გერმანული ლანგჰაარი არის ერთ ერთი უძველესი კონტინენტური პოინტერის ჯიში ცენტრალურ ევროპულ ძაღლის ჯიშებს შორის. ჯიშის რეგისტრაცია მოხდა 1879 წელს. უმეტესობა ამ ძაღლებისა, როგორც შემონახული ნახატებიდან ჩანს, გამოიყენებოდა როგორც შევარდნით ასევე იარაღით ნადირობისას. ძველი გერმანული ტექსტები გვაუწყებს, რომ ეს გრძელბეწვიანი ძაღლი ნადირობდა ქორთან ერთად ფრინველებზე, ასევე ნადირობდა ნადირზე და წყალმცურავ ფრინველებზე. ამ ძაღლის აღწერა ნაპოვნი იქნა 1870 წელს. 1879 წელს დადგინდა მისი პარამეტრები და სტანდარტები ლანგჰაარს აქვს ძლიერი და დაკუნთული სხეული. მამლის სიმაღლე 60-70 სმ-ია, დედლის კი 58-66სმ. იდეალური წონაა 30 კგ. არსებობს 6 ფერის შეფერილობით, ყავისფერი, თეთრი და სხვა ფერის ლაქებით. თანამედროვე გრძელბეწვიანი მეძებარი გამოსადეგია ყოველგვარ მძიმე კლიმატურ პირობებში სანადიროდ.აქვს ხშირი ბეწვით დაფარული ტანი.ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთარი.დამჯერე და საზრიანია,განსაკუთრებით უყვარს ჭაობიან ადგილებში ნადირობა ჯიშის სტანდარტი FCI № 117: საერთო აღწერილობა. ლამაზი და ელეგანტური ძაღლია, რომელსაც აქვს ძლიერი, კუნთოვანი სისტემა. ხასიათით არის ძალიან რბილი და მოსიყვარულე.არის ცოცხალი და აქტიური. თავი და სახე. პალოსებური,წაგრძელებული ფორმის, მშრალი. შუბლის სიგრძე ტოლია სახის სიგრძისა. დინგზე აღენიშნება ოდნავ ამოზნექილი და არის ფართო .დრუნჩი აქვს ყავისფერი.ტუჩები მჭიდროდ მიკრულია თავის ქალასთან. თვალები. სიმეტრიული, მშრალი, საშუალო სიდიდის, ოვალური. ფერი შესაძლოა იყოს შეფერილობაზე მუქი. ყურები. ჩამოკიდებული, ოდნავ მაღლა წამოწეული, ფართო და ბოლო მომრგვალებული. მათი სიგრძე უნდა ემთხვეოდეს თავის სიგრძეს. კისერი. მაღლაწამოწეული, ძლიერი. ტორსი. მკერდი-ღრმა, ოდნავ წვემოთ დაწეული, ჩამოშვებული სახსრამდე, სიგანე უნდა შეესაბამებოდეს საერთო ტიპის და აგებულებას. მუცელი ზომიერად დაშვებული. მინდაო მაღალი-კუნთოვანი. წელი ძლიერი, სწორი და მოკლე. საერთო აგებულება კვადრატული ფეხები. ხმელი,სწორი და პარალელურად დაყენებული, კარგად გამოკვეთილი კუთხით კუდი. მაღალა წამოწეული, სწორი,მოხრილობის გარეშე,ბალანი კუდის ნახევარს იქეთ უნდა ქონდეს უფრო გრძელი. კუდი უჭირავს ჰორიზონტალურად ან ოდნავ მაღლა წამოწეული. ძალიან გრძელი ან ბოლოში მოხრილი კუდი აუცილებელია მოიკვეთოს! ბალანი. თავზე არის მოკლე, წელზე,გვერდებზე და მკერდზე სიგრძე აღწევს 3-5 სმ ,ხოლო გულმკერდის,ყელის და მუცლისქვედა მხარეს უფრო გრძელია. კუდი და ყურები დაფარულია ლამაზი ტალღოვანი ბეწვით. კიდურებზე ბალანი უნდა იყოს შედარებით სქელი ვიდრე ტანის სხვა ნაწილებზე შეფერილობა. ყავისფერი, ყავისფერფოთლიანი, ყავისფერწინწკლიანი, ჭაღარა ყავისფერი და თეთრი ყავისფერი [size=9]სიმაღლე[size=9]ხვადები: 62-70 სმ, ძუები: 58-66 სმ
დამატებულია (24.06.2011, 18:23:19) --------------------------------------------- ამ ჯიშის გამოყვანა და გავრცელება დაიწყო გერმანიაში. თავდაპირველად მისი გამოყენების მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი. ამიტომ მას სეტერებთან და ინგლისურ პოინტერებთან აჯვარებდნენ, რათა გაზრდილიყო ამ ჯიშზე მოთხოვნილება. თავიდან ეს ძაღლები ძალიან ჯიუტები და ტემპერამენტიანები იყვნენ. ამ ჯიშის პირველი ჩვენება მოეწყო 1878 წელს ფრანკფურტში და ამ პერიოდისათვის დაიწერა პირველი სტანდარტი ამ ჯიშის შესახებ. ამის შემდეგ სელექციონერებმა უკვე განსაკუთრებით დაუთმეს ყურადღება ამ ჯიშის დახვეწას. უმოკლეს პერიოდში მათ მიზანს მიაღწიეს და ამ ჯიშმა სახელი გაითქვა საველე ოლიმპიადაშიც.
თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოეპყარი როგორც დატენილს
წესით სიცივეს კარგად უნად იტანდეს და წყალზეც არ უნდა ამბობდეს უარს იმედია ყავს ვინმე ეს ჯიში და დაწერს ამდენ კითხვაზე პასუხს:)
დამატებულია (23.01.2013, 21:01:34) --------------------------------------------- გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი
აღწერილობა ლანგჰაარი არის კუნთოვანი, ელეგანტური და ათლეტური მას შეუძლია თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება. ფიზიკურად ის ზომიერია. ამ ჯიშის ძაღლებისთვის დამახასიათებელია ტემპერამენტობა, რაც მის გარეგნობაშიც გამოიხატება. როგორც ყველა გერმანულ ჯიშს მასაც თათებზე აქვს აპკი. ამ ჯიშის გაზრდისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და გაკონტროლდეს მისი აგრესიულობა ლეკვობის პერიოდში.
ბეწვი და შეფერილობა ლანგჰაარს აქვს საშუალო სიგრძის ოდნავ ტალღოვანი ბეწვი (დაახლოებით 3-5 სმ), მაგრამ არა ზედმეტად ხუჭუჭი. ის არ არის ნაზი და რბილი, არამედ მტკიცე და ბზინვარე. ბეწვის შეფერილობა არის მუქი შოკოლადისფერი ან ყავისფერი, ახასიათებს კვადრატული ფორმის ლაქები, რომელიც ძირითადად გვხვდება თავზე, ზურგზე ან კუდზე. თეთრი ლაქები დასაშვებია მხოლოდ გულმკერდის არეში, თათებსა და დრუნჩზე
ზომა ხვადი – დაახლოებით 60-70 სმ-ს შორის, ძუ – 58-63 სმ. მაქსიმალური წონა 30 კგ.
სიარული მისი სიარული ხასიათდება გრძელი და თავისუფალი ნაბიჯებით.
ხასიათი ლანგჰაარი კეთილი, ნაზი, მეგობრული და ჭკვიანი ჯიშია. ის იმდენად მოსიყვარულეა, რომ ვერ ეგუება ადამიანებთან განცალკევებით ცხოვრებას. ვერ ეგუება ჩაკეტილ ცხოვრებას, ესაჭიროება სისტემატიური სეირნობა და ვარჯიში. უყვარს ბავშვებთან ერთად თამაში და არ არის აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ. მოვლა
ადვილად იწვრთნება, უყვარს მუშაობა და საჭიროა მისი რეგულარული ვარჯიში. ის ვერ ეგუება ბინაში ცხოვრებას, რადგან ესაჭიროება ძალიან დიდი სივრცე და ისეთი პატრონი, რომელიც სისტემატიურად ანადირებს. ამ ძაღლის ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს მის სპორტულ გამოყენებასაც.
ჯანმრთელობა მათ არ გააჩნიათ არანაირი გენეტიკური ხინჯი, უწესრიგობა ან დაავადება. მათ სისუსტეს წარმოადგენს ძალიან რბილი ყურები, რომელიც მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ყურების წმენდა რეგულარულად, განსაკუთრებით წყალში ყოფნის შემდეგ.
ისტორია ამ ჯიშის გამოყვანა და გავრცელება დაიწყო გერმანიაში. თავდაპირველად მისი გამოყენების მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი. ამიტომ მას სეტერებთან და ინგლისურ პოინტერებთან აჯვარებდნენ, რათა გაზრდილიყო ამ ჯიშზე მოთხოვნილება. თავიდან ეს ძაღლები ძალიან ჯიუტები და ტემპერამენტიანები იყვნენ. ამ ჯიშის პირველი ჩვენება მოეწყო 1878 წელს ფრანკფურტში და ამ პერიოდისათვის დაიწერა პირველი სტანდარტი ამ ჯიშის შესახებ. ამის შემდეგ სელექციონერებმა უკვე განსაკუთრებით დაუთმეს ყურადღება ამ ჯიშის დახვეწას. უმოკლეს პერიოდში მათ მიზანს მიაღწიეს და ამ ჯიშმა სახელი გაითქვა საველე ოლიმპიადაშიც.
ლანგჰაარი გერმანული ჯიშის გრძელბეწვიანი მეძებარია, ძლიერი, ძალიან თვინიერი და ამტანია, ნადირობს როგორც ფრინველზე ასევე ნადირზე
ზუსტად ესეთი ძაგლი სურატი 3 ჩემს მეზობელს ყავს ზუსტად მასეტია,დამაინტერესა და გავარკვიე რომ კურცხალის და დრატჰარის ნაჯვარი ყოფილა მაგარი მონადირეა,ყველა სეზონზე ტოვშ ლი პირველია,ახლა მის ლეკვებს ველოდებით,კურცხალთანაა ნაჯვარი ძალიან საინტერესოა რა გამოვა,აუცილებლად გაცნობებთ
დამატებულია (08.11.2013, 11:12:01) --------------------------------------------- უკაცრავად შემეშალა მე-5 სურატია
nika98 რა უნდა გამოვიდეს?თუ არა სისხლაღრეული და გაუბედურებული მეტისი!ლანგჰაარი გერმანული უნიკალური ჯიშია და საერთო არაფერი აქვს გაურკვეველი წარმოშობის მიმგვანებულ მეტისთან! 77777 i.tsirekidze
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!