pajero, მწყერი არიცის ჯერ ეხლა გამოჩნდა აქ მწყერი მაგრამ ჭილოფიანდა ბუჩქიან ადგილებშია უჭირს ძაღლს მოძრაობა. ბრძანებები იცის მწყერზე არვიცი ტუ დამიჯერა რომარ გაეკიდოს ეგ აგარვიცი ფრინველი სულსყვაა უდუგს სისხლი გიჟია ასეროვთქვათ წყლისპირზე გააკეთა ნაბული წყლის ბეკასი რომარის თუ რაქვია ვერგამიგია შორს იჯდა ისე საკმაოდ, რომაფრინდა წყალს გაყვა დაბალზედა შეყვა წყალში ვერ მოვაბრუნე არადა ისე არგარბის რომ ვავარჯიშებ მის ნივთზე სანამ არ ვეტყვი ზის, უნდავატარო ხვალიდან მწყერზე ელექტრო საყელური გამოვიწერე მეც არმომეშლება ნერვები
მოგესალმებიტ სეტერის მოყვარულებო და არამხოლოდ.მინდა გაცნობოთ რომ კვირას 7 ივნისს წალკის მიდამოებში გაიმართება სეტერ კლუბის საველე შეჯიბრი და დათვალიერება.
საველე ღონისძიებაში მონაწილეობის მირება შეუძლიათ სამივე ჯიშის სეტერის მფლობელ მეპატრონეებს.
შეჯიბრი და დათვალიერება გაიმართება ორ ეტაპად.
გამოიცდებიან როგორც საველე დიპლომების მქონე ძაღლები
ასევე საველე დიპლომის არმქონე ძაღლები რომელთა ასაკია 7 თვე და მეტი.
შეჯიბრის ზუსტი ადგილისა და დროის შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სეტერ კლუბის თავმჯდომარესა და ექსპერტს გია ადიკაშვილს 555 69 43 21
იმედი მაქვს იაქტიურებენ სეტერისტები, მშვენიერი საშუალებაა გავიცნოთ ინგლისუროი და სხვა ჯიშის სეტერების წარმოამდგენლებმა ერთმანეთი და კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიების მონაწილეები ვიყოთ
დამატებულია (05.06.2015, 20:40:43) --------------------------------------------- მოკლედ ყველა მონაწილე და მსურველი კვირას დილის 4:30 ვიკრიბებით წალკის რაიონში სოფელ ბეშთაშენის გადასახვევთან. საველეღონისძიებაში მონაწილეობის თანხა განისაზღვრება 5იდან 10 ლარამდე
დამატებულია (06.06.2015, 21:44:42) --------------------------------------------- მოდის ვინმე შეჯიბრზე ან ახალგაზრდა მეგობრის გამოსაცდელად?
„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
dereza, არ გვაქვს საგვარეულო სამწუხაროდ :( 77777, არა ძმაო, არ იყიდება „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“
ჩემმა მეორე ინგლისურმა სეტერმა ლედიმ 9 ლეკვი დაყარა მშვენივრად ზდის 11 დრისანი არიან თავიდან მეგონა ვერ გაზრდიდა პირველადმყავს ლეკვები 2 ი სამფერა გამოერია მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
წელს საველეზე რომელმა ინგლისურმა სეტერმა მიიღო მაღალი შეფასება? იყვნენ შემოყვანილი ძაღლები გამოსული??გაქვთ ვინმეს ინფორმაცია? მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
წელს ინგლისურებმა არაუშავს შედეგები აჩვენეს. შემოყვანილი არავის გამოუყვანია, მაგრამ გამოიყვანეს ლარიჩი დელ ფრაგმას შვილი რომელიც აქაურ ძუზე იყო დართული და ციციშვილზე აჩვენა მეორე ხარისხის მუშაობა. ძალიან კარგი და პერსპექტიული ხვადი, გორში ყავთ. ახალგაზრდაა მეპატრონე და ძალიან მონდომებული. მესამე ხარისხი და 74 ქულა 10-მდე ინგლისურს დაუწერეს თუ სეტერ კლუბის შეჯიბრსაც ჩავთვლით. რარაც დონეზე არის პოტენციალი მაგრამ განახლება ჭირდება სისხლს. ამ მხრივ ძალიან კარგი ამბები გვაქ. ტოშკა კვარაცხელიას ყავს თიტქმის 2 წლის ხვადი სერბეთიდან-პერსპექტიული და საკმაოდ მაგარი ბიჭია, თუმცა აქვე ვამბობ ეგ ძაღლი არ არის მაჩანჩალა მონადირეებისთვის, ეგ არის პირველ რიგში ესტეთიკა, ნამდვილი სეტერი და ის რაღაც სხვა რაც სამწუხაროდ ჯერ ჩვენთან არაა. ვანო დონჯაშვილის ხვადი ასევე შემოყვანილი არის ძალიან პერსპექტიული და მე ვფიქრობ ევროპული შეჯიბრებებისთვის საუკეთესო იქნება.
ასევე ამ ფორუმის წევრს მავერიკს, იგივე ნიკო რიჟამაძეს ყავს ხვადი რომელიც პერსპექტიული და ძალიან სტილიანი ხვადი იზრდება. ექსპერტ ნოდარ როსტიაშვილს ყავს შემოყვანილი და ასევე ორი ლეკვი ცამოვიდა კიდევ საბერძნეთიდან. მოკლედ საწუწუნოდ საქმე არ გვაქ.
ბესო გვასალია არის ეგეთი კარგი ადამიანი, რომლის ინგლისურ სეტერ ლილუს რამდენიმე წლის წინ პირველი ხარისხი აქვს აღებული, ის ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და ხელს უწყობს რომ საქართველოში კარგი ინგლისური სეტერები გვყავდეს.
ძალიან დამაინტერესა ამ წერილმა და თუ შეიძლება და ერკვევით იქნებ დაწეროთ რა გზები არსებობს სანადირო ძაღლების შემოყვანის უცხოეთიდან? საქართველო უპირველეს ყოვლისა
gagrinski, ძალიან კარგი ამბები გავიგე,გამიხარდა წამოვა კარგი ყნოსვისა და სტილის ინგლისური სეტერები,საზღვარგარეთ საველეებსა და შეჯიბრებებს რო ვუყურებ ულამაზესი სტილის ძაღლებ გამოყავთ,დიდათ სანახაობრივია მათი მუშაობა მინდორში. როცა განახლდება სისხლები კარგი თაობა წამოვა იმედი მაქ. ესე არის კონტინენტალებში და ესე იქნება კუნძუოვან ჯიშებშიც,ამის მჯერა.ლარიჩი დელ ფრაგმას შვილი ვნახე ჭელს და ძალიან მომეწონა ვიზუალურად,ქუთაისში ყავთ. მონადირედ უნდა დაიბადო და მერე უნდა გახდე მონადირე ! ! !
gagrinski, კარგია ესეთი ხვადები თუ გვყავს მეკიდე აქეთ ხვადი ვერ ვიშოვე მერომინდა ისეთი უფროსწორედ რომუნდა იყოს ისეთი ყველა კომპონენტში. ჯესისთვის მინდა კარგი ხვადი უცხო სისხლების. 2 წელს რომ გადააბიჯებს მესამე ახურებაზე დავრთავ და მაგ ძაღლების ფოტოები არდევს სადმე რატოარარი წლევანდელი შეჯიბრის ფოტოები სულიყო ხოლმე თუ იცი მეგობარო. მომავალწელს გამოვალთ ციციშვილზე მედა ჯესი მონადირე კაცი ყველა კაი კაცია!
საველე დიპლომი აქვს ჯესის? ჯერ კლუბში გაიარე კონსულტაცია, შესტავაზე შენი ვარიანტები ხვადების, ისინი თავისას შემოგთავაზებენ. მე ამ ეტაპზე ლარიჩის გირჩევ-კარგ შთამომავლობას იძლევა, ასევე ლაშა თევზაძის რიჩის-მუშა ძაღლია ძაან. ვანო დონჯაშვილის ჯიმიც საკმაოდ კარგ შთამომავლობას იძლევა. არ არი აუცილებელი დართო 2 წლის ასაკში, მოითმინე ერთი წელიც და კიდევ უფრო კარგი ხვადები წამოიზრდება.
zurab1,
გზა უამრავია, გააჩნია თქვენ როგორი ინგლისური სეტერი გინდათ და რისთვის(ვგულისხმობ როგორი ტიპის ნადირობისთვის), რა ასაკის რა ფასში და მზად ხართ თუ არა პირველ რიგში დააყენოთ ეგ ძარლი მინდორში. d.kakulia
სასურველია რომ გქონდეს საველე, უფრო სწორედ აუცილებელი, ან მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა ყავდეს ექსპერტს ნანახი ძარლი მინდორში. შეიძლება რა ქონდეს ძაღლს საველე პატრონის გამო(არასაკმარისი მომზადება, გაკიდება დ.ა.შ) თუ არ ვიცით ძაღლის საველე თვისებები რა აზრი აქვს მის დართვას.
ლარიჩის პატრონია გია ადიკაშვილი, ექსპერტი, სეტერ კლუბის თავმჯდომარე d.kakulia
gagrinski, აჰა გასაგებია მეგობარო გაკიდება მივაჩვიე დამყავსხოლმე აგარ მისდევს მუშობით გიჟა რაგაც საოცარი ენერგია აქვს, ნაბულს უმეტესად ჩაწოლილი აკეთებს კატასვით, დაჯერებითაც მიჯერებსდა ასერომ მემგონი საველე გამოცდას გაივლის კარგად, მე არმაქვს ეგ გამოცდილება და ვუყურებ ასე ვკითხულობდა ვაკვირდები და ვსწავლობ.
დამატებულია (28.06.2015, 21:26:35) --------------------------------------------- კარგი ლეკვია
gagrinski რათქმა უნდა რომ მზად ვარ რომ ვიყოლიო კიდევ ერთი სეტერი (ამჟამად გორდონი მყავს ძუ საბუთების გარეშე) და მინდა რომ შევიზინო უცხო სისხლის თუმცა კი ყველაფერი ფასზეა დამოკიდებული რა ღირს და რამდენს შევზლებ რომ გადავიხადო... საქართველო უპირველეს ყოვლისა
აკო აი რო გაინტერესებდა ვიდეო, 2 ვიდეო მაქვს ერთი ის რო ებრძოლება მარა დიდია და ვერ დავდებ იუთუბზე, თუ ამოვჭერი დავდებ, საერთოდ ნანახი არ ყავდა ნუტრია, შეხვდა პირველად, ეგ პატარაა ამის მერე 1 საათში გაცილებით დიდი მოგუდა იმან გაუხია ტუჩი:))
მამუკა, დონჯაშვილის მოლი და ადიკაშვილის ლარიჩი ყავს სამფერა წინაპრები შენს შეგირდს. ასე რომ მხოლოდ დაფერვით არ უნდა შემოიფარგლო, დიპლომი მინდა დიპლომი solomon, არაა ეგ მაგის საქმე , ეგ იაგების და "ძმათა მისნი"-ს საქმეა აი ესაა სეტერის საქმე :
მესმის შენი და გეთანხმები აბსოლუტურად. ამ საკითხზე გვქონდა საუბარი კლუბში და ვცდილობთ ბევრი რამ შევცვალოთ, ჯერ არ ვიცი რა გამოგვივა.
ახლა რაც შეეხება საველეს, დათო გენაცვალე რადგან ასე მონდომებული ხარ და გინდა საველე დიპლომი, მესმის რომ დიდი მანძილია და რთულია აქ ძაღლის ჩამოყვანა. ამიტომ შემოგთავაზებ ასეთ წინადადებას ჯერ-ჯერობით მხოლოდ სეტერ კლუბის სახელით-იმ შემთხვევაში თუ შეგროვდება სამივე ჯიშის საბუთის მქონე სეტერების რაოდენობა, საუბარია მინიმუმ 10 ძაღლზე, ასევე შერჩეული იქნება შესაბამისი მინდორი სადაც გამოჩნდება ძაღლის მუშაობა სრულფასოვნად, ასევე იქნება ფრინველის თუნდაც ის მინიმუმი რაც მეძებრების გამოცდას სჭირდება, ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩამოვიდეთ ექსპერტთან ერთად და საველე გამოცდა ჩავატაროთ. ამას ამ მომენტში 100%-იანი გარანტიით ვერ გეტყვი მაგრამ დარწმუნებული იყავი იმაში რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ახლა ჯერი თქვენზეა-დაელაპარაკეთ სეტერის მეპატრონეებს როგორც ქუთაისში ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში მითხარით და მე ვიმოქმედებ. ასეთი ღონისძიება პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში შედის.
აქვე გეტყვი რომ არ გვჭირდება დაფინანსება ჩვენ ჩვენი ხარჯებით ჩამოვალთ, ერთადერთი რაც გადასახდელი იქნება ეს მსაჯობის სტანდარტული თანხაა. აბა თქვენ იცით სეტერისტებო d.kakulia
dato75, gagrinski, გამარჯობათ მეგობრებო მეც იგივეს ვიტყოდი აქ არაფერი ტარდება დასავლეთში, წელს მინდოდა ჩემი გამეყვანა მაგრამ რთულია ამხელა გზაზე იარო სულ თან ჩვენრომგვინდა ისე არარი დროც და ეგარი, აქრომ ტარდებოდეს ბოლობოლო რაგაც დროს აუცილებლად მონახავდა კაცი, დასავლეთში ბევრი იქნება მსურველი დარწმუნებულივარ. 10 ძაღლს როგორ ვერ მოუყრით თავს. ერთი მე ვარ დანარჩენებსაც მოვნახავ მსურველებს ყველამ უნდა მოინდომოს და შეიკრიბება აქაც რაოდენობა.
სევე შერჩეული იქნება შესაბამისი მინდორი სადაც გამოჩნდება ძაღლის მუშაობა სრულფასოვნად,
წელს, მარტიდან დავიწყე მასეთი ადგილის ძებნა, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ! არ ვნებდებით და ვაგრძელებთ მაგ საკითხზე მუშაობას! თუ შესაბამისი მინდორი ვნახეთ, სადაც კისრამდე არ იქნება ბალახი და ფრინველიც იქნება, მარტო სეტერები კი არა, საერთოდ ყველა ჯიშის საველე გვინდა ჩავატაროთ! თუმცა ეს ნათქვამი მაქვს შენთვისაც და ექსპერტებისათვისაც! და თქვენი მზაობაც კარგად ვიცით! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ინგლისური სეტერია და იმიტომ გარბის, არაა მისი საქმე ფეხთან ნადირობა, არც 20 მეტრიანი პარალელების კეთება. ინგლისურმა სეტერმა მაქსიმალურად მოკლე დროში გაშილილი პარალელებით და სწრაფად უნდა დაამუშავოს მინდორი. აი ბრძანებების თემა ეგ უკვე წვრთნის საკითხია.
gagrinski, ბრძნების თემა რათქმაუნდა მამაჩემის დაგეშილია და რა იცის იმან არც ნაბულს აკეტებს და ეგეც დამგეშვზეა დამოკიდებული?? Browning - B 725 Sporter Black Editio
რა ხნისაა ძაღლი, ხვადია თუ ძუ, თუ საბუთიანია მითხარით ვისი სისხლია, რა პერიოდში იგეშებოდა, ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ამის მერე გეტყვით ნაბულთან დაკავშირებიტ ჩემ აზრს. მანამდე გეტყვით იმას რომ ინგლისური სეტერი ნაბულს არ აკეთებდეს ეგეთი რამ არ გამიგია. აი ირლანდიურებს ეგ ემართებათ ხოლმე d.kakulia
gagrinski,3-4 წლისაა საბუტები არ აქვს მაგრამ სუფთა სისხლია შარშნწინ დაიგეშა სეზონზე . როგორც სპანიელს აქვს წამიერი შეჩრება ისე აქვს Browning - B 725 Sporter Black Editio
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!