12:19:08
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
ოვერნული ბრაკი
დათო_მონადირედრო: შაბათი, 06.08.2011, 17:38:05 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოვერნული ბრაკი Braque d'Auverne



ოვერნული ბრაკი ანუ ოვერნული პოინტერის სამშობლო სამხრეთ–დასავლეთ საფრანგეთია, კერძოდ, ოვერნოს ოლქი, რომელიც გასკონიას ესაზღვრება. ამიტომ ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, ეს ჯიში გასკონიური მდევრის ბაზაზეა გამოყვანილი. თუმცა დღეისათვის უფრო მისაღებად მეორე ვერსია ითვლება. ამბობენ, რომ ოვერნული პოინტერის წინაპარი ძაღლები საფრანგეთში 1798 წელს მალტის ორდენის დაშლის შემდეგ სამშბლოში დაბრუნებულმა რაინდებმა შეიყვანეს. დროთა განმავლობაში ისინი ადგილობრივ მდევრებთან შეაჯვარეს და ახალი ჯიში მიიღეს.

ოვერნული ბრაკი – მოკლებეწვიანი, ძლიერი აგებულების მეძებარია რომელსაც საფრანგეთის მაღალმთიან რეგიონებში, ძირითადად, წვრილ ნადირ–ფრინველზე სანადიროდ იყენებენ. მსხვილი ზომის მიუხედავად, ბრაკი მსუბუქი და ელეგანტური ძაღლის შთაბეჭდილებას ტოვებს. რბილი ხასიათის წყალობით, ყოველგვარი ძალდატანებისა და სიმკაცრის გარეშე, პატარა ასაკიდან წვრთნიან და გეშავენ. ამ ჯიშია ძაღლებს შესანიშნავი ყნოსვა აქვთ, კარგად მუშაობენ კვალზე (უხმოდ), არ ერიდებიან წყალს; ენერგიას გამოზომილად ხარჯავენ და დაუღლელად დიდხანს ნადირობენ. ამასთან ერთად, ოვერნული პოინტერი მოსიყვარულე, ალერსიანი, პატრონზე მიჯაჭვული კომპანიონია. ოვერნული ბრაკი ბინის პირობებშიც ადვილი შესანახია

ექსტერიერის ძირითადი შტრიხებია:

თავი – დრუნჩი აქვს ზომიერად გრძელი, თავის ქალა განიერი, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული, ცხვირის კეხი სწორი, ლაშები მძიმე.
თვალები – საშუალო ზომის, მუქი ყავისფერი, ქუთუთოები შავი.
ყურები – საკმაოდ გრძელი, ნაკეცებიანი; ქვემოთ დაყენებული, ჩამოკიდებული, ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.
კისერი – საკმაოდ გრძელი და ძლიერი, შეუმჩნეველი ღაბაბით.
ტანი – კორპუსი ძლიერი კონსტრუქციის, კვადრატული ფორმატის, მკერდი ღრმა, ნეკნები გამობურცული. ზურგი მოკლე და სწოორი. წელი მოკლე, ოდნავ ამობურცული, კარგად განვითარებული მუსკულატურით. გავა ფართო, ძლიერი, ფაქტობრივად, დაქანების გარეშე.
კიდურები – მსხვილძვლოვანი, დაკუნთული. თათები კომპაკთური, შეკრული თითებით, უხეში ბალიშებით.
კუდი – საშუალო სისქის, ერთი მესამედი კუპურებული.
ბეწვი – მოკლე, ნაკლებად რბილი, მაგრამ არაუხეში.
ფერი – თეთრი შავად დაწინწკლული; თეთრი შავი წინწკლებითა და დიდი შავი ლაქბით; ნაცრისფერი ჭაღარით; ნაცრისფერ–ჭაღარა დიდი შავი ლაქბით. თავი ყოველთვის შავი, უმნიშვნელო თეთრი ლაქით.
ზომა – ხვადების სიმაღლე 57–63 სმ, ძუების – 55–60 სმ. წონა 22–25 კგ











მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
ახოტნიკდრო: შაბათი, 06.08.2011, 18:58:19 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 200
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ მეგონა ამდენი ჯიში თუ არსებობდა სანადიროდ,აი ეგ კი მაგრად მომეწონა

გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან.
ს.შენგელია
 
xarataდრო: კვირა, 07.08.2011, 16:15:08 | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლამაზი არის მაგრამ ნადირობაში როგორი იქნება 23 23 23
 
alekoდრო: კვირა, 07.08.2011, 18:44:20 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
xarata, მართალი ხარ საქართველოში უმეტესობას არც ექნება გაგონილი მაგ ჯიშის სახელი 23

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
valerikaდრო: კვირა, 06.11.2011, 01:56:13 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 625
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დათო_მონადირე, 10 10 მალადეც ..კიდევ ერთი რაც ამ საიტზე ვისწავლე 166 166

....
 
-BERG-დრო: პარასკევი, 02.12.2011, 22:20:22 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დალაგებული და გასუფთავებულია
 
ringoდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 20:40:10 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სხვათა შორის ამ ჯიშისადმი სიმპატია მაქვს და რატო; მაქვს მისი ნადირობა ნანახი, მისი ძებნის მანერა და აღნაგობითაც არა მგონია ცუდი. AllSmail133

@@@@@
 
giorgiდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 21:06:29 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo, ამ ჯიშზე მე მართლა არაფერი გამიგონია. რატომღაც პოინტერის და კურცჰაარის ნაჯვარს გავს. საინტერესოა როგორ ნადირობს. ფაქტები დავდოთ რომ იცოდეს ხალხმა როგორი მონადირეა.

დამატებულია (13.03.2012, 20:06:29)
---------------------------------------------
დაზუსტებით ვერ გეტყვით მაგრამ ვიდეოს დაააკვირდით წყალშეი შესვლა და გამოტანა მემგონი უჭირს და ეტყობა კიდეც.


giorgi chitadze
 
ringoდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 23:29:39 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorg i დისკებზე მაქ ნანახი, თუ მოვახერხე დავდებ,.

დამატებულია (13.03.2012, 22:29:39)
---------------------------------------------
giorgi რატო კი შედის, .მე უფრო ვიტყოდი ცურვა უჭირსთქვა. თუნდაც წყალში შესვლა უჭირდეს, ეგ ამჯის ნაკლი არა .უფრო მგონი მაგ შემთხვევაში პატრონის ბრალია


@@@@@
 
giorgiდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 23:32:24 | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo, არამგონია მე სიმაღლის და წონის ბრალი მგონია მძიმე ძაღლი ჩანს და მოკლე ფეხება.

giorgi chitadze
 
alekoდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 23:33:33 | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ringo)
თუნდაც წყალში შესვლა უჭირდეს, ეგ ამჯის ნაკლი არა .უფრო მგონი მაგ შემთხვევაში პატრონის ბრალია

არც ჯიშის ბრალია და არც პატრონის! ამ ჯიშის საქმე არაა წყალი, მინდორში და მთაში სანადიროდ შექმნეს
Quote (giorgi)
რატომღაც პოინტერის და კურცჰაარის ნაჯვარს გავს

რათქმაუნდა არ არის ეგრე , ცალკე დამოუკიდებელი ჯიშია


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giorgiდრო: სამშაბათი, 13.03.2012, 23:37:25 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, მინდორი და მთა კი მართლა შესაფერისი იქნება მაგ ძაღლისთვის ეტყობა ზლიერი რომ არის. და ფრინველის გარდა რაზე ნადირობს? 23

giorgi chitadze
 
ringoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 00:15:05 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko ამ ჯისის მოვალეობა არვიცი მე რა არის და რა არა ,რაზე სანადიროდ არის გამოყვანილი მთაში თუ ბარში, მაგრამ ძაღლი წყალში რო უნდა შევიდეს ეგ ვიცი მითუმეტეს მაგნაირ ამინდში როგორიც მანდ ჩანს,. ახლა დრათჰაარივით და გორდონივით ვერამეიყვან წყლიდან- თქვა არვამბობ,. მაქ მაგის ნადირობა დისკზე, იხვზე ნადირობს და თუ მოვაბი თავი დავდებ,. ასე კარგია, ცოტა ინფორმაცია გავიგე დღეს მაგ ჯიშზე კიდევ,. მე მომწონს

@@@@@
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 00:55:11 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giorgi)
და ფრინველის გარდა რაზე ნადირობს?

ამ ჯიში კიდე ეძახიან "ოვერნულ პოინტერს", ასე რომ, ფრინველის ძაღლია და უნივერსალურობას ნუ მივაწერთ.
Quote (ringo)
aleko ამ ჯისის მოვალეობა არვიცი მე რა არის და რა არა ,რაზე სანადიროდ არის გამოყვანილი მთაში თუ ბარში, მაგრამ ძაღლი წყალში რო უნდა შევიდეს ეგ ვიცი მითუმეტეს მაგნაირ ამინდში როგორიც მანდ ჩანს,.

ხოო?! აბა თუ არ იცი რა მოეთხოვება და რა არა, რაღას იძახი. როგორი სიცხეც არ უნდა იყოს ამ ჯიშს წყალში ნადირობას არავინ სთხოვს, და თუ შევიდა(და არა ინდაირა) ეს მისი კეთილი ნებაა და რათქმაუნდა ვერ დაუშლი. ამის წყალში ნადირობას არ განიხილავენ. 167


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 01:24:42 | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, რათქმაუნდა ალეკო მე ოვერნულ ბრაკს არ ვაწერ არავითარ უნუვერსალურობას. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რაზე ნადირობდა ფრინველის გარდა.

giorgi chitadze
 
ვულფდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 10:56:37 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩვენთან დასავლეთში ივარგებს სადაც ბირკალიაა(მცენარე) აუარებელი
მე თუ მკითხავთ ჯიში ყველა კარგია რომელსაც გაზრდი და აღრზდი
167
 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 11:16:07 | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვულფ, დასავლეთში სააად? 23 ბირკალში კი ნამდვილად ივარგებს დაბალი ბეწვი აქ და არ გააწვალებს.

giorgi chitadze
 
ringoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 14:31:28 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko რას ამბობ შენ ფრინველის ძაღლს წყალში შესვლა არმოეთხოვება და არა საჭირო,. თუ რასამბობ ერთი,. მაქვს ნანახი ამ ჯიშის იხვზე ნადირობა ,აქედან ვიცი. და უნივერსალი ცოტა მგონი ხმაღლა ნათქვამია და რა შვაშია ვერგავიგე. მე ის ვთქვი რო კიდევ ერთხე გავიმეორებ , ეს ჯიში მთაში სანადიროდ არის გამოყვანილი თუ ბარში არვიცი და არც მაინტერესებს უკვე. მე ვიცი რო ფრინველის ძაღლმა წყალში რო უნდა შევიდეს და საერთოდ მონადირე ძაღლმა .

დამატებულია (14.03.2012, 13:31:28)
---------------------------------------------
და ეს ძაღლი აქანა ვიდეოში შედის და მეც სადაც მყავს ნანახი შედის ფაქტია მგონი ხო; ხოდა დანიშნულება შეიძლება არაქვს მაგრამ შედის და უნდა შევიდეს კიდეც აპა მონადირე ძაღლმა სხვა რაუნდა ჰქნას. მასე პოინტერის დანიშნულება არა წყალში შესვლა მაგრამ შედის, ასეც უნდა,. კამათის გარეშე, მე ჩემი აზრი და შეხედულება დავაფიქსირე კიდე ერთხელ,. მომწონს მე ეგ ჯიში. შემოვა მალე ჩვენთანაც ეგ ჯიში, დაიმსახურებს ჩვენში სიმპატიებს, მჯერავს .


@@@@@
 
giorgiდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 15:33:37 | შეტყობინება # 19
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo, არავის უთქვამს არ შედისო კი შEდის და ეს ვიდეოზეც არის ასახული მაგრამ უჭირს.

giorgi chitadze
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 16:03:59 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ringo)
მე ვიცი რო ფრინველის ძაღლმა წყალში რო უნდა შევიდეს

ეს არის ზუსთად სიცრუე,არასწორად იცი! შეიძლებვა შენ ეგრე მიგაჩნია, მაგრამ არ არის ეგრე და შენი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ამბობ, რაც არ მოგვცემს სწორ აზრამდე მისვლის საშუალებას, შენ თუ არ იცი ჯიშის მახასიათებლები, რა შეუძლია და რას სთხოვენ, ე.ი შენი ინტერესი და პრინციპია რპმ წყალში შევიდეს და ამბობ უნდა შედიოდესო, რაც არასწორია. შენ მოსთხოვე თუ გინდა , მაგრამ ეგ ამ ჯიშს არ ევალება და მზის მიუხედავად რომ იძახი უნდა შესულიყოო, ისევდაისევ სიცრუეა. ამ ჯიშის წყალში შესვლის მიხედვით:ან კარგის ან ცუდის თქმა არ შეიძლებამ არასწორია,ჯიშის ნაკლად წყალში შეუსვლელობა არ ითვლება!! 167


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
ringoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 21:42:45 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko მომისმინე მეგობარო ერთი კარგად, ძაღლი რომელიც წყალში არ შედის ის მონადირე ძღლია? დრათჰაარის და პოინტერის შედარება შეიძლება,? არშეიძლება!. დრათჰაარს რაც შეუძლია და მოეთხოვება ის პოინტერს შეუძლია და მოეთხოვება,? არა! მაგრამ რო იძახი და წერ ამ ჯიშს არახასიათებსო რო წაგიკითხავს და იცი ეს კარგია და მივესალმები,. მარა,. აგვისტო-ოქტომბერში იხვი არმოგინადირებია?, თუ რასიტყვი არახასიათებს ამ ჯიშს წყალში შესვლა ჩვენი დავის ობიექტს კერძოდ(ოვერნული ბრაკს) და წაიღოს მდინარემო?.ეგა სწორი.?ახასიათებს არახასიათებს ეგ მეორე საკითხია, .ძაღლმა წყალში უნდა შევიდეს რათქმა უნდა თუ მას აქვს ფრინველის ჟინი და აპორტირების ოფსილა, აპა სხვა რაუნდა ჰქნას და ანდა მასეთი რა ძაღლია.ზალაში ,საყურებლად ხო-არ უნდა გინდოდეს.მას არმოთხოვო ისე როგორც სხვა ჯიშს რომელსაც მოეთხოვება, თვარა აპა რა-მონადირე ძაღლად ითვლება ის მაშვინ. შენ მეუბნები რო არახასიათებსო და მესმის რო იცი რა ახასიათებს და რა-არა, მაგრამ მე ვამბობ რო მას ახასიათებს-არახასიათებს წყალში მონადირე ძაღლმა უნდა შევიდეს! ამას ვამბო.

@@@@@
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 21:56:06 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ringo)
aleko მომისმინე მეგობარო ერთი კარგად, ძაღლი რომელიც წყალში არ შედის ის მონადირე ძღლია?

ე.ი შენთვის თუ მონადირე ძაღლი წყალში არ შედის, ის მონადირე ძაღლი არ არის!!მაშინ დიდი ალბათობით შენთვის პოინტერი მონადირე ძაღლი არ არის, პარალელი რომ გავავლოთ! 167
სექტემბერში რომ იხვი მოკლა და ამ ჯიშის წარმომადგენელი გვერძე გყავდეს, ფრინველი უნდა გამოგიტანოს?
Quote (ringo)
.ძაღლმა წყალში უნდა შევიდეს რათქმა უნდა თუ მას აქვს ფრინველის ჟინი და აპორტირების ოფსილა, აპა სხვა რაუნდა ჰქნას და ანდა მასეთი რა ძაღლია

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო___ეს შენი მოთხოვნა და სუბიექტური წარმოდგენა არ არის მონადირე ძაღლებზე??! 167
ამ ჯიშის შემქმნელებმა არ ჩამოაყალიბეს ისე რომ წყალში ინადიროს და შენ იძახი ვალდებულია შევიდესო! შენ უყენებ მოთხოვნას და რაღა გინდა?!რო არ ევალება ძაღლს და შენ თხოვ, ეგ შენი პირადი პრინციპი არ არის??!!თორემ ეგრე თითქმის ყველა ცოცხალი არსებს შედის წყალში, თუნდაც იმიტომ, რომ დაიბანოს 167 პირადად ჩემთვის არანაირ გართულებას არ წარმოადგენს, რომ შესაბამისი ჯიშის წარმომადგენელი წყალში არ შევიდეს!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - ოთხშაბათი, 14.03.2012, 21:58:09
 
ringoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 22:54:18 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერს აპორტირება ახასიათებს?

167 167

ე.ი შენთვის თუ მონადირე ძაღლი წყალში არ შედის, ის მონადირე ძაღლი არ არის!!მაშინ დიდი ალბათობით შენთვის პოინტერი მონადირე ძაღლი არ არის, პარალელი რომ გავავლოთ! დრათჰაარი და გორდონი არ გინახავს წყალში რო არ შედიოდეს?. ახასიათებს შეუსვლელობა?. ესეიგი პატრონზეც არის ხო დამოკიდებული როგორ გაწვრთნი?! მე მკვედრად დავაფიქსირე ჩემი აზრი. ნებისმიერმა მონადირე ძაღლმა წყალში უნდა შევიდეს,. 23_30_126


@@@@@
 
alekoდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 23:07:49 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ringo)
ე.ი შენთვის თუ მონადირე ძაღლი წყალში არ შედის, ის მონადირე ძაღლი არ არის!!მაშინ დიდი ალბათობით შენთვის პოინტერი მონადირე ძაღლი არ არის, პარალელი რომ გავავლოთ! დრათჰაარი და გორდონი არ გინახავს წყალში რო არ შედიოდეს?. ახასიათებს შეუსვლელობა?. ესეიგი პატრონზეც არის ხო დამოკიდებული როგორ გაწვრთნი?!

მოდი სხვა ჯიშებზე ნუ ვისუბრებთ კონკრეტული ჯიშის თემაში, არ გამოვა!
აქ პატრონზე კი არა ჯიშზე იყო საუბარი, თუ რომელიმე ჯიშს არ შეუძლია წყალში ნადირობა, ამის გენები თუ არ არქვს, როგორი პატრონიც არ უნდა ჰყავდეს, ვერაფერს გახდება!
Quote (ringo)
მე მკვედრად დავაფიქსირე ჩემი აზრი. ნებისმიერმა მონადირე ძაღლმა წყალში უნდა შევიდეს,.

მერე აქამდე გეთქვა რომ შენი აზრია და არა საერთოდ ეგრეა, ჩვენი აზრები საყოველთაო დებულებებს უმეტეს შემთხვევებში ეწინააღმდეგება


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
xarataდრო: ოთხშაბათი, 14.03.2012, 23:16:03 | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ringo)
პოინტერს აპორტირება ახასიათებს?

ringo, აპორტირება მგონი ყველა ძაღლს ახასიათებს შენ მიჩვეული ხარ დრათჰაარს და მიტო ლაპარაკობ მასე და შენი თქმით რომელი ძაღლიც წყალში არ შევა ის მონადირე არ არის?! პოინტერის ნაბულთან შემირცხვენია დრათჰაარი და სხვა ბევრი ძაღლი და ამაში ბევრი დამეთანხმება 25 25 25 25
 
ringoდრო: ხუთშაბათი, 15.03.2012, 00:42:58 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა გენები უნდა-უნდოდეს?,. წყლიდან ფრინველის გამოყვანას? ეგ ხო ელემენტარული უნდა იყოს ჟირკიანი მონადირე ძაღლითვის.მე ხო არვსაუბრობ მთელი დღე უნდა ინადიროს წყალზეთქვა,. მითუმეტეს თვარ ახასიათებს, შენ ხო იცი ამ ჯიშს რა ახასიათებს და რა არა. მე მყავსსთქო ეს ჯიში ნანახი იხვზე რო ნადირობს,შენ ამბობ რო არაა გამოყვანილი ზამთარში სანადიროდო და წყალშიც არ უნდა შევიდესო ასეთ ამინდშიო, თუკი არახასიათებს ზამთარში ნადირობა არმოთხოვ და არანადირებ.,მონადირე ძაღლმა წყალში რაფერ არუნდა შევიდეს ,ეს-თუ მისაღებია შენთვის შენ გაგიმარჯოს რმერთმა. ძაღლმა კონკრეტულად ვიდეოზე ნანახიდან წამოვიდა ეს საუბარი ხო იმ ვიდეოზე მკაფიოდ ჩანს რო ცურვა უჭირს,რატო? არახასიათებს თუ არასწავლეს და მიტო? 167 10 23_30_126

დამატებულია (14.03.2012, 23:42:58)
---------------------------------------------
xarata სალამი, მე როგორც მონადირე და დიდი მოტრფიალე ამ ჯიშის,(დრათჰაარის). 167 ამათ ნაბულს არ შევადარებდი


@@@@@
 
alekoდრო: ხუთშაბათი, 15.03.2012, 14:55:10 | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ringo, კარგი, კარგი ვერ გაგაგებინე, როგორც ჩანს.

"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
xarataდრო: ხუთშაბათი, 15.03.2012, 16:19:32 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ringo)
xarata სალამი, მე როგორც მონადირე და დიდი მოტრფიალე ამ ჯიშის,(დრათჰაარის). ამათ ნაბულს არ შევადარებდი

ringo, ანუ რა გინდა რო თქვა რო დრათჰაარის ნაბული ჯობია ამათ ნაბულს!!!! 25 25 25 თუ მე ვერ გავიგე სწორე?

დამატებულია (15.03.2012, 15:19:32)
---------------------------------------------

Quote (ringo)
ძაღლმა კონკრეტულად ვიდეოზე ნანახიდან წამოვიდა ეს საუბარი ხო იმ ვიდეოზე მკაფიოდ ჩანს რო ცურვა უჭირს,რატო?

ringo, და რაც შეეხება ცურვას ძაღლს ეტყობოდა რო წყალში პირველად ცურავდა ცოტა ხანი ავარჯიშებ და ეგეც შევულებრივ გაცურავს არცერთ ძაღლს არ უჭირს ცურვა ყველამ იცის მარა ზამთარში პოინტერს და მაგ ნაირ ძაღლებს არ მოეთხოვებათ წყლიდან გამოტანა!
 
ringoდრო: ხუთშაბათი, 15.03.2012, 18:03:26 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko მასე ვვქნათ, ვერც მე გაგაგებინე მგონი. 23_30_126

დამატებულია (15.03.2012, 17:03:26)
---------------------------------------------
ზამთარში პოინტერს და მაგ ნაირ ძაღლებს არ მოეთხოვებათ წყლიდან გამოტანა! მე დავამატებდი ისე როგორც სხვა ჯიშს, თუნდაც (ლაბრადორ!) მარა წყალში უნდა შევიდეს თუ ვარგა ძაღლი! xarata 167 AllSmail133 39 23_30_126


@@@@@
 
giorgiდრო: პარასკევი, 16.03.2012, 13:37:19 | შეტყობინება # 30
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, ringo, უკვე კაი ხანია კამათობთ იმაზე თუ რომელი უFრო კარგ ნაბულს აკეთებს. მოდი ბიჭებო მოძებნეთ ვიდეოები და თითო თითო ვიდეო დადეთ ხალხი კი შEაფასებს რომელი უფრო მოეწონებათ.

giorgi chitadze
 
alekoდრო: პარასკევი, 16.03.2012, 15:04:07 | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (giorgi)
aleko, ringo, უკვე კაი ხანია კამათობთ იმაზე თუ რომელი უFრო კარგ ნაბულს აკეთებს. მოდი ბიჭებო მოძებნეთ ვიდეოები და თითო თითო ვიდეო დადეთ ხალხი კი შEაფასებს რომელი უფრო მოეწონებათ.

იძახი კამათობთ ნაბულზეო, ე.ი წაგიკითხავს ჩვენი პოსტები__სად ნახე რომ ნაბულზე ვკამათობდით?! "ხარატა" ხომ არ უნდა გეწეროს შემთხვევით?!
და ვის რა მოეწონება მაგით იმას ვერ გაიგებ რომელი უკეთესია(თუმცა მეორე ჯიშს რას გულისხმობ ვერ ვხვდები) 167 და ხარატას შეუსაბამო პოსტები_წაიშალა უკვე და ამათაც იგივე ელოდებათ_შედარების შემთხვევაში!


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"

შეტყობინება დაამუშავა aleko - პარასკევი, 16.03.2012, 15:05:13
 
giorgiდრო: შაბათი, 17.03.2012, 12:27:53 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 670
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
aleko, ჯერ ერთი ნაბულზე იყო დაწერილი და შემეშალა ხარატას მიწერა . მაგრამ ამით არ დაქცეულა ქვეყანა. მეორე ჯიშს რაც შეეეხება (ოვერნული ბრაკზე და დრატჰაარზეა აქ ლაპარაკი) კითხვა დაისვა და შEტავაზება გავაკეთე ვიდეოები დადეთქო. ეეს იმისთვისაც კარგია რომ ფორუმში ერთი ვიდეოს გარდა კიდე დაიდება.. 167 167

giorgi chitadze
 
დათო_მონადირედრო: შაბათი, 17.03.2012, 21:06:34 | შეტყობინება # 33
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
gabelashvili852დრო: შაბათი, 20.07.2013, 15:28:49 | შეტყობინება # 34
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არის ნეტა ჩვენტან?

შ გაბელაშვილი
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика