ერთი რამ მაინტერესებს, აქ ბევრგან წერენ 250 მწ სიჩქარე, მერე 300იო მართლა მასეთი სისწრაფე აქვს პნევმატიკის ტყვიას? მეგონა 90 მწ-ზე მეტს ვერ გაქაჩავდა. და მაინტერესებს იჟ 61-ს შესაძლებელია თუ არა გავუზარდო ტყვიის საწყისი სისწრაფე და თუ შესაძლებელია რა მეთოდით და რის ხარჯზე ან რა პრინციპით. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ოპტიკურ სამიზნეს რამდენ მეტრზეც გაასწორებ იმ მანძილზე ხვდება მარტო მიზანს?
ოპტიკას აქვს ბადე, მაგ ესეთი
წერტილებს ხომ ხედავ, დავუშვათ შუა ჯვარი არის გასწორებული პირველი ნული 20 მეტრზე და მეორე 50-ზე ანუ ეს ნიშნავს ეომ თუ 20 ან 50 მეტრზე ისვრი მოხვდება ამ ჯვარში ხოლო თუ მაგ 25-30-35-40 მეტრზე მოხვდება ჯვარის ზევიტ რომელიმე წერტილის მახლობლად და 50 მეტრის იქით 60-65-70- და ასე შემდეგ მოხვდება უკვე ჯვარის ქვევით რომელიმე წერტილთან , ემპირული გამოცდილებიდან შეგიძლია ჩაიწერო რა მანძIლზე რა ტყვიით და რა სიჩქარით სად ხვდება ტყვია და დააკრა იარაღს Beretta A300 Outlander 12/76
zrichila, ნაცევარზე მეტი ტრუხაა ეგ მ/წმ-ბი:) გააჩნია ტყვიას, ეხლა თუ თურქული 2 ლარიანი ტყიით ისვრი მაში უცებ მაღალ სიჩქარეს მოგცემს მაგრამ ძლიერი ხახუნის შედეგად ეგ ტყვია უცებ ჩამოვარდება :) 300მ/წმ რეალურია რათქმაუნდა 4.5 ისათვის კარგი მძიმე ტყვიებით, მაგრამ გააჩნია რა იარაღიდან ხდება გასროლა :) მაგ იარაღზე სიჩქარის გაზრდა მიზანში აბნევას მოგცემს :) ანუ არაა ეგ ფიშტო მასეთ სიჩქარეზე გათვლილი. 10.5 გრეინიანი ტყვიები თუ მოგცემს 250 მ/წმ-ს მაშინ საკმარისია სანადიროდ :)
bichi2009, ხო ეგ ერთი ფოტო დიდი გამოვიდა მაგრამ აწი არ დაპატარავდება ჩემგან
არც ახალი ისროდა ფრიადზე. ისე მაინც რა ექნება ცდომილება მიზანში სისწრაფე რომ გავუზარდო, მაგალითად ზამბარის შეცვლით ან რაიმე მეთოდით წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
zrichila იჟ-61 -ის ტყვიის სიცჩქარეზე. 1. თუ პლასტმასის კოლოფითაა მისი სიმძლავრის გაზრდაზე მძლავრი ზამბარის გამოყენებით საერთოდ დაივიწყეთ. რადგან ლულა ძლიან სწრაფად მოირყევა. და შეიძლება აღარც აღდგეს. 2. თუ ფოლადის კოლოფითაა შეიძლება ტყვიის სიჩქარის გაზრდა რეალურად 150 მ/წ -მდე. მძლავრი ზამბარის გამოყენებით. მაგ. ჰატსანის ზამბარის (ზამბარის გარე დიამეტრი 19,5 მმ. პლიუს, მინუს 0.5 მმ.). 3. სიმძლავრის საგრძნობლად გადიდება (ტყვიის სიჩქარე 300 მ/წ) შეიძლება, თუ ამ თოფს გადააკეთებთ PСР-ში. ჰაერის ზამბარის გამოყენება მაგ მოდელში არა მიზანშეწონილია. და თუ რატომ, გადაიკითხეთ ჩემი თემა ჰაერის ზამბარაზე აირგუნ.ჯე -ში.
smekosmeko, ფუძე, ლულა, დგუშის ცილინდრი ყველაფერი უძრავადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მყარად არის. მორყევა არ მაფიქრებს და გამორიცხულია. ლულა ქრომირებულია ცეცხლსასროლივით, ტყვიაზე მექნება ალბათ შერჩევის პრობლემები, მადლობა რჩევისათვის და ეხლა უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ბუთუთი ჰაერის ზამბარის დაყენება და РСР სხვა და სხვა სისტემებია. РСР-ა როცა თოფის კონსტრუკციაში არის ბალონი, რომელშიაც იტუმბება ჰაერი მაღალი წნევით. და შემდეგ , გასროლის დროს ხდება ამ ჰაერის ნაწილ ნაწილ გამოყენება ტყვიის გამოსტყორცნად. და როცა ჰაერის საჭირო წნევა დაეცემა გარკვეულ მინიმუმამდე ხდება ჰაერის ხელ ახალი ჩატუმბვა ამ ბალონში. და შემდეგ ისევ ამ ჰაერის ნაწილ ნაწილ გამოყენება ტყვიის გამოსატყორცნად. ჰაერის ზამბარა კი ფუნქციონალურად იგივე ზამბარაა. მხოლოდ მისი გაშლა შეკუმშვის მერე ხდება არა ხვეული ზამბარის ხვიების დრეკადობის გამო, არამედ ზამბარის კორპუსში არსებული მაღალი წნევის დაწოლით მის შიგნით ჩაშვებულ ღერძზე. ჰაერის ზამბარა გამოიყენება ზამბარდგუშიან პნევმატიკაში ჩვეულებრივი ხვეული ზამბარის მაგივრად.
დამატებულია (01.02.2013, 22:54:33) --------------------------------------------- zrichila ნუ თუ იჟ-61 -ში ლულა მოქრომილია. ასეთი რამ ჯერ არ შემხვედრია. თუ არა სწორად გავიგე?
minchanin, მაშ შევძლებ გავაძლიერო, მე ფოლადის ზამბარების და მექანიზმების ასეთუისე მესმის, სახელოსნოც მაქვს და თითქმის ყველანაირი ხელსაწყო. ჩავუჯდები და მგონი რამეს მივაღწევ. წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
minchanin, ოოო მიყვარს რას ქვია, იარაღი რაზეც ხელი მიმიწვდება და ვიცი რომ პასუხს არავინ მომთხოვს ჩემებურად ვნათლი ფოლადებსაც ვიცნობ, აი პნევმატიკაში მოვიკოჭლებ და რავი სწავლა სიბერემდეო წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
ბუთუთი, მარაუდერი ყველა ნიუანსში ჯობს. ვიზუალურად, მჭიდით, ძალიან დაბალი ხმით, მეტი ენერგიით, სიზუსტით, მაგრამ არც დისკოვერია ცუდი, პროსტო ცალ ვაზნიანი არ მომწონს.
მაგრად მომწონს პნევმატიკა, ბევრს სათამაშო გონია. თუ კანონს დროზე მიიღებენ მინდა შევიძინო PCP სისტემის პნევმატიკა. განსაკუთრებით მარაუდერი მომწონს სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
bichi2009, ჩვენთან დისქოვერი 1100 ლარი ღირდა, მარაუდერი 1500 ლარი (ოპტიკის გარეშე, ანუ მხოლოდ იარაღი და ნასოსი) ეხლა უკვე აღარარის დარჩენილი, თუ სადმე გადაეყრები მეორადს. კოკინმა გააჩერა პნევმატიკის შემოტანა ჯერჯერობით.
ბუთუთი, მარაუდერს აქვს მჭიდი 10 ვაზნით. კითხვა ვერ გავიგე სწორად, ის თუ იგულისმე რომ არის თუ არა ავტომატური მაშინ არ არის :) ერთი გასროლის მერე ზატვორით უნდა შეაყენო მეორე ტყვია. სრულას დატენილი აზვი ახორციელებს 40 ერთნაერი სიმძლავრის გასროლას, (შემდგომ ისევ უნდა დაიტენოს ავზი)
ბუთუთი, მარაუდერს აქვს 4.5 5.5 და 6.3 კალ მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით მხოლოდ 4.5 კალ არის ნებადართული. ოპტიკას ვერ გეტყვი სამწუხაროდ რომელია, უამრავი სახეობის ოპტიკა არსებობს, მათ შორის ბევრს ერთნაერი დიზაინი აქვს და აბა როგორ :) ფოტოც შორიდანაა.
ამით რაზეუნდა გაერთო? :) პნევმატურ იარაღს დაზუსტება სჭირდება თუ რომელ კალიბრზეა საუბარი, არამგონი 9მმ-იანი ტყივა გასართობი იყოს და მეტი არაფერი:) 4.5 კალ და 5.5 კალ არის სპორტული კალიბრი, ზევით კი უკვე სანადიროა (ოფიციალურად თორე ისე 4.5-ითაც მშვენივრად ნადირობენ)
პედიატრი, არის მაგრამ არ ვარგა, ისევე როგორც გეკოს საფანტი. :) მაგ სისწრაფეს მწვრილი კეკლები ვერ შეინარჩუნებს და მალევე ჩამოცვივდება ქვევით. გლუვიდან საფანტი 350 მ/წმ-ით გამოდის მაგრამ 40 მეტრში უკვე დაკარგული აქვს ძალა.
საერთოდ რასაც უყურებ და მესმის ცოტა ინგლისური ფერმერებს აქვთ დიდი პრობლემები მტრედისებრთა წარმომადგენლებთან და ეს "იაღლიში" მთავრდება ჩასაფრებებით და მთელი ამბებით. ასევე მინახავს ვიდეოები კურდღლებზე რომლებიც შემოდიან და უნადგურებენ ნათესებს, მაგრამ საფანტის ნაღდად არ მინახია, იქნებ დადოთ ვიდეო ან ინფორმაცია მოგვაწოდოთ თუ არის საერთოდ საფანტის ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, სწრაფად კი აყრის მაგრამ ჰაერში მოძრავ ობიექტზე სროლამაინც უაზრობაა :) ავტომატური პცპ სისტემის პნევმატიკა მართლა გასართუბია ვიდრე სანადირო. (ისე გადამრთველიც აქვს, ანუ ცალ ვაზნაზეც ყენდება)
დამატებულია (18.02.2013, 22:10:04) --------------------------------------------- ENUQICHI, მე მაქვს ნანახი იუთუბზე რამოდენიმე ვიდეო საანტის პნევმატიკაზე, ძალიან დიდი უაზრობაა. მოქმედების რადიუსი 15 მეტრი. ზამბარ-დგუშიანი პბევმატიკა იყო,
არა, ვიგულისხმე, რომელიმე "ვირი" თურქული თოფისთვის ლულის გლუვით შეცვლა, მაგ ჰატსანი125(ლულის მუფტაში ხრახნზე აყვანა და ცვლა ხან გლუვი, ხან 4,5 ხან... მეტი აკრძალულია, სტოპ!)... მაგრამ წონა? 4,5 კილოიანი თოფით მწყერზე ასანიძე ან ზაურ ცხადაძე თუ ინადირებს
თხევად ნახშირორჟანგზე არაა მასეთი? მაგალითად ბარაბნიანი, წონა ალბათ დიდი არ ექნება, ზაფხულში წნევა კარგი ექნება, მაგრამ ძალა ეყოფა? რომ ასე 15გრამმა საფანტმა მწყერი დააზიანოს... მოიკიდე მანქანის "აგნეტუშიტელი" ზურგზე, "შლანგით" მიუერთე თოფს, გაამზადე წინასწარ ბარაბნები და დაუყევი მინდვრებს...(ისე, მაგარი სანახავი იქნება )
ვა, ამ რუსს რაკარგი გაუკეთებია! სადმე არაა მაგის მექანიზმები, პარამეტრები, აწყობა და ა.შ.? რომ ვნახოთ და იქნებ ვინმეს დამზადების სურვილიც გაუჩნდეს, ეგ უფრო "ხელმისაწვდომი" ჩანს... geojorjoka, და თხევად ნახშირორჟანგზე ვერ მოხერხდება ვითომ მასეთი თოფი?
მაგას დიდი წონა აქვს და მწყერზე არ ივარგებს. co2-ზე თუ მოხერხდება რაიმე, თუ შეძლებს ვითომ ასე 15გრ საფანტისთვის ასე250მ/წმ სიჩქარის მინიჭებას, რომ 10-15 მეტრში მწყერზე ინადიროს კაცმა? ყველაზე ძლიერი co2 პნევმატური რომელია მაინც? (15გრ 250მ/წმ-ით რამდენი ჯოულია?)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!