02:04:09
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
პნევმატური იარაღები
თედოდრო: შაბათი, 29.09.2012, 11:53:31 | შეტყობინება # 551
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რავი აბა აზრზე არავარ. 177 კალიბრი კია დაშვებული მაგრამ საზღვარზე არ შემოდის ჯერ-ჯერობით. ქვეყნის შიგნით თუ შეიძენ პრობლემა არაა

"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
minchaninდრო: შაბათი, 29.09.2012, 18:00:29 | შეტყობინება # 552
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მეგობრებო,გადავწყვიტე თქვენს ფორუმზედაც განვაახლო ჩემი გამოჩენა. მოვიდა დრო დავიწყო ქართული ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება. თუ რა არის ჰაერის ზამბარა უკვეა ფორუმზე ნახსენები, და ჩემი აზრით გამეორებას არ საჭიროებს. ჰაერის ზამბარის ფასი იქნება 35 დოლლარი პლიუს ტრანსპორტირების ხარჯი. მინდოდა ფასი უფრო დამეწია, მაგრამ ე.წ. "ზაგატოვკა'', რიდანაც ჰაერის ზამბარა მზადდება, საქართველოში ორჯერ ძვირი აღმოჩნდა ვიდრე ბელორუსიაში, ამიტომ უფრო იაფად ვერ გავაკეთებ. მინდა ავღნიშნო რომ ლაპარაკია
ჰაერი ზამბარაზე 8 მმ.-იანი ''შტოკით''. 10 მმ-იანი ''შტოკიანი'' ზამბარის დამზადებას ჯერ ვერ მოვახერხებ, რადგან მისთვის ''ზაგატოვკა'' ჯერ ვერ მოვძებნე. გადაგზავნის ფასი (ფოსტით) მაგ. ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან

თბილისამდე. გარანტია 6 თვე. ამ პერიოდში უვარგისი ზამბარა შეიცვლება ვარგისი ზამბარით. ზამბარის გადატენვა უფასოა ერთი წლის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდით. გარანტია არ ვრცელდება იმ ზამბარებზე რომლების კორპუსი ან ''შტოკი''იქნება მექანიკურად დაზიანებული. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუნდაც მცირეოდენი

განაკაწრი , ან ჩაჭ*ლეტილობა ''შტოკზე'' იწვევს ზამბარის გამოუსწორებელ უვარგისობას. გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ ზამბარაზე სამონტაჯო სიგრძის 5-8 მილიმეტრით უზუსტობა საშინელებას არ წარმოადგენს, ჰაერის ზამბარის შემთხვევაში 1 მილიმეტრიც კი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. იმის გამო რომ ერთი და იგივე მარკის თოფები, მაგრამ გამოშვებულები

სხვა და სხვა დროს განსხვავდაბიან ზამბარის სამონტაჟო ზომებით, საჭიროდ მივიჩნევ, ზამბარის შეკვეთის დროს შეტყობინებული იქნას მისი (ზამბარის) სამონტაჟო პარამეტრები : სამონტაჟო სიგრძე ( დგუშის ფსკერიდან ზამბარის მისაყრდენამდე), დგუშის შიგა დიამეტრი, და დგუშის გადაადგილების (ფეხზე შეყენების დროს) მანძილი. კიდევ უფრო

უკეთესი იქნება თუ თოფს, ან მარტო საკომპრესიო ცილინდრს (აწყობილ მდგომარეობაში) გადმოაგზავნით. ამ შემთხვევაში მე თვითონ ჩავსვამ ზამბარას და გამოვცდი (თოფის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ზამბარის ჩაყენების ფასი იქნება 10 დოლლარი. არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ ეს თითქოს წაგლეჯვა იყოს, მინსკში ერთხელ ერთმა კაცმა ორი ზამბარა

გააფუჭა ზედიზედ, და მესამის დაყენებამ მე თვითონ მომიწია. თუმცა როგორც ვიცი თბილისში უკვე არიან ამის სპეციალისტებიც. მე მგონი ძირითადი გასაგებად დავწერე, თუ რაიმე არის გაუგებელი ან დასაზუსტებელი ბრძანეთ, და დაუყოვნებლივ გავარკვევთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩემთვის ამ საქმეში (და არა მარტო ამ საქმეში ) მთავარია ის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი.
მე მგონი სწორად მოვიქეცი ამ თემის აქ დაწერაზე. თუ რამეში შევცდი მზად ვარ მივიღო შენიშვნა და გამოვასწორო. ასევე მზად ვარ , საჭიროების შემთხვევაში , უფრო ღრმად ვილაპარაკოთ Hაერის ზამბარაზე. ყველას მიმართ პატივისცემით.

დამატებულია (29.09.2012, 17:00:29)
---------------------------------------------
მაპატიეთ, სულ დამავიწყდა შემეხსენებინა თავი. მე ვარ მინსკიდან დაბრუნებული სანიჩი. მაგრამ, რადგან თქვენს ფორუმზე მხოლოდ ქართული უნიკოდით შეიძლება პოსტების წერა, და მე კი ცოტა არ იყოს ამ საქმეში პრობლემა მქონდა, დავრეგისტრირდი და გამოვდიოდი აირგუნ.გე - ზე და ოჩოპინტრეზე მინჩანინის სახელით. ახლა კი ცოტათი გავიხსენე ქართული და გადავწყვიტე თქვენს ფორუმზედაც გამოვჩენილიყავი.

 
პედიატრიდრო: კვირა, 30.09.2012, 12:01:31 | შეტყობინება # 553
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მივესალმები თქვენს დაბრუნებას "სანიჩ"(აწი „მინჩანინ"). ერთმა 200 ლარად შემომთავაზა ახალივით ჰატსან135, ძლიერი დარტყმა და ცუდი სიზუსტე აქვსო. მაგისთვის თუ აკეთებთ ჰაერის ზამბარას და მისი დაყენების შემთხვევაში რისი იმედი მქონდეს(სიზუსტე, სროლის კომფორტი... ასე 30-40 მეტრში კაი მსროლელი კოლას თავსახურს 5-დან 5-ს მოარტყავს?)
 
minchaninდრო: კვირა, 30.09.2012, 14:03:03 | შეტყობინება # 554
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობა პედიატრ. ყველაზე კარგია მაგ მოდელსე ჰაერის ზამბარის დაყენება 10 მმ.-იანი "შტოკით", მაგრამ სამწუხაროდ ზესტაფონში ისე პატარა არჩევანია მაგის "ზაგატოვკაზე", რომ ჯერ შესაფერისი ვერ მოვძებნე. ახლახან გავაკეთე 8 მმ.-იანი "შტოკით" სტეოგერ Х50-ზე (ტექნიკური მონაცემებით ძალიან ახლოს დგას მაგ მოდელთან), და გადის გამოცდას მფლობელის ხელში. ჯერ-ჯერობით მონაცემები კარგი აქვს. უმჯობესი იქნებოდა თუდაახლოებით ორი კვირა დაველოდებოდით და მერე მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას.
 
თედოდრო: კვირა, 30.09.2012, 16:17:28 | შეტყობინება # 555
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი მაგრამ თბილისში რომ მოგიძებნოთ და გამოგიგზავნოთ მაგის მასალა.

პედიატრი

მე გირჩევ ცოტა კიდევ მოიცადო თუ თანხებში არ იჭედები, ეგ მოდელი ძალიან მძიმეა, რაც სანადიროდ ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტად ვიდრე გლუვებში. აი ფანტომს თუ იშოვი მაგაზე ძაან მაგარი იქნება. ისე კი ფასი მისაღები აქვს ნამდვილად.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"


შეტყობინება დაამუშავა თედო - კვირა, 30.09.2012, 16:18:04
 
minchaninდრო: კვირა, 30.09.2012, 16:47:22 | შეტყობინება # 556
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თედო ,
სამწუხაროდ "ზაგატოვკები", რომლებიდანაც ეგ ზამბარები მზადდება კონსტრუკციულად მრავალგვარია, მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, და ყველა მათგანი არ ვარგა Hაერის (გაზის) ზამბარის დასამზადებლად. ვიდრე ამოვარჩევდე საჭირო კონსტრუკციას მე მათ ვყიდულობ, ვჭრი, Vსწავლობ შიგა კონსტრუკციას, ვაანალიზებ, შემდეგ ვატარებ გამოცდას, და ამის შემდეგ შეიძლება ზამბარის დამზადება. ამიტომ, რა თქმა უნდა დიდი მადლობა თქვენი შემოთავაზებისთვის, მაგრამ ... გთხოვთ სწორად გაიგოთ ჩემი პასუხი, აქ სრულებით არაა დაცინვა და სარკაზმი.

პედიატრო
ისე ფასი ნამდვილად კარგია თუ თოფს არაფერი აქვს დაზიანებული.
 
პედიატრიდრო: კვირა, 30.09.2012, 17:44:16 | შეტყობინება # 557
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაზიანებული არაფერი აქვს, იმიტომ ყიდის(უფრო სწორად, ყიდდა 2 თვის წინ, ახლა არ ვიცი), რომ მიზანი ვერ მოვუძებნე, ძლიერი დარტყმა აქვს და მძიმეა, შევცდი, არ უნდა მეყიდაო. მეც ამიტომ შევიკავე თავი და ახლა უცებ ვიფიქრე, იქნებ ჰაერის ზამბარა იყოს მაგის წამალი თქო. "მინჩანინ", ზაგატოვკაში თუ მანქანის კაპოტის ამორტიზატორს გულისხმობ(თუ სხვა რამეს?), გვითხარი რომელი მანქანის გჭირდება და მართლა მოვიძიებთ(მაგალითად, ნივის უკანა კარისაა მსხვილი შტოკით d=10მმ l=20სმ).
 
minchaninდრო: კვირა, 30.09.2012, 19:54:44 | შეტყობინება # 558
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრ,
დიახ, სწორედ კაპოტის და საბარგულის ამორტიზატორებიდან მზადდება ჰაერის ზამბარები. მაგრამ მათი სხვაობა არა მარტო "შტოკის"დიამეტრშია, არამედ შიგა კონსტრუკციაში, რომლის დანახვა და განსაზღვრა გარედან შეუძლებელია.შიგა კონსტრუკციული პარამეტრები განისაზღვრება ამორტიზატორის მწარმოებლით.შეიძლება რამოდენიმე მწარმოებლის ამორტიზატორი ერთნაირად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას მანქანაზე, მაგრამ სრულიად არ გამოდგეს ჰაერის ზამბარისათვის. ამის განსაზღვრა მხოლოდ ზემოთ აღწერილი მეთოდით შეიძლება. მაგალითად ერთი მწარმოებელი რომელიც გამოცდილია ჩემს მიერ - ფირმა "დესპა" (იწერება ლათინურად, მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ დავწერე), დატენილია წნევით 730 ნ. "შტოკის დიამეტრი 10 მმ., კორპუსის დიამეტრი 22 მმ. 2010 წლის კონსტრუკცია. გამოიყენება ფოლკსვაგენ ტრანსპორტიორის უკანა კარების ასწევად. თუ ნახავთ მანდ და სურათს გადაუღებთ და გამომიგზავნით კარგი იქნება.

დამატებულია (30.09.2012, 18:54:44)
---------------------------------------------
და კიდევ, გამომრჩა. რა თქმა უნდა ჰაერის ზამბარა არ არის პანაცეია ყველა უბედურობისაგან, მაგრამ სიზუსტეს შველის, რადგან იძლევა უფრო სტაბილურ ტყვიის სიჩქარეებს, და ნაკლებად რყევა აქვს სროლის დროს. არ ვამბობ სხვა დადებითზე. სიზუსტეზე შეიძლება სხვა მეთოდების გამოყენება. ამაზე მე მოგვიანებით გამოვთქვავ ჩემს აზრს, როცა შევძლებ საიტზე სურათების გადმოტანას. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოვახერხე.

 
პედიატრიდრო: კვირა, 30.09.2012, 23:18:08 | შეტყობინება # 559
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლა დაშლილებში ვნახე აუდების, ფოლკსვაგენების და ოპელების ამორტიზატორები და რაც ვნახე, ყველა 22მმ-ზე წვრილია, შტოკიც 10მმ-ზე წვრილი...
 
minchaninდრო: ორშაბათი, 01.10.2012, 12:10:44 | შეტყობინება # 560
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნახმარი ამორტიზატორი არ გამოდგება არავითარ შემთხვევაში. ამორტიზატორების 90 პროცენტს აქვთ დიამეტრები "შტოკის"8 მმ. და კორპუსის 18მმ (ან 19მმ.), "შტოკის" 10 მმ. (იშვიათად, მაგრამ გვხვდება 12 მმ.) და კორპუსის 22 მმ.

დამატებულია (01.10.2012, 11:10:44)
---------------------------------------------
ბატონი ბუთუთი გვეკითხებოდა პნევმატური იარაღის შემოტანაზე, და თუ ვინმემ შეიტანა სარჩელი ამ საკითხზეო.
მე ვარ ერთ-ერთი იმ ორი კაციდან, ვინც დაიწყო საბაჟოსთან "ჭიდაობა" ამ საკითხზე. ბელორუსიიდან დაბრუნებისას თან წამოვიღე 3 პნევმატური თოფი, და აეროპორტის საბაჟომ ჩამომართვა ეს იყო გასული წლის 29 ნოემბერს. გავიარე გასაჩივრების ყველა საფეხური და მივეცი სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლო მოვიგე, მაგრამ მეორე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. ორჯერ იყო სხდომა და გადაიდო. შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა იარაღების ექსპერტიზა 1. საშიშია თუ არა ეს იარაღები ადამიანისთვის ჟანმრთელობისთვის, და 2. შეიძლება თუ არა მათი გადაკეთება ცეცხლსასროლ იარაღად. მიუხედავად იმისა რომ კანონი კრძალავს სააპელაციო პროცესზე ახალი მტლიცებულების მიღებას (და ეს მტკიცებულება იყო ახალი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელიც 8 თვე გრძელდებოდა ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მხრიდან არაფერი არ თქმულა), სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და დანიშნა ექსპერტიზა, და რაც საინტერესოა განუსაზღვრელი დროით. ე.ი. ექსპერტზა შეიძლება ჩატარდეს ერთი თვის მერე, ერთი წლის მერე , ან უფრო მეტიც. თვითონ ექსპერტიზის საკითხზე არ გავჩერდები, რადგან მის აბსურდობაში ნებისმიერ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ შეეპარება. ამიტომ ვურჩევ ყველას თავი შეიკავოს პნევმატური იარაღის შემოტანაზე.

 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 02.10.2012, 02:02:39 | შეტყობინება # 561
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იმედია, მალე უფრო დემოკრატიული იქნება სახელმწიფო და თქვენს თოფებსაც მალევე დაიბრუნებთ.
 
maxuchiaaდრო: სამშაბათი, 02.10.2012, 11:38:50 | შეტყობინება # 562
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 4
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
5,5 სიჩქარე გაცილებით დაბალია ვიდრე 4.5 თან აკრძალული რატოა გაფორმება შეგიძლია.

დამატებულია (02.10.2012, 10:34:34)
---------------------------------------------
5,5 ტყვიაზე ჰაერის წინაღობა მეტია და სიჩქარეს ანელებს. და 4,5 მძიმე ტყვიები იდეალურია ეს ჩემი აზრია.

დამატებულია (02.10.2012, 10:38:50)
---------------------------------------------
მშვილდისარის შემოტანა მინდა საქართველოში და ვინმემ ხო არ იცით რაა საჭირო და საერთოდ შეიძლება თუ არა?

 
minchaninდრო: სამშაბათი, 02.10.2012, 22:10:13 | შეტყობინება # 563
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
maxuchiaa,
მე პირადად თავს შევიკავებდი რაიმე იარაღის შემოტანაზე, უახლოეს ორი-სამი თვის განმავლობაში.
 
Grigalaდრო: სამშაბათი, 02.10.2012, 23:17:13 | შეტყობინება # 564
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 194
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაუმარჯოს ბიჭებო. სტოგერ X5 ის ან 10 ის ზამბარას დაახლოებით რა ფასი აქვს ხომ არ იცით ვინმემ? და თუ იშოვება 23
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 03.10.2012, 00:17:07 | შეტყობინება # 565
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, mymarket.ge-ზე იყიდება ზული გვერდიდან რიჩაგით რომ იტენება, არაგადასატეხი. აფასებს 240 ლარს. როგორი თოფია? თუ ღირს ეს ფასი, თუ ამ ფასად ახალი სტოგერ5 ან 10 მოდელის ყიდვა ჯობია?
 
minchaninდრო: ოთხშაბათი, 03.10.2012, 11:30:38 | შეტყობინება # 566
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი
მოგესალმებით. მე ვიცი რას წარმოადგენს მაგ თოფი. სანადიროდ არ გამოდგება. მაგრამ მიზანში 10-15 მეტრზე ძალიან კარGია. მე კარგა ხანია მაგ თოფს ვუყურებ. სამწუხაროდ ახლა ფული არ მაქვს, თორემ ხელიდან არ გავუშვებდი. ისე ცუდი იქნებოდა თუ ეგ თოფი ვინმე პნევმატიკის არამცოდნეს ხელში მოხვდება. მაგ თოფით დავიწყე მე ვარჯიში ტყვიის სროლაში. მაგ თოფს ეძახდნენ ოლიმპიურებს, რადგან რესპუბლიკური ნაკრების წევრები და საბჭოთა ნაკრების წევრები ხმარობდა მას მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებში. ვისაც საშუალება ჰქონდა ისროდა ანშუტსიდან. ასე რომ...

დამატებულია (03.10.2012, 10:30:38)
---------------------------------------------
რაც შეეხება ფასს-კარგი ფასია. დანარჩენს პირადში მოგწერთ.

 
თედოდრო: ოთხშაბათი, 03.10.2012, 15:21:01 | შეტყობინება # 567
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin
მე ვერ ვერ ვერკვევი მაგ საკითხში, მაგრამ სავსებით მესმის თქვენი პასუხი, რაის სარკაზმი gimili მაგი არაა საჩვენო სიტყვა 166 166

ერთი თქვენი ზამბარა უკვე ჩაიდგა ჩემს ყოფილ ჰატსან 99ში, აირგანზე. ახლო მომავალში ისევ ვაპირებ რაიმე პნევმატიკის ყიდვას და მაშინვე თქვენ მოგაშურებთ. თან ზესტაფონში თუ ცხოვრობთ ჩემი თოფასაც დაგიტოვებთ.

პედიატრი

მაგ თოფებს სავარაუდოდ მცირე დიამეტრის შტოკი დასჭირდება რაც შესაბამისად სიმძლავრეზე იმოქმედებს. ახლო დისტანციაზე სასროლად კი ეგ თოფი ისედაც უზუზსტესია აღარ სჭირდება აღარაფერი.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
პედიატრიდრო: ოთხშაბათი, 03.10.2012, 18:29:47 | შეტყობინება # 568
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თედო, ანუ კარგი მსროლელის შემთხვევაში ჰატსან135 ასე 30 მეტრში კოკაკოლას თავსახურს 5-დან 5-ს მოახვედრებს?
 
minchaninდრო: ხუთშაბათი, 04.10.2012, 11:13:18 | შეტყობინება # 569
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი,
რეალურად ხუთიდან ოთხის მორტყმა შეიძლება, შეიძლება ხუთიც კი. თუ თოფი კარგადაა დატუნინგებული, და ჰაერის ზამბარით. გთხოვთ თვითრეკლამად არ მიიღოთ. ისე მაგ თოფს ჯობია ჰატსან 150, უძრავი ლულით. ასეთიც იყიდება მაიმარკეტზე.
კიდევ ერთი, ზულ 312 -ში ჰაერის ზამბარის დაყენება არ ხერხდება.
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 04.10.2012, 11:37:12 | შეტყობინება # 570
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰაერის ზამბარა რომ ახალი სიტყვაა პნევმატიკაში, უკვე გვაქვს ინფორმაცია(თვითრეკლამა არაა) ამავე თემაში პირველ გვერდზე მე-17-ე პოსტი. იქ წერია, რომ 70%-ით ხმას ამცირებს და 30%-ით სიზუსტეს აუმჯობესებსო, თან შეყენებულ მდგომარეობაში რკინის ზამბარასავით არ სუსტდება("არ ჯდება"). ზულ 312 სუსტია ხომ იჟ-60-ვით?
 
minchaninდრო: ხუთშაბათი, 04.10.2012, 14:58:25 | შეტყობინება # 571
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ცოტა ძლიერი. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის Gარემოება, რომ ტყვიის სიჩქარის გაზრდისას მცირდება სიზუსტე. ისე მაქსიმალურ სიჩქარეს რასაც მე მივაღწიე მაგ თოფში იყო 187 მ/წ, 0,51 გრამიანი ტყვიებით. ყველაზე ზუსტია 140-150 მ/წ ტყვიის სიჩქარის დროს.
 
თედოდრო: ხუთშაბათი, 04.10.2012, 18:28:35 | შეტყობინება # 572
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი ვერ გეტყვი მაგ მოდელზე დაზუსტებით, მაგრამ 99-ე მოდელი ნამდვილად იზამდა მაგას ჰაერის ზამბარით.

სანადიროდ გამოსადეგი და ამავდროულად ზუსტი პნევმატიკა თუ გინდათ და გადაწყვიტეთ ჰაერის ზამბარიანი ზდპ, ტყვიის საწყისი სიჩქარე უნდა ქონდეს სადღაც 250-270 მეტრაწამამდე. მეტი არაა საჭირო, უფრო სუსტითაც ინადირებ, მაგრამ არასრულფასოვნების კომპლექსი გექნებათ. 17 17


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
minchaninდრო: ორშაბათი, 08.10.2012, 16:30:30 | შეტყობინება # 573
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგოც იქნა მოვათავე ჩემი სახელოსნოს გაწყობა. მართალია გზა და გზა კიდევ ბევრი ხელსაწყოებისა და დანადგარების დამატება დაჭირდება, მაგრამ ჩემი საქმიანობის დასაწყებად ესეც საკმარისია.
[url="http://pix.ge/"][/url]

დამატებულია (07.10.2012, 13:59:17)
---------------------------------------------
[url="http://pix.ge/"][/url]

[url="http://pix.ge/"][/url]
სამუშაო მაგიდა და საფრეზი ჩარხი

დამატებულია (07.10.2012, 13:59:41)
---------------------------------------------
[url="http://pix.ge/"][/url]
სალესი, სახარატო და საბურღი ჩარხები

[url="http://pix.ge/"][/url]
შესადუღი MIG/MAG-ი აპარატი (კემპი)

დამატებულია (07.10.2012, 14:00:02)
---------------------------------------------
[url="http://pix.ge/"][/url]
ჟანგბადისა და პროპანის ნაერთით შესადუღი აპარატი

[url="http://pix.ge/"][/url]
სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (1)

[url="http://pix.ge/"][/url]
სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (2)

დამატებულია (07.10.2012, 14:00:38)
---------------------------------------------
[url="http://pix.ge/"][/url]
სარემონტო ორმოს გახსნის პროცესი (3)

[url="http://pix.ge/"][/url]
სარემონტო ორმო მოწყობილია ე.წ. ''რაზვალ-სხაჟდენიის'' გასასწორებლად. დანადგარი СКО-1М (ბელორუსია)

[url="http://pix.ge/"][/url]
სარემონტო ორმოში მარჯვენა ჩასასვლელი

[url="http://pix.ge/"][/url]
სარემონტო ორმო გახსნილ მდგომარეობაში.

სარემონტო იძლევა საშუალებას დავიწყო ჰაერის (გაზის) ზამბარების დამზადება და არამარტო გაზის ზამბარების, არამედ სხვაგვარი სამუშაოების განხორციელებაც.

დამატებულია (07.10.2012, 14:11:18)
---------------------------------------------
გამარჯობათ მეგობრებო, თუ რა არის ჰაერის ზამბარა ამაზე ზემოთაა ნახსენები, და ჩემი აზრით გამეორებას არ საჭიროებს. ჰაერის ზამბარის ფასი იქნება 35 დოლლარი პლიუს ტრანსპორტირების ხარჯი. მინდოდა ფასი უფრო დამეწია, მაგრამ ე.წ. "ზაგატოვკა'', რიდანაც ჰაერის ზამბარა მზადდება, საქართველოში ორჯერ ძვირი აღმოჩნდა ვიდრე ბელორუსიაში, ამიტომ უფრო იაფად ვერ გავაკეთებ. მინდა ავღნიშნო რომ ლაპარაკია
ჰაერი ზამბარაზე 8 მმ.-იანი ''შტოკით''. 10 მმ-იანი ''შტოკიანი'' ზამბარის დამზადებას ჯერ ვერ მოვახერხებ, რადგან მისთვის ''ზაგატოვკა'' ჯერ ვერ მოვძებნე. გადაგზავნის ფასი (ფოსტით) მაგ. ზესტაფონიდან თბილისამდე ჯდება 7.5 ლარი. ისე საოცარია რომ მინსკიდან ზესტაფონამდე ფოსტით გადაგზავნის ფასი 1.5 ჯერ უფრო იაფია ვიდრე ზესტაფონიდან

თბილისამდე. გარანტია 6 თვე. ამ პერიოდში უვარგისი ზამბარა შეიცვლება ვარგისი ზამბარით. ზამბარის გადატენვა უფასოა ერთი წლის განმავლობაში, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდით. გარანტია არ ვრცელდება იმ ზამბარებზე რომლების კორპუსი ან ''შტოკი''იქნება მექანიკურად დაზიანებული. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუნდაც მცირეოდენი

განაკაწრი , ან ჩაჭ*ლეტილობა ''შტოკზე'' იწვევს ზამბარის გამოუსწორებელ უვარგისობას. გარდა ამისა, თუ ჩვეულებრივ ზამბარაზე სამონტაჯო სიგრძის 5-8 მილიმეტრით უზუსტობა საშინელებას არ წარმოადგენს, ჰაერის ზამბარის შემთხვევაში 1 მილიმეტრიც კი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს. იმის გამო რომ ერთი და იგივე მარკის თოფები, მაგრამ გამოშვებულები

სხვა და სხვა დროს განსხვავდაბიან ზამბარის სამონტაჟო ზომებით, საჭიროდ მივიჩნევ, ზამბარის შეკვეთის დროს შეტყობინებული იქნას მისი (ზამბარის) სამონტაჟო პარამეტრები : სამონტაჟო სიგრძე ( დგუშის ფსკერიდან ზამბარის მისაყრდენამდე), დგუშის შიგა დიამეტრი, და დგუშის გადაადგილების (ფეხზე შეყენების დროს) მანძილი. კიდევ უფრო

უკეთესი იქნება თუ თოფს, ან მარტო საკომპრესიო ცილინდრს (აწყობილ მდგომარეობაში) გადმოაგზავნით. ამ შემთხვევაში მე თვითონ ჩავსვამ ზამბარას და გამოვცდი (თოფის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ზამბარის ჩაყენების ფასი იქნება 10 დოლლარი. არ მინდა რომ ვინმეს ეგონოს, რომ ეს თითქოს წაგლეჯვა იყოს, მინსკში ერთხელ ერთმა კაცმა ორი ზამბარა

გააფუჭა ზედიზედ, და მესამის დაყენებამ მე თვითონ მომიწია. თუმცა როგორც ვიცი თბილისში უკვე არიან ამის სპეციალისტებიც. მე მგონი ძირითადი გასაგებად დავწერე, თუ რაიმე არის გაუგებელი ან დასაზუსტებელი ბრძანეთ, და დაუყოვნებლივ გავარკვევთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩემთვის ამ საქმეში (და არა მარტო ამ საქმეში ) მთავარია ის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი.

დამატებულია (07.10.2012, 14:15:05)
---------------------------------------------
ჩემი ჰაერის ზამბარები, მათს ასევე ეძახიან ნიტრო პისტონს, გაზის ზამბარას, აირის ზამბარას. მე ვეძახი ჰაერს ზამბარას, რადგან მასში ჩატუმბულია ჩვეულებრივი მშრალი ჰაერი.

თუ რა არს ჰაერის ზამბარა ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ყურადღებას გავამახვილებ რამოდენიმე ასპექტზე:
1. ჰაერის ზამბარა შეიძლება გამოყენებული იქნას ზამბარა დგუშიან პნევმატიურ თოფებში, სადაც დგუშის დაჭერა „შეპტალოთი“ ხდება (დგუშის გვერდითი ნაწილით)
[url="http://pix.ge/"][/url]

2. ჰაერის ზამბარის დატუმბვა ხდება ოპტიმალური წნევით, ან იმ წნევით რომელსაც მოითხოვს მომხმარებელი.

3. ჰაერს ზამბარის ეფექტურობა ჩვეულებრივ ზამბარასთან შედარებით
შეიძლება დავიანგარიშოთ დგუშის გადაადგილების მანძილისა და მისი (დგუშის) დიამეტრის შეფარდებით -

2,3მმ - მდე - არა აფექტურია
2,4 – 3,2მმ - ნაკლებად ეფექტურია
3,3 – 3,6მმ - ეფექტურია
3,7მმ და ზემოთ - მაქსიმალურად ეფექტურია.
ჰაერის ზამბარის ძირზე, იმყოფება კლაპნის ვინტი, რომლის ამოხრახვნა, ან მასზე მექანიკური ზემოქმედება აკრძალულია.

[url="http://pix.ge/"][/url]

[url="http://pix.ge/"][/url]

[url="http://pix.ge/"][/url]

კორპუსზე ძირის მიმაგრება ხდება თითფერის (ლატუნის) შელღობით (პაიკით), ან ელექტრო შესადუღი აპარატით. ორივე შემთხვევაში მისი ექსპლუატაცია საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩემს მიერ ჩატარებული ტესტის დროს ჰაერის ზამბარამ შელღობილი ძირით გაუძლო 500 ატმოსფეროს და არ გასკდა.
[url="http://pix.ge/"][/url]

[url="http://pix.ge/"][/url]

[url="http://pix.ge/"][/url]

ზამბარები ძირითადად გვანან ერთმანეთს, მაგრამ მაინც არის მათ შორის განსხვავება - ღერძის (ეგრეთწოდებული "შტოკის") დიამეტრში, კორპუსის დიამეტრში, ძირის დიამეტრში, სიგრძით, და რა თქმა უნდა მასში ჩატუმბული ჰაერის წნევით.

[url="http://pix.ge/"][/url]

ზამბარა შეიძლება იყოს თოფში ჩაყენებული როგორც ღერძით დგუშში, ასევე პირიქით კორპუსით დგუშში. ეს დამოკიდებულია კომპრესორის და დგუშის კონსტრუკციებზე.

ეს იყო მინიმალური განმარტებები, ახლა კი საფასური, ვადები, მოწოდება, გადახდა:

ჰაერის ზამბარებს (ღერძის დიამეტრით 8მმ) ვამზადებ შეკვეთით სამი დღის განმავლობაში, წინასწარი გადახდის მერე. ფასი 35 ამერიკული დოლარი. რა თქმა უნდა ლარებშიც შესაბამისი კურსით. სხვა დიამეტრის მქონე ღერძიან (შტოკიან) ჰაერის ზამბარებს ჯერ არ ვამზადებ.

გაგზავნა ხდება დამკვეთის ხარჯებით (ჰაერის დამზადების საფასურში 35$-ში არ შედის ტრანსპორტირების ღირებულება). პროდუქცია იგზავნება - ფოსტით, კურიერით, მარშრუტკით. გადახდისა და გამოგზავნის ვარიანტები ინდივიდუალურად განიხილება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

საგარანტიო მომსახურება:

გარანტია 6 თვე, მომხმარებლის სახელზე გაგზავნის მომენტიდან. ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დატუმბვა უფასოა, გაგზავნის ხარჯების გარეშე.

გარანტია არ ვრცელდება თუ ზამბარაზე მოხდენილი იქნა მექანიკური, ან მაღალი ტემპერატურის (50 გრადუსის ზემოთ) ზემოქმედება. ყოვლად დაუშვებელია ღერძზე ნაკაწრები, ან ჩაჭ*ლეტილობები, თუნდაც ძალიან მცირე.

კატეგორიულად აკრძალულია ზამბარაზე დაწოლა მისი სიმძლავრის შესამოწმებლად.

ჰაერის ზამბარა ნორმალურად მუშაობს 0 გრადუსიდან +45 გრადუსამდე.

დამატებითი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ თემიდან [url="http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1968"]ჰაერის ზამბარა პნევმატიური თოფებისთვის[/url]

დამატებულია (07.10.2012, 14:23:02)
---------------------------------------------
გადავწყვიტე ამაზედაც გამემახვილებინა ყურადღება, რათა ჰაერის ზამბარების დაყენება უბრალო პროცესი არ არის, და დაშვებული შეცდომა ხშირად საკმაოდ ძვირი შეიძლება დაჯდეს. მაშ ასე.
ჰაერის ზამბარის დაყენება სტეოგერ იქს50-ზე.

ადრე ამ იარაღთან შეხება არ მქონია, და ჰაერის ზამბარის დაყენებამ მოითხოვა ჩემი მხრიდან არა სტამდარტული მოქმედებები. თოფში რომ ჰაერის ზამბარა ჩავაყენოთ საჭიროა მისი დაშლა, არა მთლიანად, არამედ კომპრესორის დაშლა. ამისათვის საჭიროა:
1. მოვხსნათ კონდახი, რომელიც 3 ვინტითაა (ორი გვერდით, ცევიოზე და ერთიც ძორიდან სასხლეტთან) დამაგრებული.

2. მოვხსნათ დამცველის ("პრედახრანიტელის") ზამბარა.
[url="http://pix.ge/"][/url]

3. მოვხსნათ დამცველის ჩამკეტი შაიბა.
[url="http://pix.ge/"][/url]

4.მოვხსნათ დამცველი კნოპკის ჩამკეტი შაიბა
[url="http://pix.ge/"][/url]

5. მოვხსნათ დამცველი კნოპკის ზამბარა.
[url="http://pix.ge/"][/url]
6.მოვხსნათ დამცველი კნოპკა.
[url="http://pix.ge/"][/url]

7. შემდეგ "სტრუბცინის" საშუალებით მოვხსნათ "ზადნიკის" დამჭერი ორი ვინტი მ4.
[url="http://pix.ge/"][/url]

[url="http://pix.ge/"][/url]

8.შემდეგ გამოვიღოთ "ზადნიკის" დამჭერი "შტიფტი".
[url="http://pix.ge/"][/url]

9.ამოვიღოთ "ზადნიკი".
[url="http://pix.ge/"][/url]

10.მოვხსნატ სასხლეტი მექანიზმი.
[url="http://pix.ge/"][/url]

11.ამოვიღოთ ზამბარა და დგუში
[url="http://pix.ge/"][/url]
[url="http://pix.ge/"][/url]

12. საჭიროა "ზადნიკისა" და დგუშის გადაკეთება.

იყო
[url="http://pix.ge/"][/url]
გადაკეთების მერე
[url="http://pix.ge/"][/url]
დგუშის მთლიანი წონა იყო 340 გრ. რაც ჰაერის ზამბარისთვის (8 მმ-იანი შტოკით) არამიზანშეწონილია. ამიტომ - დგუში იქნა თერმიულად მოშვებული, მოხსნილი თავი (სადაც მანჯეტი ეგება), რისთვისაც საჭირო გახდა ამ ნაწილის გაწითლებამდე გახურება და დგუშის თავის გამოწნეხვა, შემდეგ დგუშის მეორე თავის (სადაც "შეპტალოსთან" ჩაკეტვა ხდება) გაცხელება და

მოშვება ნორმალიზაცია, რადგან დგუშის ეს ნაწილი ნაწრთობია (მადლობა მწარმოებელს, რადგან ბევრ მსგავს თურQულ თოფებში დგუშის ეს ნაწილი უწრთობია, რის გამოც თოფი ხშირად გამოდის მწყობრიდან) და მისი მექანიკური დამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია. შემდეგ ამოჭრილი იქნა ორი გრძელი Fანჯარა 20 მმ.ით მოკლე ჩამკეტი მხრიდან და 10 მმ.ის

სიგანის. ასევე იქნა მოჭრილი შიგა მიმმართველის (ჩანს ზემოთა სურათში დგუშის შიგნით) რომელიც მანჯეტის დამჭერთან ერთადაა გაერთიანებული და ამ მანჟეტის დამჭერში დგუშის მხრიდან იქნა ჩაბურღული დიამეტრით 8.5 მმ. და სიღრმით 5მმ.(ზამბარის შტოკის დასაჭერად, რადგან ჰაერის ზამბარა დაყენდება შტოკით დგუშში) ამის შემდეგ მანჟეტის დამჭერი ნაწილი იქნა

ჩაყენებული დგეშში და დგუშის კორპუსი მასზე შემოტვიფრული. უფრო მეტი საიმედობისთვის გამოყენებული იქნა თითფერის შელღობის მეთოდი, რადგან ამ ადგილზე სვარკის გამოყენება ნაკლებად მიზანშეწონილია.შემდეგ იქნა დგუშის მეორე თავი (ჩამკეტი მხრიდან) თერმოდამუშავებული (წრთობა , მოშვება), შემდეკ კი გაშლიფოვკებული.
გადაკეთების მერე დგუშის წონა გახდა 220 გრამი.

ზადნიკზე იქნა მოჭრილი პირველი საფეხური მიმმართველთან ერთად და გამოჩარხული შიგნიდან დიამეტრით 20 მმ. და სიღრმით 13 მმ.
შემდეგ დგუშზე ეგება მანჟეტა, ხდება მისი საპოხი მასალის წასმა (საპოხ მასალად ვიყენებ ავტომობილის ძრავის ზეთისა და

"შრუსის" საპოხი მასალის ნარევს 3/1) დგუში ყენდება კომპრესორში, მასში ყენდება ჰაერის ზამბარა და ა.შ. იწყობა თოფი.

ესეც რეზულტატები:


დამატებულია (07.10.2012, 14:24:52)
---------------------------------------------
რა ვქნა ასეთი სურათები გამოვიდა, არ ვიცი რატომ.

დამატებულია (07.10.2012, 14:34:52)
---------------------------------------------
ესეც ჩემი არსენალი. ნაწილი მინსკში დავტოვე . ნაწილი საბაჟოზეა დაკავებული და თითქმის ერთი წელიწადია არ მიბრუნებენ (ამაზე უკვე დავწერე ზემოთ). თითქმის კველა ეკსპერიმენტალური ვარიანტია, ამიტომ ზოგიერთი მათგანი პერპეტუმობილეს უპრო ჰგავს ვიდრე თოპს, გარდა ZUL-312-ისა, ეს რარიტეტული მოდელია
მარცჰნიდან მარჯვნივ: "Дрозд" (ავტომატი), ZUL-312, "TORUN", "HATSAN-105", უსახელოა, რადგან ლულის გარდა მთლიანად ხელნაკეთია, МР-512 MK, ИЖ-61, МР-514 ("კროკოდილი")

დამატებულია (07.10.2012, 14:41:09)
---------------------------------------------
რატომ გამოვიდა ასეთი დიდი სურათები არ ვიცი, თუ ადმინს შეუძლია სეასწოროს, მოხარული ვიქნები.

დამატებულია (08.10.2012, 15:25:56)
---------------------------------------------
აი კიდევ. სტეოგერ იქს 10-ზე იქნა დაყენებული , ჩემი კონსტრუკციის "ნადულნიკ-სტაბილიზატორი"
[url="http://pix.ge/"][/url]

დამატებულია (08.10.2012, 15:27:03)
---------------------------------------------
[url="http://pix.ge/"][/url]

ეს მექანიზმი გამოიყენება ტურბულენტური აირების მოსაცილებლად, ტყვიის ლულიდან გამოვარდნის მომენტში. მსგავსი მექანიზმები გამოიყენება ცეცხლსასროლ სნაიპერის თოფებში. ხაზს ვუსვამ-მხოლოდ მსგავსი, რადგან ჩემი კონსტრუკციის გამოყენება ცეცხლსასროლ იარაღში კატეგორიულად აკრძალულია მოსალოდნელი გარანტირებული ტრამვის გამო. ეხლა ცოტა

თეორია. თუ ვიმსჯელებთ ტყვიის შიგა და გარე ბალისტიკით-ტყვია ლულაში მოძრაობისას მოქმქდებს როგორც დგუში და დიდი სიჩქარით გამოდევნის ლულაში არსებულ ჰაერს, რომელიც ერევა გარე ატმოსფეროში არა ისრის მსგავსად სწორად, არამედ იკლაკნება და იწვევს ლულის კვეთთან ჰაერის "ზავიხრენიეს" (ქართულად ვერ გადმოვთარგმნე), გარდა ამისა ტყვ-

იის ლულიდან გამოვარდნისას დაწნეხილი ჰაერი, რომელიც მას აწვებოდა (თუ დავუჯერებთ თეორიას) ასწრებს გვერდებიდან ტყვიის გადაადგილებას დაახლოებით 2,5-ჯერ (ცეცხლსასროლ იარაღში 4-ჯერ) რომელიც თავის მხრივ ასევე უმატებს "ზავიხრენიეს" ლულის კვეთთან არსებულ ჰაერს, და ტყვია შედის არაერთგვაროვან, სხვადასხვა მხარეს სწრაფად

დამატებულია (08.10.2012, 15:28:21)
---------------------------------------------
გადაადგილებად ჰაერის მასაში, რაც თავის მხრივ უჯიკავებს ტყვიას რათა გადააადგილოს მიღებული ტრაექტორიიდან.
ზემოთნაჩვენები ხელსაწყო -"ნადულნიკ-სტაბილიზატორი"- გამოიყენება ასეთი ტყვიის ხელისშემშლელი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, რათა ტყვიას მოაცილოს ცუდი ტუბულენტური ჰაერის ნაკადი მისი ლულიდან გამოვარდნის შემდეგ.

ეს ხელსაწყო არის რეგულირებადი, რის გამოც მე მას ვუწოდე ჩემს მიერ გამოგონილი. რადგან მსგავსი მინახავს, ხოლო რეგულირებადი არ შემხვედრია. რეგულირება ხდება კონუსის ლულის კვეთიდან დაშორებისა, რაც გავლენას ახდენს ტყვიის ტრაექტორიაზე. კონუსის გადაადგილება შეიძლება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საგნით რომლის საშუალებითაც შეიძლება

კონუსის ამოხრახვნა ან ჩახრახვნა საჭირო მანძილზე, ხოლო შემდეგ კონუსზე არსებული ნახვრეტის საშუალებით მისი დაფიქსირება და სპეციალური "კლუჩით" "კონტრგაიკის" მოჭერა, და კონსტრუკციის საბოლოო დაფიQსირება. "ნადულნიკ სტაბილიზატორის" ზუსტად დასარეგულირებლად შეიძლება დაჭირდეს 100-ზე მეტი გასროლა. რეგულირება ხდება შემ-

დეგნაირად- ყველა ეს ხელსაწყო დაახლოებით უკვე დარეგულირებულია. საჭიროა რამოდენიმე გასროლა და ჯგუფის გაკეთება. შემდეგ კონუსის გადაადგილება ზემოთნახსენები მეთოDით ორი ბრუნით, მისი კონტრგაიკით დროებით დაფიქსირება, და ისევ ჯგუფის გაკეთება. შემდეგ ისევ ორი ბრუნი იმავე მიმართულებით, ისევ სროლა. შემდეგ ისევ ორი

დამატებულია (08.10.2012, 15:29:38)
---------------------------------------------
ბრუნით გადაადგილება და ისევ სროლა და ა.შ. შემდეგ კონუსის დაბრუნება ძველ ადგილზე და უკვე საწინააღმდეგო მხარეს მისი ორი ბრუნით გადაადგილება და სროლა. შემდეგ ამ ოპერაციის კიდევ გამეორება. და შემდეგ ისევ გამეორება. შემდეგ ჯგუფების ანალიზი, და საუკეთესო ჯგუფის გამოვლენის მერე ხდება კონუსის ამ ჯგუფის შესაფარდ ადგილზე დაბრუნება

და შემდეგ მისი გადაადგილება საწინააღმდეგო მხარეებში უკვე თითო ბრუნებით. და ა.ს. და ასეთი მარტივი მეთოდით კონუსის ყველაზე საუკეთესო მდებარეობის დადგენა და საბოლოო დაფიქსირება კონტრგაიკით.

ხელსაწყო გამოცდილია არა მარტო ჩემს მიერ, და მას მხოლოდ დადებითი შეფასება აქვს. ის ასევე ასრულებს ლულის დამამძიმებლის როლს. შეკვეთის მიხედვით შეიძლება დამზადდეს მსგავსი ხელსაწყო ღია სამიზნისთვის "მუშკით". მათი წონა მერყეობს 160 -დან 250 გრამამდე მისი ზომისა და კონსტრუკციის მიხედვით. თუ დავუჯერებთ თეორიას, ზოგიერთო პნევმოფანატი თავის თოფზე სამკილოგრამიან დამამზიმებელს აყენებს. რა თქმა უნდა ეს ეხება არა ლულის გადატეხვით ზდპ-ებს, რადგან ალბათ ყველა თოფის მექანიზმი ვერ გაუძლებს მას და ლულა თავისით გადაიხსნება.

ფასი საშუალოდ 50 ლარი. ერთი შეხედვით მექანიზმი ვინმეს მარტივად შეიძლება ეჩვენოს , მაგრამ ეს სწორი არ არის რადგან ის უნდა დამზადდეს საკმაოდ მაღალი სიზუსტით , თორემ დადებითის მაგივრად უადყოფით შედეგებს მივიღებთ. თუ ჩემი

დამატებულია (08.10.2012, 15:30:30)
---------------------------------------------
ბილეტრისტიკა ვინმესთვის ახალი არ იყოს ნუ მიწყენთ.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - კვირა, 07.10.2012, 19:17:05
 
პედიატრიდრო: შაბათი, 13.10.2012, 12:09:40 | შეტყობინება # 574
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიოპტრული სამიზნე ასე 30 მეტრში თუა ეფექტური, თუ მხოლოდ 10 მეტრში სპორტული სროლისთვისაა გამოსადექი? "მინჩანინს" ქონია დიოპტრიანი ზული და მისი აზრი როგორია?
 
minchaninდრო: შაბათი, 13.10.2012, 20:47:06 | შეტყობინება # 575
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დიოპტრული სამიზნე არის რგოლი რგოლში, შიგა რგოლსა და გარე რგოლს შორის "პროსვეტი" ძალიან ცოტაა, ამიტომ შედარებით დიდ ობიექტზე სროლის დროს ხედავ მხოლოდ შიგა რგოლის შიგნით მოთავსებულ გამოხატულებას, და მის ირგვლივ რა ხდება ვერ ხედავ. როცა მიზანი შორსაა ხედავ დიდ სივრცეს მიზნის ირგვლივ და ცენტრის ზუსტად მოძებნა შედარებით ძნელია. რაც შეეხება კერძოდ 30 მეტრს-ყურადღება არ მიმიქცევია. მე მგონი სტანდარტული დიოპტრით ნორმალური უნდა იყოს. ხოლო უფრო შორს ზუსტად ვერ გეტყვით. ზულ-ზე მქონდა დიოპტრი, მაგრამ 20-25 მეტრზე შორს არ მისვრია. ამიტომ იქ მასეთი სამიზნე საკმაოდ ეფექტური იყო.
 
vakotakoninoდრო: კვირა, 21.10.2012, 23:06:11 | შეტყობინება # 576
ჯგუფი: წაშლილები





სტოეგერ ხ20 ვიყიდე და რამდენ მეტრში შემიძლია ყვავის მოკვლა
23
 
პედიატრიდრო: კვირა, 21.10.2012, 23:43:33 | შეტყობინება # 577
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ სასიკვდილო ადგილას მოარტყი, ჩათვალე რაღა მაგი გისვრია და რაღა სანადირო თოფიდან 0 ნომერი საფანტით. ანუ ალბათ ასე 40 მეტრში( თუ თავში ან ხერხემალში მოარტყი)
 
vakotakoninoდრო: ორშაბათი, 22.10.2012, 22:27:18 | შეტყობინება # 578
ჯგუფი: წაშლილები





მაქვს სტოეგერ ხ20 4.5მმ ის. რომელ ტყვიებს მირჩევთ სიზუსტეში სროლისთვის ? 48 48

დამატებულია (22.10.2012, 21:25:18)
---------------------------------------------
პნევმატიკაში ერკვევი

დამატებულია (22.10.2012, 21:26:41)
---------------------------------------------
პეგიატრ შენ არ გეუბნები 069 069

დამატებულია (22.10.2012, 21:27:18)
---------------------------------------------
მადლობა პასუხისთვის

 
minchaninდრო: პარასკევი, 26.10.2012, 22:46:18 | შეტყობინება # 579
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვიყიდი რუსული წარმოების პნევმატიურ პისტოლეტს МР-654К-ს ნებისმიერ მდგომარეობაში.
 
ბუთუთიდრო: ორშაბათი, 29.10.2012, 19:38:00 | შეტყობინება # 580
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა მაინტერესებს შემოტანა უცხოეთიდან ან გამოწერა კიდე არ შეიდლება minchanin,

 
goga-giდრო: ორშაბათი, 29.10.2012, 20:50:12 | შეტყობინება # 581
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაღირს ეგ თოფი ამერიკაში თუ იცით ვინმემ

გ.ხარაიშვილი
 
minchaninდრო: სამშაბათი, 30.10.2012, 22:44:25 | შეტყობინება # 582
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბუთუთი
სამწუხაროდ, როგორც მე ვიცი პნევმატური იარაღის შემოტანასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი შეცვლილა.
 
ბუთუთიდრო: ოთხშაბათი, 31.10.2012, 19:19:10 | შეტყობინება # 583
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, მაგარი პნევმატურები გაქვთ

 
cxadazeდრო: სამშაბათი, 20.11.2012, 16:09:08 | შეტყობინება # 584
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 82
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიცჰებო ხომ არავინ იციტ კარგი ზამბარა საად იყიდებაა

მგელი არ იშლის მგლობასა არწივი არწივობასა!
 
ბუთუთიდრო: სამშაბათი, 20.11.2012, 22:58:22 | შეტყობინება # 585
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 486
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, სანადიროთ რომელი ჯობია პანტომი ტუ X 5 თი?

დამატებულია (20.11.2012, 21:58:22)
---------------------------------------------
vakotakonino, სტოგერი X?


 
marsiდრო: ოთხშაბათი, 21.11.2012, 00:14:19 | შეტყობინება # 586
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ნორიკა კომანდო მაქ სულ ახალი ვიყიდე მარა ძაან რბილი პრუჟინა აქ და არ შეიძლება რაიმე მაგარი პრუჟინის შეცვლა? მაგალითად ჰაცანის პრუჯინა რომ ჩავუდგა. 250 მეტრ წამამდე რო ავიყვანო სიჩქარე

დამატებულია (20.11.2012, 23:13:39)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (20.11.2012, 23:14:19)
---------------------------------------------
[img][/img]


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
minchaninდრო: ხუთშაბათი, 22.11.2012, 19:23:05 | შეტყობინება # 587
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მარსი გამარჯობათ. მოგილიცავთ ახალი პნევმოს შეძენას. მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა. ჰატსანის ზამბარის ჩაყენება რატომაც არ შეიძლება, თუ ჩაეტევა. ისე საინტერესოა რამდენი აქვს კომპრესორის დიამეტრი და დგუშის სვლა.
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 22.11.2012, 22:41:57 | შეტყობინება # 588
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, რად გინდა, რამდენადაც მახსოვს, ორი ძლიერი ჰატსანი გაქვს და ძლიერმა ზამბარამ არ მოარყიოს ნორიკა. ისე, ჰატსანთან შედარებით თუა უკეთესი ნაკეთობა, ლულას მიზანი თუ აქვს?
 
marsiდრო: ხუთშაბათი, 22.11.2012, 23:32:28 | შეტყობინება # 589
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin, მადლობა მოლოცვისთვის

დამატებულია (22.11.2012, 22:25:14)
---------------------------------------------
პედიატრი, ჰაცანები ორივე გავყიდე, ავტომატური თოფის ყიდვა მინდოდა და ფული მაკლდა, ისე მაგრად კი დამწყდა გული ჰაცნებს რომ შეველიე, მაგარი კაი იარაღები იყო. ამ ნორიკასთვი შედარებით სლაბი ჰაცანის პრუჟინა მინდა რომ დავუყენო თორე ჰაცან135-ის პრუჟინა თავისთავად არ ჩაეტევა. ნორიკას ნამეტანი დაბალი სიჩქარე აქ 164 მ/წ უწერია, 250-მდე მაინც მინდა რომ გავუზარდო. ერთერთ უცხოურ საიტზე ვნახე გაძლიერებული ნორიკა მარა კარგად ვერ მივხვდი რითი გააძლიერეს

დამატებულია (22.11.2012, 22:28:25)
---------------------------------------------
აღარ არის მაღაზიებში თორე ვიყიდიდი ერთ მძლავრ ჰაცანს

დამატებულია (22.11.2012, 22:31:35)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (22.11.2012, 22:32:14)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (22.11.2012, 22:32:28)
---------------------------------------------
ეს მოდელი მომწონს


საქართველოს გაუმარჯოს!!!

შეტყობინება დაამუშავა marsi - ხუთშაბათი, 22.11.2012, 23:26:06
 
პედიატრიდრო: ხუთშაბათი, 22.11.2012, 23:43:17 | შეტყობინება # 590
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გასაგებია! მგონი, ძლიერი ზამბარით და დგუშის დამძიმებით შეიძლება გარკვეულწილად გაძლიერება, თუ თოფი გაუძლებს.
 
თედოდრო: პარასკევი, 23.11.2012, 00:26:55 | შეტყობინება # 591
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰატსან 33-ის პრუჟინა სინჯე, ისე ჯობია პრუჟინა წაიღო და დაატოლო დიამეტრებში სხვა ჰატსანის პრუჟინებს.

თუმცა ჩემი აზრით, მაგ თოფის 250 მეტრწამამდე გაძლიერების ცდა წარუმატებლად დამთავრდება, 250 "მაინც" აღარ არის და სერიოზული ძალაა სანადიროდ. არა აქვს მაგ მოდელს მაგდენი შესაძლებლობა. თუ გაზის ზამბარას ჩადგამ ყველაზე საუკეთესო შედეგი 200-205 აჩვენოს საწყისი სიჩქარე, მსუბუქებით.

მაგი რომ ჩევულებრივი პრუჟინით შენ 250 მეტრ წამზე აიყვანო, იმხელა უკუცემა ექნება რომ, 50 მაქს. 100 გასროლის შემდეგ ხელში ჩაგეშლება.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"


შეტყობინება დაამუშავა თედო - პარასკევი, 23.11.2012, 00:29:32
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 23.11.2012, 00:47:40 | შეტყობინება # 592
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ერთი minchanin-ს მინდა ვკითხო, მის არსენალში მხოლოდ ზამბარიანი თოფებია, არადა არის კიდე "ბალონჩიკებზე", კომპრესიული და ჩაწნეხილ ჰაერზე. რა არის ზამბარიანი თოფებისადმი თქვენი სიყვარულის მიზეზი? ერთი: სიმარტივე. მეორე: იოლი მოვლა. მეტი?
 
TARASICHAდრო: პარასკევი, 23.11.2012, 03:34:59 | შეტყობინება # 593
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 26
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ძმებო ქართველებო, დახმარება მჭIრდება თქვენი და იქნებ მირჩიოთ რამე, პნევმატური თოფის ყიდვა მინდა და ვერ გადამიწყვეტია რომელი ვიყიდო, Rimington Vantage 1200, Remington Summit, ამ მოდელებიდან რომელს მირჩევთ ძმებო ? თუ იცით კიდევ HATSAN 99-ი ჯობია ამ მოდელებს? HATSAN-ის რომელი მოდელი ჯობია თუ იცით მომწერეთ რა, სანადიროდ და მიზანში სროლისთვის მინდა და დავიბენი იმდენი რამე წერია ფორუმზე, ვერ გადავწყვიტე ვერაფერი, იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე. წინასწარ გიხდით მადლობას. გაიხარეთ
 
marsiდრო: პარასკევი, 23.11.2012, 14:42:06 | შეტყობინება # 594
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თედო, მეგონი 250-მდე კი უნდა გაუძლოს იმიტომ რომ ნორიცას სხვა მოდელები ვნახე და ერთი და იგივე ლულა, ერთი და იგივე სისქის საზამბარე კოლოფი ქონდა, ანუ რასაც ქვია თვითონ თოფის მეტალის კორპუსი(რამდენად სწორად ვთქვი არ ვიცი) და იმ მოდელებს ტყვიის სიჩქარე 305მ/წ-ი ეწერა. უბრალოდ თოფი გრძელი იყო და თავისთავად უფრო გრძელი ზამბარა ექნებოდა. მემგონი კი გაქაჩავს ჰაცანის ზამბარაზე. გაზის ზამბარა როგორ უნდა ჩავუდგა ან სად უდგამენ აზრზე არ ვარ მაგის შესახებ, ვის და სად უნდა მივმართო ხოარ იცი? თან უკეთესი იქნება პრუჟინა წარამარა ჯდება და მაგი უფრო დიდხანს გაძლებს

დამატებულია (23.11.2012, 13:41:12)
---------------------------------------------
TARASICHA, რემინგტონი თავისთავად კარგია მარა არც ჰაცანია ცუდი ვარიანტი. ჰაცანის 95-ს და 99-ს გირჩევ. გამძლე ზუსტი და ძლიერი იარაღია, თან რემინგტონზე იაფი ღირს. მაგრამ სად უნდა იშოვო ნახმარებს თუ იყიდი

დამატებულია (23.11.2012, 13:42:06)
---------------------------------------------
ისე ხო აღარ დააყენეს საშველი ამ პნევმატურ იარაღების შემოტანას, ნეტა როდემდე უნდა იყოს ასეთ გაურკვევლობაში?


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
თედოდრო: პარასკევი, 23.11.2012, 19:59:42 | შეტყობინება # 595
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კონკრეტულად შენი მოდელი, უფრო დაბალი დონეა ქარავანში რო იყიდება იმ ნორიკებთან შედარებით. დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია და 100 პროცენტით შენც ნუ გაითვალისწონებ ჩემს ნათქვამს, რადგან ეგ თოფია პრაქტიკაში არც მინახავს.

თუ პრობლემა ეგაა რომ ზამბარა მალე ჯდება, თბილისში ბლომად იშოვება ჰატსანის ზამბარები, ოღონდ ზეპირად ვერ გეტყვიან შენსაზე რომელი წავა უნდა მიიტანო და დაატოლო, ისიც ვიცი რომ შენ ქუთაისელი ხარ 23

ეხლა მაიმარკეტზე ვნახე შენი თოფი, ჯერ თუ რამე ახალი არ ნახე ჯობია რო არ გაყიდო, იმიტომ რომ შეიძლება დიდხანს მოგიწიოს ცდამ და ეგ გასართობად მაინც გექნება სახლში.

გაზის ზამბარას ჩვენი ფორუმელი მინჩაინი აკეთებს ზესტაფონში და ის უფრო ზუსტად გეტყვი შენი თოფის შესაძლებლობებს, წინა პოსტები ნახე.

TARASICHA

მეეჭვება რო სუმმითი ან ფანტომი, ან ჰატსან 99 ნახო საქართველოში. ეგენი სამივე კარგი იარაღებია დაახლოებით ერთი კლასის. ანალოგიური შესაძლებლობების რაც საქართველოში იშოვება შტოგერ იქს 20ია, კარგი იარაღია ოღონდ ცოტა ძვირი ღირს ნახე ქარავანი.ჯი ზე.

ახლა როგორც თითქმის ყველა ჯიპს ჭირდება საქართველოში გაზი, ისე უნდა ზდპ-საც გაზის ზამბარა. რო შევიძენ ზ.დ.პ. ს აუცილებლად დავაყენბ


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"


შეტყობინება დაამუშავა თედო - პარასკევი, 23.11.2012, 20:00:37
 
marsiდრო: პარასკევი, 23.11.2012, 21:06:07 | შეტყობინება # 596
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თედო, კაი მადლობა

დამატებულია (23.11.2012, 20:06:07)
---------------------------------------------
ჰაცანის პრუჯინები კი არის ბლომად ქუთაისშიც მარა მაინც გაყიდვა გადავწყვიტე. მე რო მინდა ისეთი არაა, თუმცა ცუდი ნაღდად არაა. თან თოფზე მაკლია ფული და ცოტას მაინც შემეშველება


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
giainterstar1დრო: პარასკევი, 23.11.2012, 22:22:39 | შეტყობინება # 597
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 94
რეპუტაცია: -1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კიდე რამდენი სელი უნდა ველოდოტ ამერიკიდან იარაგების შემოტანას, გქააწკალეს გული რა!!! ბენჯამინ მარადიორის კიდვა მინდა ახალის , ვერსად ვაერნახე -ნეტა ტურკეტჰი არიკნება ???

55555
 
თედოდრო: პარასკევი, 23.11.2012, 22:39:43 | შეტყობინება # 598
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რად გინდა რო იყოს მაინც ვერ შემოიტან. მარადიორი მაგარია, ეგონდ ეგაა რომ ცოტა მძიმეა + ოპტიკა ნახევარ კილომდე ხო ავა და მერე ფასიც აღარ არის მსუბუქი.

ეჰ მაგრა განვიცდი პნევმატიკის უქონლობას, ადრე ფანჯრიდა გადმოვდგებოდი ხოლმე და ვკლავდი რაღაცეებს და ასე ვიკლავდი მონადიროულ ჟინს.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
marsiდრო: პარასკევი, 23.11.2012, 23:05:13 | შეტყობინება # 599
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თედო, ხო აბა შენ ჩემი იკითხე აივნიდან ხან მეზობლის ქათმებს ვესროდი, ხან ძირს დაგდებულ პივის ბოთლებს ვამსხვრევდი, ხან კატებს დავერეოდი და ასე ვპარაზიტობდი. ახლა კი არცერთი აღარ მაქ ჩემი უძლიერესი ჰაცნები

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
თედოდრო: შაბათი, 24.11.2012, 00:05:34 | შეტყობინება # 600
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იმედი მაქვს ძალიან მალე შემოვა და ფასებიც დაიწევს, აუცილებლად უნდა ვიყიდო, სხვა თუ ვერ შევწვდი, ჰატსან 99 მაინც და მერე ნელ-ნელა დავანავაროტკებ. მახსოვს ვინც ჩემგან იყიდა გაზის ზამბარა ჩაუდგა და 255 მეტრწამი დააფიქსირა ქრომმა ნორმალური ტყვიებით.

ეხლა რო მქონდეს თბილისის ზღვაზე ავიდოდი და ჩუმად მელოტებს ჩავუჯდებოდი 167 167


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика