avtandil, მაგარი როჟააა. როცა მოაქვს რამე ნივთი, ერთი-ორი ცალი(პედიგრი ან სხვა.) საჭმელი მიეცი ხოლმე და მომავალში ამას ისე შეეჩვევა, რომ მოტანილ ფრინველს ეგრევე ფეხებთან დაგიდებს და წართმევა აღარ დასჭირდება. ისე კი ძალიან კარგი ტიპიააა მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
მეც მინდა, რომ ყველაფერი ერთბაშად ვასწავლო, მაგრამ ჯერ ვერ ვქენით. იმედია ნელნელა ვასწავლი ყველაფერს. მადლობა რჩევისათვის მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ჟურნალში "ნადირობა" 2013 წლის მე-4 გამოცემაში ცნობილი კურცჰაარისტის ვადიმ ჟიბაროვსკის კარგი სტატია წავიკითხე და ამ სტატიის შემდეგ კიდევ ერთხელ 1000000% დავრწმუნდი რო კარგი არჩევანი გავაკეთე. თუ ვინმეს რაიმე მიზეზის გამო ხელი არ მიგიწვდებათ ამ ჟურნალზე,საღამოს აქ დავდებ ამ სტატიას.
დამატებულია (03.04.2013, 21:46:10) --------------------------------------------- მე გადმოვწერე ეს ვიდეო და დაახლოებით მაინც შევეცდები მასე აღვზარდო ჩემი ლეკვი.იმედია მეყოფა მოთმინება
benito, მეც წავიკითხე ეგ სტატია და დზალიან მესიამოვნა წაკიტხვა მართლაც უჭკვიანესები არიან, დზალიან მეგობრულები და არასდროს ცანცარები და გაუწონასწორებლები. ტვალები კა ძალიან მაგრად არის დახასიათებული მაგ სტატიაში და მართლაც რომ თითქოს ლაპარაკი შეუძლიათ თვალებით :)
ჟურნალი "ნადირობა" #4. აპრილი 2013 წელი.თარგმნა ლუკა ცხვედიანმა.
პოინტერი რომ ჩვენში ტრადიციულად ყველაზე პოპულარული ჯიშია,ამაზე არავინ დავობს.ინგლისური სეტერებიც დამსახურებული პატივისცემით სარგებლობენ,ხოლო რაც შეეხება კურცჰაარებს,საქართველოში ჟიშიანი მეძაღლეობის ჩამოყალიბების დროიდან მოყოლებული,ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობა იყო.მონადირეთ მცირე ნაწილს მოსწონდა,კუნძულოვანი მეძებრების მოყვარულები ამრეზით უყრებდნენ.უფო მეტიც,ძველი თაობის ზოგიერთი აღიარებული ავტორიტეტი-კინოლოგიც კი დაუფარავად გამოხატავდა საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას.ამ შესანიშნავი,ნამდვილი სანადირო ძაღლის მიმართ ერთგვარი ცინიზმი დღესაც შეინიშნება,ცხადია,შედარებით იშვიათად,მაგრამ მაინც,თან მარტო ჩვენთან კი არა რუსეთშიც.სწორედ მსგავი განწყობის "გასანეიტრალებლადაა" დაწერილი ცნობილი კურცჰაარისტის,ვადიმ ჟიბაროვსკის სტატია- "საცოდავ" კურცჰაარზე სიტყვა არ დაძრათ... რომლის გადმოქართულებული ვარიანტი მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს...
"საცოდავ" კურცჰაარზე სიტყვა არ დაძრათ...
ძაღლის არჩევა ჩემთვის ადვილი იყო.ბავშვობაში ომის დამთავრებისთანავე "ტროფეული",ჭრელ პლედში გახვეული ლეკვი მაჩუქეს.ყავისფერთავიანი,ზურგსა და გვერდებზე ამავე ფერის ლაქებიანი რუზ-ნაცრისფერი დაკუნთული არსება ძლივს ჩანდა მაღალ ხასხასა მწვანე ბალახში.როცა კობლოხის ან კუნძის წინ გარინდული,ფეხაწეული,მოკვეცილ კუდგაშეშებული იდგა,შემეძლო მისთვის მთელ დღეს მეყურებინა და ამ ქვეყნად ყველაფერი მავიწყდებოდა.მაშინ ჩემს ორივე დასაც ერგოთ საჩუქრები - სტილიზებული,გერმანულ ტანსაცმელში გამოწყობილი თოჯინები. დიდი ხნის შემდეგ,როცა ნადირობის გამოცდილება ასე თუ ისე მქონდა,ერთგული დამხმარისა და მეგობრის შეძენაზე დავფიქრდი,მოულოდნელად ბავშვობის დროინდელი ხატება დამიდგა თვალწინ და არჩევანთან დაკავშირებით ყოველგვარი მტანჯველი ეჭვი მაშინვე გამეფანტა.გარკვევით ვიცოდი,რა მინდოდა! რა თქმა უნდა ლიტერატურასაც გავეცანი,კურცჰაარების მფლობელებსაც ვესაუბრე ,მაგრამ წაკითხულმაც და მოსმენილმაც კიდევ უფო მეტი სტიმული მომცა,და ახლაც რო ცა ამ საოცარი ჯიშის უკვე მე-4 ძაღლი მყავს,არასდროს მქონია იმის საბაბი,რომ ჩემი არჩევანის მართებულობაში ეჭვი შემეტანა. ხდება ხოლმე და როცა ნაცნობები ინტერესდებიან,კერძოდ რის გამო მიყვარს მაინც და მაინც კურცჰაარი არ ვიცი უცებ როგორ უპასუხო.დაფიქრების შემდეგ იმ აზრამდე მივდივარ,რომ ასეთ კითხვაში თავიდანვე რაღაც პრაგმატულობააჩადებული,რომელიც არა მგონია სიყვარულთან იყოს თანხვედრაში.მე უბრალოდ მიყვარს თბილი,სიციცხლით სავსე არსება,რომელიც მუდამ ჩემს გვერდითაა და ჩემს სიყვარულს არავის გაუყოფს.რაც შეეხება ექსტერიერის ესთეტიკურ აღქმას,სამუშაო თვისებებისა და აღზრდის შედეგების შეფასებას,ეს გრძნობების სულ სხვა სფეროა.ჩემთვის ერთნაირად გასაგებია როგორც ელეგანტური დოგის - უშიშარი დამცველის,ალერსიანი,კარგად გაწვრთნილი ისე ნამდვილი "უშნო" უტილიტარული თვალსაზრით აბსოლიტურად გამოუსადეგარი,თუნდაც ასევე კარგად ფრანგული ბულდოგის სიყვარული.რა,ლამაზი მეუღლეები და ვუნდერკინდი შვილები ცელქებსა და ჭკუამხიარულებზე მეტად უყვართ? აი,აქ კი ჩემს თავს როგორც იტყვიან მკრეხელურ აზრებში ვიჭერ - ადამიანებისა და ძაღლების მიმართ არსებულ გრძნობებს ერთმანეთს ვუთანაბრებ! და გონებაში მაშინვე ნაცნობი თეზისი მიტიტვტივდება: "ძაღლებს ნუ გააადამიანურებთ!" მაგრამ გათანაბრებაში ვერ საამბოხოს ვხედავ რამეს და ვერც ამ თეზისის განსაკუთრებულ აზრს.მგონია,რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია თავად არ "გავძაღლდე" ძაღლთან მიმართებაშიც კი. თუმცა,დავუბრუნდეთ კურცჰაარს,ცნობილია რო ძაღლს ძაღლად პატრონი აქცევს,აი ჩემს საყვარელ ჯიშში კი იმდენი კარგი რამ არის ჩადებული,რომ მფლობელს ისღა დარჩენია შეინარჩუნოს და განავითროს მისი ბუნებრივი ნიჭი,მონაცემები.ჩემი ნათქვამის დასადასტურებლად,უბრალო მაგალითს მოვიყვან: მორჩილების მისაღწევათ ისეთი ბრძანებების ასათვისებლად,როგორიცაა: "ჯექ!", "წექ!", "ჩემთან!", "გვერდით!", "ადგილზე!", "მომე!", "არა!" და ა.შ.საერთო ჯამში 1 საათიც კი არ დამიხარჯავს თითოეულ ძაღლზე. ამასთან ერთად ,ლიტერატურაში მითითებული რეკომენდაციებით გათვალიცწინებული - ნასწავლი ილეთის გამყარება-არც კი მიცდია,ამის არავითარი საჭიროება არ იყო.ხმით ან ჟესტით ათიოჯერ გამეორებული ბრძანება ძაღლის გონებაში სმარის კარამდე რჩება. როცა ჩემს პირველ ძაღლს ვწვრთნიდი,ძაღლების მხცოვან მფლობელთა წრეში ითვლებოდა,რომ ბრძანება "წექ!" ან თითქოს უფრო ჟღერადი ინგლისური - "დაუნ!" ავტომატიზმამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი.ძაღლებს ვაწვენდით ასფალტზე,ეკლიან ბალახში,ტალახში და გუბეშიც კი,ახლა არ მახსოვს,მაგრამ სავსებით შესაძლებელია რო ამის გასამართლებლად რომელიმე სიტოაციური მაგალითიც მოჰყავდათ,სადაც ძაღლს ბრმა მორჩილება მოეთხოვებოდა. ახალგაზრდობაში ყველანი რევიზიას დაუქვემდებარებელი დოგმების გავლენის ქვეშ ვექცევით,რადდგან საკმარისი გამოცდილება ჯერ არ გვაქვს,მაგრამ მეძევრით 20 წლიანი ნადირობის შემდეგ დავრწმუნდი,რომ ამ ბრძანების გასამყარებლად წინასწარ,განსხვავებულ პირობებში ძაღლის ვარჯიში აუცილებელი სულაც არაა.საჭიროების შემთხვევაში ის უყოყმანოდ ემორჩილება ბრძანებას. ჩემს პირველ "დოლის" ადვილად ვასწავლე უამრავი რამ - ნივთების ტარება,სვადასხვა საგნების,მაგალითდა,შლოპანცების,სიგარეტის,სანთებელის....მოწოდება.მას შეეძლო დიდხანს გაუნძრევლად წოლილიყო,მის ცხვირთან მიტანილი ყველის ნაჭრის წინ,რომელიც გაწვდილ ხელის გულზე მედო.ასაკში რო შევედი მხოლოდ მაშინ მივხვდი მარტივ ჭეშმარიტებას - მეგობარი არც შენი მსახური უნდა იყოს და რც კლოუნი.ამის შემდეგ ჩემი აღზრდილები მსგავსი "ძაღლური სისულელეებით" არასოდეს დაკავებულან. კურცჰაარი რაფინირებულად არისტიკრატიული გარეგნობისაა და ამასთან ერთად ფუნქციონალურად დასრულებული.როცა ძაღლი ოდნავ თვგადხრილი წევს და მუქი ირიბი თვალებით დაჯინებით გიმზერს,ის სფინქსს მოგაგონებს.მისი გაწონასწორწბული,კეთილ მოსურნე საქციელი როგორც სახლში,განსაკუთრებით კი ქუჩაში,სავსებით შეესაბამება ასეთ კეთილშობილ გარეგნობას. თანამოძმეებთან ურთიერთობებში ჩემი ყველა კურცჰაარი მშვიდი ნეიტრალიტეტის განსახიერება იყო.ახლანდელიც,ზოგიერთ მათგანთან ერთად დარბის,კოტრიალობს,აგრესიულობას იშვიათად იჩენს,მაგალითდ როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი ხვადი ძალიან უხეშად და რაც მთავარია,გაუთვალისწინებელ დროს ცდილობს საწადელს მიაღწიოს.მრისხანე დაღრენა ან მსუბუქი კბილის გაკვრა სრულიად საკმარისია შემდგომში გამოვლენილი ფამილარობისაგან თავის დასაღწევად. სანადირო სეზონის დამთავრების შემდეგ ძაღლები ნაცნობ თანამოძმეებთან თამაშსაც კი თავს ანებებდნენ.ჩანს,სავარგულში განცდილი ნამდვილი სიხარულისა და სიამოვნების მიღების შემდეგ საკუთარ დანიშნულებას ბოლომდე აცნობიერებდნენ და უაზრო თამაში უკვე შეუფერებელ საქციელად მიაჩნდათ,თუმცა დროთა განმავლობაში სანადირო შთაბეჭდილებები დავიწყებას ეძლევა და გართობის სურვილის ძაღლს ისევ უბრუნდება. ყველა ჩემს ძაღლს "დაცვის ეფექთი" დაბადებიდან დაჰყვა,მე არ მისწავლებია.ბინას,მანქანას,სოფლის ეზოს,შეუმჩნევლად ვერავინ მიუახლოვდება,ამ ობიექტებს საკუთრი სურვილით ფხიზელი დარაჯი იცავს. ჩემს მიერ გადაგდებული სათამაშო თუ ჯოხი მხოლოდ მას ეკუთვნის და ნებისმიერ სხვა ძაღლს,თუ ის თამაშში მონაწილეობას გადაწყვეტს,ღრენით მოიშორებს თვიდან.ალბათ,თქმაც არ უნდა,რომ ჩმეს მიერ მონადირებული ნადავლი კიდე უფრო მეტადაა დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. და რადგან ნადირობა ვახსენე,კურცჰაარის მუშაობაზე ვიტყვი 2 სიტყვას: ... წითური ცეცხლის ენა მოცურავს გაზაფხულის მწვანე,ალაგ-ალაგ რუხ კოლბოხებში,ხან ზევით გადაევლება მას,ხან წამიერად ქრება შარშანდელ გაუთიბავ მაღალ ბალახში,რათა ახალ ადგილზე აალდეს -ასეთი შთაბეჭდილება გრჩება როცა ირლანდიური სტერის მუშაობას უყურებ. ... "შავ ელვასავით" დაქრის პარალელებზე "შოტლანდიელი" და მოსახვევებში ანტრაციტის ათინათს აფქვევს... ... მსუბუქად,უსწრაფესად მიელავს წამოზრდილ ნათიბში მოლურჯო ღრუბელი - ჭრელი სეტერი.შორს მისი ძლიერი კიდურების მიჭასთან შეხება აღარ ჩანს და გვეჩვენება,რომ მიფრინავს... ... ნაბულზე გაყინული პოინტერის ნერვული ცახცახი ნებისმიერ დამკვირვებელს გადაეცემა და აღფრთოვანებაში მოჰყავს... და,აი ჩემი კურცჰაარიც წავიდა.კუნძულოვანი მეძებრების მსუბუქმა საბალეტო სვლამ კონტინენტურ ათლეტურობას დაუთმო ადგილი.ძებნა რაციონალურია.საქმიანი და საიმედო.ყოველი მოძრაობა - ნამდვილი ოსტატის ფაციფუცს მოკლებული,მონდომებული,საფუძვლიანი.აი ნავარდმა რიტმულობა დაკარგა და საკბილოსკენ ფეხაკრებით მიმავალი პანტერის მოძრაობას დაემსგავსა.ფრიველი სადღაც ახლოშია და ძაღლმა ზუსტად იცის - სადაც.დაბოლოს,შესრულებული სამუშაოს აპოთეოზი - ღირსებით დამშვენებული ნაბული.მივიჩქარი იქით საიდანაც უსიტყვოდ მეძახიან.როგორი მობილიზეა ჩანს მის ირიბ თვალებში!როგორი თრთოლვით იბერება მისი მგრძნობიარე ნესტოები - დაფიქსირებული ფრინველით ტკბება! როგორი რლიეფურია მისი კორპუსისა და კიდურების მუსკულატურა! ბრძანება - "წინ!" ფრიველის ამოფრენა,მასზე ხანგძლივი თვალის მიდევნება დაშემდეგ ჩემსკენ გადმოტანილი მზერა - "კიდევ!" სხვათა შორის,თვალებზე...მუშაობისას და თამაში დროსაც კი კურცჰაარის თვალები დაძაბულ-ყურადღებიანია,გაფიცხებულ-აზარტულია,თანამოძმეებთან საქმის გარჩევის დროს - გაავებული;პატრონის მოფერებისას - მეოცნებე-დამშვიდებული,მაგრამ არასდროს უდარდელ-მხიარული.მე ამის ახსნა მიჭირს,ისე,საჭიროა კი?
dandala, მამის "კლიჩკა" არ ვიცი,მაგრამ ის ვიცი რო ვახტანგ დავითაშვილის ტორის შვილია. მაგარი ლეკვები ყავს და მაგრადაც უვლის.საგვარეულო ნუსხა კარგი აქვს ორივეს.თან ცხვედიანის კლუბში არიან გაწევრიანებული.მე რომელი ლეკვიც ავარჩიე თავი სულ ყავისფერი აქვს და ზურგზე დიდი ყავისფერი ლაქები.ისე 1 თვის ლეკვის დედაზე მოშორება რამდენად მიზანშეწონილია? მე კი ვარ მოუთმენელი(გურული ვარ ) მაგრამ ღირსს კი ასე ადრეულ ასაკში მისი დედაზე მოშორება თუ დაველოდო თვენახევრის რო გახდება და მერე წამოვიყვანო?
დამატებულია (04.04.2013, 13:17:56) --------------------------------------------- ვიდეო მართლა მაგარია,თან გერმანელი დრათჰაარს როგორ გეშავს ამის ყურებას რა ჯობია.დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ ვიდეოს ყურებისას,ალბათ 100 ჯერ მაინც მექნება ნანახი და სულ ერთი და იგივე სიამოვნებას მანიჭებს.მაგის ნახევარი მასწავლებინა ჩემი ლეკვისთვის და მეტი არ მინდა.სტატიაც მაგარი წასაკითხი აღმოჩნდა,პირველად რო წავიკითხე მაგრად მესიამოვნა,მერე კიდე აქ რო ვდებდი მაშინ უფრო გავიაზრე რას წერდა ის კაცი კურცჰაარზე.საოცარი სიყვარულით და მოწიწებით დაახასიათა კურცჰაარი.მართლაც რომ არისტოკრატი ძაღლია და შესანიშნავი მონადირე.
მაგრამ ღირსს კი ასე ადრეულ ასაკში მისი დედაზე მოშორება თუ დაველოდო თვენახევრის რო გახდება და მერე წამოვიყვანო?
რაც უფრო დიდ ხანს იქნება დედასთან, რძეზე, უკეთესია, მაგრამ როგორც წესი ძუს პატრონი თვე და 10 დღეზე მეტს არ უჩერებს ლეკვებს, თორემ მერე ძუ არის ცოდო. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
benito, 10 დღეც გადამწყვეტია და კარგი იქნება ლეკვისთვის თუ ის 10 დღეც დარჩება დედასთან, თუ რათქმაუნდა ძუს პატრონი დაუტოვებს. რა არის იცი? დედის რძეზე რაც უფრო მეტი ხანი იქნება, უკეთესია ლეკვისთვის, უფრო ჯანმრთელი იქნება, მაგ ასაკში დედის რძეზე უკეთეს საკვებს ვერ მივცემთ ლეკვს. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giohunt1982, ცივ ნიავს არ მივაკარებ ისე გავზრდი იმიტო მინდა სუფთა სისხლის კარგი საგვარეულო ნუსხის მქონე ძუ ლეკვის აყვანა რომ მერე ლეკვებს რო დაყრის დაურიგო მეგობრებს რომლებიც ვიცი რო მიხედავენ და გაამრავლებენ კარგი ხაზის მქონე კურცჰაარებს.
omarinnn, თქვენი, პოსტების წაკითხვის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ თითქოს ვინმე გაძალებდეთ თემებში წერას, ეს იმიტომ, რომ უმეტესად აზრს და თემატურობას მოკლებულია ხოლმე თქვენი პოტები. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
benito, ჯერ ისეც გასარკვევია დამოუკიდებლატ ჭამს ტუ არა ლეკვი, ადრე ცამოყვანას ჯობია ტუ პატრონი თანახმა იქნება ცოტა ლეკვის საკვები აუტანო და დაესწრო ჭამას.ხანდახან ისეც ხდება რომ დედაც რზე არააქვს იმდენი რომ ლეკვები უფრო გაზარდოს ვიდრე გამოუკვებავი დარჩეს.ცემ პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, მე ვისგანაც ლეკვი ავიყვანე დიდი ჯაფა ადგებოდა რომ ლეკვები გამოკვებილები ყოლოდა მარტო რძე დედის, არაა საკმარისი როცა ჭამას ისწავლიან ბევრი დამატებით, ხარისხიანი საკვებია საჭირო და ყურადგებაც, სად ერთ ლეკვს რომ მიაქცევ ყურადღებას და სად 7 ცალს. ვისგან აგყავს ლეკვი? არტურასგან???? benito,
simoni, არა არტურასგან არ ამყავს.ამ თემაში არის ჩემი ლეკვის მშობლები. OMO_96 ძაღლის ლეკვებია.ლამაზი კურცჰაარია,თეთი ყავისფერი კოპლებით.მამა შაკო ზარიძის "რობი".ხო არ იცით რომელიმემ როგორი ძაღლია "რობი"?
დამატებულია (05.04.2013, 12:57:58) --------------------------------------------- giohunt1982, შენ ხო არ გაგიგია შაკო ზარიძის "რობიზე" რამე?
benito, პირადად არ მინახავს, მაგრამ მოყოლილი, ვიცი და როგორც ამბობენ(ვისაც დაეჯერება ისეთი მონადირეები), კარგი ძაღლია, როგორც ექსტერიერით ისე, საველე თვისებებით. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
giorgig192021, წარმატებას გისურვებ, კაი დართვაა და ვნახოთ რა გამოვა, დანარჩენს დრო და ძალისხმევას თუ არ დაიშურებ ბოლოს მოიმკი შედეგსსს, benito, ჭინადღის ნანახი მყავდა არტურა და იმიტომ ვიკითხე მაგისგან ხომ არ აგყავდა ლეკვი. giorgig192021, ისე რომ აიყვან სურათებით თუ გაგვანებივრებ ამ თემაში მოხარული ვიქნებიი
gelka72 მადლობა giohunt1982, მადლობა გიო freddie76, -ს შენიშვნაზე ვიმუშავე და მოგნი ვაღწევ ნელნელა საწადელს:))) მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
freddie76, მადლობა ეხლა წყალში შესვლა უნდა ვასწავლო და რაც მთავარია გასროლის ხმას უნდა მივაჩვიო. მერე ბუჩქებში, რომ არ მომიწიოს ძებნა:):):) sergo, კაი ვიდზეა... მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
avtandil, ზაფხულამდე ნუ იჩქარებ წყალში შეშვებას ვეტექიმიც იგივეს გირჩევს თუ კითხავ და მიუხედავად იმისა რომ ლეკვებს უხარიათხოლმე მოტანა წყალში შესვლაზე თავს იკავებენ ხოლმე ასე რომ მემგონი ჯობია ცოტა მოზრდილ ასაკში ასწავლო ლეკვს წყალში შესვლა ცურვას მეტი ძალა ჭირდება
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!