le-444-os, პირველ რიგში იმას გეტყვი რომ მეც ვარ ის ვისაც ამის გარკვევა მოუწევს რადგან ჯერ კიდევ ვარ სეტერების სექციაში!
ვესაუბრე სეტერების სექციის თავმჯდომარეს გია ადიკაშვილს, დართვა რეგისტრირებული არაა, ხვადს არ ვიცით რა საბუტი აქვს, თუ აქვს უნდა წარმოადგინო. ამას გარდა როგორც ვხვდები არც ძუს და არც ხვადს არ აქვს ექსტერიერის შეფასება რაც არ შეიძლება! ამიტომ პირველ რიგში უნდა წარმოადგინო ხვადის საგვარეულო, ძუსი უკვე ვნახე, ძუც და ხვადიც უნდა მოიყვანოთ კლუბში და ადგილზე უნდა მოხდეს შეფასება თუმცა უნდა იცოდე ისიც რომ ძლიერ კარგი არის მაქსიმუმი ასეთ დროს დიდი ძაღლისთვის, ხვადი კი დასართავად რომ ჩაუშვა ფრიადის მატარებელი უნდა იყოს. ამის შემდეგ ხვადიც და ძუც უკვე უახლოეს გამოფენაზე უნდა გაიყვანოთ. თუ ხვადი არის საინტერესო სისხლის მატარებელი შეიძლება კიდევ რაღაცაზე მოხდეს ფიქრი, თუმცა ამის გადაჭრით თქმა და დებატების გარეშე არ მოხდება. მანამდე მაგ ლეკვებზე საგვარეულო არ გაიცემა და თუ გაიცა მე წამოვალ თავად მაგ სექციიდან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ამ საქმის პატივისცემა და თუ გვიყვარს ვთქვათ ინგლისური სეტერი უნდა მოვინდომოთ და კარგი გავაკეთოთ ამ ჯიშისთვის. პ.ს. ხვადის და ძუს პატრონზეც გავრცელდება ფინანსური სანქცია დიდი ალბათობით
დამატებულია (18.03.2016, 16:58:41) --------------------------------------------- ხო კიდევ სეტერებთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები და ა.შ. დაურეკეთ გია ადიკაშვილს -555 69 43 21
ეჰ სეტერისტებს სამწუხარო ამბავი გვაქვს, ვანო დონჯაშვილის ლეგენდარული ჯიმი მოკვდა, ვისაც უნახავს მისი მუშაობები , მას არასოდეს დაავიწყდება. სამწუხაროა... . . . . . . . .
krimanjuli, ეჰ ძალზედ სამწუხარო ამბავია, ერთ-ერთი საუკეთო ძაღლი იყო საქართველოში,,, თანაუგრძნობთ ვანოს ოთხფეხა მეგობრის დაღუპვას...... ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
დამატებულია (19.03.2016, 10:37:00) --------------------------------------------- gagrinski, გავიგე რასაცამბობ მეც ვერკვევი ისეთუასე მაგსაკითხში უკვე, მაგრამ ეხლა შეხედე მეც ვესაუბრე მაგხალხს რომ ჩამოვალ შენც მოგიძებნი თუ მანდხარ, მითხრეს ძუ უნდა ვნახოთო და შეფასება მივცეთო, მისი შესაძლებლობებიცო მინდორში. ეგრეცვიზამ ჩამოვიყვან, აბა ქუთაისში არაფერი ხდება მკვდარია ეგ , მაქეთ კიდე რაღაც ფუნქციონირებს ისეთუ ასე, ბევრი ვიცი რომელმაც შაჯვარა კლუბის ნებართვის გარეშე და რატომ გაიცა მათზე მაშინ საგვარეულო??? მიპასუხე და ვაბშე გავასხვისებ მაგლეკვს რადგან მე მას გამოფენაზე გაყვანას ვუპირებ და საველეზეც და არმინდა ვიღაცამ ილაპარაკოს რაღაც მიკიბულ მოკიბულები. თუ არგაიცემა ხვალვე გავაჩუქებ ვისაც არაინტერესებს საგვარეულო მეხვეწება ხალხი.
ჰოდა რამდენი ფაქტიც იცი უნდა თქვა აუცილებლად, კონკრეტულ ჯიშებს აქვს თავისი სექცია, სექციიდან თუ ერთმა ექსპერტმა მაინც მოგცა ნებართვა შეგიძლია დართვა. შენზე მეტი პასუხისმგებლობა ხვადის მეპატრონეს ეკისრება, რადგან შეიძლება იმის გამო რომ ყურადღება არ მიაქცია არც საბუთს არც გამოფენას, არც საველეს დაკარგა კარგი მწარმოებელი, ამიტომ გითხარი ორივე ძარლის მოყვანა უნდა მოხდეს და მათი შეფასება, ამის შემდეგ გადაწყდება უკვე ყველაფერი. d.kakulia
რა ხდება არისტოკრატების მოყვარულებო? წელს საერთოდ სეტერს არ გაუკეთებია საველე, არადა კარგი ძაღლებია, რომელთა იმედებიც გვაქვს სეტერისტებს მომავალში, ჯერჯერობით კი სულ სამი ოთხი ძაღლის იმედად უნდა ვიყოთ ალბათ ციციშვილზე, მანამდე თუ არ შემოგვეშველა ნიკო რიჟამაძის- Maverick, და ნოდარ როსტიაშვილის ძაღლები, ალბათ მაინც გივი ოქროპირიძის და დავით კაკულიას gagrinski, ძაღლების იმედად ვართ, დონჯაშვილის მოლიც მოიაზრება, მაგრამ უკვე ასაკშიც არის და შედეგის დადება ძნელა მოსთხოვო, კენჭოს თავისი ძუ დართული ყავს შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას, ვნახოთ ოთხშაბათს იიქნება ყენჭისყრა და რამდენი სეტერეი გვეყოლება წარმოდგენილი ციციშვილზე მაგასაც გავიგებთ, ტენდენციაა ისეთი რომ ბოლოს ციციშვილს კურცჰაარების შეჯიბრს დაარქმევენ,
gagrinski, კიდევ ეგ გვინდა სეტერისტებს, გამოგვისვი ცელი ხომ? რატო რამე ხომ არ უჭიირს ძაღლს? . . მეც მესამე სეტერი დავამატე,(ძუ) ვნახოთ რა გამოვა, საინტერესო დართვა იყო , რო არ ამეყვანა არ შეიძლებოდა . . სრული სახელი A-DILA DEL-A GURIA KRIMANJULI =) =) და ისთე დასაძახებლად ადილა ძამა =) . . . . .
ხვადი საქართველოში იყო და მაგ დროს დართეს, ჩემებმა ნახეს ტყის ქათამზე ნადირობის დროს და საოცრებები აკეთა, ზოგადად ევროპულ სეტერებს განსაკუთრებიტ უყვართ ქათამი.თავად ამ ხვადის მფლობელი საერთაშორისო კატეგორიის ეფციაის მსაჯია. გილოცავ და წარმატებები. რაც შეეხება ჩემს ძაღლს დართულია და საველესთვის უკვე დიდი მუცელი აქვს, ასე რომ წელს მხოლოდ მაყურებლობას დავჯერდებით, ციციშვილს ეგ ვერ მოიგებს მაინც. d.kakulia
krimanjuli მომილოცავს, წარმატებები. სახელიც ძალიან მომეწონა, ორიგინალურია და რაც მთავარია გურული გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
giohunt1982, გილოცავ გიო! მრავალი ფრინველი მოგენადიროთ ერთად და მრავალი ნაბული ეჩუქებინოს ამ "ინგლისურს" შენთვის!!! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
დამატებულია (10.07.2016, 12:38:41) --------------------------------------------- თუ დავრწმუნდები რომ ღირსეული მეპატრონეები ეყოლებათ გიორგიმ კი იცის და თუ რეკომენდაციას გაუწევენ მივცემ იმ ფასად რაც ამ ლეკვებისთVის სასაცილოა
gagrinski, აწი რომ კარგი ვთქვა ისე გამოვა თითქოს ბრუნოს პონტში ვამბობდე, მარა რომ არ ვთქვა ეგეც არ შემიძლია! ძალიან კარგი ლეკვები არიან! და რაც მთავარია ძალიან კარგი მშობლებისგან! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
გამარჯობათ, თუ ვინმეს გყავთ ძუ ინგლისური სეტერი დასართავი ან ამ ახლო მომავალში აპირებთ დართვას ჩემს ნათესავს ყავს საფრანგეთიდან ჩამოყვანილი ხვადი თეთრი წითელი წინწკლებით, ცოტახანში უკვე უკან მიდის და გვინდარო ლეკვი დატოვოს აქ მაგ ხვადმა და თუ სურვილი გექნებათ შემეხმიანეთ და დავკვალიანდებით.. i.maxatadze
მეგობრებო ინგლისური სეტერის ლეკვებს ხომ არ კიდიტ ვინმე კაი ლეკვებს ვეზებ იქნებ მისამარტი მომცეტ kvela namdvil monadires gaumarjos visac buneba da nadir prinveli ukvars
დათვალიერე კარგად-შეიძლება ქვაზე დაიზინა სირბილის დროს, ან შეერჭო რამე, გაუკრიჭეთ ბეწვი თათებს შორის დაუმუშავეთ სპირტით და დააკვირდით კარგად, თუ დაიწყო კოჭლობა მიიყვანეთ ვეტერინართან, როცა საქმე ძაღლის ჯანმრთელობას ეხება მარჩიელობა არ შეიძლება. d.kakulia
მადლობა მაგრამ დღეს დამირეკეს რაიონშია ძაღლი და მე ეს ორი დღე ვერ ვახერხებ ჩასვლას თორემ მაგას არც ვიკითხავდი ეგრევე ექიმს წავუყვანდი და ხომ შეიძლება რამე შეეყარა რაც ყველაზე ცუდი ვარიანტია და ან მაზი ხომარაა რამე ისეთი რომ ჩასვლამდე წაუსვან თან ხან ერთფეხზე კოწლობს ხან მეორეზეო
sukre17, ჩემს ინგლისურს გაუჩნდა გასული სეზონის ბოლოს თითებს შორის ნაწიბურები (თითქმის ყველა თითს შორის), სავარაუდოთ ბალახზე იზიანებდა, "პერეკისით" ვუმუშავებდი "იხტიორის" მალამოს ვუსმევდი და ვუხვევდი ბინტით.
sukre17 ჩემ გორდონს უჩნდება ეგეთი წყლულები თითებს შორის უკვე 4-5 წელია, თან ერთი და იგივე პერიოდში, ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისი. ვეტერინარის რჩევით პერეკისით ვამუშავებ წყლულებს და ლევომიკოლის მალამოს ვადებ, როგორც solomon-ი წერს ერთ კვირაში უკვალოდ ქრება. ბალახს ვერ დავაბრალებ.ჯერ უწითლდება,სისხლჩაქცევასავით ულურჯდება და ალბათ მერე უზიანებს ბალახი, უწყლულდება. იგივე მინდორში კიდევ ორი სხვა ძაღლიც დამყავს და იმათ არ ემართებათ გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
მე ძალიან კმაყოფილივარ რამდენი ცელია ლავერაკებით ვნადირობ ,ძუ უბრალოთ ძალიან აქტიურია ძალიან სცრაფი და დაუღლელი,ხოლო ხვადები დინჯი და გაცონასცორებულები არიან ,მე ძალიან კმაყოპილივარ ბავშვობიდან ამ ძაღლებით ვნადიროფ,გირჩევთ მეგობრებო ლავერაკი გაზარდეთ, ამათი ნაბული და ძებნა ძალიან განსხვავებულია და საინტერესო.
რომ გაიზრდება მერე არ ვიცი რა იქნება და ახლა კი ამაზე ცელქი და მავნე ლეკვი არ არსებობს მსოფლიოში! როცა ძინავს მხოლოდ მაშინ არის წყნარად, ეგ კი არა ძილშიაც ცქმუტავს! ალბათ ესიზმრება საქმენი საგმირონი!
giohunt1982, მოკლედ, ძალიან ჩაგივარდა ეგ სეტერი გულში. ტანგო არ დაივიწყო იცოდე, საქმენი საგმირონი ჩემი აზრით იმას უფრო მრავლად ექნება.წინ დიდი მომავალი აქვს. cercva
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!