09:52:00
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
პოინტერი
panatiდრო: ოთხშაბათი, 05.10.2016, 11:05:11 | შეტყობინება # 4001
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბედნიერივარ 6 წელი გავიდა რაც დავანებე მოწევას თავი, ყველას გირჩევთ დაანებოთ მიუხედავათ იმისა რომ ძალიან რთულია დანებება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია მეც მასე მეგონა მაგრამ პირველი უნდა იყოთ პრინციპული და მეორე ნებისყოპა უნდა აკონტროლოთ დამიჯერეთ სულ ეგაა მეგობრებო

დამატებულია (05.10.2016, 11:05:11)
---------------------------------------------
რაც შეეხება პოინთერს კარგი მონადირე ძაღლია უბრალოდ მცერზე უნდა ინადირო ზამთარში ძალიან მცივანა ძაღლია სიცივისგან იმდენს ცკმუტუნებს მოგაბეზრებს ნადირობას, მაგრამ მცყერზე ოსტატია

 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 27.10.2016, 01:01:52 | შეტყობინება # 4002
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

tsinandali's Raul

დამატებულია (27.10.2016, 01 01 52)
მოდერს ვთხოვ იქნებ ჩასვავს,ევროპული ძაღლებით ნადირობა ყირიმში,ეისონი არის ჩემი ძუს გრეისის ძმა,ეისონი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი წელს



 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 27.10.2016, 17:06:47 | შეტყობინება # 4003
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
წარმოიდგინე რა სერიოზული დართვა იყო რომ ასეთი მონაცემები გამოამჟღავნეს დაძმამ.მაგ ბუდობიდან სხვების შEსახებ გიგას უკეთ ეცოდინება და იმედი მაქვს რამოდენიმე სიტყვით მოგვაწვდის ინფორმაციას.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - ხუთშაბათი, 27.10.2016, 23:24:35
 
monadire11დრო: პარასკევი, 28.10.2016, 20:58:29 | შეტყობინება # 4004
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 ეისონი გრეისის პირდაპირი ძმა არაა,მამა ყავთ ერთი,გრეისის დაძმები ვერ ჩავარდნენ კაი ხელში,თუმცა რამოდენიმეს გეშავდა ვიტალი სადოვნიკოვი,მაგრამ გრეისის დონის არცერთი არ გამოსულა,მითუმეტეს რომ ყველაზე "საწყალი" გრეისი იყო ბუდობაში(2,700კგ იყო სამი თვის ) ამ ვიდეოში რა ძაღლებიც ჩანან არიან ძალიან კარგი სანადირო პოინტერები და სეტერები,აი სწორად ისეთები ამაზე ნაკლებით რომ არ უნდა იკაიფო.თუ სურვილი გექნებათ შემიძლია დავდო ვიდეოები და ერთად გავარჩიოთ ვისაუბროთ პოინტერებზე.
 
giohunt1982დრო: შაბათი, 29.10.2016, 17:23:15 | შეტყობინება # 4005
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
თუ სურვილი გექნებათ შემიძლია დავდო ვიდეოები და ერთად გავარჩიოთ ვისაუბროთ პოინტერებზე.

166 რა თქმა უნდა გვაქვს სურვილი კომპეტენტური აზრის მოსმენის.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: შაბათი, 29.10.2016, 19:46:24 | შეტყობინება # 4006
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, რა თქმა უნდა მინდა და მივიღებ მონაწილეობას გარჩევაში,მწირი ცოდნის მიუხედავად.შენთან საუბარი ნებისმიერი მონადირისთვის სასარგებლოა.ვინ იცის ეგებ მეც მომწამლო ამ სტილის ძაღლით და ერთერთი შენი ლეკვი,კარგი პატრონის ხელშიც აღმოჩნდეს.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
monadire11დრო: კვირა, 30.10.2016, 00:19:04 | შეტყობინება # 4007
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი პრობლემაა ვერაფრით ვერ დავდე ვიდეო სწორად,მოდი დავიწყოთ 2016 წლის კლასიკით (მწყერზე) https://www.youtube.com/watch?v=logNv5suGfQ (გიო სორი :) )
ცოტა დიდი ვიდეოა,მაგრამ ძალიან კარგი საყურებელია, აქედან ამოვარჩიოთ ყველზე სტილიანი სამი ძაღლი,ვნახოთ თუ დაემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს :)



შეტყობინება დაამუშავა monadire11 - კვირა, 30.10.2016, 00:20:31
 
ზურა333დრო: კვირა, 30.10.2016, 01:15:07 | შეტყობინება # 4008
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, აქ ნახე როგორ უნდა დაამატო ვიდეო http://www.bazieri.ge/forum/14-205-1

 
Gi0rGiდრო: კვირა, 30.10.2016, 11:27:14 | შეტყობინება # 4009
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო დიდ ბოდიშს მოვითხოვ თუ ამ თემას არ შეესაბამება ეს კითხვა მაგრამ სხვა ვერ ვნახე უფრო მიახლოვებული ჩემ კითხვასთან და მაინტერესებს ვკითხულობ ენციკლოპედიებს ძაღლების გეშვაზე ბრძანებების სწავლებებზე და ყველაფერზე ძაღლის შესახებ მოკლედ და ნახსენებია "თასმიანი ლეკვი" შეგიძლიათ მითხრათ ეს თასმა რა არის? თავიდან თოკი მეგონა საყელოზე რაც ებმევა მაგრამ თოკი თოკადაა მოხსენიებული და თასმა თასმად.

The Mauler

შეტყობინება დაამუშავა Gi0rGi - კვირა, 30.10.2016, 22:41:52
 
Lord_2000დრო: კვირა, 30.10.2016, 12:34:36 | შეტყობინება # 4010
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, ამ ვიდეოში 9:00 ზე, ძალიან მაინტერესებს ამ პოინტერმა შეფასება რატომ ვერ მიიღო?

r.kvinikadze
 
kucuna1დრო: კვირა, 30.10.2016, 13:57:52 | შეტყობინება # 4011
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, მოკლედ რომ ვთქვა,შედეგები ჩემი შეხედულებისამებრ ასე გადავანაწილე;1)LIUK-ი ბოლოს გამოსული ძაღლი ზალიან მაგრად მომეწონა ყველაფრით 2)DEL BIAGIO 11 წუთი,ამ ძაღლმა რაღაცნაირად მომხიბლა თავისი სისწრაფით და ჟინიანი სვლით.3)DEVIL DOS POTINHOS 35 წუთი ძალიან მომეწონა ეს ძაღლიც,მაგრამ მასთან ერთად სიამოვნებით დავაყენებდი BILL DELLA STECCAIA -ს 16 წუთი,რატომღაც ვფიქრობ რომ ეს ორი თანაბარი დონის ძაღლებია და სასურველი იქნებოდა ამ ორის ერთად მუშაობის ნახვა.
აგრეთვე 21 წუთზე გამოსულ ძაღლსაც არაუშავზა,მაგრამ რაღაც ხარვეზები ქონდა,თუნდაც:სანამ ძაღლი შემდეგ პარალელზე გადავიდოდა,მოხვევისას საკმაო მანძილით ადრე იწყებდა სისწრაფის შენელებას,თავიც სასურველი იყო რომ ცოტა მაინც მაღლა სჭეროდა ხოლმე,მთლიანობაში არა უშავდა.
AXEL -ი და UCRAINA DEL VOLTURNO ფრინველის გარეშე არ დარჩენილან მაგრამ მე არ მომეწონა,ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებდნენ რომ ძაღლები სრულად არ იხარჯებოდნენ,სისწრაფე ვერ დავინახე მე მაგ ძაღლებში,გაფრენის სურვილს ვერ ვხედავდი რაც რომ უპირველესყოვლისა ვხიბლავს პოინტერებში.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
Gi0rGiდრო: კვირა, 30.10.2016, 14:12:41 | შეტყობინება # 4012
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაან სასიამოვნოა ამ ვიდეოს და ამ ძაღლების ესეთი მუშაობის ყურება

The Mauler

შეტყობინება დაამუშავა Gi0rGi - კვირა, 30.10.2016, 22:52:27
 
monadire11დრო: კვირა, 30.10.2016, 14:24:20 | შეტყობინება # 4013
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Lord_2000 დეკორეპეპე ძალიან კარგად მუშაობს მაგ ვიდეოში ერთერთი საუკეთესო სტილის ძაღლია,ფრინველიც ძალიან მაგრად იპოვნა,მაგრამ როდესაც მეორე ძაღლი იდგა ნაბულზე არ გააკეთა "სეკუნდირება" რაც უპატიებელი შეცდომაა.
kucuna1 მე ცოტა სხვანაირად დავაყენებდი სამეულს:1)oscar di villa elena(24:36) ოსკარ ჩემი აზრით არის იდიალურ პოინტერამდე თითქმის მისული.კარგი ენერგეტიკა მოძრაობა და რიტმიკა აქვს, ძლიერი პოინტერისებრი გალოპი და "ცხენივით" სვლა აქვს 2 )Devil dos potinhos საუკეთესო სვლა აქვს ამ ძაღლს კუდიდან დრუნჩამდე ძაღლი მიდის ზევით,თითქოს გაფრენა უნდაო :) აქვს კარგი რიტმიკა, მაგრამ ენერგეტიკას ცოტას მოვუმატებდი 3 ლაზერ (19:34 წუთი) ლაზერს აქვს ძალიან კარგი სტილი,თავის ჭერა,ზურგის ხაზი და კიდურების გადაყრა აქვს თითქმის იდიალური.ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ბილი და ლეგოლასი ორივე ძალიან შთამბეჭდავი ძაღლები არიამ.
 
kucuna1დრო: კვირა, 30.10.2016, 16:51:15 | შეტყობინება # 4014
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, შენ ამ ძაღლებს უკეთესად იცნობ.მე ლაზერზე რისი თქმაც შემიძლია ის არის რომ ძაღლი რაღაცნაირად დაბნეულივით მოძრაობს და ვერ ვხედავ ძირიანად.რაც შეეხება ლიუკს რომელიც რომ ძალიან მომწონს,ძაღლი სასურველია რომ თავი გაცილებით მაღლა ეჭიროს და ზურგის ხაზიც უფრო სტაბილური ქონდეს მაგრამ მე ვიტყოდი რომ ამ ძაღლში უდიდესი ენერგეტიკაა.ოსკარს რაც შEეხება მე გალოპის პულსაციას მოვუმატებდი,სხვა დანარჩენში უპირობოდ გეთანხმები.

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
monadire11დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 00:10:05 | შეტყობინება # 4015
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლიუკ მუშაობს შესანიშნავად, მართლაც კარგი ძაღლია =,მე მინახავს სხვა შეჯიბრებზეც და ძალიან პერსპექტიული ხვადია.მაგრამ ჩვენ ვაფასებთ სტილს, თორემ ლიუკმა და აქსელმა იმუშავეს მანდ ძალიან მაგრად.ეჰ ნეტა ესეთი დონის შეჯიბრები როდის ჩატარდება საქართველოში.
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 14:34:17 | შეტყობინება # 4016
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემი აზრით იდეალური პირობები გვაქვს მსგავსი ტურნირების ჩასატარებლად,ბევრ წამყვან ქვეყანას რომ შეშურდება ისეთი.მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად და საკმარისი რაოდენობით რომ ვუმასპინძლოთ(ჩემი აზრია ეს)

ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 15:54:24 | შეტყობინება # 4017
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი კითხვა მაქვს(რომელიც ადრეც დავსვი ანალოგიურ შეჯიბრთან დაკავშირებით, ოღნდ სხვა ჯიშის) რატომ არ თხოვენ ძაღლს მიტანებას და მგეშავს რატომ "ამოყავს" ფრინველი???

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
Gi0rGiდრო: ორშაბათი, 31.10.2016, 17:14:17 | შეტყობინება # 4018
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 141
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ეგ მეც მაინტერესებდა მარტო 27:23 ზეა თვითონ ძაღლი რო ამოიყვანს . კიდე მაინტერესებს ამოფრენილ ფრინველზე ძაღლს რეაქცია რომ არ აქვს და არ მიზდევს ეს მარტო მგეშავზეა ხომ დამოკიდებული? ჩვენების რაც მინახავს ნადირობის ვიდეოები და ასე შემდეგ არ მახსოვს რომ ვინმეს ძაღლი სტოიკას ინარჩუნებდეს და მხოლოდ ჩამოგდების მერე გაეკიდოს მოსატანად.

The Mauler
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 17:48:45 | შეტყობინება # 4019
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote Gi0rGi ()
ამოფრენილ ფრინველზე ძაღლს რეაქცია რომ არ აქვს და არ მიზდევს ეს მარტო მგეშავზეა ხომ დამოკიდებული?

რა თქმა უნდა მგეშავზეა დამოკიდებული! სწორედ ეგაა მეგშავის საქმე და მაგას ნიშნავს სწორად დაგეშვა!
მეძებარს ბუნებრივად აქვს ეგ ინსტიქტი რომ დაიჭიროს ფრინველი და აქედან არის გამოკიდებაც, ეს ჟინი უნდა მოთოკოს მგეშავმა.
ერთსაც ვიტყვი, რომ ნადირობის დროს და შეჯიბრის დროს სხვადასხვანაირი სიტუაციაა იმ გაგებით, რომ ნადირობის დროს გადართული ხარ ფრინველის მონადირებაზე და ამიტომ შეიძლება ყოველთვის ვერ მიაქციო ყურადღება ძაღლს და გამოეკიდოს ფრინველს.
შეჯიბრის (ვარჯიშის) დროს კი მთლიანად ძაღლს უთმობ ყურადღებას და ყველა წვრილმანს და ყველა რეაქციას აფიქსირებ ძაღლისას და შესაბამისად დააყენებ ძაღლს ისე რომ არ გამოეკიდოს ფრინველს!
იმედია გასაგებად დავწერე gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ორშაბათი, 31.10.2016, 22:16:09 | შეტყობინება # 4020
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიო გასაგებად კი დაწერე ყველაფერი მაგრამ მეორე სიტუაცისთანაც გვაქვს ხოლმე აგდილი.მაგალითად ჩემს შემთხვევაში,დამეფიცება რომ არ მისწავლებია ძაღლისთვის მოტანა,რამოდენიმეჯერ გადავუგდე(3 თვის იყო რომ ავიყვანე) და რომ მოიტანა აღარც მივარჯიშებია მეტი,ფრინველს პირდაპირ ხელში იძლევა და უკვე მესამე სეზონია რაც ამ ძაღლით ვნადირობ,მაქსიმუმ ხუთი ფრინველი მეყოლება დაკარგული.ეხლა რაც შეეხება გამოკიდებას,საგეშად რომ დავიწყეთ სიარული(ყველას გემახსოვრებათ ალბათ რომ პირველი მე ვწერდი ხოლმე ფორუმზე,მწყრის გამოჩენის შესახებ,ყოველ წლიურად ფრინველის გამოჩენასთან ერთადვე ვიწყებ თუნდაც დაგეშილი ძაღლის ვარჯიშს) პირველი მწყრიდანვე არ უცდია გამოკიდება,არ იცოდა რომ ის მწყერი შEიძლება ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩამოვარდნილიყო,ასე ვიარეთ დაახლოვებით სამი თვე და ჩემგან მოფერების მეტი არაფერი მიუღია და მხოლოდ იშვით შემთხვევებში თითქმის ვაიძულებდი ხოლმე რომ გამოკიდებოდა(მითომდა აზრტი რომ გამემძაფრებინა,რაც ჩემი სიჯიუტის თუ უვიცობის ბრალი იყო),არცელთხელ არ მიცდია რომ ძაღლს ამოეყვანა ფრინველი,კარგად განაბული ფრინველი ნებისმიერ დამატებით ხმაზე თავისით ამოდის.სწორედ ეგ არის ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი რომ,თუ ძაღლს გეშვისას არ დააწყებინებ ფრინველის ამოყვანას რაც გამოკიდების მაპროვოცირებელია და შენტან ერთად მიიყოლებ რა დროსაც სრულად ახდენ მის კონტროლს,ძაღლი გამოკიდებას არ დაიწყებს,ელემენტალურად რომ წარმოვიდგინოთ:ჯერ ეცი,ეცის ეძახიან და ფრინველი რომ ამოვა მერე ან ფუს და ხანაც დაჯეთი უცვლიან,ასეთ მოკლე პერიოდში ორი ბრძანების აღქმა როდესაც ძაღლი მაქსიმალურად არის აღგზნებული ვეღარ ახერხებს და ეგაც ჩვენი გამოკიდება.
ეხლა რიჩი უკვე გამოცდილი და გარყვნილი ძაღლია და მისდევს ხოლმე,რაც ისევ ცემი ბრალია,მაგრამ შEმიძლია რომ ერთი დაბალი თქმით გავაჩერო,იმიტომ რომ ფრინველის ამოსვლისას ფაქტიურად ნახევარი მეტრი გვაშორებს.
შეიძლება ვცდები ბევრ რამეში მაგრამ მე ჩემი მაგალითი მოვიყვანე და გიგას წინადადებაც სიხარულით მაგიტომ გამიხარდა რაიმეს გარჩევაზე რომ დამატებით რამე ავითვისო.არც ვაპიარებ და არც რეკლამას არ ვუკეთებ(მით უმეტეს რომ პირადად არ ვიცნობ ამ ბიჭს) მაგრამ ვიცი რომ მაგარია ეს ახალგაზრდა და მაგარი ძაღლებიც ყავს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
landiaდრო: ორშაბათი, 31.10.2016, 22:43:50 | შეტყობინება # 4021
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვა რახალხი შეკრებილა აქ ჩემარყოფნაში :) როგორ ხართ მგლებო ! გიგა მაგარილეკვები შეძენია გრეისის .

თ.მაჭარაძე
 
roki-pigoდრო: სამშაბათი, 01.11.2016, 21:25:03 | შეტყობინება # 4022
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მონადირეებო და პოინტერისტებო, 1ასეთი პრობლემა მაქვს ჩამოგდებულ ფრინველთან როცა მივა ძაღლი კბილებს უჭერს და მუცლის რბილი ადგილიდან ნაწლავებს აყრევინებს არც ჭამს და არც არაფერი უბრალოდ მასე უშვრება და ვინმეს ხო არ გქონიათ მასეთი შემთხვევა ან ხო არ იცით რა ვუშველო

გოგა კუკნიშვილი
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 01:53:43 | შეტყობინება # 4023
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 kucuna1 ზოგიერთ მგეშავს ურჩევნია თავის თავზე აიღოს ფრინველის ამოფრენა,თანაც ეს ხომ გაშვებული მწყერია და დიდი შანსია ძაღლმა დაიჭიროს, რაც შეეხება ხოგადად მიტანებას,მიტანება უნდა იყოს პოინტერის შემთხვევაში იმპულსური მაგრამ პატრონთან ერთად,არავითარ შემთხვევაში ძაღლმა არ უნდა მოინდომოს ფრინველის დაჭერა, არანაირი მიხტომა და ასე შემდეგ.რატომ ამას მოგახსენებთ, მე მოგიყვებით ერთ მომენტს ჩემი ბოლო ვარჯიშიდან (კაკაბზე), ერთერთ ადგილას მეგულებოდა კაკბის დიდი რაოდენობა, ერთ ძალიან ცივ დილას გადავწყვიტე გამევლო,კაკაბი შარშანაც ძალიან კარგად იყო მაგ ადგილებში და მქონდა იმედი,წავიყვანე ჩემი ხვადი ლოკი და ახალი ძუ გრემი. ჯამში ვნახე 5 გუნდი და საუკეთესო მომენტები(უთოფოდ დავდივარ მე კაკაბზე). რატომღაც ფრინველი დამხვდა ძალიან ფრთხილი,ნაბულზე არ მიშვებდა, ძაღლის მუშაობას უნდა შეხედო შეძლებდი თუ არა ამ ფრინველის მონადირებას.ლოკს აქვს ძალიან ძლიერი ცხვირი და დგებოდა გუნდიდან დაახლოებით 15- 20 მეტრში,მიუხედავად იმისა რომ სუფთა ევროპული მიტანება აქვს ლოკს ხანდახან წასცდება ხოლმე დაჭერაზე საქციელი.რამდენჯერაც ლოკმა გააკეთა "ძველებური მიტანება" იმდენჯერ მე რომ თოფი მქონოდა ვერ შევძლებდი ფრინველის მოპოვებას,ხოლო გრემისგან თითქმის ყველას მოვკლავდი რადგან "თითქმის ტუგოია" მივდიოდი ფრინველთან იმ მინიმუმამდე რაც საჭიროა ფრინველის აფრენისთვის.
რაც შეეხება ძაღლის გაკიდებას,გაკიდების გადაჩვევა ხდება ბოლოს წინა საფეხურზე,როგორც ბავშვს აჯილდოვებ ტკბილეულით კარგი ნიშნისთვის ისე აჯილდოვებ ახალგაზრდა ძაღლს გაკიდებით,ამასთან ძაღლი თუ დებილი არაა უნდა მიხვდეს რომ ფრინველს ის ვერასდროს ვერ დაიჭერს და ჯობია გაჩერდეს.მე მაგალითად ძაღლს ვასწავლი მხოლოდ ერთ ბრძანებას "სტოპ",შესისხლხორცებული უნდა ჰქონდეს ეგ ბრძანება.მე მაგალითად გრეისი მანამდე არ გავაჩერე სანამ თვითონ არ მიხვდა,ფრინველის აფრენის დროს ხანდახან აღარ იძროდა ადგილიდან,ეს რომ შევამჩნიე მერე დავიწყე გაჩერება. რაც შეეხება გაკიდების სურვილის ჩახშობას,დამიჯერეთ მხოლოდ მგეშავი ვერაფერს ვერ გააწყობს თუ ძაღლი გამოვიდა პრობლემური.რამდენიც გინდა ვიცი გაკიდებაზე რომ ესვრიან იარაღს და მაინც რომ ვერ აჩერებენ.რამდენი დავწერე :) gimili
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 10:11:33 | შეტყობინება # 4024
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
მხოლოდ მგეშავი ვერაფერს ვერ გააწყობს თუ ძაღლი გამოვიდა პრობლემური.რამდენიც გინდა ვიცი გაკიდებაზე რომ ესვრიან იარაღს და მაინც რომ ვერ აჩერებენ.

კი, მასეთი შემთხვევებიც არის მაგრამ ყველა მასე ხო არაა?!

Quote monadire11 ()
ზოგიერთ მგეშავს ურჩევნია თავის თავზე აიღოს ფრინველის ამოფრენა,თანაც ეს ხომ გაშვებული მწყერია და დიდი შანსია ძაღლმა დაიჭიროს, რაც შეეხება ხოგადად მიტანებას,მიტანება უნდა იყოს პოინტერის შემთხვევაში იმპულსური მაგრამ პატრონთან ერთად,

ეგ ამბავი ფრინველის ამოყვანასთან დაკავშირებით ჩემთვის გასაგებია შეჯიბრის დროს, მაგრამ მერე ნადირობისას რამდენად კარგი იქნება ეგ უკვე სხვა საქმეა.
კი ბატონო, რომ პატრონთან ერთად უნდა იყოს როცა მიეტანება, მაგრამ ვიდეოში უმეტესობა ძაღლები "მკვდარ ნაბულზე" დგანან და მგეშავს ამოყავს ფრინველი. ასე ხდება ვარჯიშისას და შესაბამისად მერე შეჯიბრზეც და აქედან გამომდინარე ვკითხულობ, რომ მერე ნადირობისას ხომ არ დარჩება ძაღლს ეს ჩვევა??


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 12:03:04 | შეტყობინება # 4025
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 გიო წესებში( სანადირო და დიდი ძებნის ) წერია ძაღლს თუ არ აქვს მიტანება იხსნება მომენტალურად. ეს არის კლასიკა და მგეშავს არაწყობს ძაღლის ამოყვანილი ფრინველი.დააკვირდი ხელით რომ ანიშნებენ ძაღლებს ადგილზე დარჩენა.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 13:43:24 | შეტყობინება # 4026
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
მგეშავს არაწყობს ძაღლის ამოყვანილი ფრინველი.დააკვირდი ხელით რომ ანიშნებენ ძაღლებს ადგილზე დარჩენა.

ჰოდა მანდა ვარ მეც. gimili მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე რომ ეგ შეჯიბრი და ნადირობა სხვადასხვა სფეროა! ანუ სპორტი და ჰობი რა.
სპორტში შეჯიბრს ვგულიხმობ რასაკვირველია!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
monadire11დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 15:54:52 | შეტყობინება # 4027
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 ყველა შეჯიბრი რაც მინახავს გარდა "სენთ ჰუბერტისა" ნადირობისგან განსხვავდება,მაგრამ ამოსავალი წერტილი ნადირობაა,მაგ ყველა ძაღლით ნადირობენ,სულ ყველათი,ძაღლი თუ კარგი მონადირე არაა არც შეჯიბრზე ჭირდება ვინმეს.
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 16:48:03 | შეტყობინება # 4028
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გიგა მჯერა ძამა რასაც ამბობ, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი, მეძებარი( ამ შემთხვევაში პოინტერი) თუ შეჯიბრის დროს თითქმის არ ავლენს მიტანებას,(რადგან ასე დააყენა მგეშავმა) ნადირობისას სხვანაირად იქცევა?? ნადირობისას აფრენს ფრინველს???

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 17:08:48 | შეტყობინება # 4029
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
ზოგიერთ მგეშავს ურჩევნია თავის თავზე აიღოს ფრინველის ამოფრენა

მე მაგალითად სერიოზული პრობლემები შემექმნა უკვე მეორე სეზონია,ფრინველის ამოყვანასთან დაკავშირებით.პირველ სეზონზე მიტანებას აკეთებდა ფეხთან დიდი ძალდატანების გარეშე მაგრამ ახლა უკვე ზედმეტია.წარმოიდგინე ფრინველი რომელიც ამდენ მტაცებელს გადაურჩა,და ძაღლი რომელსაც ნაბულიდან ჩამოსვლა უჭირს,რა შეიძლება რომ გავაკეთო უკვე აღარ ვიცი,სპეციალურად ვაქეზებდი ხოლმე გამოკიდებაზე რომ ეგებ გაიხსნასთქო მაგრამ პირიქით.დაბალ ბალახში არ არის პრობლემა ფრინელის ამოყვანა მაგრამ მაღალში ხომ დატანჯული ვარ საერთოდ,ასე მხოლოდ უკვე განაბულ ფრინველზე აკეთებს.
მთლად ძაღლსაც არ ვაბრალი ყველაფერს,მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული,ამ თვისების ძაღლთან არ მქონია შეხება.ამიტომ არის რომ ვიძახი რომ ცოდნის დონეათქო ჩვენთან დაბალი.სპორტული შEჯიბრებები და კონკრეტული მიმართულების მიმდევრობა ძალიან ნელა იკიდებს ჩვენთან ფეხს,ცოდნასთან წვდომა არ გვაქვს და მიტომ.ძნელად ვიზრდებით(ამას ჩემს მაგალითზე ვამბობ),ადრე ვამბობდი რომ რას დააჯლიგინებენ ამ ძაღლებსთქო,ან ამ სიშორეზე ძაღლს რა უნდათქო,მერე გამისწორდა სწრფი ძაღლი,ვაა აღმოჩნდა რომ რაც უფრო დიდ მანძილს გადის ძაღლი და სწრაფად,მით უფრო დიდ ფართს ამოწმებ ნაკლები სიარულითაც კი.ბოლოს კი ეს ყველა კაი თვისება მოღუნულ თოფად გადაიქცა(სპეციპიური ხმარება რომ უნდა),ამ სწრაფ და დიდ მანძილზე მომუშავე ძაღლის კონტროლი ყოფილა ერთი თავის ტკივილი,ეგ უკვე ჩემი უცოდინრობის მიზეზით.სემინარები რომ ტარდებოდეს სადაც ასე რომ ვთქვათ ჯერ ადამიანებს "დაგეშავენ",უფრო სწრაფად ვიმოძრავებდით წინ.

დამატებულია (02.11.2016, 17:08:48)
---------------------------------------------
უკვე მესამე წელია რომ სპორტული ძაღლი მინდა გავზარდო,მაგრამ სერიოზულად ვიკავებ თავს.იმაზე მეტი კი ვიცი რაც ამ ლეკვის აყვანამდე ვიცოდი(ხვდებით ალბათ რის ცოდნაზე ვლაპარაკობ),მაგრამ იმდენი არა რომ სასურველ შედეგს მივაღწიო.იმ სიტყვებს კი უკან ვიღებ რომ ძაღლმა 50 მეტრში უნდა იმუშაოს.იმ სანახაობას არაფერი ჯობია რომ 200-250 მეტრში ძაღლი ქანდაკებასავით დგას და შენ იცი ის ძვრას არ იზავს უშენოდ.სანახაობრივად არის სასწაული და არც შEდეგიანობით არ ჩამოუვარდება მამაპაპურს,თუ მეტი არ არის კიდევ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!

შეტყობინება დაამუშავა kucuna1 - ოთხშაბათი, 02.11.2016, 17:15:25
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 18:07:33 | შეტყობინება # 4030
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 200-250 მეტრში ძაღლი ქანდაკებასავით დგას - ასეთი ძაღლები "ვიწრო სპეციალობით" მონადირეები ხომ არ არიან? ანუ რამდენად მოსახერხებელია მთაგორიან ან ტყნიან რელიეფზე სანადიროდ ?

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 18:36:08 | შეტყობინება # 4031
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, ზუსტად რომ მთაგორიან და ტყიან მონაკვეთზე არიან ყველაზე მოსახერხებელი,მწყერზე საერთოდ არაფერს არ ვამბობ.ავიღოღ გნოლი და კაკაბი რომელიც ძალიან ბევრ სიარულს მოითხოვს მონადირის მხრიდან,თან მოუხერხებელ რელიეფზე,ეს ყოველივე კიძაღლისთვის უმნიშვნელო დაბრკოლებაა და დიდად არ მოქმედებს სისწრაფეზე,რომ ნახო ეგ ძაღლები როგორ დაფრინავენ კრანჩხზე გული შეგიწუხდება,გგონია რომ ეხლა გადაიჩეხება,არადა ის თავს კომფორტულად გრძნობს.აი ეგ არის ნადირობა პატივცემულო.ამ შემთხვევაში ძაღლი ეძებს და შენ მუშაობით ტკბები,პოულობს და ნადირობ.სხვა შემთხვევაში კი ძაღლთან ერთად ეძებ.
მასე ვფიქრობდი ძალიან ადრე რომ ვიწრო სპეციალობის ძაღლები იყვნენ,არადა ეგენი არიან ფართო სპეციალობის ძაღლები.სხვები კი მარტო მწყერზე თუ გამოსადეგია,ისიც სიუხვის გამო.მსხვილ ფრინველზე ნადირობა იმდენად სპეციფიურია რომ,სპორტული,სანახაობრივი,სასიამოვნო და უფრო შედეგიანიც კი არის სპორტული ძაღლით ნადირობა.ერთსა და იმავე პირობებში ანადირეთ და მერე სხვა აზრი ჩამოგიყალიბდებათ,წარმოიდგინე რომ კაკაბზე ისე ინადირო,ფეხზე გაიხადო და სხეულის ნაწილები არ გააყოლო,მინიმუმ 5 ჯერ ნაკლები ენერგიის ხარჯვა გიწევს,და ნადირობით კი მინიმუმ ათჯერ ლამაზად აკეთებ ყველაფერს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 19:31:43 | შეტყობინება # 4032
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლამაზად აკეთებს, მაგრამ საკაკბეებში 250 მეტრზე გასული ძაღლი შეიძლება 2-3 ხევის იქეთ აღმოჩნდეს, აღარ ვამბობ როჭოზე, ამ კუთხით მაინტერესებს და იმიტომ დავსვი კითხვა. ტყის ქათამზე როგორ წარმოგიდგენია ? თორემ სხვა მხრივ 100%-ით გეთანხმები ძაღლი ეძებს და პატრონი არ ეძებს ძაღლთან ერთად gimili მაგრამ ნაბულზე დამდგარი ძაღლი ხომ უნდა დაინახო? (თვითნებურად მიტანება გამოვრიცხოთ, თუმცა სავსებით რეალურია ჩვენს პირობებში) და თუ ხედავ ხომ უნდა მიხვიდე ძაღლთან ?

დამატებულია (02.11.2016, 19:28:39)
---------------------------------------------
monadire11-ს გასაგებად უწერია 4031 პოსტში , აბსოლუტურად ვიზიარებ. ფართო ძებნა, ტემპში, სტილით მუშაობა ვერ იქნება შედეგიანი ნადირობის გარანტია 23 მუშაობის პიკი - ნაბული და დამაგვირგვინებელი აკორდი - მიტანება აუცილებელია შედეგიანი ნადირობისთვის (შედეგიანში ესთეტიური თვალსაზრისით ვგულისხმობ ზუსტ გასროლას და არა ხორცის მოსაპოვებლად)

დამატებულია (02.11.2016, 19:31:43)
---------------------------------------------
ჩემი აზრით ნებისმიერი ძაღლისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ძებნის არეალის შემცირება (დამოკლება) გონივრულ ჩარჩოებში 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 19:39:15 | შეტყობინება # 4033
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მაგისთვის არსებობს ბიპერი.ძაღლის მხედველობის არიდან და კარგვა იშვითად ხდება,როგორც წესი ძაღლები პატრონთან იშვიათად კარგავენ ვიზუალურ კონტაქტს,საერთოდ კი ეგ ძაღლები ნებისმიერ პირობებში ერთნაირად არ იქცევიან,ტყეშიც დამინდორშიც ერთი და იგივე ნაირად არ იქცევა,არც ჯაგში და უროში ძებნისას კაკაბზე იქცევა ერტი და იგივე ნაირად.ეს ძაღლები რომლებიც ამ დონის ტურნირებში მონაწილეობენ,გაცილებით მოაზროვნეები არიან ვიდრე სტანდარტული ძაღლები.რამდენადაც ვიცი გამოკიდებას სერიოზულ პრობლემად არ აღიქვავენ,ვინაიდან ძაღლი თავისით ხვდება რომ ვერ დაიჭერს.
საქართველოში კი ტრადიციული "სტილის" ძაღლების 99.9% მისდევს,თუნდაც 8 წლის ასაკში.
საერთოდ კი ეს თემა იმიტომ არ გამოცოცხლებულა რომ ვაკრიტიკოთ,არამედ იმიტომ რომ განვიხილოთ და რაღაც ავითვისოთ.მთელი მსოფლიოს უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ სტილს და ერთი ადამიანის კრიტიკა(კონკრეტულად არავისზე მაქვს საუბარი) რომელისთვისაც უცხოა ყოველივე,ცოტა არ იყოს და უინტერესო იქნება.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 20:30:41 | შეტყობინება # 4034
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 გასაკრიტიკებლად არ დამიწერია, თუმცა არც კრიტიკული მიდგომაა ცუდი.სანამ რამე უცხოს ათვისებას დაიწყებ და ბრმად ენდობი ჯობია კრიტიკის თვალით შეხედო. გამიჩნდა კითხვები იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო ხილია 23 ნუ პირადად ჩემთვის მაინც.
სწორია, მოაზროვნე ძაღლი (ნებისმიერი საშუალო დონის ძაღლიც კი) ახდენს ლავირებას გარემო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ ვიზუალური კონტაქტი არ დაიკარგება, მაშინ ბიპერსაც არავინ არ გამოიყენებდა. ვერც იმაში დაგეთანსხმები, რომ მთელი მსოფლიო ანიჭებს კონკრეტულ სტილს უპირატესობას. მთელი მსოფლიო არ არის ის რამოდენიმე ასეული, თუნდაც ათასი ადამიანი ვინსაც ეს მოწონს.

დამატებულია (02.11.2016, 19 40)
---------------------------------------------
ბიპერს რაც შეეხება - ალბათ პრაქტიკულია, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ფრინველის ძაღლი ვეძებო ბიპერით, ჯიპიესით და თანამგზავრით ) რაც ნაკლებ ელ. მოწყობილობას გამოვიყენებთ მემგონი უფრო ესთეტიური იქნება ნადირობა. საერთოდ თანამედროვე მონადირე უკვე "ვარსკვლავთა ომების" პერსონაჟს ემსგავსება, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა 23

დამატებულია (02.11.2016, 20:19:59)
---------------------------------------------
რამდენადაც ვიცი გამოკიდებას სერიოზულ პრობლემად არ აღიქვავენ,ვინაიდან ძაღლი თავისით ხვდება რომ ვერ დაიჭერს.
საქართველოში კი ტრადიციული "სტილის" ძაღლების 99.9% მისდევს,თუნდაც 8 წლის ასაკში
რას გულისხმობ? ვერ გავიგე.

დამატებულია (02.11.2016, 20:30:41)
---------------------------------------------
p.s. კიდევ ერთხელ ვამბობ გასაკრიტიკებლად და დასაკნინებლად არ ვწერ, პირიქით - მაინტერესებს და მეტი არგუმენტი მინდა მოვიძიო gimili


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ოთხშაბათი, 02.11.2016, 20:18:42
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 02.11.2016, 21:13:18 | შეტყობინება # 4035
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ჩემი აზრით ნებისმიერი ძაღლისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ძებნის არეალის შემცირება (დამოკლება) გონივრულ ჩარჩოებში

ასეც არის ვახო. ყოველშემთხვევაში ასე უნდა იყოს! ძაღლია, ცოცხალი არსება და შესაბამისად აქვს ტვინი ჰო?! ჰოდა გამოცდილი მეძებარი ხვდება სად გაშალოს და სად შეამოკლოს ჩელნოკი!

Quote kucuna1 ()
.სპორტული შEჯიბრებები და კონკრეტული მიმართულების მიმდევრობა ძალიან ნელა იკიდებს ჩვენთან ფეხს

თემო ძნელად იკიდებს კი არა gimili დასავლეთ საქართველოში ალბათ ვერც ვერასდროს გახდება პოპულარული, რადგან აქ ფიზიკურად არ არის საჭირო სავარგულები, რომ ფართო ძებნის ძაღლით ისიამოვნო!
იმედი მაქვს რომ გამიმართლებს და მეყოლება სწრაფი სვლის და ფართო ძებნის ძაღლი ოდესმე, მაგრამ აქ ვერ გამოვიყენებ!
მაგრამ ვივლი ჯავახეთში მაგის ხათრით! მარა აქ ასე ათეული მონადირე თუ მოიქცევა მხოლოდ. ამიტომ რაც არ უნდა ვარსკვლავი ლეკვი მოხვდეს აქ, თუ მხოლოდ დასავლეთში ანადირეს, მალე დაამთქნარებს და იქცევა ჩვეულებრივი ძებნის და სვლის მეძებრად!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 11:20:33 | შეტყობინება # 4036
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დასავლეთ საქართველოში ალბათ ვერც ვერასდროს გახდება პოპულარული - ძალიან დასანანია, მაგრამ ჯერ ზოგადად ძაღლით ნადირობა უნდა გახდეს პოპულარული, თუნდაც ფეხებთან ეძებდეს, ტუნდაც მეტისი იყოს, ოღონდ დამკვიდრდეს წესად. უარი მანოკს, პროჟექტორ და ფართობებში მანქანით სირბილს.

დამატებულია (03.11.2016, 11:20:33)
---------------------------------------------
giohunt1982 ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ყველანაირ პირობებში ვერ გამოიყენებ ასეთ ძაღლს, თორემ საწინააღმდეგო რა მაქვს. მაინც იქამდე მივდივართ რომ შედარებით "ვიწრო" სპეციალობისაა, სპეციფიურია.


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 12:58:40 | შეტყობინება # 4037
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER giohunt1982 რატომ ვერ გამოიყენებ ვერაფრით ვერ მესმის.ავიღოთ მაგალითად გურიის ტყეები შესანიშნავი ადგილებია ქათამზე სანადიროდ,შემიძლია კიდე მოვიყვანო მაგალითი მარა მეტი რა მაგალითი მინდა ავიღოთ ალი ჭიჭინაძე ბათუმელი კაცი რომელსაც ყავს ევროპული პოინტერები და სეტერიც, ალი მშვენივრად ნადირობს მაგ ძაღლებით,ნადირობის გარდა მან მოახერხა და საქართველოს ისტორიაში პირველი CACIT აიღო, ალიმ ამით დაამტკიცა რომ მთავარი მონდომებაა. ვიწრო სპეციალობად შეიძლება ჩაითვალოს იმიტომ რომ ეს ძაღლები არ არიან ნებისმიერი მონადირისთვის ხელმისაწვდომები,თორემ აგეღ ერთი ხვადი მყავს გასაყიდი,ულამაზესი და ძალიან პერსპექტიული,მაგრამ ნებისმიერზე არ გავყიდი.მონდომებულ კაცს კიდე ისეთ ფასში მივცემ რომ გაუკვირდება,აგერ ერთი ძუ გავაჩუქე კაცზე რომელიც ლეკვის წასაყვანად რომ მოვიდა მაშინ გავიცანი,მაგრამ ვიცოდი რომ გულით უნდოდა.ამიტომ მთავარი მონდომებაა მეგობრებო თორემ "ეს ჩვენი ქვეყანა სააბრაგოდ ყველგან კარგია " :)

დამატებულია (03.11.2016, 12:51:43)
---------------------------------------------
გიო კიდევ ერთი, თუ დაკვირდები მაგ ვიდეოში ძაღლს გამომყვანი ხელით ანიშნებს რომ გაჩერდეს და უფლება მისცეს რომ გაასწროს და თვითონ ამოაფრინოს ფრინველი.ზოგადად მიტანება არის არასწორი მუშაობის გამოსწორება, ძაღლი უნდა მუშაობდეს ისე რომ მიტანება არ დასჭირდეს, ანუ როგორ ,ყველა ფრინველის აქვს ის მაქსიმუმი(მიახლოების ზღვარი) რის მერეც "იკეტება " ანუ ინაბება და ემზადება ასაფრენად, მაგრამ ვერც აფრენას ახერხებს რადგან ძაღლს "მაგრად" უჭირავს ცხვირზე. როდესაც გამომყვანი მიდის ფრინველი თავისით ფრინდება, ეგაა იდიალური მუშაობა. https://www.youtube.com/watch?v=uzYJK1KnnDE დავდებ უკრაინელების "ლიქიორ ტიტოს " პოინტერს რომელიც იდიალურად მუშაობს.

დამატებულია (03.11.2016, 12:58:40)
---------------------------------------------
kucuna1 რას შეეხება სემინარებს და ცოდნის ამაღლებას.აგერ უკვე 5 წელია ყოველ წელს ჩამოგვყვავს მსაჯები ევროპიდან,ვატარებთ სემინარებს და შეჯიბრებს, მე ჯერ არ მინახავს უცხო დაინტერესებული ხალხი,ჩვენ უკვე დავიზეპირეთ ეს სემინარები ახლა პრაქტიკა გვაკლია. დამიჯერეთ ბიჭებო მონდომება იყოს და ყველაფერია სამაგისოდ რომ ნამდვილად კარგი ძაღლები გვყვავდეს და კონკურენციაც გავუწიოთ ევროპელებს,აგერ რუსეთის ნაკრებს შეხედეთ 10 წლის უკან სად ყავდათ მაგათ ძაღლი, დღეს უკვე ერთერთი სერიოზული კამანდაა.თურქებმა რა იცოდნენ ძაღლის მარა მოინდომეს და წელს უკვე თავიაანთი მგეშავი და ნაკრები ყავთ,ეგაა მონდომება და სხვა არაფერი.

 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 13:17:09 | შეტყობინება # 4038
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11 მიტანება რატომ არ უნდა დაჭირდეს? ნაბულზე დამდგარი ძაღლი კომადის შემდეგ არ უნდა მიეტანოს ფრინველს ?
გეთანხმები ნებისმიერისთვის არ არის ხელმისაწვდომი და არც უნდა იყოს, მაგრამ ამის გამო არ ვთვლი ვიწრო სპეციალობის ძაღლად. ისე თუ ადამიანს მოწონს ეს მიმართულება სავარგულებსაც შეირჩევს და ალბათ "სხვანაირი" მუშაობაც აღარ იქნება პრიორიტეტი 23
მონდომებას რაც შეეხება 100% გეთანხმები და მიდგომაც ძალიან მომწონს. ფულის გადახდა ვისაც შეუძლია არ ნიშნავს, რომ ძაღლის გაზრდაც შეუძლია.
ძალიან კარგია თუ ასე კონტრასტულად ახერხებენ ეს ძაღლები მუშაობას

დამატებულია (03.11.2016, 13 17 09)
---------------------------------------------
monadire11 ზუსტად ქათამზე ნადირობიდან მოვიყვან. ჩვენი ძაღლების შედარება უხერხული იქნება, მაგრამ რაც გვყავს ეს არის. გასულ კვირას პირველ 30 წუთში 4 ქათამს ვესროლე, როცა გარშემომყოფებმა თვალი ვერ მოკრეს ვერცერთს, როგორ ფიქრობ რის ხარჯზე ვაჯობეთ ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ხუთშაბათი, 03.11.2016, 17:58:26
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 13:55:36 | შეტყობინება # 4039
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
ვიღოთ მაგალითად გურიის ტყეები შესანიშნავი ადგილებია ქათამზე სანადიროდ

ქათამზე კი გიგა მარა, მე ვგულისხმობდი იმ გაშლას და სისწრაფეს რასაც ეგ ძაღლები აჩვენებენ შესაბამის მინდორში, აქ ვერ იზამენ მეთქი რადგან არ არის ფიზიკურად გაშლილი მინდვრები! აქ არის წელამდე და ხან ყელამდე ბალახი და ყველგან ნათესია, ან სიმინდი და ან თხილი ძამა! gimili მერამდენე წელია რომ უბრალო საველეს ჩატარება გვინდა მაგრამ ვერ ვნახეთ მინდორიი!

დამატებულია (03.11.2016, 13:55:36)
---------------------------------------------

Quote monadire11 ()
ეგაა მონდომება და სხვა არაფერი.

გეთანხმები!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 18:56:49 | შეტყობინება # 4040
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, გიგას ვენაცვალე,ვიცი რომ ჩამოგყავთ ხალხი და არ ვიცოდითქო რომ ვთქვა დათოსგან სამართლიან საყვედურსაც მივიღებ ალბათ მაგრამ შე კაი კაცო იმ დონეზე ხომ უნდა მივიდე რომ იმის ნალაპარაკები გავიგო.იქ რომ მივალ და ათას მიზერულ კითხვას დავსვავ,არ იტყვის ის კაცი რომ ვინ მოგიყვანიათ ეს აბდალიო?მე ვფიქრობ რომ თქვენს მიერ ჩატარებული უფრო გასაგები იქნება ჩვენთვის,და უფრო პროდუქტიულიც.მე მაგდაგვარი ტურნირებისთვის იმის მომხრე ვარ რომ ძაღლი კონდუქტორმა მოამზადოს და წამყვანიც ის იყოს,მაგრამ ჩვენ იმის ცოდნა გვინდა თუ როგორ მივიყვანოთ მაგ დონემდე რომ ნულიდან არ მოგიწიოს დაწყება,ან კიდევ მომზადებულ და დაყენებული ძაღლი სპანიელად რომ არ ვაქციოთ.მითუმეტეს რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გავზარდო,მითუმეტეს კიდევ რომ ძაღლის დაგეშვა არანაკლებ სასიამოვნოა და დიდად არ ჩამორჩება ნადირობას.მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსიტე თორე ვინმეს კი არ ვსაყვედურობ ამას ასე რატომ არ აკეთებთთქო.სიმართლე გითხრა არც მარტო ჩინმენდლებისთვის არ ავიყვან მაგ სისხლს,აქტიური მონადირე ვარ და ჩემი სანადირო პირობებისთვის იდიალური სტილია,თან არც მუხლს ვუჩივი და სიამოვნებით მივრბივარ ალესილებში 250 მეტრზე,ნაბულზე მდგომ ძაღლთან.

დამატებულია (03.11.2016, 18:52:00)
---------------------------------------------
ეს ვიდეო ბევრჯერ მაქვს ნაყურები და ძალიან მაგრად მომწონს ეს ძაღლი,უბრალოდ უხარისხოა და არ ჩანს ყველა ნიუანსი,ზოგ მომენტში თითქოს კუდი მაღლა უჭირავს ძებნისას.

დამატებულია (03.11.2016, 18:56:49)
---------------------------------------------
რუსებს კი არა არცერთ ქვეყანას არ უნდა ჩამოვრჩეთ,ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე,საგეში ფრინველი საქართველოში ყოველთვის არის,და არ გვჭირდება ფრინველის სანახავად 500 კილომეტრის გავლა,80 კილომეტრის რადიუსში ყველა ფრინველს ნახავ ადამიანი,მწყერზე ხომ აღარაფერს ვამბობ,აპრილიდან დილასაღამოს,ძაღლის გასეირნებისას ვნახულობ.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 19:35:49 | შეტყობინება # 4041
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მივესალმები თუ დამწყებებისთვის გაიმართება სემინარები. მართალია , პირდაპირ მე-10 კლასიდან ვერ დავიწყებთ gimili თან ენის ბარიერიც მოიხსნება, ქართულად, გასაგებად დავიწყებთ ამ საინტერესო სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმას

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 19:40:42 | შეტყობინება # 4042
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 დამიჯერე ყველა "აბდალები ვიყავით" სასირცხვილო მაგაში არაფერია, როდესაც უკრაინელებმა ჩამოიყვანეს პირველად დარიგადი ეკითხებოდნენ: შავხალიანი ჯობია თუ წითელ ხალიანიო და კიდე ისეთ აფსურდს რომ დარწმუნებული ვარ ესეთი კითხვები არ გაგიჩნდება ამიტომ მობრძანდი და გაგვიცანი,მსაჯის ჩამოყვანის გარეშეც არ ვეტყვი უარს ჩემი პატარა გამოცდილების გაზაიარებაზე. აქაც მაგიტომ ვწერ,თორემ ორი წელი შემოსული არ ვიყავი ფორუმზე.
 
levani983დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 19:41:24 | შეტყობინება # 4043
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 22
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პოინტერი მყავს 2 წლის ბოლო წაყვანაზე სანადიროდ ტოპის ხმის შეეშინდა ეშველება რამე გტხოვტ გამაგებინოტ cat062

levani ambroladze
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 20:09:03 | შეტყობინება # 4044
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote monadire11 ()
მობრძანდი და გაგვიცანი,მსაჯის ჩამოყვანის გარეშეც არ ვეტყვი უარს ჩემი პატარა გამოცდილების გაზაიარებაზე

გაგახარებს ღმერთი,შენ მარტო თქვი როდის იკრიბებით.(თავისუფალი დროც მაქვს,სამსახური ხელს მიწყობს)


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
giusha95დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 20:21:44 | შეტყობინება # 4045
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 34
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levani983 ჩემს პოინტერსაც ქონდა ეგ პრობლემა.ერთ დღეს ნაბულიდან რამდენიმე მწყერი ერთად ამოაფრინა და მეც და ჩემმა მეგობარმაც ერთად გავისროლეთ,შეშინდა და კუდამოძუებული მოიძურწა ჩემთან.ამის შემდეგ რამდენიმე დღე მინდორში არ გამიყვანია.რამდენიმე დღის შემდეგ გავიყვანე მინდორში,დავჯექი ბალახზე და ძაღლიც გვერდით მოვისვი.მეგობარი კი გავუშვი დაახლოებით 100მეტრში და ვთხოვე გაესროლა,გასროლისას კი ძაღლს მოვეფერე და სასუსნავი მივეცი,რამდენიმე გასროლის შემდეგ სახლში დავბრუნდით.ასე ვიმეორებდი დაახლოებით 10 დღე და თან ყოველ დღე სროლის მანძილს თანდათან ვამცირებდი.საბედნიეროდ ამ ქმედებებმა შედეგი გამოიღო და ჩემი ძაღლუკაც შეუდარებლად ნადირობდა.როგორც ადამიანი ძაღლიც ინდივიდია და ჩემ შემთხვევაში იქნებ გამიმართლა კიდეც,მაგრამ იქნებ სცადო და შედეგიც მიიღო.მთელი გულით გისურვებ წარმატებას gimili
 
monadire11დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 21:04:40 | შეტყობინება # 4046
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1 ჩვენ თუ ვიკრიბებით კლუბის გამგეობა ვიკრიბებით,როგორც სემინარს ორგანიზება ჭირდება, მე ვთხოვ კლუბის ვიცე პრეზიდენტს გიგოს და შემიძლია გამოვნახოთ მაგისთვის დრო
 
Lord_2000დრო: ხუთშაბათი, 03.11.2016, 23:48:02 | შეტყობინება # 4047
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი, ძაღლი როლმელიც გამოდის დიდ ძებნაში, მონაწილეობა მიიღოს ასევე სანადირო ძებნაში.
ამას იმიტომ გეკითხები რომ შენს დადებულ ვიდეოში oscar di villa elena სხვა შეჯიბრზეც იყო ოღონდ CACCIA STARNE (როგორც ვიცი ეს არის სანადირო ძებნა)

დამატებულია (03.11.2016, 23 48 02)
---------------------------------------------
ვერ დავდე სწორად :)
აი ამ ვიდეოში 19:30 ზე


r.kvinikadze
 
monadire11დრო: პარასკევი, 04.11.2016, 01:09:26 | შეტყობინება # 4048
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Lord_2000 ოსკარო სანადირო ძებნაში გახდა ევროპის ჩემპიონი 2016,ზოგადად მაურო იაზეტა სანადირო ძებნის მგეშავია,მე რავ ვიდეო დავდე ეგ არის კლასიკა და მანდ ორივე დისწიპლინა გამოდის.
 
Lord_2000დრო: პარასკევი, 04.11.2016, 01:12:46 | შეტყობინება # 4049
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monadire11, გასაგებია ყველაფერი gimili

r.kvinikadze
 
monadire11დრო: შაბათი, 05.11.2016, 23:02:59 | შეტყობინება # 4050
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 374
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

ბიჭებო რაღაც აუცილებელი გარემოიებების გამო სასწრაფოდ იყიდება ეს ხვადი.საკმაოდ პერსპექტიული ლეკვია,არის ძალიან სწორი აგებულების და აქვს მანდვილად ჯიშიანი თავი,ფასი არ არის მიუწვდომელი.აქ არ უნდა ვწერდე წესით მარა მინდა ისეთმა კაცმა იაყვანოს რომ სულ არ დაიკარგოს.
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика