chargeriva999, ე.წ. "მაჩაბლის" კლუბში გყავს მეგობარო დარეგისტრირებული? თუ არა, დაარეგისტრირე აუცილებლად. საგვარეულო ნუსხა დადე თუ შეიძლება.მე მგონი, ბოლოს ძუ შენ შემოიყვანე საქართველოში, ყველას ხვადები შემოყავს. უკრაინის რომელი მხარიდან გყავს ჩამოყვანილი?
დამატებულია (01.02.2015, 18:26:06) --------------------------------------------- toko001, თმა ძალიან არ გაცვივდება, "გრიფონისტია". მაგრამ სურთში რაც ჩანს სტანდარტში ჯდება. კარგი იქნებოდა ექსპერტებმა შეაფასონ.
chargeriva999,კი მაგ ასაკში იცის გაბურძგვნა და ყველაზე უშნო სანახავები არიან:)) ხელითაც გააცალე ხოლმე ლეკვობის(მკვდარი თმები)სადაც ქონდეს განსაკუთრებით თავზე სასურველია სუფთა ქონდეს, ჩემსასც ქონდა ცოტა და ხელით კარგათ გაცილდა თან ბეწვისთვის ვიტამინებიც დაალევინე [img][/img] 8თვის გახდება მალე თ. სინატაშვილი
doreuli2000, დედალია მაგრამ მგონი გადახრები აქვს) სადაც დედალს დაინახავს უკნიდან არის მიმდგარი, მეორე პატარა ლეკვი მყავს ისიც ეგრეა რა სჭირთ არ ვიცი თ. სინატაშვილი
toko001, მაგარი ლეკვია ზმაო გმერტმა ისეტი გაგიზარდოტ როგორიც შენ გინდა,იმიტომ დავწერე რო უნდა გაცვინდეს რო მსჰობლები არცეტია დიდბეწვიანი ტან უკანა მხარეს დაბალი ტმა აკვს ალბათ ბევრი ვარცხნის დროს ზემოტაც დატხელდება
თუ შეგიძლიათ გვირჩიოთ მგეშავი, საკონტაქტო ინფო... ვიტალი არის მაგრამ ვერსად ვნახე საკონტაქტო... ამისთვის არ გვინდა მეგობარს უნდა, ვერ ასწრებს დროის სიმცირის გამო
ყველას გასაგონად ვიტყვი რო ფორუმზე იმიტომ არარი შერეული სისხლის მეძებრების ადგილი რო აქ მხოლოდ სუფთა სისხლის მეძებრების ფორუმებია და განხილვა სწორედ მათ გარშემო მიდის და არა დაუდგენელი არეული სისხლის მეძებრების. ვისაც თავისი ძაღლი უყვარს და მეგობრებს უნდა ანახოს ფეისბუქი გამოიყენოს ამისთვის. რაც შეეხება დედალ მამალს და ასე შემდეგ ძაღლთან მიმართებაში გამოყენება რო არასწორია ეს მართალია ცხოველებში ძუ და ხვადს ხმარობენ და შენიშვნაც სწორად იყო მიცემული თუმცა მე მოგიწოდებთ ყველას ერთმანეთს პატივი ვცეთ.
bichi2009, ჰო მაგრამ ქათმებში და მამლებში არა არამედ ფრინველებში და სწორედ ეგ გამაღიზიანებელი ნათქვამი იყო ჩემი ეგეთი პასუხის მიზეზი თორემ რათქმაუნდა ერთმანეთს უნდა შევუსწოროთ >პატივისცემით! რაშიც 100%ით გეთანხმები
დამატებულია (04.02.2015, 14:47:33) --------------------------------------------- ესეც ჩემი 2თვის ლეკვი) [url=]My WebPage[/url]
nika0603, არა მაგარი თავი აქვს ძმაო თმაც კარგათ აქვს სახეზე და ყველაფერი ძაან მაგარია! აი მერე ერთი ეგრე პროპილში ფეხზე დამდგარს თუ შეძლო გადაუღე ვინმე დაიხმარე და ხელით დაიკავე. ფერი აქვს ძაან მაგარი!(Y) თ. სინატაშვილი
giiiivi, კი გეთანხმები. მართლა ვირტუალურად ვმეგობრობთ ყველა და მინდა რომ ყველა პირადად გაგიცნოთ.
დამატებულია (04.02.2015, 20:53:13) --------------------------------------------- shontiamo, კი ძუ არი და თოკოს ლეკვის დედმამისშვილია.
დამატებულია (04.02.2015, 20:57:12) --------------------------------------------- მინდა რომ ახალ შემოყვანილ სისხლთან შევაჯვარო და გაითვალისწინეთ ყველას აზრს გავითვალისწინებ. მინდა რომ ეს განსხვავებული გარეგნობა და მონაცემები კარგად გამოვიყენოთ.
nika0603, ხაშურელს ყავს ხვადი რასაც ვუყურებ და ვნახე და აქ ვადევნებ თვალს მასე ხვადი არ მეგულება, როგორც მითხრა აპირებს გამოყვანას საველეზეც ,გამოფენაზეც' სურათებში ნახეთ ტაშა- სვდ აქვს ნიკი ყავისფერი დაბალ ბეწბიანია მომავალში ჩემი ჯესის მეორე ნახევარი იქნება საუკეთესო ლეკვები იქნება.
giiiivi, კი ეგ მართლაც მაგარი უნდა დადგეს ბოლო ფოტოები რომ ვნახე მეც მაგრათ მომეწონა, მაგრამ შენ ქუთაისში რო ყავისფერი ხვადი ყავთ ეგ გყავს ახლოდან ნანახი? ძაან მაგარია შარშან ყავდათ კიდეც გამოფენაზე და რომ ამბობენ ძაღლი 3წლამდე დგებაო ეგ მართალია ეხლა კიდევ უფრო დახვეწილი და გალამაზებულია, თუმცა საველეზეც რომ გამოყავდეთ და აქტიურად იყოს კარგი იქნებოდა ყველა მონაცემი აქვს იმის რომ საველე დიპლომი ქონდეს
დამატებულია (04.02.2015, 22:25:35) --------------------------------------------- nika0603, ისე შავი ხვადებიც მრავლად შემოიყვანენ 4ვიცი მე პირადად თან როგორც თქვენ ყველა კარგი ხაზებიდან არიან და ვნახოთ ვინ როგორ ძაღლებს წარმოადგენს გამოფენაზე მე დიდი იტერესით ველოდები თუმცა ჯერ მაგაზე არ ვფიქრობ ჯერ იმდენი სამუშაო გვაქვს თუ მოვასწარით წელსვე მინდა საველეზე გავიყვანო ჩემი ლეკვი, დართვით ჯერ ერთი წელი კიდე მაინც ვერ დავრთავ
შავ ხალიანის და ყავისფერის დართვა არ შეიძლება, მიიღებ სულ შავ ლეკვებს რომელიც დაიბრაკება. ამიტომ მათი შეჯვარება არ ხდება არსად. ეს ცნობისთვის ჯერ ჯერობით დაშვებულია კურცხაარებში მხოლოდ. gorgodze
giiiivi, არა აქ არა მგონია რომ იდოს მაგრამ თუ ფოტო მოვიპოვე აუცილებლად განახებ ერთადერთი ელეგანტური აგებულების ხვადია რაც მე საქართველოში მინახავს თ. სინატაშვილი
toko001, შენ კიდე მაგის პრობლემა არ გაქ, ფერი ფერსაო ისე იქნება შენი ჯოლის და ლაშას ძაღლის დართვა, როდის მოვა მაგ დრო ერთ სულზე ვარ რომ მაგათი ლეკვები ვნახო საქართველოს გაუმარჯოს!!!
giiiivi, როგორ არა შენი ამ შემთხვევაში უნივერსალი გამოდის მაგ მხრივ მთავარია ისე მოგეწონოს marsi, 1წელი პატარა არაა მაგრამ დრო ისე სწრაფად გადის ეგეც მალე იქნება გიო) თ. სინატაშვილი
მეგობრებო,წინასწარ ბოდიშს ვიხდი. დრათჰაარების თემა საერთოდ მე მგონი აბსურდად იქცა.ძირითადად კამათი დედალ-მამალზე, ფერების შეხამება-შერწყმაზე მიდის. ვიღაც-ვიღაცეები სულ აპირებენ საველეზე გამოყვანას და გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამოყავთ, საველე გამოცდაზე კი არა გამოფენაზეც კი. შარშანაც ზუსტად ასე იყო, მიდიოდა "ბჭობა-ქადილი"..... შედეგი-0. რაც არ უნდა კარგი და ახალი სისხლები შემოვიყვანოთ საქართველოში(ღმერთმა ამრავლოს), თუ ძაღლი არ გამოიყვანე საველე გამოცდაზე, შეჯიბრზე, გამოფენაზე მაინც; არაფერი გამოვა. მაგალითი:74-ე ეროვნული გამოფენის შემდეგ, ყველაზე მწირი ინფორმაცია,(მე მგონი ერთი სურათიც კი არ იდო დრათჰაარების არც ინტერნეტში, არც ჟურნალ "მონადირეში"), იმ დროს, როცა სხვა ჯიშის მეძებრებზე უხვად იყო სხვადასხვა ინფორმაცია(ფოტოსესიებზე აღარ ვსაუბრობ).მოკლედ, რაღაც ვიმოქმედოთ რეალურად. სეზონი მთავრდება, აპრილ-მაისისთვის დიწყება ნადირობაზე არა ნაკლებ საინტერესო პერიოდი მეძებარი ძაღლების მოყვარულთათვის(საველე გამოცდა, გამოფენა). ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, განსაკუთრებით საიტის ადმინისტრაციის მიმართ;რაიმე მოვიფიქროთ, შევიკრიბოთ ერთხელ მაინც, შევჯერდეთ იმაზე, რომ "ბაზიერელები" არა მარტო, ფორუმზე არიან მაგრები, არამედ საქმეშიც. თუ საერთო სურვილი იქნება,გამოცდილ კინოლოგებს ვთოხოვოთ და არ დაგვზარდებიან კონსულტაციებში,საველე გამოცდა-შეჯიბრების წესებში. რეგიონებშიც არ იქნება გამოფენა, გამოცდის ჩატარების პრობლემა, მთავარია სურვილი იყოს.მოკლედ, გაზფხულზე ველოდები საველე დიპლომიან დრათჰაარებს, წინ ჯიშთაშორისი შეჯიბრი გვიდგას, სადც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. cercva
bashiachuki, გეთანხმებით ბ-ნ დავით, რომ მხოლოდ ფორუმზე წერით წინ ვერ წავალთ! სუფთა სისხლების მეძებარი იმიტომ მიხარია, რომ გამოფენის და საველეების მუღამი მაქვს! კი, მარტო ნადირობაშიც კარგია სუფთა სისხლის, სწორად დაგეშილი, მუშა მეძებარი, მაგრამ გაცილებით კარგია როცა შენი შრომა გამოფენაზე და საველე შეჯიბრებებზე დაგიფასდება! თუ ის ქმნის პრობლემას, რომ გამოფენა და საველე შეჯიბრი მხოლოდ თბილისში ტარდება, კლუბი „ბაზიერი” გეგმავს ორივე ღონისძიების ჩატარებას რეგიონებში. დასავლეთ საქართველოში არის საკმაო რაოდენობით სუფთა სისხლების მეძებარი ძაღლები. მე რასაც ვუყურებ ქუთაისში ყველაზე მეტი რაოდენობით უნდა იყოს და მითუმეტეს დრათჰაარები! ასე, რომ თუ მონადირეები არ დაიზარებენ, ძაღლების ჩამოყვანას ქუთაისში ამ ღონისძიებებზე. კლუბი "ბაზიერი" გაუწევს ორგანიზებას და მოაწყობს გამოფენას „მაჩაბლის„ კლუბის დახმარებით რაღა თქმა უნდა! ერთი სიტყვით მთავარია მონადირეების სურვილი და აქტიურობა, დანარჩენი კი იქნება! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
155, ჩემი ჯესი შავთეთრია, ჯესის და ჯოლი toko001, ლეკვს ვგულისხმობ ყავისფერი. ამათი დედა არის ყავისფერი მამა შავი. ამ ბუდობიდან 2 მამას დაემგვანა ფერში და დანარჩენები დედას. ეს რაც შეეხება ფერს და ისედაც განსხვავებულები არიან ექსტერიერით და ხასიათითაც. nika0603
giohunt1982, თუ შევჯერდებით და მივალთ ერთ აზრამდე, პრობლემა არ იქნება რეგიონში გამოფენა- გამოცდის ჩატარებაზე. მე ვთხოვ ექსპერტებს და უარს არ იტყვიან. ქუთაისელებს ძვირი დაუჯდებათ , მაგრამ ისე ქუთაისს პურ-მარილს და პატივისცემას ვერ შეეცილები, პირველები არიან cercva
http://s015.radikal.ru/i333/1502/43/7ea6dbc82021.jpg http://s019.radikal.ru/i601/1502/f2/fa1ad1748254.jpg 3 თვის ბაბახანა აცერა დავაგვიანეთ და ინფექცია აქვსო ზოოპარკში ალიკამ, გადასხმებს უკეთებთ და დიდი იმედი გვაქვს რომ გადარჩება :(
მარტო ნადირობაშიც კარგია სუფთა სისხლის, სწორად დაგეშილი, მუშა მეძებარი, მაგრამ გაცილებით კარგია როცა შენი შრომა გამოფენაზე და საველე შეჯიბრებებზე დაგიფასდება!
მართალი ხარ მეძებარი ძაღლის სილამაზე მინდორში იმდენად მომხიბვლელია და მასთან მუშაობა ისეთი აზარტული მგონი ნადირობაზე მეტ მუღამში ჩამაგდო(თან საქართველოში ნადირობა ჰო ნადირობას არ გავს) და რაც დრო მაქვს ვცდილობ მაგსიმალურად გამოვიყენო რათა საველე გამოცდაზე წელსვე გავიდეთ(ძაღლიც როგორ გამიშვებს ვნახოთ) მაგრამ გაისად უკვე კარგი გამოცდილი იქნება ჩემი გოგო და ჩემს მუღამს აუცილებლად გავისწორებ რაც იმ მომენტში მეპატრონეს აქვს როცა რემენს შეხსნი და მინდორში კარგ დაგეშილ ძაღლს გაუშვებ და თუ მსაჯები შეაქებს ჰო საერთოდ. მწყერზეც ჩემთვის 3-4მწყერის მოკვლაც საკმარისია იმ მუღამის დასაკმაყოფილებლად რასაც ნადირობა ქვია თუ იმას ისე კლასიკურად მოვკლავ როგორც წესი და რიგია
bashiachuki, ქუთაისში და საერთოდ დასვლეთში მართლაც ბევრი სუფთა სისხლის და კარგი ძაღლია, იმედია მათგანაც წამოვა ის მუხტი რასაც საველეზე ძაღლის გაყვანის >სურვილი ჰქვია რადგან ადმინისტრაციამ და გამოცდილმა კინოლოგებმაც რაც არ უნდა მოინდომონ თუ ხალხმა ძაღლი საველესთვის არ მოამზადა ჩატარებას რა აზრი აქვს. მე პირადად როცა მქონია ბევრი საბუთიანი ძაღლის მეპატრონეებთან საუბარი ჩვენს ფედერაციას ანუ ცხვედიანის კლუბს და მის ორგანიზებულ საველე გამოცდებს ისე აკნინებენ და თავიანთ ძაღლებს ისე აქებენ გეგონება ზე პროფესიონალებს ველაპარაკებოდე. არის კიდე მეორე მომენტი თუ თვითონ არ აქვს სურვილი საველეზე გაყვანის აქეთ გეკაიფება საველე არა ის კიდეო და რაღაც აფსურდულების მოყოლას იწყებენ. სამწუხაროდ ასეთია რეალობა ყველას თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და გამკეთებლები უმეტესობა არაფრის არიან, (კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ამას რათქმაუნდა საზოგადოების უმეტეს ნაწილზე ვამბობ რომლებიც ასე აზროვნებენ და იქცევიან და არა იმ მცირე ჯგუფზე ვინც ოჯახური ან რაგაც გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ აკეთებენ) მაგრამ იმედია დრო ამ ცუდ შეხედულებებს ხალხისგან გაიწოვს და უფრო ჯანსაღი და პროფესიული მიდგომები ექნებათ ყველაფერზე. ეხლა არც მოყვარულები ქვია საზოგადოების დიდ ნაწილს და არც პროფესიონალები რადგან პროფესიონალურად არაფერს უდგებიან და თავი კიდე მოყვარულად კიარადა 80წლის სტაჟის მქონე მონადირეებათ მოაქვთ ასე რომ მე დიდი იმედი არ მაქვს რასაც ვხედავ წელს შარშანდელისგან რაიმეთინ განსვავებული სურათი იყოს საველე გამოცდაზე. გამოფენაზე არ ვიცი თ. სინატაშვილი
bashiachuki, giohunt1982, გეთანხმებით,ყველაფერი შესაძლებელია და დავადგათ თავი მაგ ამბავს,ეხლა მართლა გვყავს ,,ბაზიერ. გე " -ზე სუფთა სისხლის საკმაოდ ძაღლები.მე თქვენ გვერდზე მიგულეთ.
მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
toko001, „ჩემი ძაღლი პროფესორია" აი ასეთებს რომ გიმტკიცებენ და მართლა "დუროვებად„ მოაქვთ თავი. ასეთებს უნდა ვუპასუხოთ, რომ თუ მასეთი ვუნდერკინდი გყავს ბიძია, გამოიყვანე საველე შეჯიბრზე და დაგვიმტკიცეო!
baqari3501, ძებნის მანერაში, ყნოსვის სიძლიერეში, სისწრაფეში და ა.შ. საგვარეულო ნუსხა და შესაბამისად პასპორტი უნდა ქონდეს ძაღლს რომ დაიშვას ამ სახის ღონისძიებებზე! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, მე მგონი აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ.თუ გინდათ თბილისში, გინდა ქუთაისში.პრობლემები, ჩვენი საერთო სამომავლო გეგმები ერთად ჩამოვაყალიბოთ, განვიხილოთ. ფორუმზე კამათით არაფერი გამოვა პირისპირ თუ არ ვესაუბრეთ ერთმანეთს. toko001, ძალზე რეალურად მსჯელობ მეგობარო,აბა შენ იცი , გაუწიე ხალხს "ტრენინგი", რომ დრათჰაარი მარტო იხვზე(წყლიდან გამოტანაში არ არის),დავამტკიცოთ ამ ჯიშის ყველაზე სტაბილური, გაწონასწორებული და "მეგობრული" ხასიათი.
დამატებულია (07.02.2015, 17:54:32) --------------------------------------------- gocha1900, რას შვება მეგობარო ლეკვი? უკეთესობა არ არის?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!