ბიჭებო პოინტერი მყავს ეხლაა 10 თვის და მწყრის სუნს იგებს დაახლოებით 15-20 მეტრზე და ნელ-ნელა მიყვება კვალს და რო მიდის უკვე მწყერს ვეღარ პოულობს ალბათ ეპარება. საიდანაც გრძნობს სუნს რო მიდის იქ გიჟდება რო ვერ პოულობს მწყერს და რა ვუშველო მითხარით რამე რაა :1000559:
მოულოდნელად თუ მიადგა მწყერს ეგრე იცოცხლე ჩვეულებრივ აფრენს და არ ეკიდება ვაფშე რო ფრინდება რჩება ნაბულზე და სანამ არ ჩაჯდება მწყერი მანამ არ ინძრევა
xarata, ეხლანდელი მწყერი სტოიკაზე არ ჩერდება, ძაან შორს გარბის და სწრაფად, გამოცდილ ძაღლსაც ეპარება ხოლმე და გამოუცდელს გაუჭირდება აფრენა თავზე თუ არ დაადგა. g. tevzadze
xarata 10-15 მეტრი პირველი ხარისხია და არ მგონია მაგნაირი ყნოსვის ძაღლმა მწყერი დაკარგოს სუნიდან ,ეხლანდელი და სხვა დროის მწყერი არაფერ შუაშია უბრალოდ ატარე სხვაა სუნებზე რეაგირებს.ან რა იცი რომ მწყერი ნამდვილად არის???ატარე და გამოვა რამე მარა მე მეეჭვება მაგხელა ყნოსვა ქონდეს
monadire11, მეც გილოცავ შვილო. ძალიან გამიხარდა. წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს ოთხფეხა შეგირდს...
დამატებულია (17.05.2012, 22:49:33) --------------------------------------------- xarata, აი ასე, როგორც შენს დადებულ ვიდეოზეა უნდა აღიზარდოს ძაღლი. ეს არის კლასიკური მაგალითი წმინდა სისხლის მონადირე ძაღლის შესაძლებლობების... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
xarata, შენ პატივს გცემენ და არ წაგიშლიანნნ მე ვერ დავამუღამე რააა.თავარი ვიდეოს დადებაა არაა მთავარია რა სარგებელს ამოიღებ ან ამოიღებენ აქედანნნ სხვათაშორის მანდ გაიმართა საველეები ფცაის წესებიტ და ჯერ ვერ მივაგნე მაგ ვიდეოებს, შედეგები კი ვნახე მაგრამ ვიდეოები ჯერ ვერააააა
monadire11, სადაც მიდის სუნზე იქიდან ისმის მწყრის კვითკირი და დინგ აწეული მიდის ნელი ნაბიჯით (ნაბულს ამსგავსებს რა) და რო მივა ადგილზე იქ უკვე გიჟდება ძაღლი რო ვერ პოულობს მწყერს. შეიძლება სხვა რამეც არის მარა მე უფრო მწყერი მგონია საკმაოდ შორიდან იღებს სუნს რო გადავზომე ჩვეულებრივი 17 ნაბიჯი გამოვიდა
ისე ბოლოში ეს არ იჭმევაო რომ ვეუბნები ტელეფონის თოკს მისწვდა თორე რომ მოჰქონდა წინ მიგებდა Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
ციციშვილიზე პირველ ადგილზე გავიდა თემურ ლომინაძის პოინტერი ბობი მეორეხარისხის დიპლომით და 78 ქულით,მეორე ადგილი არავის დაუთმო ირაკლი ნარსიას მაქსიმ მესამე ხარისხის დიპლომით და 84 ქულით,და მესამე ადგილი თაბაგარის ჯინომ მესამე ხარისხის დიპლომი 79 ქულით.აქვე დავამატებ რომ პირველი სამი ადგილი პოინტერებს ერგოთ (სად არიან სეტერები??) ესეც პირველი ადგილისმფლობელი ბობი
დამატებულია (20.05.2012, 10:28:35) --------------------------------------------- ბაზიერელებოო ძალიან საწყენია რომ არცერთი ბაზიერელი არ მონაწილეობდა საველე შეჯიბრებაში ,ნეტავ რისი ბრალია ??ალბათ იმისი რომ ძალიან ცოტას ყავს საგვარეულოიანი სუფთა ჯიშის ძაღლი,სხვა კლუბის და საიტის წარმომადგენლები ბევრნი იყვნენ
ktx-100, მოტანა კარგად იცის ოღონდ რო გადაუგდებ ცოტა ხანი გააჩერე ხოლმე ძაღლი რო არ გაეკიდოს ბურთს და რო გაჩერდება ბურთი მერე გაუშვი ხოლმეე
2 თვის ლეკვზე გაჩერება ზედმეტია ჩემი აზრით, დიდი შანსია საერთოდ აღარ წავიდეს მოსატანად+თვალთახედვიდანაც გამოეპარება შეყოვნებისას. ეგ უკვე მოზრდილზე შეილება... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
http://fmsu.org/?p=897 ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ უკრაინის შიდა შეჯიბრის შედეგები,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი 5 ადგილი დაიკავეს ევროპული მოშენების ძაღლებმა
kachievsky, დღეში ვავარჯიშებ 15-20 წუთი სულ, ისიც თამაშით, დილაობით ვავარჯიშებ ხოლმე და ხანდახან საღამოთიც. ისე ლეკვის ხათრით ადრე ადგომას ვეჩვევი და ეზოს დასუფთავებას, ადრე მეზარებოდა ხოლმე ადგომა Боже, помоги мне быть таким человеком, каким меня считает моя собака
მე ყოველ დილით 6 საათზე სტარტზე ვარ ჩემ პოინტერთან ერთად გავეშურები მუხათგვარდის გორებს სადაც დიდი მინდორია და ერთად ვვარჯიშობთ ყოველ დილით...ძაღლისთვის არაფერი არ დაგეზაროს ნუგახდები ბრაკონიერი !
ktx-100 ისე ისტორიულად არ ევალებათ პოინტერებს აპორტირება.მე კი ვფიქრობ რომ პირველ სეზონზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა მისცე ფრინველის მოტანის უფლება ,სანამ ძაღლი არ დადგება და არ გახდება ძალიან კარგი მეძებარი
monadire11, მართალია, ისტორიულად ეგრე იყო, მაგრამ ახლა ყველა ჯიშის მეძებარს მოეთხოვება მოტანა. "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
მოთხოვნით არ მოეთხოვება, უბრალოდ ძაღლს შეუძლია და ჩვენც ვასწავლით. რომ მოეთხოვებოდეს აპორტირებაც გათვალისწინებული იქნებოდა საველე გამოცდებზე. ნიკა რაზმაძე
bendeksi, საველე გამოცდაზეჩვენთან არც კონტინენტალურებს არ მოეთხოვებათ. თუ სპეციალურად აპორტირების და წყლიდან გამოტანის გამოცდა არააა, როგორც ეს შარშან იყო.
საერთოდ პირველ სეზონზე არ უნდა მოატანინო ფრინველი რადგან ძაღლი სწავლობს ცხვირის ჩაყოფას და კვალზე მუშაობას ,ისე პირველ სეზონზე უფრო ძაღლზე უნდა იფიქრო და არა ხორცზე,ნიავი უნდა შეარჩიოს მონადირემ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იაროს ზურგის ქარში,ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა თორე შეილება ახალგაზრდა ძაღლი გაფუჭდეს
simoni, ძალიან დახვეწილი თავი აქვს, ჩვენთან ჰყას ვინმეს თუ? საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!