გერმანიიდან ჩამოყვანილი რომაა და ახალი სისხლი ეს მისასალმებელია, თუმცა ყველაზე საინტერესო მისი საველე მონაცემებია. ჯერ საველე დიპლომი უნდა აიღოს და მერე უკვე შეიძლება ქალებზე ფიქრი d.kakulia
GAGA_CHIKO, ძაღლი აუცილებლად უნდა მოიყვანოთ კლუბში. წარადგინოთ საბუთები, შეფასდეს ექსპერტების მიერ, მიენიჭოს რეგისტრაციის ნომერი.ძალიან კარგი იქნება, როგორც ბნ-მა დავით კაკულიამ აღნიშნა საველე გამოცდაზეც თუ გამოიჩენს თავს. აი მაშინ, კი ბატონო. cercva
bashiachuki, უსაბუთო ძაღლის რეგისტრაცია ხდება თქვენთან პს(დედ-მამას ორივეს საბუთები ქონდა მარა დედის გაბნეულია და ლეკვზე საბუთი ვერ მომცა პატრონმა.) Born to hunt
ბატონობით არ მომმართოტ თუ ხალხი ხართ უსაბუთო ძაღლის რეგისტრაცია სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბში არ ხდება. გაბნეულია რას ქვია?-ხორბალია??? არავის საწყენად არ ვამბობ მაგრამ ეს განსაკუთრებით ძუს პატრონის მხრიდან არის უპასუხისმგებლობა.
პირველი რაც უნდა გააკეთო შეაგროვო ორივეს საბუთი და მერე მიმართო დრატჰაარების სექციის თავმჯდომარეს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც წესი არ უნდა მიეცეს ლეკვებს საგვარეულო რადგან დართვა დაურეგისტრირებელია, ოღონდ ეს წესდებით, სამწუხაროდ ის ძალიან ხშირად ირღვევა.
პ.ს. თუ ადმინისტრაცია მომცემს ნებართვას გავაკეთებ თემას-რა უნდა იცოდეს დამწყებმა მონადირემ რომელიც ძაღლის აყვანას აპირებს. d.kakulia
თუ ადმინისტრაცია მომცემს ნებართვას გავაკეთებ თემას-რა უნდა იცოდეს დამწყებმა მონადირემ რომელიც ძაღლის აყვანას აპირებს
ძალიან კარგი იქნება,ოღონდ სტატიებში თუ დაწერთ.თემის გახსნის შემთხვევაში კი კითხვა პასუხის რეჟიმი იქნება და გაოფდება ძალიან.შესანიშნავი იქნება თუ ხალხს გავაგებინებთ,რა საბუთები,პროცედურები,ვის მიმართოს და ამდაგვარი დეტალები.აგრეთვე აღინიშნოს თუ როგორ უნდა აარჩიოს,რა ასაკიდან,რას უნდა მიაქციოს ყურადღება.მაგ:კბილთა ყრა,კუდი,ბეწვი და სხვა კიდევ.ამ არქივის შექმნაში კომპეტენტუ რი ხალხი მიიღებს მონაწილეობა,შემდეგ გაიფილტრება და იქნება სასარგებლო ინფორმაცია.თემა კი თავის ტკივილი იქნება.
დამატებულია (13.04.2016, 11:49:01) --------------------------------------------- კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ვეტექიმიც დაგვეხმარება.
bashiachuki, დავით ბატონო, იმ დრათჰაარისა რა ისმის, აი ხვადი რომ ფულს იღებს დართვაში და არც საველეზე და არც გამოფენაზე რომ არ გამოჩენილა. გამოჩნდა სადმე ეგ ძაღლი??? მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, რა გითხრა ჩემო გიო, საველეზე ნამდვილად არ გამოუყვანიათ. ეროვნულ გამოფენაზე მოიყვანეს, მაგრამ ტალახი იყო და იმ ტალახში ხომ არ ატარებდნენ რინგზე? არ გამოიყვანეს. არადა, ძუს პატრონები უკან დადევდნენ და რიგს იკავებდნენ როდის შეგვიჯვარებო.(ცინიზმისგან ღმერთმა დამიფაროს, რა თქმა უნდა). ჩვენთან არავინ უყურებს საველე დიპლომებს, მთავარია, ევროპიდან და რუსეთ-უკრაინიდან იყოს ჩამოყვანილი ძაღლი და ტენდენცია? მთავარია ძაღლი კარგი სისხლების იყოს და მინდორში თვითონ გააკეთებს ყველაფერს. რა ვიცი, რა ვიცი cercva
kucuna1, ჰო მგონი ეგაა, მაგრამ ქალი თუა მეპატრონე ეგ აღარ ვიცი.
Quotebashiachuki ()
ჩვენთან არავინ უყურებს საველე დიპლომებს, მთავარია, ევროპიდან და რუსეთ-უკრაინიდან იყოს ჩამოყვანილი ძაღლი და ტენდენცია? მთავარია ძაღლი კარგი სისხლების იყოს და მინდორში თვითონ გააკეთებს ყველაფერს. რა ვიცი, რა ვიცი
ჰო, ერთგვარი ტენდენცია ნამდვილად არის, რომ არიქა და ახლად შემოყვანილ ძაღლზე დართონ, სისხლის განახლება გადასარევია, მაგრამ როცა არსებობს ისეთი ხვადი თუ ძუ, რომელიც ცნობილია თავისი საველე თვისებებით და ამის დასტურად სიგელიც აქვს, რატომ ამას არ ანიჭებენ უპირატესობას?. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
სხვა ჯიშებში ნაკლებად ვერევი, მაგ ხვადი არაფერი არ ვიცი მეც ერთხელ მყავს ნანახი, ერთ რამეში დავრწმუნდი რომ ისეთ ბიზნესად იქცა ძაღლი რომ მალე წესიერს არაფერს დატოვებენ. ძაღლის ექსტერიერი რათქმა უნდა კარგია მაგრამ ჩემთვის პირადად მისი საველე თვისებები დგას პირველ ადგილზე. თუ მარტო სილამაზე მისცა ხვადმა ბოდიში მომითხოვია და ესეთი მტელი ბუდობა რომ მაჩუქონ არ მინდა. ახლა მაგალიტად იყიდება განცხადებას წავაწყდი დრატჰაარის ლეკვები, საბუთებიტ ყველაფრით, მაგრამ აი მაინტერესებს დრატჰარისტებო რამდენმა იცით საგვარეულოში მითითებული წინაპრები? რამდენს გყავთ მინდორში თუნდაც იგივე ,,ცნობილი,, პირატი ნანახი მინდორში? რამდენმა იცით რა ფსიქიკა ექნებათ თქვენს მომავალ ოთხფეხა მეგობრებს? არავის არასდროს არ შევუშლი ხელს მისი საქმეა და გაყიდოს, მაგრამ მე მაინც მგონია თუ გინდა იმაზე კარგი ძაღლი გყვდეს-ამ შემთხვევაში დრატჰაარი-ვიდრე სხვებს ყავს, პირველ რიგში უნდა იკითხო მცოდნე და გამოცდილ ადამიანებთან ღირს თუ არა აყვანა ამა თუ იმ ბუდობიდან. მარტო საველე დიპლომის ქონა არაფერს ნიშნავს, ამიტომ ვიძახი ჯობს მოიცადო სანამ ლეკვს იყიდი, დააკვირდე საველეებს შეხედო ძუსაც და ხვადსაც და დასკვნა გამოიტანო-გინდა თუ არა ამ დართვიდან ლეკვი. ჩემთვის რომ ერჩიათ 4 წლის წინ ეს ყველაფერი ახლა ბევრად უკეთესი ინგლისური სეტერი მეყოლებოდა და სხვანაირად ავარჩევდი ლეკვს. d.kakulia
სწორედ, ამიტომ გვინდა წელს დრათჰაარების სექციას ჩავატაროთ ორდღიანი საველე შეკრება. დავაკვირდებით ძაღლების საველე თვისებებს, მათ ფსიქიკას(განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გვაინტერესებს) და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ უკვე შემდგომ დართვებზე. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ჯიშში წამოვიდნენ ღირსეული ძაღლები, რომლებიც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის მათ. cercva
gagrinski, დავით, ეგ მარტო ჩვენი ბრალი არ არის! (ჩვენში უბრალო მონადირეებს ვგულისხმობ) თევზი თავიდან ყარს! ვინც სამაგალითო უნდა იყოს ის აძლევს ცუდ მაგალითს და რა გამოვა ასე?. საველეს რომ თავი დავანებოთ, წელს ისეთი დართვები მოხდა და დარეგისტრირებული თანაც, რომ საველე კი არა უკიდურეს მინიმუმზე ქვემო ასაკის ძაღლები დაართვევინეს და როგორ დავარიგო ახლა მე ჭკუა მონადირეს, რომ ჯერ მინდორში დაამტკიცე რო შენი ძაღლი მართლაც ღირსია გამრავლების და მერე დართე მეთქი???
შენ როცა ეტყვი რომ ჩემი დრატჰაარი არ არის მზად და არ მინდა საველე დიპლომის გარეშე, მერე სხვაც რომ ეტყვის დამიჯერე ყველაფერი დალაგდება. კიდევ ერთხელ ვამბობ თუ არ არის ექსპერიმენტული დართვა რომელიც მე გამიკეთებია საველეს არ მქონე ხვადზე თუმცა ხვადზე რომელიც ექსპერტებმა ნახეს და ის ჩვენ საველეებზე არ გამოვა, ევროპისთვის ამზადებენ. უბრალოდ ჩვენ უნდა მივუდგეთ სწორად და გვეშველება, მე იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში ამის. d.kakulia
shontiamo, არა ფულს ხვადის დართვაში ჯერ-ჯერობით ერთი გამონაკლისის გარდა არავინ არ იღებს. უბრალოდ ჩვენ ხომ ევროპულად უნდა მივუდგედ ყველაფერს, ევროპაში ესეა,(უკვე რუსეთშიც ესეა), მაშ რა დააშავა საქართველომ? ჩვენც ვივაჭროთ, რა დავაშავეთ? მოლედ, თუ წელს ჩემმა ძაღლმა ელიტა აიღო, შეჯვარება-----167დოლარიდან, 223 დოლარამდე, ,ხუმრობაა რა თქმა უნდა. cercva
18 მაისს დაიბადებიან ბუთას ლეკვები,ვაჯვარე ხაშურში ძალიან მაგარ ხვადთთან.ორივე ყავისფერებია და გულზე თეთრი ლაქით.მსურველებმა შემეხმიანეთ.ვიდეო შეგიძლიათ იუთუბზე ნახოთ ამ ლინკით https://www.youtube.com/watch?v=x-cOGGNNIpc.ფრინველზე და წვრილ ნადირზე იდეალურია ორივეზე.
nemso001, ეგ სორო არაა მაჩვის ან მაგ დრათჰარია მაშინ პატარა უფრო ტურის ან მელიის სოროს გავს რაც შეეხება ამ ჯიშის სოროში მუშაობას იგივეა იაგი მუხლამდე თოვლში ანადირო და ტუ მაინც მაჩვისაა მაგრად გაუმართლა რომ არ დახვდა მასპინძელი
მე მყავს დრათჰაარის ლეკვი 1,5 თვის,მაგრამ მაჩვზე სოროში შესვლას ნამდვილად არ დავაძალებ,რაც შეეხება კურდღლის კვალის გატანას და წვრილ ნადირზე კვალის გატანას ამას დრატჰაარს და ვერცერტ ძაღლს ვერ ასწავლი თუ ჟილკა არ აქვს,კიდევ არ მიმაცნია რომ დრათჰაარი კურგელზე ნადირობს,კურგელს ნაბულს ნებისმიერი კარგად დაგეშილი ძაღლი გაუკეთებს და ააგდებს,ჩემი აზრით დრათჰაარისგან ძაან ბევრს ითხოვენ საქართველოში,ჩემმა თუ მწყერი,იხვი,ქათამი დაამუღამა ჩავთვლი რომ ძაღლი კარგად გავზარდე მეტს არც მოვთხოვ.
დამატებულია (19.04.2016, 22:01:00) --------------------------------------------- ფოტოს ვერ ვდებ აქ,რაიქნება ცოტა რომ გაამარტივოთ ფოტოს დადებაა?
ბაქარის და კუცუნა1 პასუხის გასაცემად.ეგ სორო ნამდვილად მაჩვისააა და ძაღლის სიმაღლე კიდე 64 სმ-ია.თუ გაინტერესებთ ეს მობრძანდით და იხილავთ თქვენი თვალით ქუთაისში.სამი პატარა მაჩვია ამოიყვანა და მაგის ვიდეო ბოდიში რომ ვერ დაგიდევით თქვენ არგადამიხდით შემდგომ ჯარიმას,და ისეთ ინტრიგნულებს წერთ ცნობისთვის სამივე უკან დავაბრუნეთ.ამი შემსწრე 10 კაცი მაინც იქნებოდა. მონადირეობაზე კაცი თავს რო დებს ჭორიკნობა კიდე არუნდა იკადროს ასეთმა ადამიანმა,რაუფლება გაქვს რომ ცრუობ ხალხის წასაკითხად და მილანძრავ ძაღლს,რაც იყო ნორმის ფარგლებში ის დევს ვიდეოზე.თუ პრეტენზიები გქონდეთ აქ არის ჩემი ტელ და შემეხმიანეთ.
დამატებულია (20.04.2016, 19:04:03) --------------------------------------------- რაც შეეხება მაგ სოროს 3 საათი მიაკვდა ძაღლი მაგ მიწის თხრას.და ბოდიში რომ დაბანილი ვერ გამოვიდა
nemso001, სად წაიკითხე ძაღლის სანალძღავი სიტყვები? ან ძაღლი რა შუაშია პატრონმა თუ არ იცის მეძებარი სოროში რომ არ უნდა შეუშვას თან მაჩვის და თუ გამოიყვანა ესეიგი ლეკვები ყოფილან მითუმეტეს თუ ცოცხლები გამოყვნენ
Quotenemso001 ()
სამივე უკან დავაბრუნეთ
საიმოვნებით ვნახავ მაგ ვიდეოს შეგიძლია პირად ფოსტაზე გამომიგზავნო რათქმაუნდა არ გავასაჯაროებ და აქვე მოვიხდი ბოდიშს ამ პოსტისთვის თუ ეს სიტყვები შეურაცმყოფელუია თქვენთვის და თქვენი მეძებრისთვის
Quoteბაქარი ()
nemso001, ეგ სორო არაა მაჩვის ან მაგ დრათჰარია მაშინ პატარა უფრო ტურის ან მელიის სოროს გავს რაც შეეხება ამ ჯიშის სოროში მუშაობას იგივეა იაგი მუხლამდე თოვლში ანადირო და ტუ მაინც მაჩვისაა მაგრად გაუმართლა რომ არ დახვდა მასპინძელი
ვიდეოში მაგ ძაღლის წვრილ ნადირზე იდეალურობა ვერ დავინახე.უბრალოდ მიწაში ამოსვრილი ძაღლი იყო,რამაც ექსტერიერის დანახვაშიც ხელი შეუშალა მნახველს.
რაც შეეხება ამ პოსტს 100% ვეთანხმები რათქმაუნდა ავტორიც იტყვის თავისას ,მაგრამ აგიხსნი თუ არ იცი მეძებარი მინდორში მუშაობით ფასდება და არა სოროში :23:
დამატებულია (20.04.2016, 20:30:23) --------------------------------------------- GIORGI-1990, რაც შეეხება ჯანგოს, ამ ორ ფოტოში არაფერი ჩანს ისეტი რითაც შეიძლება ესქტერიერი შეაფასო აი ის ორი ფოტო რონელიც დავდე ესე დააყენე და გადაუღე, რათქმაუნდა ლეკვი არ დადგება, მაგრამ დაიჭერს გვერდიდან და სხვას გადააღებინებ აი ესე
ჯერ თვინახევრის არის რო გახდება 4 თვის შემდეგ იქნება აზრზე ყველაფრის,ბუძგატებიც კარგი წამოსული ექნება და შემდგეგ დავდებ ფოტოებს,დედ მამა როგორიც თქვენს დადებულ ფოტოებზეა დრათჰრები ეგეთებია ოღონდ 1 ფოტოზე გამოსახულის შეფერილობის.
ძაღლს თუ აქვს ნიჭი იმის რომ აკეთოს საქმე და ბოლომდე ვხარჟავ,ამაში არაფერია ცუდი მგონი.აქვს ამას წვრილ ნადირზე რეაქცია და იწევს ეს კარგია და არა ცუდი
დამატებულია (20.04.2016, 22:17:41) --------------------------------------------- იმის გულისთვის რომ ბოლომდე დაიხარჯოს,ყიდვიდან დღემდე დილა საღამო არ გამიცდენია.სულ დატვირთულია ვარჯიშით და რაც შეეხება კიდე ლეჩხუმის სოფელ ოყურეშს მე დათვზე დაგეშილი დრათხარი შეგიძლიათ გაიკითხოთ რაშვებოდა,ანალოგიური ხვადის პატრონმა სოსო ლობჟანიძემაც მითხრა,ვის ხვადთანაც ვაჯვარე ჩემი,რომ მისი ხვადი დრათხარი დათვს ეტანება
დამატებულია (20.04.2016, 22:18:55) --------------------------------------------- ხდება ყველაფერი
ბაქარის და კუცუნა1 პასუხის გასაცემად.ეგ სორო ნამდვილად მაჩვისააა და ძაღლის სიმაღლე კიდე 64 სმ-ია.თუ გაინტერესებთ ეს მობრძანდით და იხილავთ თქვენი თვალით ქუთაისში.სამი პატარა მაჩვია ამოიყვანა და მაგის ვიდეო ბოდიში რომ ვერ დაგიდევით თქვენ არგადამიხდით შემდგომ ჯარიმას,და ისეთ ინტრიგნულებს წერთ ცნობისთვის სამივე უკან დავაბრუნეთ.ამი შემსწრე 10 კაცი მაინც იქნებოდა. მონადირეობაზე კაცი თავს რო დებს ჭორიკნობა კიდე არუნდა იკადროს ასეთმა ადამიანმა,რაუფლება გაქვს რომ ცრუობ ხალხის წასაკითხად და მილანძრავ ძაღლს,რაც იყო ნორმის ფარგლებში ის დევს ვიდეოზე.თუ პრეტენზიები გქონდეთ აქ არის ჩემი ტელ და შემეხმიანეთ. დამატებულია (20.04.2016, 19:04:03) --------------------------------------------- რაც შეეხება მაგ სოროს 3 საათი მიაკვდა ძაღლი მაგ მიწის თხრას.და ბოდიში რომ დაბანილი ვერ გამოვიდა
რა არის ეს?თუ გგონია რომ რაიმე ჯანსაღი დისკუსიაა,არ არის მასე.გამეცი პასუხი,ვინ გაგილანძღა ძაღლი?ან რატომ აძლევ თავს იმის უფლებას რომ ასეთი საწყენი სიტყვები დაუწერო ვინმეს.იმ ასაკის არ ხარ რომ ვინმეს ჭკუის დარიგება გჭირდებოდეს,საკმარისად იქნები შენ მოსწრებული,ქუთაისელ კაი ხალხს.ტელეფონის ნომერს რომ მთავაზობ და დაგირეკო,ტელეფონზე გამცემ პასუხს?სად გაგიგია რომ ადამიანს საქციელს უფასებდნენ,ინტრიგნობა გასაგებ ენაზე ბალამუტობაა,და მაგ სიტვის ახსნა გინდა შენ ტელეფონზე?დიდი მადლობა ძმაო მაგრამ შენთან ტელეფონზე ურთიერთობის სურვილი არ მაქვს,ქუთაისში ბევრ კაი ადამიანს ვიცნობ და მხოლოდ საქეიფოდ მიყვარს მანდ ჩამოსვლა,მე და შენ კიდევ ერთად ქეიფი არ გვიწერია როგორს ვატყობ.თუ საუბარი გინდა კიდევ,შემოგევლოს ჩემი თავი,ჩამოდი რუსთავში და აქ ვისაუბროთ. ახლო მომავალში ქორწილში ვარ ქუთაისში დაპატიჟებული და ხომ ვიცი მაგათი სტუმართმასპინძლობის ამბავი,ერთ დღეში არ გამომიშვებენ,ვნახავ შენს ნომერს და შეგეხმიანები თუ შენ არ მოხვდი რუსთავისკენ უფრო ადრე,უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.ამ თემაზე მე დავამთავრე ურთიერთობა! რაც შეეხება დრათჰაარით მაჩვზე ნადირობას,არაესთეტიურია და ვინიცობაა ძაღლი ცოტა ღრმად შევიდეს,დიდი ალბათობაა იმისა რომ გაიჭედება და სანამ ორ მეტრ მიწას ამოიღებს ადამიანი სავარაუდოდ გაიგუდება,ჩემი აზრით ეგ იგივეა პოინტერით იხვზე ინადიროს კაცმა.მაგდაგვარი შემთხვევაც იყო პოინტერების თემაში და მასაც იგივე ვუთხარით,იმისი პასუხი კიდევ აფსოლიტურად გასაგები გა მეგობრული იყო,ვენაცვალე გულში,ინტრიგნები და მატყუარები კი არ უძახია ჩვენთვის.თუ გაინტერესებს შედი პოინტერების თემაში და ნახავ,წითელი პოინტერი იყო თუ სწორად მახსოვს.შენ კიდევ წარმატებას გისურვებ და თუ გაგიხარდება ჯიხვზეც ანადირე შენი ძაღლი და თუ არ გინდა რომ ვინმემ რამე დაწეროს შენს ძაღლზე და შEნს პოსტზე ნუ იაქტიურებ ფორუმში.
დამატებულია (21.04.2016, 13:04:10) --------------------------------------------- ხო კიდევ რადგან დარეგისტრირდი,ესეიგი ეთანხმები წესებს,რადგან ეთანხმები წესებს და წაიკითხე,ესეიგი საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.
ყველას თავისი ძაღლი უყვარს, მაგრამ სწორად გიხსნის ეს ხალხი რომ დრატჰაარი სოროში არ უნდა მუშაობდეს და არც დათვზე! ის რომ უნივერსალური მეძებრის გენში დევს ნადირის მიმართ ჟინი და აგრესია ყველამ იცის. ახლა ორი სიტყვით დავწერ რას უნდა აკეთებდეს დრატჰაარი, ეს წესები ჩემი დაწერილი არაა, გერმანელებმა დაწერეს.
1 და მთავარი- მინდორში ძებნა, ფრინველის დამუშავება
2 მოკლული იხვი იდება ტბის ან დიდი მდინარის მეორე ნაპირზე-ძაღლს პატრონი აგზავნის ბრძანებით ის გადაცურავს ტბას ადის მეორე ნაპირზე ეძებს მოკლულს გადმოცურავს ისევ, ნაპირზე ამოსვლისას აძლევს ხელში და მხოლოდ მას შემდეგ როდესაც პატრონი უკან გადადგამს ერთ ნაბიჯს იფერთხავს ტანს(თუ ვინმეს არ სჯერა გადაამოწმოს)
3-ე.წ. მაგარ ადგილებში ანუ ტბასი სადაც ბევრი ლელი და კამიშია ძაღლს აგზავნი და ის იწყებს ძებნას ისევე როგორც მინდორში, უნდა გამოაგდოს ჩამჯდარი იხვი და სდიოს მანამდე წყალში სასურველია ყეფით, მაგრამ აუცილებელი არაა, სანამ ფრინველი არ აფრინდება
4-მოკლულ ბოცვერს ეგერი თოკით დაახლოებით 150 მეტრზე გაათრევს მიწაზე, ხანდახან ჩერდება და აკეთებს ზიგზაგებს, ამის შემდეგ ძაღლს გზავნიან მოსაძებნად, ის ზუსტად უნდა გაყვეს კვალს იპოვოს კურდღელი და მოახდინოს მისი აპორტირება
5 მინდორში ძაღლი გაყავთ საბელით, მას შემდეგ რაც ექსპერტები დაინახავენ კურდღელს და ის დაახლოებით 100 მეტრს გაირბენს(ძაღლი არ ხედავს ამ ყველაფერს) უშვებენ ძაღლს ის პოულობს ახალ კვალს და მისდევ ამ კვალს არაუმეტეს 600-700 მეტრისა არიან გამონაკლისებიტ, ამ გამოცდაზე ფასდება დრატჰაარის მიერ ხმის მიცემა
6 სისხლიანი კვალი-ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევარზე კეთდება სისხლიანი კვალის იმიტაცია, რაც უფრო დიდი მანძილია იკლებს სისხლის წვეთები, კეთდება ნაოლიც დაჭრილი ცხოველის. ძაღლს უშვებენ ტყის პირიდან, მას საყელურზე უკეთია თოკით ცამოკიდებული ხის ნაჭერი მას შემდეგ რაც ძაღლი აფიქსირებს მკვდარ ცხოველს ბრუნდება პატრონთან ოღონდ ეს ჯოხი უდევს პირში-ანუ აკეთებს ანონს. აქ დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ მსროლელი დარწმუნებულია რომ მსუბუქად დაჭრა და ძალიან შორს წავიდოდა ძაღლი კვალზე გაიყვანო ქორდით, მაგრამ აქაც თ სისხლის კვალი გრძელდება 2 კილომეტრზე მეტი მაშინ საქმეში ერთვება ბავარიული სისხლის კვალზე მომუშავე მდევარი, დრატჰაარს კი საქმე გაკეთებულად ეთვლება
7-ხდება ძაღლის დამოკიდებულების შემოწმება ცხოველთან მიმართებაში-მაჩვის და გარეული ღორის მონაწილეობით, თუმცა თუმცა თუ მაჩვი იმალება სამალავში ძაღლი რჩება გარეთ არ უნდა თხაროს არავითარ შემთხვევაში და მხოლოდ ყეფით დააფიქსიროს ადგილი ან აიძულოს გამოსვლა. ღორის შემთხვევაში ფასდება ის რომ ძაღლი აჩერებს ნადირს მხოლოდ და არ მიდის დასაგლეჯად, რადგან ძირითადად მისი გამოყენება ხდება დაჭრილ ნადირთან მიმართებაში.
დამატებულია (21.04.2016, 13:18:08) --------------------------------------------- დანარჩენს უკვე აღარ გავაგრძელებ, ის რომ ბეწვის ფორმა როგორი უნდა ქონდეს, ყურზე თივთივაკი, ტანის ფორმა, ულვაში დ.ა.შ.
დამატებულია (21.04.2016, 13:19:05) --------------------------------------------- და ნუ გგონია ბევრს რომ უხეში ლაპარაკით და იმის მტკიცებით მაგარი ძაღლი მყავს რამეს მიაღწევს. ძაღლი ფასდება საველე გამოცდაზე და რინგზე.
ძაღლს თუ აქვს ნიჭი იმის რომ აკეთოს საქმე და ბოლომდე ვხარჟავ,ამაში არაფერია ცუდი მგონი.აქვს ამას წვრილ ნადირზე რეაქცია და იწევს ეს კარგია და არა ცუდი დამატებულია (20.04.2016, 22:17:41) --------------------------------------------- იმის გულისთვის რომ ბოლომდე დაიხარჯოს,ყიდვიდან დღემდე დილა საღამო არ გამიცდენია.სულ დატვირთულია ვარჯიშით და რაც შეეხება კიდე ლეჩხუმის სოფელ ოყურეშს მე დათვზე დაგეშილი დრათხარი შეგიძლიათ გაიკითხოთ რაშვებოდა,ანალოგიური ხვადის პატრონმა სოსო ლობჟანიძემაც მითხრა,ვის ხვადთანაც ვაჯვარე ჩემი,რომ მისი ხვადი დრათხარი დათვს ეტანება დამატებულია (20.04.2016, 22:18:55) --------------------------------------------- ხდება ყველაფერი
:d587: :d587: რაღა ვთქვა ნიჭი თუ აქ აკეთოს... არადა როდიდან იყო ნიჭი მეძებარი მაგ: ქათამზე ნადირობისას მაჩვის სოროში, რომ შეძვრება ან დათვს ეტანებაოოო გადამრევთ თქვენ მე, მასე ჩემი დრათჰაარი ნეხვს ეტანება და ჩავკეტო ტვალეტში ხო მართლა 3 კურდღელია მის ანგარიშზე მარა რაფერ მომივა თავში ვთქვა იდეალურია კურდღელზეო :36_1_69:
აქ დაწერილ პოსტებს იმიტომ მოყვება ხოლმე გამოხმარუება, რომ ახალბედა დამწყებმა მონადირეებმა რომლებმაც არჩევანი უნდა გაკეტოს ამ თუ იმ ჯიშზე ან თუნდაც სანადირო თოფზე შეცდომა არ დაუშვან მაგ: ამის წამკითხავი აიყვანს დრათჰარის ლეკვს, მერე შეტენის მაჩვის სოროში და მოგჭამა ჭირი, მე სეტერიც მინახია ტურაზე დაგეშილიი თუ ამას დაგეშილი ქვია მარა ეგ იგივიეა უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფო. არავინ დავობს იმაზე, რომ დრათჰარს აქვს ცხოველზე ნადირობის ინსტიქტი მაგრამ მხოლოდ სისხლიან კვალზე შიძლება იყოს ის შედეგიანი ან კიდევ თავზე დამდგარ კურდღლს პოინტერიც უკეთებს ნაბულს და მოგაკვლევინებს და ეგ კურდღელი 100 იც რომ იყოს წელიწადში არ ნიშნავს იმას, რომ ეგ ძაღლი იდეალურია კურდღელზე
არამგონია რუსების მაგალითი კარგი იყოს. მე უფრო უკრაინელებს ვამჯობინებდი თუ დრატჰაარებზე მიდგა საქმე, რადგან მათ დაისახეს მიზანი შექმნეს კლუბი და ჰეგევალდზე ძალიან დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. დათვზე რომ ყოფილიყო საჭირო მერწმუნეთ გერმანელებს ვერავინ დაასწრებდა ამას. ვისაც როგორ უნდა ისე გაზარდოს თავისი ძაღლი, მე მათთვის ვინც არ იცის დავწერე საგამოცდო წესები და ის ნორმატივი რასაც დრატჰაარი, ნორმალური დრატჰაარი უნდა აბარებდეს. d.kakulia
nemso001, სოროში ნადირობის ნიჭიც და საერთოდ ყველაფერი აქვს იაგდს! ნადირის დევნაში კი მდევრები არიან მაგრები! ასე, რომ რას ერჩი ძამა მაგ დრათჰაარს? აგერ გაგრინსკიმ გადასარევად დაწერა რა მოეთხოვება მაგ ჯიშს სამშობლოში და ჩვენ, საქართველოში რატომ ვცდილობთ მეძებრის ტერიერად ან მდევრად გადაკეთებას?.
5 მინდორში ძაღლი გაყავთ საბელით, მას შემდეგ რაც ექსპერტები დაინახავენ კურდღელს და ის დაახლოებით 100 მეტრს გაირბენს(ძაღლი არ ხედავს ამ ყველაფერს) უშვებენ ძაღლს ის პოულობს ახალ კვალს და მისდევ ამ კვალს არაუმეტეს 600-700 მეტრისა არიან გამონაკლისებიტ, ამ გამოცდაზე ფასდება დრატჰაარის მიერ ხმის მიცემა
ეგ ჩემი გადაღებული არ არის, და მე არადსროს მიუშვებ ჩემს ძაღლს დათვზე, მაგრამ თუ გაქვს როგორ ხდება ლაიკების გამოცდა გაქვს ნანახი? დაბმულ დათვზე ხდება მათი გამოცდა და ესეიგი ეგეც უაზრობაა. მე კამათში არავისთან შევდივარ მაგარმ, აქ როგორც მე ვხედავ მხოლოდ დავითს და კიდე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია აქ რამის გაზიარება იმიტომ რომ მათს ძაღლებს აქვს აღებული საველე და პრაქტიკაში აქვთ გამოცდილება მიღებული. სხვას შეიძლება კარგი ძაღლები ყავს მაგრამ როგორც მე არ აქვს მათ ძაღლებს საველე აღებული, აი როცა აიღებს ჩემი ძაღლი საველეს და ანალოგიურად იმ მფლობელების რომლებიც სხვებს არიგებენ მხოლოდ წაკითხულით, შემდეგ გავუზიაროთ სხვას აზრი. საწყენი მეგონი არაფერია. ასევე რაც შეეხება პირველ მთავარ პრობლემას არ უნდა ხდებოდეს უჯიშო ძაღლების პოპულარიზაცია, მინიმუმ ლეკვს საგვარეულო მაინც უნდა ქონდეს რო მასზე მოხდეს საუბარი ნებისმიერ თემაში. აი მაგას უნდა მიაქციოს საიტის ადმინსტრაციამ ყურადღება. თუ სადმე საიტზე არის უჯიშო (შეიძლება ვინმეს ეწყინოს მაგრამ ჩემთვის ძაღლს თუ მინიმუმ საგვარეულო არ აქვს უჯიშო). ძაღლების განცხადება უნდა წაიშალოს. იმედია ადმინისტრაციას არ ეწყინება ასე ხდება ოჩოპინტრეზე.
დამატებულია (22.04.2016, 13:16:05) --------------------------------------------- კიდევ ვიხდი ბოდიშშ თუ ვინმეს უსაბუთო ძაღლს უჯიშო ვუწოდე და მფლობელს ეწყინა, ძაღლი რომელსაც გაზრდი ყველა არის ოჯახის წევრის და მეგობარი.
დამატებულია (22.04.2016, 13:22:37) --------------------------------------------- პ.ს. ნემსო 001 ერთის ძაღლის არის ჩემი ძაღლის შვილი და არ გეგონოთ ვინმეს მხარეს ვიკავებდე.
დამატებულია (22.04.2016, 13:23:22) --------------------------------------------- დავით ისე მე მაქვს უკრაინულ ფორუმზე ნანახი დრათჰაარის მოკლული მგელი.
პატივცემულო ის რომ ჩემს ძაღლებს საველეები აქვთ არაფერს ნიშნავს, მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი ან თუ ვიდეოგაკვეთილებიდან ვმსჯელობ(ამ შემთხვევაში დრატჰაარებზე) მხოლოდ ისეთი ექსპერტის მოსაზრების გაცნობის შემდეგ რომელსაც ჰეგევალდზე აქვს ნამსაჯი. დრატჰაარმა ბევრი სახეობის ცხოველი შეიძლება მოკლას და გაგუდოს, მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ მის სწორ გამოყენებაზე მხოლოდ. მე პირადად აბსოლუტურად არასწორი მგონია 81 წლის წესებში რომ კონტინენტალის და კუნძულელების გამოცდა ერთად ხდება. ასევე არც ის რომ კონტინენტალების გამოცდა არ ხდება თუნდაც წყლიდან აპორტირებაზე, სხვა დისციპლინებზე აღარაფერს ვამბობ. დრატჰაარი იმდენად მაგარი და უნივერსალური ჯიშია ცოდვის საკითხია მხოლოდ მწყერზე ხდებოდეს მისი გამოცდა. d.kakulia
აქ როგორც მე ვხედავ მხოლოდ დავითს და კიდე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია აქ რამის გაზიარება იმიტომ რომ მათს ძაღლებს აქვს აღებული საველე და პრაქტიკაში აქვთ გამოცდილება მიღებული
აქ ყველას აქვს გაზიარების უფლება და არავის არავინ არ შეუზღუდავს.უტაქტოდ წერის უფლება კი არავის არ აქვს,მნიშვნელობა არ აქვს ამას 10 პოსტის ავტორია თუ კოლმეურნეობის თავჯდომარე.დათო იქნება თუ სხვა წევრი თუ რამეს დაწერს,კი არაფერს გვამადლიან.მაგრამ ძაღლის ვიდეოს რომ ატვირთავ სადაც 64 სანტიმეტრიანი დრათჰაარს სოროში ამუშავებს(ნებისმიერი) ამაზე ხალხს ადეკვატური რეაქცია ექნება და ეს არც არავის უნდა გაუკვირდეს.რა დავუწერე თუ ძმა ხარ?მაგ ვიდეოში ვერც წვრილი ნადირზე მუშაობა ვერ დავინახეთქო და ამოსვრილი იყო ძაღლი ექსტერიერიც არ ჩანდათქო.ინტრიგანი და მატყუარები გვეძახა კი წაიკითხავდი.
Quotenugzari ()
კიდევ ვიხდი ბოდიშშ თუ ვინმეს უსაბუთო ძაღლს უჯიშო ვუწოდე და მფლობელს ეწყინა, ძაღლი რომელსაც გაზრდი ყველა არის ოჯახის წევრის და მეგობარი
მანდ საბოდიშო არაფერია,უსაბუთო რადგან არის ის პატრონისთვის არის კონკრეტული ჯიშის წარმომადგენელი,თორე სხვას კი ვერ დაუმტკიცებს მაგას,ზაღლს კი არავინ ულანძღავს ვინმე.ფაქტია უბრალოდ ჯიუტი,ისე საბუთიანი უჯიშოებიც ბევრი მინახავს გამოფენებზეც.
ეგ ჩემი გადაღებული არ არის, და მე არადსროს მიუშვებ ჩემს ძაღლს დათვზე, მაგრამ თუ გაქვს როგორ ხდება ლაიკების გამოცდა გაქვს ნანახი?
კი ვიცით რომ ძაღლებს დაბმულ დათვზე ამუშავებენ,მაგრამ იქ ექსპერტები დათვის მონაცემებთან პარალელში აფასებენ ძაღლებს,თუ დათვი ზის და თათს ილოკავს,მასეთ დათვზე მუშაობაში ძაღლები მაღალი ხარისხის შეფასებას არ მიიღებენ,თუ მიიღეს საერთოდ.მერე კიდევ ჩემო ძმაო ალბათ თავადაც გეცოდინება ლაიკისა და დრათჰარის ამტანობასა,სისწრაფესა თუ გამბედაობაში სხვაობა.თავად ლაიკის ფუნქტიაშიც კი არ შედის ცხოველის დახრჩობა ან დაჭერა,არამედ მხოლოდ მონიშვნა და შეძლებისდაგვარად გაჩერება. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხზე, ზოგს ობიექტური, ზოგსაც სუბიექტური არც ჩემს აზრს მოვახვევ ვინმეს, მაგრამ ნამდვილად ვიცი - ჩემი ძაღლი სოროში რომ შეძვრეს ჩემი ხელით ამოვქოლავ გამოსასვლელს რა უნდა მეძებარს ან მდევარს სოროში ?
დამატებულია (23.04.2016, 11:53:44) --------------------------------------------- სოფლელმა მონადირეებმა დამიწუნეს ძაღლები, დიდები არიან და სოროში ვერ შეეტევიანო , აქ ხომ არ ქვს ვინმეს იგივე მოსაზრება ?
გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
სოფლელმა მონადირეებმა დამიწუნეს ძაღლები, დიდები არიან და სოროში ვერ შეეტევიანო , აქ ხომ არ ქვს ვინმეს იგივე მოსაზრება ?
მაი აფერი ძამა ადიდებს თუ მოინდომებს ასე 3 საათი უნდა მაჩვის სოროს ტურისას რომ დაემგავნოს შესასვლელი და ცოტა დიხანია თუ ეყოფა ორი ძაღლი დათვის ბუნაგსაც დაამგავნებს
giohunt1982, ცოტა იუმორი მოსულა, ბოლოსდაბოლოს გურული ვარ ხო კაი მართლაია მაი და რა მაგის პასუხია და ბარემ თემატურ კითხვას მოვაყოლებ, მოკლედ მაინტერესებს დღესდღეობით ვის ყავს საქართველოში ყველაზე კარგი ძუ დრათჰაარი ლეკვის აყვანის ამბავში მაინტერესებს.
ბაქარი, :)) არვიცი ზუსტად მაგრამ შეგიზლია ჩემი დრათხარი მოინახულო ჯერ წლის და 10 თვისააა ეხლა ბათუმში გამომყავს გამოფენაზე წესით 2 3 თვეში უნდა ამუვდეს მესამეჯერ და ალბათ დავრთავ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!