ლაბრადორ რეტრივერი (LABRADOR RETRIVER) წარმომავლობა. ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით.
ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრივერი ძლიერი და მჭიდრო აღნაგობისაა. სიმაღლე მინდაოში: 55-57 სმ. წონა: 24-36 კგ. ძუ უფრო პატარაა – 54-56 სმ მინდაოში. ამ ჯიშის თავი მოქცეულია გვერდით, თავის ქალა – ფართო მოცულობისაა, მაგრამ სქელი ლოყების გარეშე, ზოლები წმინდაა. გადასვლა მრგვალი შუბლიდან ცხვირის სწორი ზურგისკენ მდორეა, ცხვირის ბიბილო – სქელია, თანკბილვა – მაკრატელისებრი, თვალები – წაბლისფერი ან თაფლისფერი, არაჩვეულებრივი ჭკვიანური გამომეტყველებით. ყურები დაკიდებულია და განთავსებული თავის უკან. კისერი ძლიერია. ამ ძაღლებს კუდის განსაკუთრებული ფორმა აქვთ – “წავისებური კუდი” – საშუალო ზომის, საფუძველთან სქელი, თანდათანობით შევიწროებული ბოლოსკენ და მთელ სიგრძეზე დაფარული ლაბრადორისათვის დამახასიათებელი ოდნავ უხეში და ხშირი ბეწვით. ფეხები კარგად განვითარებული ძლიერი კუნთებითაა, თათები – მრგვალი, ბეწვი – მოკლე, ხშირი, ტალღოვანობისა და ანაძენძების გარეშე, გააჩნია ხშირი ქინქლი, რომელიც ფლობს წყალგაუმტარ თვისებებს. შეფერილობა: ყოველთვის ერთიანი, შავი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, ყვითელი (ღია კრემისფერიდან მოწითალო-მოწითურომდე). აღვნიშნოთ, რომ, ამჟამად, მთელ მსოფლიოში პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.
ხასიათი. ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.
გამოყენება. ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.
მე მყავს ყავისფერი ლაბრადორი და ძალიან ჭკვიანია ძალიან მაგარი ყნოსვა აქ და ჯერ არ დამიგეშია მაგრამ ლაბრადორის ნადირობა რო ვნახე ძალიან მაგარი იყო მაგრად ნადირობს ეგ ჯიში იხვზე და საერთოდ წყალმცურავებზე
მე მაგ ძაღლთან ერთად არ ვარ ნანადირევი, მაგრამ ბევრი ვიდეო მაქვს ნაყურები, არ მგონია ჩვენი შედარებით თბილი ზამთრის პირობებში დრათხარს და მითუმეტეს გორდონს აჯობოს წყალმცურავებზე ნადირობაში, შეიძლება უფრო კარგი გამომტანი იყოს წყლიდან მაგრამ რასაც ნადირობის სილამაზე ქვია მაგალიტად ნაბულის იხვზე ისეთ სილამაზეს ვერ აჩვენებს ჩემი აზრით, თან აუცილებლად მეორე ძაღლია საჭირო
როგორც მე გამიგია ამ სფეროში მცოდნე ხალხისგან , ლაბრადორს როგორც მონადირეს ერთი პლიუსი აქვს მოტანა.ინგლისში მას მეორე ნომერ ძაღლად ამუშავებდნენ,ანუ პოინტერის და ინგლისური სეტერით მოპოვებულ ფრინველების მოსატანად იყენებდნენ.რაც შეეხება ყნოსვას კარგი ყნოსვა აქვს,მაგრამ მონადირული გენეტიკა არა აქვს.ყველას გვინახავს უჯიშო,ფინია,ან სხვა ჯიშიანი არამონადირე ძაღლები რომ ნადირობდეს,მაგრამ მონადირეთ ასეთი ძაღლის აყვანას ლეკვობიდან არავინ აპირებს,იმიტომ რომ მისთვის ნადირობის სწავლად იმდენი შრომა უნდა, არ ღირს.ასეთია ლაბრადორიც.მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი ლაბრადორებზე,მაგრამ ერთიც არ მინახია რომ ნადირობდეს,ყველა ნადირობაში მომტანად იყენებენ.
წარმომავლობა ლაბრადორის წარმოშობის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია, რომ მისი წინაპრები სამხრეთამერიკელი ინდიელების ძაღლები იყვნენ, რომლებიც მეთევზეებს ბადეების ამოღებაში ეხმარებოდნენ. პირველად ევროპელებმა ეს შრომისმოყვარე ძაღლები ქალაქ სენტ-ჯონსის(კუნძულ ნიუფაუნდლენდის ეკონომიკური ცენტრი) პორტში აღმოაჩინეს. ამიტომ თავდაპირველად მათ სენტ-ჯონსის სახელი შეარქვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ლაბრადორი შავი ფერის იყო. ამ შეფერილობით მათ ლაბრადორიტის ქვას ამსგავსებდნენ და შესაძლოა ამიტომ მიიღეს ეს სახელწოდება. მეორე ვერსიით, ლაბრადორის წინაპრები ნახევარკუნძულ ლაბრადორიდან იყვნენ. მესამე ვერსიის თანახმად ლაბრადორები პირველად პორტუგალიელებმა ნახეს და მათი შრომისმოყვარეობით მოხიბლულებმა ლაბრადორი ანუ მშრომელი უწოდეს.
ჯიშის აღწერა რეტრივერი მონადირე ძაღლის ჯიშებს მიეკუთვნება. რეტრივერის სხვადასხვა ჯიშის სახეობებია გავრცელებული, რომელთა შორის ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაბრადორ-რეტრივერი, გოლდენ(ოქროსფერი) რეტრივერი, ახალშოტლანდიური რეტრივერები. რეტრივერის განსაკუთრებული ყნოსვის უნარი გააჩნია, ბრწყინვალე მახსოვრობით გამოირჩევა, მძლავრი კონსტიტუციური აგებულებისაა, ამასთან-ძალზე ძლიერი და ამტანიც. ლაბრადორი მძლავრი აგებულების, ძალზე აქტიური ძაღლია. აქვს მოკლე და ხშირი ბეწვი. გრძელი თავის ქალა აქვს. ყბა საშუალო სიგრძის, მაგარი. ცხვირი გრძელი, ლამაზი ფორმის. თვალები-საშუალო ზომის, თაფლისფერი და ტყის კაკლის ფერი. ყურები-ჩამოკიდებული, მოკლე და მსუბუქი. კისერი-ძლიერი, მაგარი. თათი-მრგვალი, კარგად განვითარებული. კუდი- სქელი, სშუალო სიგრძის. შეფერილობა-შავი, ყვითელი, თეთრი.
ხასიათი ლაბრადორი ჭკვიანი, ყურადღებიანი და დამჯერი ძაღლია, რომელიც მუდამ მზად არის, თავის პატრონს რამეთი ასიამოვნოს, ხასიათით მეგობრულია და ამასთანავე არ გამოირჩევა ზედმეტი აგრესიულობით.
დანიშნულება ლაბრადორის შესაძლებობები მრავალმხრივია. ის არის კარგი მონადირე, ერთგული მეგობარი, იდეალური კომპანიონი. ლაბრადორ რეთრივერი შეიძება გამოყენებული იყოს როგორც სამსახურეობრივი ძაღლი, რადგანაც არის ერთგული გამცილებელი და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისათვის შესანიშნავი გზამკვლევი. ლაბრადორის შესაძლებლობებს იყენებენ როგორც ნარკოტიკების, ასევე ასაფეთქებელი საშუალებების ძიებისას. არის კარგი მაშველი[/size]
ახლობელს ყავდა მაგრამ არა სანადიროდ უბრალოდ ეზოს ძაღლად მაგრამ ძაან მაგარი იყო ნაგაზებს ებმებოდა, ერთხელ ძაღლებს აედევნა ტყეში კვერნას გადაეყარა და ხეზე აყვა დაბალი ტოტებიანი ხე იყო მაგრამ მაინც გამოაჩინა თავისი მონადირული გენი
ვერ მივხვდი ლაბრადორს ვინ აძაგებს?! საძაგებელი ჩემი აზრით ისაა ძაღლი რო მონადირეს არ უჯერებს. და ეს არც ჯიშის და არც ძაღლის ბრალი არაა. აბსოლუტურად უნივერსალური ძაღლი არ არსებობს. ფრინველის ძაღლებში (და არა მეძებრებში) ზოგი ნაბულს არ აკეთებს,ზოგს მოკლე ალური აქვს,ზოგს აპორტირების ჟინი არა აქვს მანდამაინც; "ცხოველის" ძაღლებში,მიუხედავად იმისა რო თითქმის ერთ ნადირზე ნადირობენ სტილი აქვთ სხვადასხვა. არ შეიძლება მდევარს,მყეფარას და სოროს ძაღლს ერთნაირად მოვთხოვოთ. მესმის ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს, მაგრამ ჯერ ამა თუ იმ ჯიშის ნადირობის თავისებურებები გავიგოთ და მერე აღარ გვექნება "ლიჩნი ნეპრიაზნ" ამა თუ იმ ჯიშის მიმართ.
SAMO ჩემი ლეკვი ეხლა არი ოთხი თვის და ნაბულს აკეთებს და აბა მელანდება? ლაბრაორი არ მაგარი ძაღლიიი.. ჯერ მოტანა არავის უსწავლებია და მოაქ გინდ წყალიდან გინდ ისე.. ალბათ ყველაპერი დზაგლისა და პატრონის მიჩვევაზეა.. მარა მე მევასება ეს ლაბრადორი და რა ვქნა და არა იმიტო რო მე მყავს
ლაბრადორის მონადირრის თვისებებს რომ თავი გავანებოთ მე ვთვლი რომ , ძალიან ლამაზი ძაღლია, კარგი აღნაგობა აქვს, ლამაზი თავი და ა.შ. ნადირობას რაც შეეხება იხვზე გენიალურიაო გამიგია
иж-к13, არა ძამიკო დათხარს აჯობებს კიარა იმენა იხევს კიდეც,შარშან კულევში ვიკავით და ძმაკაცებს კავთ სერიოზული დათხარები და ბლატაობდნენ კიდეც და მე იმ წელს დავითრიე ლაბრადორი,ტბაზე მოგვიწია გაჩერება თითქმის მთელი დღე, ქარყინვა იყო მაგარი და იმათი დათხარები იმენა გაითოშნენ,ერთს ყვერები მოეყინდა და ძლივს გადავარჩინეთ და მეორე ვეღარ დადიოდა,ჩემ ლაბრადორს არ გაუგია არაფერი ხიკა და ხიკა იხვები წყლიდან,იმის მერე კი დააყენეს ერთი ადგილი,და აღიარებდნენ რო დათხარი წყალში ვერ ჯობია ლაბრადორსო
აბსურდია და მეტი არაფერი დრადხაარის შეჯიბრება ლაბრადორთან წყალში მუშაობაზე, დრატხაარი მოიკოჭლებს თანაც მაგრად. ხალხნო ძაღლს თათებზე სპეციალური აპკი აქს წყალში საცურაოდ, რა დრადხაარი რის სხვა რომელიმე კიდევ.
მეც მაგ აზრზე ვარ grenader21, ძამი, მინახია ანონსიც რომ გააკეთა ნადირობისას სასაუზმოდ შევჩერდით ის კი მისთვის იქვე დარბოდა პირველად რომ მოგვაკითხა არ მივაქციეთ ყურადღება მეორედ კი გაყვა პატრონი და მწყერიც მოაკვლევინა ჭკვიანია.
ხოხობი კიდე ჰა ჰა შეიძლება მარა... კურდღელს თყეში ერთხელაც ვერ მოკრავს ლაბრადორი თვალს ყველაფერს თავისი დანიშნულება აქ და არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში... მარა ჩვენ ხო საქართველოშჳ ვარ სადაც ყველაფერი შესაძლებელია.. ზოგიერთბეს რო კითხო გონჩი მწყერზე ნაბულსაც აკეთებსო
ჰოო, მაგრამ საკმაოდ ძვირიც ღირს... ამის ყიდვას ისევ ლავერაკი ან პოინტერი სჯობს ალბათ სანადიროდ საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
არავინ თქვას რომ დრათხარი ლაბრადორს ჯობია მყავდა დრათხარი ყველაფერი იცოდა მაგრამ არ მიჯერებდა სულ ვეჩხბებოდი და ზოგჯერ მოპარვირთ მკბენდა ზოგჯერ ნადირს აფუჯებდა და ხსჰირად არ მოქონდა ახლა ლაბრადორი მყავს და ყველაფრს მალე სწავლობს არაფერზე არ ჭირდება შენიშვნა ;D
ჩემთან სურათებში მყავს დედალი ლაბრადორი მოტანა მისი სტიქიაა ნაღდად მაგრამ ცოტა აჯანჯღლებს დათმობა უჭირს რასაც დაითრევს არ გაძლევს ცოტა ხანი,ნუ გაზრდის ბრალია ლეკვი როცა ეყოლება დავიტოვებ მამალს და მაგარ წყლის ძაღლად მეყოლება,მწყერზე მეორე ძაღლად,არ ვარგა მწყერზე ეს და სხვები არ ვიცი კიდე რო ნადირობდნენ კარგად..ნუ სეტერივით ვერ ინადირებს ისე ლამაზად მაგრამ უძაღლობას ჯობია,ცოტას დაასვენებ წყალი უნდა წაიღო და ეგაა ★ஜ۩۞۩ஜ★
ძალიან მაგარი ძაღლია მართლა ბადალი არ ყავს ზამთარში წყალში მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ ამ ფასში მაინც დრატჰაარი და გორდონი მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო უნივერსალები არიან საქართველოს გაუმარჯოს!!!
მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება , მყავს 1 წლის ლაბრადორი , წელს დაიგეშა მწყერზე კაკაბზე არაჩვეულებრივად ნადირობს და გამოაქვს წყლიდან მაგრამ აქვს ერთი პრობლემა რაც რამოდენიმეჯერ დაემართა, – დიდ დატვირთვაზე , გადატვირთვაზე (ვარჯიშის , ნადირობის დროს) ერთბაშად წყდება წელს ქვევით (უკანა ფეხებით) , თვითონ ვერაფერს ვერ გრძნობს თავისას აგრძელებს , 15 წუთი დასვენების შემდეგ ისევ ჩვეულებრივადაა და აგრძელებს ნადირობას :))) 1შემთხვევაში ეზოში დაემართა ბურთით ვეთამაშებოდით მზე იყო , მეორე მწყერზე მაშინაც მზე იყო და მზეს დავაბრალეთ მაგრამ ახლახანს საღამოს დაემართა ბაღში :)) ხომ არ იცით ვინმე კარგი ვეტერინარი რომ მსგავს პრობლემას კურნავდეს ან თვითონ ხომ ვერ დამეხმარებით ?
ლაბრადორი მართლა მაგარია წყლის გიჟია მაგრამ ერთი პრობლემა აქ მე როგორც ვიცი თუ არ გაწვრთენი კარგათ მოუსვენარია და თავისებური თვისებები აქ სხვა ჯიშებისგან განსხვავებით.ყველა ძაღლი თუ არ გაწვრთენი კია დაუმორჩილებელი მაგრამ ლაბრადორი განსაკუთრებით.მე მყავდა და სახლში ვერ ვაჩერებდი ხოლმე ჯერ ლეკვი იყო თან. Drathaar9, ვეტერინართან მიიყვანე აუცილებლად და ყველაფერს იქ გაარკვევ ძმა ეგ ისეთი ჯიშია რომ შეიძლება დარდითაც კი დაავადდეს. პატივისცემით გიორგი ალთუნაშვილი
კოლმეურნეობის მოედანთან, ამერიკის ყოფილ საელჩოსთანაა კლინიკა. 555 275 507 მარიკა. დაურეკე და ზუსტად გეტყვის მისამართს. აუცილებლად უნდა მიიყვანო ძაღლი, უყურადღებოდ არ დატოვო
Drathaar9 მე მყავს შავი ლაბრადორი წლის იყო რო მოიყვანეს და აღარც მიცდია ბრძანებების სწავლა კი შეილებოდა მესწავლებინა მაგრამ ინგლისურს ვძდიდი და აღარ მქონდა იმის დრო რო იმდენი დრო დამეთმო რაც ლავერაკს,შავია ძუ და უნიკალურია ნადირობაში ქათამზე ბურდში და ჯაგებში იმენა ეკეტება იხვზე და წყლიდან გამოტანაზე ხო ვაბშე კლასიკააა არტ დამიწყონ დახარებმა და გორდონებმა შეჯიბრება ნბევრი მოიყინა და ისე გამიიტანეს ჩემი ლაბრო კუისრტამდე წყალსი იჯდა და თავის საქმეს აკეთებდა. ყველა ჯიშის ძაღლი მყოლია მონადირე ფრინველზე ინგლისური ირლანდიური შოტლანდიური პოინტერი სპანიელი კურცხალი დათხაარი და ბოლო ორი წელია მყავს ლაბრადორიც და დიდი გამოცდილება და ურთიოერთობა ჩამომიყალიბდა ამ ჯიშებთან ყველა თავისი ხასიათით და განსაკუთრებუობით გამირჩევა.ლაბრადორი იმას ვერ გაგიკეთებს რასაც პოინტერი მწყერზე არც მოეთხოვება,სტოიკა არააქვს როგორც სპანიელმა ისე იცის ამანაც გაგრძნობინებს რო იქვე ყავს,მარა ზატო ქათამზე იხვზე ხოხბზე კაკაბზე უნიკალურია და ბერ ზემოთ ჩამოთვლილ ჯიშებს შეილება აჯობოს კიდეც ოპიტზეა ვის როგორააქს ჩამოყალიბებული ნადირობის პრაქტიმკიდან. ასე რო ცხვირი და ყნოსვა უნიკალურიო აქვს მთავარი თქვენზეა ვინ რას როგორ ასწავლით,ცოტა ველურები კი არიან იმიტომ რო ზედმეტი ენერგიით გამოირჩევიან. ჩემი შავი ლაბრო ნადირობაში მწყერზე და ხოხბზე ბევრჯერ დაცემულა როგორც ძემოთ აღნიშნეს დამბლასავით ემართებაო და იქცევაო სიცხეს ვერ იტანს შავები მითუმეტეს და თეთრს იმიტო ვზდი რო ზუსტად ეს მაინტერსებს თუ უფრო მეტად გაუძლებს,მე იმენA მწყერზე ლაბრო არ დამყავს უმეტეს წილად თუ ცვარი აქვს მოჯნა კიდე თორე მალე ვარდება და მერე ხელით ბევრჯკერ მითრევია თუ ცვარიანი არ იყო,ასე რომ მაგან არ დაგაფრთხოთ რო ვერ იმოძრავა ლაბრომ მშრალში მხურვალე ძაღლებია და წყალი უყვართ განსაკუთრებულად. მე ისე მასიამოვნა მაგ ჯიშმა რო რავი ძაან ჭკვიანი და გონიერი ჯიშებია მწყერის გარდა შეილება ფრინველზე თუ კარგად გაწრვთნი რათქმაუნდა ბევრი უნიკალური ჯიშებ ი უკან ჩამოიტოვოს.... ესაა ჩემი კომენტარი ლაბროებთან დაკავშირებით
SNAIPER, ზემოთ დავწერე გაზრდილი მყავს მოყვანილი და არ უნდა მოცემა მოტანით მოაქვსთქო და სწავლება არც დამიწყია..დღეს ჩაუტარე ერთი ორი გაკვეთილი ეზოში და კარგად აიღო სტარტი ვნახოთ იხვზე წავიყვან რას იზავს..ცოტაც გადაუღე ეზოში რასაც ვაავრჯიშებ და მერე გავიყვან მდინარეზე ან დიდი ბასეინი მაქვს გასაბერი(თუარ გახია) და სანამ წავიყვან წავაავრჯიშებ ცოტას:)))
სნაიპერ შენი რჩევებია საჭირო პირადში
დამატებულია (27.10.2011, 18:03:50) --------------------------------------------- ამ ბოლო პერიოდში ბევრ მონადირე ძაღლთან მქონია შეხება და ლაბრადორი ადვილი დასაგეში მეჩვენება..ვისაც ლეკვობიდან გყავთ შეიძლება სხვა აზრზე იყოთ
შემპირდნენ ლაბრადორის ლეკვს და ამ თემას რო გადავხედე ესე იგი ღირს არა აყვანად? ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
წლის იყო რო მოიყვანეს და აღარც მიცდია ბრძანებების სწავლა
გამიგია თქვენს ლაბრადორზე.შარშან ჯაპანაში გყავდათ ჩემს ძმაკაცთან ერთად იყავით და იმან მომიყვა მაგარიაოო!მეც შეიძლება მაჩუქონ და წლის რომაა მაგიტო ვიკავებ თავს გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
mdinareze ubralo qvebzec yvintaobs , :)))) პირველად როდესაც არ იყო წყალში ნამყოფი , მოვხვდით ბაზალეთის ტბაზე და მანქანის კარების გაღება არ იყო ძაღლი გაქრა და დავინახეთ უკვე 50 მეტრზე მაინც იქნებოდა გასული აქიდან გადავუგდე ბოთლი და ჩემდა ჭირათ ეს ბოთლი ჩაიძირა , ჩაძირვა არ იყო ჩაყვა თან 20– 30 წამით გაქრა ძაღლი და მეთქი უკვე დამეხრჩო თქო და უცბად ამოყვინთა ბოთლიანა კინაღმ გადავირიე :))))
ხო რა 20 წამზე მართლა ჩემი თვალით მაქვს ნანახი სხვის ნაამბობს არ გიყვებოდით რაც ქნა და მინდა ავღნიშნო ეს ჯიში იმდენად მოქნილია და სხარტი გარეგნულად საერთოდ არ ეტყობა,რო შეხედავ შთაბეჭდილება ზანტი და არც თუ ისე მოძრავის აქვს,ვავარჯიშებ და სიმაღლეზე ხტება,თითქოს წყალში ეშვება ისეთნაირად იცის ამაღლებულზე შეხტომა საკმაოდ მკვირცხლად,პიტბული აკეთებდა ჩემი მაგას და გერმანული ნაგაზიც აკეთებს..მოკლედ ეს ჯიში მონადირე კაცს აუცილებლად უნდა ყავდეს მინდა ერთ საყურადღებო ნაკლზე გესაუბროთ,ამ ჯიშს მართლაც სიცხის პრობლემა აქვს..ეს დღეებია სიცხეა ქუთაიში და არ უჭირს აქტიური მოძრაობა გადაგდებული მოაქვს და არ იღლება ცოტას ვასვენებ და ისევ ვარჯიში..მაგრამ არამგონია აგვისტოს და სექტემბრის მზეს გაუძლოს..ამიტომაც ემართება კანტუზია რომ ვეძახით და ეს გადაღლის ბრალია ზაპხულში..ეხლაც გაუბეორებს იმ ძაღლს ვინც ასეთნაირად აგვისტოს მზეზე გადაიტვირთა და მოუვიდა თავბრუსხვევა,რაც არ უნდა სისცივე იყოს დატვირთვაზე მაინცნ გაუმეორებს და ამიტომაც ზაფხულობით არ დავმართოდ ეს ინსულტია თუ რაღაც უბედურება ★ஜ۩۞۩ஜ★
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.იუთუბზე რაც იხვზე ნადირობებია ყველგან ლაბრადორი ყავთ ამერიკელებს და მაგათ არ გაუჭირდებათ სხვა ჯიშების შოვნა.თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ იხვიც ბევრია და ძირითადად წყლიდან გამოტანის პრობლემა აქვთ და არა ნაბულზე ნადირობის. გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით, მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.
დამატებულია (06.11.2011, 02:03:06) --------------------------------------------- რაღა იუტუბზე წავიდეთ მეზობელ სამეფოში შევიხედოთ
დამატებულია (06.11.2011, 02:05:30) --------------------------------------------- ისე რასაც ამ დღეებში დავრბივარ რამოდენიმე არა მაგრამ ორი გამოკვეთილი ხაზი დავაფიქსირე ლაბრადორების,დედალი მოგეხსენაბათ მამალს საჭიროებს და შესაბამისად მოუწია დრო ჩემსას ქუთაიში შემოვირბინე ყველაფერი და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს დავაჯახებ,თუ რაზე ვამბობ სურათებით მოგაწვდით ყველაფერს საკმაოდ საინტერესო ცნობა იქნება
http://www.youtube.com/watch?v=OUKQgWP_qJA აქ შედით ვინც ცოტა ინგლისური იცით და გაიგებთ სამი ფერის ლაბრადორების შესახებ ანიმალ პლანეტის რელიზია საკმაოდ ნაყოფიერი უყურეთ არ იძლევიან ვიდეოს გაცემის საშუალებას მხოლოდ გილინკავს
orioni, არა ძმა ბასეინი რადგინდა გაიყვან მდინარეზე ტბაზე და მოატანინებ რაღაცეებს,მე მაგალითად ვედრაში უგდებდი ქვებს და ვაყვინიებდი მერე წავიყვანე და კაია,ამას ლეკვები ეყოლება კაი ჯიშია მამლები ამის ტანის არიან და თავები აქვთ დიდი ცოტა,ეხლა ვაჯვარე მალე ეყოლება ლეკვები,რომც გადამეხადა ფული მე რაც მინდოდა ისეთი მაინც არ გამოვიდოდა დიდი ალბათობით რადგანაც ძვირს აძლევენ ვიცნობ ხალხს და არ გამოდით კაი ექსტერიერით ისე კი ნადირობენ..ეხლა ისეთს გამოვიყვან რომელიც მინდოდა სულ კაი ხანი მამალი ვარჩიე მთელი ქუთაისის მამლები ვიცი უკვე და მალე საუკეთესო ეგზემპლიარიც მეყოლება ფასები კი ძვირია ისე ამათი ★ஜ۩۞۩ஜ★
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!