მოგესალმებით მეგობრებო! ამ თემაში ვისაუბროთ ვის რომელი მეძებრის ჯიში ურჩევნია და რატომ ასევე დავწეროთ საქართველოს პირობებში რომელი მეძებარი მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტურად! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
რაც არ უნდა თქვან და ვინც არ უნდა თქვას ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ კურცჰაარი განვითარდა და თავის შესაძლებლობებით კერძოთ მინდორში ნადირობისას მიუახლოვდა კუნძულოვან მეძებრებს როგორც სისწრაფეში ასევე ზედა ყნოსვით და სტილით და ბოლოს ექსტერიერით ეს განვითარება მოხდა ჯიშის არსებობის მანძილზე არაერთგზის პოინტერის სისხლის მირევით რამაც დადებითად იმოქმედა ყველა მიმართულებით როგორც ექსტერიერით ასევე სამუშაო მახასიათებლებით პლიუს ამას შეინარჩუნა ის უპირატესობები რაც თავიდანვე ახლდა კერძოთ კვალზე მუშაობა, ნადირზე მუშაობა, წყალში შესვლა, სიცივის ამტანობა, ნანადირევის მოტანა ასე რო რაც არ უნდა თქვათ პოინტერზე დრათპაარზე სეტერზე და ეპანიოლზე - ახალი ტიპის სწრაფი ძებნის კურცჰაარი დღეს რჩება ერთადერთ უნივერსალურ მეძებრად, სამწუხაროდ საქართველოში ასეთი ტიპის კურცჰაარი ჯერ ცოტაა მაგრამ თავად კონცეპცია არის სწორი და მართებული! Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
შემიძლია დაგეთანხმოთ თითოეულ მეზებრის ჯიშზე რომელიც ჩამოთვალეთ თუმცა მინდა გამოვარჩიო დრათხარი და კარგი იქნება თუ არ დავივიწყება შოტლანდიური სეტერი (გორდონი) რომელიც გამოირჩევა როგორც ძებნის ჟინით ასევე მოტანით და წყალი კი ნამდვილათ ყყვარს...თუმცა სამწუხაროა ის რომ საქართველოში სუფთა სისხლის გორდონები ნაკლებად მოიძებნება და ისიც ძალიან ძვირი ირს საქართველო უპირველეს ყოვლისა
zurab1, tarxana, რა ჯიშების სისხლებზეა საუბარი როცა ჯიშის სახელსაც არ ვამბობთ სწორად..რატო უნდა დავამახინჯოდ სახელი როცა აქ ლამაზი სახელი...კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ არ გვინდა ეს დამახინჯებული სახელები...გამოვთქვათ სწორად როგროცაა.. ინადირე ზომიერად!
მე კურცჰაარს ვანიჭებ უპირატესობას რადგან ერთადერთი ჯიშია საქართველოს პირობებში რომელსაც არანაირ ტემპერატურულ თუ გეოგრაფიულ პირობებში (აღმოსავლეთი და დასავლეთი ანუ კერძოდ: ეკალბარდები, წყალი, ჭაობი, უდაბნო,ხშირი ტყე,ღია მინდორი, მაღალბალახიანი ადგილი) არ აქვს ნადირობის არანაირი პრობლემა სხვა ყველა დანარჩენ ჯიშს როგორც მინიმუმ ერთი გეოგრაფიული ზონაში ან/და ერთ გარკვეულ ამინდში აქვს პრობლემა "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
მე უპირატესობას ვანიჭებ პოინტერს და არ დაგავიწყდეთ ბრეტონი რომელიც ასევე ყველა პირობებში შესანიშნავია. გადასარევი სვლა აქვს ლამაზი ნაბული და ადვილად მართვადი ძაღლია, საოცრად ენერგიული და ტემპიანი ასევე. პოინტერი ხომ ყველამ იცის მისი სტილი და ნაბული უბრალოდ შეუდარებელია.
ხაშურელივარ და დრათჰაარს ვანიჭებ უპირატესობას . მყავს პოინტერი (პორშე და ჰამერის პონტია:) წელს უკვე საგეშია. ძალიან ნაზია. აშკარაგ გაშლილი სივრცე და დაბალ ბალახიან სავარგულს ითხოვს. ვნახოთ რას იზავს.. ამ თემიდან გამომდინადრე ზუსტ "დიაგნოზს" მაშინ დასვამს კაცი როცა ყველა მეძებრის ჯიში ყოლია. უკეთ რო ერკვეოდე ამა თუ იმ ჯიშის დადაებით და უარყოფით თვისებებში. თუმცა დრათჰაარს ჩემს პირობებში აშკარად უპირატესობა ენიჭება! "თოფს უკან,კაცი უნდა!"
akson777, აკო ძალიან მიყვარს კურცჰაარი მაგრამ ცოტა ცოტა ვერ დაგეთანხმები იხვის ამბავზე:) აღმოსავლეთის არ ვიცი მარა ჩვენსკენ უჭირს კურცჰაარს იხვზე, მთელი ნადირობა შეიძლება ხმელეთს ფეხი ვერ დაადგას, მინიმუმ მუხლებზე აქვს წყალი, ამიტომ ბევრი ვიფიქრე და მაინც დრათჰაარი ავიყვანე :)
მე ინგლისურ სეტერს მივანიჭებ უპირატესობას აღმოსავლეთ საქართველოში რაზე ვერ უნდა ვინადირო (იხვი ქათამი მწყერი კაკაბი )რაც შეეხება დრათხარს მწყერზე სეტერი მირჩევნია ქათამზე სეტერი კაკაბზე ისევ სეტერი ერთი იხვი რჩება სადაც შეიძლება ძალიან მაგარი ყინვა იყოს და რამდენიმე ჩამოგდებული იხვის შემდეგ აღარ შევიდეს გამოსატანად. იტოკში მე 1 ადგილზე საქართველოს პირობებში ერთი ძაღლის შემთხვევაში ინგლისურ სეტერს მივანიჭებ უპირატესობას. დრაDხარსა და კურცხალს შორის კი კურცხალს. ეს ჩემი აზრეი და არ მიწყინოთ
დამატებულია (05.07.2015, 00:23:51) --------------------------------------------- ყველა პირობებში მაგარი ძაღლი არ არსებობს
solomon, მაგ ამბავში იასნია რო Dრათხარი უნდა აიყვანო
დამატებულია (05.07.2015, 10:35:07) --------------------------------------------- guguna, კვალზე მუშაობს სეტერი მასიურად ან მოაქვს ნანადირევი? თუ კურდღელი დაიჭრა ან კაკაბი მერე რას იზავს?
დამატებულია (05.07.2015, 10:40:33) --------------------------------------------- ასე რო შეგიძლიათ მიანიჭოთ უპირატესობა მაგრამ ვერ მიენიჭება))
Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
solomon, შენსავით 90% ნადირობებისა წყალმცურავებზე რო მიწევდეს ნადირობა დასავლეთში მეც დრათჰაარს ავიყვანდი, მაგრამ როცა აღმოსავეთშიც გიწევს ნადირობა და დასავლეთშიც ამ სიტუაციისთვის კურცჰაარი მიმაჩნია საუკეთესოდ "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
მე კურცჰაარი მომწონს ყველანაირად, სიცივესაც იტანს და სითბოსაც არც ეკალ ბარდებში ეზარება შესვლა და არც ყინულიან წყალში. ასე რო ჩემი ხმა კურცჰაარს. ბ.თოთაძე
tarxana რაღაც თემაში გეთანხმები მაგრამ კურცხაალი ან დრადხაარი მუშაობს ისეთი სისწრაფით როგორც სეტერი? 3 ჯერ და მეთჯერ მეტ ტერიტორიას ვნავავ იმავე დროში რაც დრადხაარს მოუნდება. დრადხაარი ცხოველზეც მუშაობს და ფრინველზეც მაგრამ კარგად არც ერთზე და არც მეორეს. მირჩევნია მყავდეს სეტერი და მომანიჭოს სიამოვნება თუგინდ თავის ნაბულით და ზეყნოსვით განსაკუთრებით კი ქათამზე. რაც შეეხება კურდღელს ეგ მდევრების საქმეა.ვერ მივანიჭებ უპირატესობას დრადხაარს განსაკუთრებით ნადირზე ვითომ ორივეს აკეთებს მაგრამ საბოლოოდ არც ერთს და არც მეორეს ბოლომდე კარგად. იხვზე სუპერ მქონდა შემთხვევა 26 იხვი გამოგვიტანა ისეთ ყინვაში რომ მეცოდებოდა რომ მორჩა გამოტანას ისევ ტბაში ჩავიდა და იქ ერთობოდა ყინულების მტვრევით
დამატებულია (05.07.2015, 16:21:09) --------------------------------------------- რომ დაბან გაასუფთავებ წავა და თავის ნაქნავში გაგორდება
დამატებულია (05.07.2015, 16:49:50) --------------------------------------------- დადეთ ნორმალურად ეს ვიდეო ვინც კომპიდან ხართ
დამატებულია (05.07.2015, 16:52:09) --------------------------------------------- და საუბარია ერთ ძაღლზე თორე თუ სამი უნდა მყავდეს მაშინ კიბატონო ეგ ნელ კურცჰაარს რაც შეეხება თორე სწრაფს სულ სამი ძაღლი რომ მყავდეს ერთერთი კურცჰაარი იქნებოდა და არცს კი ვიცი სხვა ძაღლი რისთვისღა არის საჭირო მხოლოდ მდევარი ალბათ Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
tarxana, კაცია და გემოვნება თორე კურცჰაარის დიდი პატივის ცემის გამო მაინც არ ავიყვან არასოდეს. მაგის სტილი და ტემპი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. რაც შეეხება მაგ ვიდეოს. გადახედე სეტერების პოინტერების და თუნდაც ბრეტონების სვლას და მერე შეადარე. ვიდეოს ატვირთვა არ ვიცი თორე გაჩვენებდი სეტერის და პოინტერის ტემპს. მაგრამ ერთია რომ დღეს-დღეობით საქართველოში გვყავს ბევრი კარგი კურცჰარიი რასაც ვერ ვიტყვით კუნძულელებზე, კურცჰაარების ბუმია საქართველოში თორე გადახედე იტალიაში რა სიტუაციაა კუნძულელებზე გინდ საფრანგეთში და იმ ძაღლებს შეადარე მაგ ვიდეოში რა ძაღლიცაა.
barbaqadzenikolozi, მე არ ვსაუბრობ გემოვნებაზე ვიღაცა შეიძლება ისეთიც აღმოჩნდეს ვისაც უძაღლოდ ურჩევნია ნადირობა აქ ვსაუბრობ რომ კურცჰაარი არის დღეს დღეობით ყველაზე უნივერსალური და ყველაზე მეტ ქულას იმსახურებს რაარი გაუგებარი? ყველაზე მეტი ნავაროტი აქვს და ვსიო თორე ვგიჟდები პოინტერზეც და სეტერზეც მარა ერთი ძაღლის პირობებში ყველაზე შედეგიანია და გამოსადეგი სპორტული ჯიპია რა მაშინ როდესაც სეტერი და პოინტერი სპორტული სედანია დრათხარი კი უფრო მძიმე ჯიპია და ასე შემდეგ Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
ჩემ მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ ჩემი პოინტერებისადმი დიდი სიყვარული ალბათ ბევრმა იცით, ერთი მეძებარი რომ მყავდეს პოინტერი იქნებოდა, ისე არც ერთი მეძებრისადმი არ ვარ განწყობილი გულგრილად, ყველაში არის რაღაც საინტერესო და განსხვავებული, რაც შეეხება ზოგადად ყველა მინდა მყავდეს მაგრამ მატერიალური მდგომარეობის და დროის უქონლობის გამო ყველა მეძებარი ერთად ვერ გვეყოლება ახლა პოინტერს და კურცჰაარს ვზრდი იმედია კარგი დუეტი იქნება ხონსკი
ჩემი აზრით როცა სისწრაფეზე და ყნოსვაზეა საუბარი, ასევე ნადირობის სტილზე, მგონი ინგლისურ პოინტერს არც ერთ სხვა მეძებარს არ უნდა შევადაროთ... HOLLAND & HOLLAND
giorgigagoshvili პოინტერს და სეტერს სისწრაფე და ყნოსვა ერთნაირი აქვთ არის გამონაკლისი თვითოეული ძაღლი შეიძლება ერთი სჟობდეს შეიძლება მეორე მაგრამ რაც შეეხება ყველა ნადირობაში (უმრავლეს)გამოყენებას სეტერს მივანიჭებდი უპირატესობას. შეიძლება ძოგს პოინტერი მოსწონს ზოგს კურცხალი და ასე შემდეგ რომელ ჯიშის ძაღლსაც აიყვან და კარგათ გაზ რდი ყველა გასიამოვნებს remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
zurab1, ვინ ემდურის მერე მეგობარო? გორდონი კარგი ძაღლია და დაუღალავია მაგრამ აქ ლაპარაკია საქართველოს პირობებში რომელი მიგვაჩნია საუკეთესოდ, თორე ზოგადად ჯიშების ერთმანეთში შედარება არ შეიძლება
დამატებულია (06.07.2015, 10:58:02) --------------------------------------------- კურცჰაარს იმიტომ არ ვუწოდებ საქართველოს პირობებში საუკეთესოს რადგან მე მყავს, მე ესეთი მიკერძოებულობა არ მახასიათებს, თუ რამეში არ ვარგა ჯიში სულ რომ ჩემი გამოყვანილი იყოს ტყუილად არასდროს არ შევაქებ. დამიჯერეთ პოინტერში და სეტერში და დრათჰაარში ვისაც გყავთ ეს ძაღლები ღქვენზე ნაკლებად არ ვერკვევი. სეტერთანაც და დრათჰასრთანაც(ეხლა აღარაა ცოცხალი) და პოინტერთანაც ყოველ შაბათ-კვირა ვნადირობ სეზონზე გამოტოვების გარეშე, შეიძლება ოფიციალურად ჩემი არ არიან მაგრამ სითქმის მათი პატრონების ტოლფას დროს ვატარებ მათთან და ყველაფერი ვიცი მაგ ძაღლების რა აქვთ პლიუსები და რა მინუსები სად როგორ ნადირობენ ყველანაირ ბუნებრივ პორობებში მიწევს სეზონის განმავლობაში მათთან ერთად ნადირობა და აღმოსავლეთში და დასავლეთშიც და ჩემს სიტყვებს ჰაერიდან არ როცა გარკვეული ჯიშის უპირასებებზე ვსაუბრობ. "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ჩემიაზრით მარტო არა მსოფლიო მომშენებელთა და მონადირეთა აღიარება ყველა კომპონენთში ძაღლი რომელსაჩ ყველაფერიაქვსდა უნივერსალურია არის ინგლისური სეტერი, ჯერ მის ერთ ნაბულად ღირს ყველაფერი, სისწრაფეგინდა, წყალში, გამძლეობა, ყნოსვა სილამაზე, სიჭკვიანე ნებისმიერი რამ. მე მაგრად მომწონს მაგალითად პოინტერი და ასევე გორდონი, ბევრს არუნდა აღიარება, რომ სეტერები მსოფლიოში პირველია მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
le-444-os, როგორ ფიქრობ სეტერის სამი სახეობა რისთვის შეიქმნა? იმისთვის რომ სამივეს აკლია რაღაც რაც მეორეს აქვს სეტერები ზოგადი სიტყვაა სა სამივე ჯიშს მოიცავს
მე კურცჰაარი მირჩევნია აღმოსავლეთში მაგრამ სეტერს ყოველთვის დიდ უპირატესობას ვანიჭებ ქათამზე სანადიროდ იმის და მიუხედავადრო ჩემი კურცჰაარი კარგად მუშაობს ქათამზეე... კურცჰაარი მაინც ჩემთვის შეუდარებელია i.maxatadze
რა გამძლეობაზეა მეგობრებო საუბარი გინდათ თქვათრომ ინგლისურ სეთერს ან შოტლანდიურს გამძლეობით დრათხარი სჯობია ან კურცხლი?? ეგ უბრალოდ პირადი შეხედულებაა, დრათხარსდა კურცხალს არაქ წყალზე პრობლემა ვიცი გამძლეობაც, გვყავდა დრათხარი მთელი დასავლეთი აქდადიოდა შესაჯვარებლად ისეთი იყო გინდ ექსტერიერი გინდ მუშაობა ყველაფერზე, მართლაც მაგარია, უბრალოდ კაციადა ხასიათი ვის როგორი მოსწონს და ყველას მისი შეხედულება აქვს, მაგრამ სეტერს თუ სწორად დაგეშავ და ასწავლი წყალში შეუდარებელია, მინდორშიკიდე ყველამვიცით რაცარის, ნომერ პირველი მეძებარია უნდა ვაღიაროთ.. გამძლეობა კიდე გორდონს ან ლავერაკსთუ სხვაზე ნაკლებიაქ მაგას ვერდამაჯერებთ, ბევრს ყავს ვიცი წყალში 0 ია, მაგრამ ეგ ჩვენიბრალია მგეშავების.
დამატებულია (06.07.2015, 20:46:12) --------------------------------------------- იცით რა ნაკლი აქვს ინგლისურსდა შოტლანდიურს და ირლანდიურს მისი სილამაზე ბეწვი ბურკალიებირომ ედება
დამატებულია (06.07.2015, 21:03:45) --------------------------------------------- დრათჰარიც მაგარია და კურცხალიც დედასფიცავარ ყველამევასება. მაგრამ მაინც სეტერი მეც პირველი მიმაჩნია მინდა ყველა ჯიში მყავდეს თითო თითო
დიახ სეტერზე მეც ჩემი შეხედულება ვთქვი თორემ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა ჯიში თავის მოვალეობას ვერ ასრულებს ანალოგიურად დრათჰაართანაც და კურცჰაართანაც მინადირია და ვერ ვიტყვი აუგს მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილს ვეთანხმები მაგალითად ტყის ქატამზე სეტერთან ვერ შევადრი ვერცერთს... ხოლო მათ ბეწვთან დაკავშირებით კი მართალია საქართველო უპირველეს ყოვლისა
giorgi1998, კი სწორია სისწრაფეში ბევრი კირცჰაარი სჯობნის სეტერს და პოინტერსაც მაგრამ საბოლოო ჯამში სიაწრაფე მაინც პოინტერისაა გლობალურ შედარებას თუ გავაკეთებთ. კურცჰაარს თუ ჯობნის სეტერი სისწრაფეში გამოკვეთილად არა ნამდვილად და არა ესე აშკარად როგორც ბევრი ამბობს "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
პ.ს. ზოგი წერს პოინტერი სჯობსო კურცჰაარსო ექსტერიერითო, ხოლო სეტერი დრათჰაარსო. ორი სხვადასხვა ჯიშის ექსტერიერის შედარება არ გამიგია... "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ჩემი ნება რომ იყოს ყველა ჯიშს ვიყოლიებდი და ყოველი მათგანით მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებდი,ვინაიდან ყოველ მათგანს,გარემო პირობებიდან გამომდინარე თავისი ეშხი აქვს და უნარი იმისა რომ სიამოვნების მწვერვალზე აგიყვანოს.უაზრობად მიმაჩნია სხვადასხვა ჯიშების ექსტერიერით ან ნადირობის სტილით შედარება.ყველა მათგანს სჭირდება სპეციალური გარემო პირობები სჭირდებათ თავიანთი მაქსიმუმის საჩვენებლად,ჩემი აზრით შეუძლებელია ერთსა და იგივე დროს სხვადასხვა ჯიშმა თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. ამ თემის შინაარსი ის არის თუ ვინ რომელ მეძებარს ანიჭებს უპირატესობას და არა ის თუ რომელი სჯობს.ამ კითხვაზე კი ჩემი პასუხია "ყველა იდეალური და მომაჯადოვებელია" ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
აი ვინ გასცა ზუსტი პასუხი! პასუხი ზუსტად ჩასმული იმაში თუ რა კითხვას ვსვამდი ამ თემის შექმნით! მე ამ თემის შექმნით ჯიშების ერთმანეთში შედარება კი არ მინდოდა, ეს ჯობს ექსტერიერში ან ნადირობაში თუ ის, ჩემი მიზანი იყო ყველასგან მომესმინა თუ რომელი ჯიში მიგაჩნიათ თქვენი აზრით ამა თუ იმ პირობებში საუკეთესოდ, ისე ზოგადად ჯიშების შედარება არ შეიძლება, ყველა მეძებრის ჯიშს აქვს თავისი "საქმე" რომელშიც შეუდარებელნი არიან!
დამატებულია (06.07.2015, 22:26:00) --------------------------------------------- ყველა მონადირე ჯიში მაგარია! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
muzika, ქართველებს გვაქვს უკეთესი. ,,მარტო წვრთან რას გახდება თუ ბუნებამც არ უშველა" რაცარუნდა კარგად გაწვრთნა პოინტერი მაინც გაიყინება ზამთარში წყალში და რაცარუნდა კარგი იყოს დრათჰარი მაინც ვერ ინადირებს აგვისტოს მზეში შუადღით
პოინტერი ხო მცივანა არის მაგრამ მაგას სეტერზე ვერიტყვის ვერავინ ყველა პირობის ძაღლია შოტნალდიაში თვეში 3 დღე არის მზიანი ნესტიანი ქვეყანაა ასევე ზამთარიც ცივი გორდონი მაგალითად ძაან გამძლეა რომელი ჯობს???? ასევეა ინგლისური სეტერიც ანალოგიურია ინგლისიც კლიმატით რაც შოტლანდია დიდი ბრითანეთი. ასერომ სეტერებში მართალია პოინტერი არის მცივანა ნაღდად ისე უნიკალურია
დამატებულია (07.07.2015, 12:24:09) --------------------------------------------- ეგეც მართალია
baqari3501, შეილება ბევრი იყოს ეგეტი არ ვიცი ეგ რამდენად სწორია ეგ მარა მე რა დრათჰარებიც მინახია მათვის მნიშვნელობა არ ქონია შუა დღით ინადირებდენ თუ დილაუთენია მთელი დღე ისე ნადირობდენ მზეში თითქოს არც ყოფილიყოს 32 გრადუსი სიცხე...არც წყალი გვიტარებია და არც არაფერი მატვის....პირადად მე ეგ ჯიში მარტო მისი ამტანობის გამოც მიყვარს.. ინადირე ზომიერად!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!