avtandil, უჰ როდის დადგება ეგ დღე :) ფერმის მწყერი მყავდა ნაყიდი და შემოაკვდა დგეს :D მერე ფრთით ვათამაშებდი. ბურთზე არ აქვს პრობლემა მაგრამ მწყერი დაევასა და არ ეთმობოდა ხოლმე რომ მოეცა და ესე მოტანაში დაღეჭა ის უბედური :(
_Tornike_, კაი ბიჭია თორნიკე უნარჩვევები მაქსიმალურად გაუღვიძე შენზეა დამოკიდებული არ მიანდო ბედს თორე რაც უნდა იყოს იმის ნახევარს მიიღებ მერწმუნე. დიდი შრომა გაქ ჩასადები მაგ ლეკვში და კენწეროში კატკბილდების. აბა შენ იცი შენ ლეკვს თვალყურს ვადევნებ აქედან.
bichi2009, giohunt1982, გაიხარეთ მადლობა ყველანაირად ვცდილობ რომ რაც შემიძლია კარგი გამოვიდეს ფაქტიურად ყველაფერი რისი გადადებაც შეიძლებოდა გადავდე და ამის მოვლას და აღზრდას ვუთმობ დროს ძმაკაცებიც კი მემდურებიან უკვე მაგაში გაგვცვალეო, მარტო მაგასთანღა ძმაკაცობო
გამარჯობათ ბიჭებო!!! ვინმეს ხომ არ გეგულებათ კარგი მონადირული ხაზის ძუ ლეკვი? ასე 150-200 ლარის ფარგლებში.ისეთ ასაკში იყოს რომ მწყერის სეზონზე გავიყვანო.
გამარჯობათ ბიჭებო!!! ვინმეს ხომ არ გეგულებათ კარგი მონადირული ხაზის ძუ ლეკვი? ასე 150-200 ლარის ფარგლებში.ისეთ ასაკში იყოს რომ მწყერის სეზონზე გავიყვანო.
giohunt1982, ძალიან დასუსტებული იყო,ვიტამინების ნაკლებობა,ავიტამინოზი.ყურებზე რაღაც აქერცლილები ქონდა.ექიმმა მითხრა ავიტამინოზია ან ქეცის დასაწყისი ეტაპიო.ერთი სიტყვით არ მირჩია რა.ისევ 2-3 თვის ლეკვის ყიდვა გადავწყვიტე,მე თვითონ გავზრდი,მე მგონი ასე აჯობებს.აგვისტომდე კი წამოიზრდება და მწყერზეც გავიყვან.
დამატებულია (20.03.2013, 23:02:51) --------------------------------------------- Marco-Polo, კი ძმაო.უკვე ვნახე.დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.
avtandil, ხო,მეც მაგის იმედი მაქვს.მე ალბათ 2-3 თვისას ავიყვან.და იმედია მწყერზე გაყვანას მოვასწრებ.მაბოდებს უკვე,ერთი სული მაქვს როდის ავიყვან.ეხლა უბრალოდ მაგისთვის არ მცალია.აპრილიდან ბევრი თავისუფალი დრო მექნება და მაშინ ავიყვან რო ყურადღება არ მოვაკლო.
benito, მეც ეგრე ვიყავი და როცა მოვივანე, თავიდან მაგრად გამიჭირდა რამოდენიმე დღე. ჩემი იღბალი, რომ თითქმის 3 თვის იყო თორე უფრო პატარა რომ ყოფილიყო გამაგიჟებდა ალბათ. თან რაღაც პრობლემასავით ქონდა თვალთან ბეწვი გაქექილი და მეშინოდა სერიოზული ხომ არ იყო რამე, მაგრამ ეხლა ყველაფერი რიგზე აქვს და სულ უნდა რომ ვათამაშო და ვერ ვაჩერებ :) ვასწავლი ნელანელა რაღაცეებს და ვართ ესე ძმაკაცურად რა:):) ეცადე, რომ 2 თვის მაინც იყოს, როცა იყიდი და მთავარია მოთმინება რამოდენიმე დღე და ყველაფერი 5 იანზე იქნება. წარმატებები და მალე მომელოცოს ოთხფეხა მეგობრის შეძენა მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
avtandil, მაგარი კაცია საღოლ კარგაად გამოიყურება,მწყერზე გასიამოვნებს.ყოველ გაყვანაზე შეეტყობა ზრდა,მწყერის მონადირების შემდეგ ერთი ორი გაუმაზე და გადაირევა კარგი მონადირე დამდგარიყოს მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
gio90, გაიხარე მადლობა ძმაო:) _Tornike_, არა ეზოში წესით არ უნდა გამეყვანა, მაგრამ ეხლა დასასვენებლად მყავს სურამში წამოყვანილი:D და თბილისში ჯერ ვეღარ ჩამოვიყვან სამსახურის ამბებში აქეთ წამოვედი მე კი ჩამოვალ ხოლმე დედაქალაქში, მაგრამ სულ ლეკვთან ერთად ხომ ვერ ვივლი წინ და უკანე:) ) კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ხალხნო ესეთი, რამ თუ გაგიგიათ??? კურცჰაარს ბეჯზე უნდა ქონდეს გულის ფორმის ლაქა თუ რაღაც. ნუ ბეჭზე წინა ფეხების თავზე ზურგზე გულის ფორმის რაღაც უნდა ქონდეს ესეთი რამე გსმენიათ???? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
freddie76, მეგობარო მაგ წამალს ვუკეთებ მეც, მეორე აცრა გავუკეთე გუშინ წინ. უბრალოდ ვეტექიმი რომელთანაც პირვლად გავუკეთე ვეღარ ვნახე იმის გამო, რომ რაიონში ვარ ამჟამად. რამდენჯერ გაუკეთე შენ და რა დროის შუალედებში??? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
დღეს ჩემი ლეკვი გაყვანილი მყავდა ტყეში. სირბილის დროს ნახა მკვდარი ჩიტი, მაშინვე კი გამოვაცალე პირიდან და დავუმალე, მაგრამ ძლივს მოვასწარი დაღეჭვა უნდოდა და საერთოდ მოტანას რომ ვასწავლი ნებისმიერ ნივთს, ძალიან უჭერს ყბებს ან ღეჭავს და რა ვანქ როგორ გადავაჩვიო ან, რომ არ მიეჩვიოს??? მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
avtandil, ეხლა კბილები ექავება და ზედმეტად უჭერს მაგრამ ფრინველზე ფრთხილად უნდა იყო. ეხლა დიდივერაფერს შეცვლი მთავარია გეშვის დროს გადააჩვიო. როგორც წესი რბილი ბალიშით უნდა ავარჯიშო რომელშიც ფრინველის ბუმბულია სასურველია მწყერის. რბილ საგანზე ნაკლებად უჭერს ხოლმე ლეკვი და მყარ საგანს აუცილებლად ჩააჭერს კბილებს რო მოიქავოს. ჯერ საგანგაშო არაფერია მაგრამ მოტანას რო ასწავლი აუცილებელია ფრინველიც გადაუგდო მაგრამ მხოლოდ ერთხელ რო დააკვირდე მის მანერებს. ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა ასე რომ ყველაფერი შენს ხელშია მთავარია სწორი მიდგომა.
მაგარი ლეკვია,2 კვირისაა და მაგარი ბუთქუნაა უკვე ლამის წამოვიყვანე დღეს რო ვნახეთ OMO_96-ის ჯესის ლეკვია. ალბათ კი იცით რომელი ძაღლია.ამ თემაში ჯესის ბევრი სურათია.
avtandil, გაიხარე ძმისგულო. მერე რო წამოიზრდებიან და გასამრავლებლად მომწიფდებიან იქნებ დავაჯახოთ მაქსი და ლედი ერთმანეთს მომწონს შენი ლეკვი,მაგარი ენერგიული ჩანს ვიდეო ძაან მაგარია
benito, მართლაც, რომ. რა იცი როგორ განვითარდეს მოვლენები? სახელიც შეგირჩევია უკვე : )))) მოვა ალბათ მაგის დროც... კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი ბიჭის შექებისთვის მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!