უახლესი, 2010 წლის მოდელის ამერიკული (CROSMAN) პნევმატური თოფი. ეს თოფი ჯერ ევროპის ბაზარზე არ იყიდება. ისვრის 4,5 მმ კალიბრის კლასიკურ პნევმატურ ტყვიებს. იტენება ლულის გადაწევით. იგი ტყვიას ზებგერითი სიჩქარით ისვრის. ამ თოფში გამოყენებულია მსოფლიოში ანალოგის არმქონე ტექნოლოგია. მასში ზამბარის ნაცვლად ინერტული გაზის შეკუმშვაზე მომუშავე მექანიზმია გამოყენებული( დაახლოებით ავტომობილის გაზის ამორტიზატორის მაგვარი). ამ ტექნოლოგიის წყალობით 30%-ით შემცირებულია გასროლის ხმა და უკუდარტყმა. კლასიკური მექანიზმისგან განსხვავებით, ამ თოფს არ დაჭირდება დროთა განმავლობაში დასუსტებული ზამბარის გამოცვლა. მისი მექანიზმი პრაქტიკულად მუდმივია! ამასთან კლასიკური მექანიზმისაგან განსხვავებით, ამ თოფის დატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვებაა შესაძლებელი. თოფს გააჩნია რეგულირებადი სასხლეტი(რაც ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიკური სამიზნით დიდ მანძილზე სროლისას) და დამცველი მექანიზმი. კონდახი დამზადებულია მაღალი ხარისხის, ციფრული კომუფლირებული პლასტიკისაგან, ამიტომაც იგი ბრწყინვალედ უძლებს ნესტს და არ ეშინია ნაკაწრების... თოფი აღჭურვილია ამერიკული ფირმა CenterPoint-ის დარტყმაგამძლე 3-9X40 ოპტიკური სამიზნით. ეს თოფი განკუთვნილია დიდი მანძილზე სიზუსტეში სროლისათვის და ასევე მსხვილ ფრინველებზე და საშუალო ზომის ცხოველებზე(მაჩვი კურდღელი და სხვა) სანადიროდ. ეს თოფი პნევმატური იარაღის ბოლო სიტყვაა...
დამატებულია (25.02.2010, 10:20:30) --------------------------------------------- ნახეთ რა მაგარი რამეაა, ძალიან მინდა მაგის შეძენა. :166:
პედიატრი, 5,5 კალიბრის ყვიიის პნევმატური ჩემ სიძეს ააქვს, მარა იმან ერაყიდან ჩამოიტანა. საქართველოს კანონით 4,5 კალიბრია მარტო დაშვებული და მაგიტომაც არ იყიდება მაღაზიებში, 6,5 კალიბრიანიც ააქვს ჩემ ახლობელს. თუ ტყვიის სიჩქარე გაინეტესებს მოდელი მითხარით და გეტყვით.
პედიატრი კაროჩე ჩემი სიძის 6.5 კალიბრიანია, დიდი ტყვიებია საკმაოდ, მარა თვითონ მოდელია სუსტი რაა, საერთოდ სიჩქარე პატარა კალიბრიანს მეტი ააქვს ვიდრე დიდს, 100 მეტრში ის პნევმატური აშკარად ვერ გაკაცავს, აი hatsani მოდელები კიი არაა პრობლემა, 5,5 ყველაძე კაია მაგრამ არ იყიდება ჩვენთან რაა.
380მ/წმ-იანი მოვიძიე ინტერნეტით კარგი მოდელები, ჩვენთან ვნახე kral mag-ი, მაგრამ 2-მა ჩემმა ნაცნობმა უკვე მოშალა. 4,5-იანი მჩატეა მაინც, 100მ-ში შეღწევის უნარი ტურაზე ექნება? აი, 5,5-იანი 300მ/წმ კი იქნებოდა კარგი. თურქულებში თუ გეგულება.
.უახლესი, 2010 წლის მოდელის ლეგენდარული Benjamin-ის ფირმის ამერიკული პნევმატური თოფი. ეს თოფი ჯერ ევროპის ბაზარზე არ იყიდება. ისვრის 4,5 მმ კალიბრის კლასიკურ პნევმატურ ტყვიებს. იტენება ლულის გადაწევით. იგი ტყვიას არნახული(457მ/წმ!!!!!!) ზებგერითი სიჩქარით ისვრის. ამ თოფში გამოყენებულია მსოფლიოში ანალოგის არმქონე ტექნოლოგია. მასში ზამბარის ნაცვლად ინერტული გაზის შეკუმშვაზე მომუშავე მექანიზმია გამოყენებული( დაახლოებით ავტომობილის გაზის ამორტიზატორის მაგვარი). ამ ტექნოლოგიის წყალობით 70%-ით შემცირებულია გასროლის ხმა და 30%-ით უკუდარტყმა. კლასიკური მექანიზმისგან განსხვავებით, ამ თოფს არ დაჭირდება დროთა განმავლობაში დასუსტებული ზამბარის გამოცვლა. მისი მექანიზმი პრაქტიკულად მუდმივია! ამასთან კლასიკური მექანიზმისაგან განსხვავებით, ამ თოფის დატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვებაა შესაძლებელი. თოფს გააჩნია რეგულირებადი სასხლეტი(რაც ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიკური სამიზნით დიდ მანძილზე სროლისას) და დამცველი მექანიზმი. კონდახი დამზადებულია კაკლის ძვირფასი მასალისაგან და გააჩნია მოხერხებული ფორმა. აწვს საკიდის დასამაგრებელ რგოლები(სალიდიც მოყვება!). თოფი აღჭურვილია ამერიკული ფირმა CenterPoint-ის დარტყმაგამძლე 3-9X40 ოპტიკური სამიზნით. ამ თოფის ერთი ნახვაც კი საკმარისია, რომ მიხვდე: ეს ”მონსტრი” სპორტული იარაღი არაა - ის სანადირო ზარბაზანია! მითვის პრობლებას არ წარმოადგენს დიდ მანძილებზე მსხვილი ფრინველისა და საშუალო და დიდი ზომის ნადავლის მონადირება (დათვი არ მიგულისხმია, მაგრამ მგელი პრობლემა არაა!). ეს თოფი პნევმატური იარაღის ბოლო სიტყვაა...
ამერიკული ძვირი იქნება, კროსმანივით. თურქული ანალოგი არ გეგულება? ამ თოფს 5,5-იანი ვერსია თუ აქვს სიჩქარე როგორია. რაშია საქმე იცი, მაღალ სიჩქარეზე მსუბუქ ტყვიას დიდი წინააღმდეგობის კოეფიციენტი, მეტი გადახრები, ქარის მეტი გავლენა აქვს. შეღწევის უნარიც ნაკლებია მაინც. შემთხვევით რომელიმე ხომ არ გაქვს?
ვიდეოსთვის მადლობა. აქ წინასწარი დატენვის კომპრესიული აირგანი იყო მგონი(ინგლისური არ ვიცი). რომ მქონდეს 2 აირგანი: 4,5 და 5,5 100მეტრში ვესროდი 2 ერთნაირ ფიცარს მყარი საყრდენიდან და შევადარებდი:1. რომელი ტყვია უფრო ღრმად შევა ფიცარში; 2. სროლის სიმჭიდროვეს(სიზუსტეს), რამდენი ცანტიმეტრის დიამეტრის მქონე წრეში ჩაჯდებოდა 5-5 ტყვია. ისე, შენ ხომ არ გაქვს მაგის შესაძლებლობა?
ხო იცი 6.5 კალიბრიანიცაა. მე ვიცი რომ 4.5-იანი უფრო გახვრიტავს ვიდრე 5.5. აი იმას შეეეხმიანე თუ გინდა და გაგარკვეევს. (871) 53-48-96 გრიგოლი, მაგას ჩამოაქ პნევმატურები და გეტყვის ყველაფერს.
ესეიგი მისმინეთ ეხლა ყველაამ. ის რუსული კისტი როა მაგის სიჩქარეა 150 მ/წმ, და ეხლანდელები, ანუ ამერუკული ან თურქული 380 ან 450 მ/წმ, რასაც თავისუფლად შეუძლია მელია და მგლის მოკვლა, ნუ ფრინველი ყველანაირი თითქმის, ძაან დიდების გარდაა, მე მაგრად მევასება და ვერთობი ხოლმეე, მე მააქვს hatsan 125 რომელიც თავისუფლად ხვრიტავს 3 სანტიმეტრიან Fიცარს 50 მეტრში. (მგონი კარგათ აგიხსენიით)
soso k30, ინეტში ვნახე და კარგი ჩანს. სანადიროდ რომ ვარგოდეს, ფიცრის გახვრეტის გარდა, უნდა ჰქონდეს მიზანში მოხვედრის საიმედოობა: კარგად დააფიქსირე თოფი სადგამზე(ან ტისკში) და 100 მეტრში ესროლე მცირე მიზანს(მაგალითად კოკაკოლას პატარა ბოთლს), 10 სროლიდან 10-ვე უნდა მოხვდეს. თუ არა, ე.ი. სროლის სიზუსტე არ ქონია საკმარისი და სანადიროდ არ გამოდგება.ისე, 100 მეტრში ნახე რა სიღრმეზე შევა ჩვეულებრივ ფიჭვის ფიცარში და რომელ ტყვიკას იხმარ(მარკა, მასა), ნუ შეიზარებ, მაინტერესებს, ვფიქრობ კარგ აირგანზე. შენს სიძეს რა მოდელის აირგანი აქვს?მაინტერესებს ინეტში ვნახო მახასიათებლები
პედიარტი ჩემი სიძის ვნახე და არაფერი არ აწერიაააა, თან იცი რამხელა ტყვიებია 6.5-იანები? დიდია რაა, ნუ ჩემსას რაც შეეხება ისე მიზანი გასწორებული რომ მაგარია ძაან, მაღაზიაში გამისწოერს რა მას მერე არ არეულა რაა ძმა, 100 მეტრში აი ღობის ფიცარს გახვრიტავს რაა, და მე რომ გითხარი ის 450 რომ ააქვს ის საერთოდ მგელია რაა. ჩემი მოდელია hatsan mod 125th. რაც შეეხება ტყვიებს ეს თურქულები როა ეგენი ტრუხაა რაა. აი სურათებს განახებ კაი ტყვიების.
ლინკისთვის მადლობა, ახლავე დავათვალიერებ. მაინც, დრო რომ გექნება, შეამოწმე, როგორც გთხოვე და მომწერე. თუ შენი სიძის თოფსაც შეადარებდი ამ პარამეტრებით და მოგვწერდი, კარგი თემა გამოგივიდოდა
იცი რაა ჩემი სიძის ტოფის მარტო ბანძი ტყვიები იშოვება ბრატ ჩვენტან და მაგივ ვერ ქაჩავს აშკარად, თან ოპტიკაც არ უვარგა რაა, ნუ ერაყში კი ნადირობდნენ მტრედებზეო რაა, მარა ჩემი მგელია მაინც, კაროჩე 300 ლარად დაითრევ ნორმალურო ოპტიკიტ ან 350. ჩემსას კაი ოპტოკა აQვს რაა, იმ დღეს 80 მეტრში ჩამოვაგდე ყვავი.
იცი რა, მე არ მაქვს მაგის საშუალება(თოფს არ გამომატანენ შესამოწმებლად ამხელაზე) და იმიტომ გთხოვე მაგ მეთოდით რომ შეგემოწმებია. ისე, ხომ არ იცი, დეიზის ტყვიკების წონები(არ აწერია ლინკზე) და თურქულების წონები? შედარებისთვის.მაინც, რომელ ტყვიკებს ანიჭებ უპირატესობას და რატომ?
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!