ლინკზე არის ზოგი ფოტო იმ გამოფენის და გადახედეთ. http://www.bazieri.ge/forum/128-1100-2 მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, საინტერესო ფოტოებია სამცუხაროა რო ფოტოებით განისაზგვრა მგონი რეალურად გყავს ნანახი და არამგონია სიტყვა ფარჩაკი დაემსახურებინა მით უმეტეს მის გვერდზე როგორი ,,საოცარი,,ძები იდგნენ გასაკუთრებიტ წლევანდელ გამოფენაზე.
ბიჭებო ხვადი დრათჰარი გვინდა შესაჯვარებლად ქუთაისში და თუ ვინმეს გყავთ ან იცით https://ok.ru/feed გთხოვთ ამ ლინკზე შეგვეხმიანოთ ან ნომერზე598400124 m.rusadze
nemso001, ფოტო არის ცუდი ხარისხის, ჩვეულებრივი კარიჩნია ფოტოებში შავი ჩანს, როგორც ვიცი მამა საბუთიანია და დედასაც აქვს მაგრამ დაკარგული აქვს პატრონს, საბუთს ვერ ვუკეთებ, ამ ლეკვის დედით ვინადირე სეზონის გახსნაზე წელს და ნასიამოვნები დავრჩი ხონსკი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!