.მე კი ვფიქრობ რომ პირველ სეზონზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა მისცე ფრინველის მოტანის უფლება ,სანამ ძაღლი არ დადგება და არ გახდება ძალიან კარგი მეძებარი
monadire11, რატო პირველ წელს რატო არ უნდა მოიტანოს? არ ვიცი ზუსტი მიზეზი ამის და იქნებ მითხრათ. მე ვფიქრობ რო თუ პირველივე წელსაც ეცოდინება მოტანა მეორე წელს უფრო გააუმჯობესებს აპორტირებას,მარა რუსულ ვიდეოებში მაქ ნანახი ფრინველს რო კლავენ ძაღლს არ აკარებენ ვაფშე თითონ მიდიან და იღებენ და მიკვირდა ხოლმე და იქნებ თქვენ მითხრათ რატო ხდება ასე?
simoni არა ძმაო არ გავცვლი ,ჯერ ერთი ჩემი გაზრდილია ფემმი და ვერცერთში ვერ გავცვლი.მეორე ეს ძაღლი სავარაოდოთ საგამოფენო სისხლია და არ მუშაობს (როგორც მე ვიცი)ისე ექსტერიერით ძალიან კარგია
იხუმრა ბიჭებო სერგიმ, გამეღადავა, ეს პოინტერი თუარვცდებუ ოდესაში ყავთ და მაგის პატრონი სიძეს იტალიაში ეძებს.. წარმოგიდგენიათ რაუნდაიყოს. სერგომ იცის როგორ ძაღლზე ვოცნებობ და მეღადავება. ისე მადლობა მოლოცვისთვის ბიჭებოოო
simoni არა ძმაო არ გავცვლი ,ჯერ ერთი ჩემი გაზრდილია ფემმი და ვერცერთში ვერ გავცვლი.მეორე ეს ძაღლი სავარაოდოთ საგამოფენო სისხლია და არ მუშაობს (როგორც მე ვიცი)ისე ექსტერიერით ძალიან კარგია
კარგი რაა, რას არ გაცვლი :დ :დ ბებია, ბაბუასაც გავატან თან ნიკა რაზმაძე
xarata ჩემ პოსტში ავღნიშნე რატომ არ უნდა მიაკარო მოკლულ ფრინველს ,საერთოდ ძაღლი ნადირობისას "ფუჭდება "ცხვრის ჩაყოფას სწავლობს,კვალზე მუშაობს, ყოველთვის ცდილობს ფრინველი ჩარგული თავით იპოვნოს და არა მაღალი პოინტერისთვის დამახასიათებელი ძებნით(სტილის იმ მცირე რაოდენობასაც კი კარგავს რაც აქვთ აქ პოინტერებს)საერთოდ ევროპაში დიდი ძებნის ძაღლებს არ ანადირებენ simoni თუ მართლა შენია მიხარია და გილოცავ მარა შენი ჯაგარას გადამკიდე პოინტერი როგორ მოგინდა:D:D:D
დამატებულია (22.05.2012, 20:23:26) --------------------------------------------- simoni bendeksi ჩემი მახინჯი ისე მყავს გაზრდილი რომ შვილს ვერ გაზრდის კაცი ,ერთი კვირა კახეთში გავუშვი კურორტზე და კინაღამ გავგიჟდი.ისე ევროპულ ძაღლში მართლა რაც შემეძლება გადავიხდი და გულიც არ დამწყდება ,ეგეც მალე იქნება
[img][/img] ყოველდღიური წვრთნა უნდა ლეკვს, თუ გინდათ სწორად აღიზარდოს... [img][/img] აქ 4 თვის არიან ბავშვები... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
დამატებულია (24.05.2012, 12:20:56) --------------------------------------------- ტყის ქათამზე ნადირობა კლასიკაა ,ფრანგები კი მართლაც მაგარი კულტურის მქონე ხალხი ,ნახეთ პოინტერები როგორ მუშაობენ
გიომონადირე, მადლობა. მაგარისა რა მოგახსენო, პირველად ვზრდი მონადირე ძაღლს, მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ კარგი გამოვიდეს Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
ktx-100, კარგი ლეკვია და თუ მოინდომებ გაცილებით უკეთესი იქნება. დროული აცრები. ვიტამინები. კვების რეჟიმი. ვარჯიში. ვარცხნა-ბეწვის მოვლა. ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
პირველივე წუთზე ''ბლიჟეს'' რო ამბობს ეგ კაცი მანდ მთავრდება მაგ ძაღლის პოინტერობა.. სისწრაფეო ამბობს და ძაღლმა მე თუ ერთი ფართობის შემოწმებას 2 საათი მომანდომა თავისი 5 მეტრიანი ჩელნოკებით სისწრაფე მანდ არაფერ შუაშია.. მერე კიდე პაწიაშკაზე წასულ ძაღლს ეუბნება დაუნ და სვავს, რატო ლიჩნად მე ვერ გავიგე და პატრონი ''აქექინებს'' .. და ნაბული დაჯდომილი და დაწოლილი სეტერისა უფროა .. მარა რა ქნას ცუგამ რაზეც დააპროგრამეს იმას აკეთებს.. უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და ბოლოს ნადირობა
მემგონი ამ კაცმა მისი ასაკის და ფიზიკური შესაძლებლობის გამო, რომ არ ერბინა აქეთ იქეთ, გაწვრთვნა ასე, ამიტომ ეს პოინტერი უდაოდ ჭკვიანია ოღონდ ის რატომაც მოგვწონს პოინტერი რათქმაუნდა წართმეული აქვს, თუმცა ამ კაცს ეს უნდა ასაკშია და ამისთვის კი ხედავთ როგორ გამოაბრძმედა. მე ასაკში ასეთს ვისურვებდი ან ლაბრადორს, ნახევარი სააათით გასვლა დროზე მოსვლა ★ஜ۩۞۩ஜ★
nugomonadire, მადლობა მამაო რჩევისთვის, ვეცდები ყველანაირად რომ კარგი მონადირე გამომივიდეს Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
ENUQICHI, monadire11, პოინტერი წვრთნის პროცესშია გადაღებული და ბრძანებებზე ჯდება. თუ ძაღლს არ უვარგა ნაბული მას არ უვარგა და ვსოი. ხან კარგად გააკეთოს და ხან გლახად ეს ასე არ არის. აქ პატრონი გვაჩვენებს ძაღლის მორჩილებასაც, კლასიკურ ნაბულს პოინტერის და ყველა იმ კრიტერიუმს ძაღლისას რაც უნდა ახასიათებდეს საუკეთესო მეძებარს. მე 10 უწერ ორთავეს... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
ეგ ძაღლი იქექება და ცხვირს ყოფს ,კვალზე მუშაობს ,პოინტერის ნაბული ისეთი უნდა იყოს რომ ვერცერტმა ძალამ ვერაფერი დააკლოს ,ეცის გარდა არც დაუნზე უნდა რიაგირებდეს და არც სხვა სტყვაზე თუ შეიცვლის პოზავს მაშინ უნდა ააფრინოს კიდეც ,ისე აქ სულ სხვა პრობლემები აქვს მაგ ძაღლს .ეზღუდულია მარგრამ არც ისეთი გამსვლელიიქნებოდა თორე ვერ შეზღუდავდა ვერცერთი ძალა.დიდი პატივისემით...
დამატებულია (25.05.2012, 13:09:37) --------------------------------------------- http://rutube.ru/tracks/5588507.html ესაა ნამდვილი პოინტერის მუშაობა ,მართალია ნაბულზე კუდი მაღლა Uჭირავს მარა დამერწმუნეთ იქ მაგას არ აქცევენ დიდ ყურაDღებას
[img][/img], '' მშვენიერებავ პოინტერი უნდა გერქვას შენ''... monadire11 შენ შვილო კარგი იქნება ექსპერთ-კინოლოგობაზე რომ იფიქრებდე სამომავლოდ. თუმცა ძალიანაც ნუ გაგვაგიჟებს ეს ევროპული სტილი ძაღლი რომ გიჟივით დარბის და პატრონი თავპირისმტვერევით. 2 წლის პოინტერს თუ პატრონმა ვერ ასწავლა სწორი ზიგზაგებით(როგორც შენს და ენუქიჩის ვიდეოებში მუშაობენ ეს პოინტერები)სვლა, რათქმაუნდა ნიავის საწინააღმდეგოთ. მაშინ რაღა ევალება მონადირეს და მონადირე ძაღს. ეს ჩემთვის რასაც ამ ვიდეოებზე უყურებ შვილო ჩვეულებრივი დღის წესრიგია და აცერთი ჩემი გაწვრთნილი ძაღლი არც ადრე და არც მომავალში სხვაგვარად არ იმუშავებს... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
nugomonadire, მამაო თქვენი ოთხფეხა მეგობრების ვიდეოები მეტი აღარ გაქვთ რომ გვაჩვენოთ? გავგიჟდი ისე მომეწონა თქვენი ძაღლები :) Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
nugomonadire ბრწყინვალე ვიდეოა ,ექსპერტობას რაც შეეხება ხვალ კონტინენტალებზე ვარ სტაჟიორად დანარჩენს დრო მოიტანს ,ხვალ მძიმე დღე მაქვს :D:D:D
დამატებულია (25.05.2012, 20:15:24) --------------------------------------------- simoni დიდი ხანია სიმონი მივაგენი მაგათ და შევისწავლე საფუძვლიანად ,მაგ ვიდეოში არის ფრინველის ჩაკეტვის დიდი მაგალითი ,ნახეთ ყველა ნაბულზე რამდენი ხანი უწევს დგომა და მაინც პატრონის მისვლისტანავე ფრინველიფრინდება
დამატებულია (25.05.2012, 23:34:59) --------------------------------------------- ხარატ როცა ლეკვი იქექება უნდა ჩააბა გაიყვანო ცოტა შორს და თავიდან გამოუშვა ან უნდა დაუშალო"ფუ" თორე დაეჩვევა კვალზე მუშაობას და გაფუჭდება ,რომ იძახი მანძილებს აჩვენებსო კვალზე მისდევს და მასე ეილება 100 მეტრი სდიო ,ატარე ყოველთვის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით,ისე ჯერ პატარა მეჩვენება მინდვრისთვის ,კაი ტიპია
monadire11, 10 თვის არის. ქარის საწინააღმდეგოდ დამყავს ყოველთვის ხო ნახე სუნირო გაიგო გაჩერდა და ნაბულზე დადგა(ჯერ არ აქვს მყარი ნაბული) და განაბული მიყვებოდა სუნს ეს კიდე არ იცის მაინც და მაინც რატო დამყავს და რა მინდა მისგან მარა მწყერს აფრენს ჩვეულებრივ. ანუ როცა თავ დაგდებული წაყვება კვალს თავიდან დავაყენო კვალზე და მოვაბა თოკი და თავ აწეული მეჭიროს?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!