გამარჯობათ აქ ევროპაში სკს არ შემხვედრია გაყიდვაში საიგები კი არი ბლომათ და ღირს 350 ევრო კაციშვილი ზედ არ უყურებს მე მინდოდა მეყიდა და ისეთი ფასები აღ მოვაჩინე საქართველოში აქ ცხრას იყიდი მარა რათ გინდა ვერ წამოიღებ.არა ჩვენი საშველი არ იქნება ყველაფერი იყიდება ძაან ძვირად. მტერი კარს მოგდგომია შე კაი კაცო გაყიდე რეალურ ფასში რა იცი რა ხდება კაცს რომ შეეძლოს თავის დაცვა.
რას გაუგებ ამ მთავრობას იარაგებს კი არადა კალხს ორი ერტნაირი ნივტი რომ მოჰქონდეს იმაზე უბურღვავენ ტვინს და იარაგს შემოგვატანიებეენ. იარაღის შემოტანა უნდა ხდებოდეს რა თქმა უნდა რაგაც პირობების გათვალისწინებით.
ძველი მდელებს უფრო აქებენ ვიდრე ახლებს და რამდენად სიმარტლეა თუ იცით, მაგ. ტოზ-8, ტოზ -17 თუ 78 , 99. დაცერეტ ტუ ვინმემ რამე იცით . ისე კარგი თემაა და აქტუალური უნდა იყოს
ჩემი აზრით და პრაქტიკით, ნადირობისას საკმაოდ შედეგიანი ტყვიაა ვინჩესტერის მიერ წარმოებული მოსპილენძებული თავით, არანაირ საფრთხეს არ უქმნის ნარეზს და დიდ ზიანს აყენებს მსხვერპლს.
ეგრეწოდებული "გეკო"ანუ სწორედ რო ვთქვად 22ლრ საერტოდ მე ვთვლი სიაფანტ იარაყათ. მაკვს სამწუხაროთ მაგის გამოცდილება,4წელი ვიყავი ტოზ-78-01 მფლობელი. გარდა მიზანში სასროლად კიდევაც "მინადირია"ასე რომ რაღაცა პატარა გამოცდილება მაკვს.ვინც ფიქრობს რომ ეგ იარაღი ნადირობაში გამოსადეგია იტყუებს თავს,გეტყვიტ რატომ. 1)სანადირო იარაღს უნდა კონდეს გაჩერების უნარი და ეგ იარაყი არის გათვლილი მცირე ნადირ-ფრინველზე ანუ ზუსტად რო ვტქვა 2-5კილომდე 2)ზოგს სწამს რო გეკო უსაფრთხო იარაღია არ დაიჯეროთ,სასწაულ რიკოშეტებს იძლევა, საშიშია წყალზე ნადირობისას. 3)სასროლი მანძილი ზოგს უწერია 150-170მეტრი,100მეტროზე ნების მიერ ტყვიას აკვს 0,5მეტრი ვარდნა და 170მეტროზე ეკნება 1-1,50მეტრომდე,ამ მანძილზა თუ რაღაცას მოხვდა მაგ ტყვიას უკვე ძალა არცააქვს,და თუ ავარდა ქარი საერთოდ მიზანში სროლა საეჭვო ხდება. აქედან გამომდინარე მაკსიმალური სასროლი მანძილი "გეკოსთვის" არის 50-80მეტრო,ტუ გინდათ შედეგი მცირე კალიბრში მაშინ 22ვმრ(მაგნუმი)ან 17ჰმრ ამიტ კიდე შესაძლებელია 170 მეტრაში რაღაცის გაკეტება. ძლიერ სიჩქარიანი ტყვია არის გათვლილი თანამედროვე იარარზე რომელიც უძლებს ძლიერ წნევებს,ვტქვათ იგივე ტოზ -78 ჩამკეტს(ზატვორს) აკვს დამატებული კბილი.
artemi63, აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები. მეც მქონდა ე.წ. "გეკო და ვერ გავუგე ვერაფერი. ძირითადად ვნადირობდი წვრილ ცხოველებზე და თუ დარწმუნებული არ ვიყავი რო გასროლილი ტყვია მიწაში ან ცაში წავიდოდა ისე ვერ ვესროდი ვერაფერს. წვრილ ტოტიც საკმარისია რო ტყვია აისხლიტოს. მანძილს რაც შეეხება, 60 მ-ს მერე სულ მცირე ნიავიც კი ისე ფანტავდა, სროლას აზრი არ ქონდა. ამასწინათ შოთკას "გეკო" ვიროლეთ მიზანში,საკმაოდ ბევრი. ოპტიკაც აქვს თითქოს გასწორებული, მარა სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. პნევმატიკა უფრო მომეწონა, ვიდრე ეს. მოკლედ "გეკო" ის იარაღია, როცა არ გაქვს გჭირდებ და რო გაქვს ვეღარ იყენებ.
artemi63, -BERG-, გეკოთი მოკლული მყავს ღორი , რომელიც გამოვიდა 120 კგ,
dandala, შეიძლება ნაჯახითაც მოკლა რამე, მარა ეს ხო იმას არ ნიშნავს რო ნაჯახით იარო სანადიროდ?! მე "გეკო"-ს ტყვიის გაფანტვა და ძალა ვიგულისხმე, თორე კინეტიკური ენერგია რო აქვს და თითქმის ყველაფერს ხვრიტავს რასაც ესვრი, ეგ ბავშმაც კი იცის. და ეგაა ყველაზე ცუდი-იმდენად პატარა "რანევოი კანალს" ტოვებს რო ნადირი შორს მიდის და კვდება, ან სახიჩრდება. ეგ იმას ნიშნავს, ბატს #11 საფანტი ესროლო. როგორც ფრინველზე იხმარება სხვადასხვა ზომის საფანტი, ასევე ყველა ცხოველსაც თავისი ოპტიმალური კალიბრები აქვს
60 მ-ზე მეტ მანძილზე იმიტომ არა აქვს აზრი რო ტყვიას ფანტავს ძალიან (თუ სროლისთვის იდეალური პირობები არაა;ტემპერატურა,ქარი, ნალექი და ა.შ.). აქედან გამომდინარე; თუ ზუსტად არ გაარტყი (ტვინი არ დაუზიანე) ნადირი მიდის. ზუსტი გარტყმა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამოა სწორედ რთული. მეც მაქვს ნასროლი შინაური ღორისთვის რამდენჯერმე(საკალანდოდ ვკლავდით და შანსი გამოვიყენე) : 1. 22LR , მანძილი - 2-3მ, დამიზნების ადგილი - შუბლი თითქმის მართი კუთხით - ტყვიამ სრულად გაიარა ზედა და ქვედა ყბა და წინა ფეხი. ადგილზე მოკვდა. კონვულსიით 2. 22LR, მანძილი 2-3მ, დამიზნების ადგილი ყურის ძირი გვერდიდან - ტყვია გავიდა მეორე მხარეს. ღორმა ცოტა გაიარა და დაეცა, თუმცა სუნთქავდა. 3. 22LR, მანძილი 9-10მ, დამიზნების ადგილი მხარი - ტყვია გავიდა მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა რო ტყვია გულში ქონდა გავლილი, ნახევარი სოფელი დასდევდა. 4. 28კალ.ტყვია, მანძილი 5-6მ, დამიზნების ადგილი ყურის ძირი გვერდიდან. ჩაემხო უსულოდ.
ჩემი აზრით თუ გეკო გაქვს და გინდა საშუალო შედეგი მიიღო(კარგს ვერა) მაშინ ამ იარაღთან ერთად უნდა გქონდეს მანძილმზომი. ყველაფერში გეთანხმებით რაც ამ იარაღის მინუსებზე საუბრობთ და პლიუსიც ძალიან საშიში აქვს. ჩემი აზრით შეცდომაა, რომ გეკოს ყუთებს სანადირო შაშხანა აწერია.
აქედან გამომდინარე დასკვნა: თუ ზუსტად გამოვიყენებთ ყველა იარაღი ძლიერია. და ცოტა აბსურდულია შეფასება ,,სიაფანტი იარაღი".
თქვენ მარტო ღორზე გაქვთ გამოცდილი ისიც ალბათ 2-3მეტროში გაქვთ ნასროლი მე კი ტურა,მელას ვესროდი და თავში თუ არ გაარტყი ვერ გააჩერებ თორემ გახვრეტით კი გახვრიტავს მაგრამ, როგორც-BERG-ი სწორედ აღნიშნა ტყვიას უნდა ქონდეს გაჩერების უნარი რაც სამწუხაროდ ეგრე წოდებულ "გეკო"-ს არ გააჩნია იგივე ფრინველზეც როგორც იხვზე,ბატზეც გაუჭირდება. ეგ ყველაფერი უკვე ათას ჯერ არის პრაკტიკაში გამოცდილი და ველოსიპედის გამოგონას ნუ დავიწყებთ.თუ გინდათ შედეგი მიიღოთ ნადირობაში თქვენი კალიბრი უნდა იწყებოდეს როგორც მინიმუმი 22ვმრ ანუ "გეკო მაგნუმი" მე რომ მკითხო ეგეც არარის მაინდამაინც ძლიერი იარაღი მაგრამ 22ლრ თან შედარებით ნადირობაში მეტი პლიუსები აქვს. თუ გინდათ ეგეთი შედეგი მაშინ "გეკო" თქვენი არჩევანია-http://www.youtube.com/watch?v=73FgkQSMlMI და სხვა ვარიანტი,თუ ხართ მონადირე და არა სადისტი მაშინ უფრო ეგ ნახეთ და შეადარეთ შედეგი- http://www.youtube.com/watch?v=FnDFYtxemEU&feature=related
მეც როგორც გითხარით მაქვს სამწუხაროდ გამოცდილება კერძოთ ტურაზე, 3 ტურას ვესროდი ვერცერთი ადგილზე ვერ გავაჩერე.პირველი ეპიზოდი-ტურა ღია მინდორში 120-130 მ პირველი ტყვია მოხვდა კისერში, სერიოზულად დაიჭრა მაგრამ დამჭირდა სადღაც კიდევ 5ვაზნა რომ ბოლომდე დამემტავრებინა ეგ "ნადირობა". მეორე და მესამე ეპიზოდი- ორი ტურა კამიშებში 80-90მ ერტს მოხვდა გულის არეში მეორეს მკერდში ერტი გავარდა მინდორში მეორე კამიშებში ვერც ერთი ვერ ვნახე, რათქმა უნდა არც ერტი არ გადარჩებოდა მაგრამ ვაი ეგეთ ნადირობას. შაშხანა ტოზ-78-01 , პირველ ეპიზოდში ვაზნა სელლერ-ბელლოტ(ჩეხეთი) დასპილენზებული ძლიერსიჩქარიანი, მეორე-მესამე ეპიზოდში ვაზნა რემინგტონ "ციკლონი"(ჰოლოუ პოინტ)ანუ ტყვია ნახვრეტით დასპილენზებული ძლიერსიჩკარიანი. ერთად ერთი ყვავებზე და კაჭკაჭებზე მქონდა ვშვენიერი შედეგი ერთი გასროლა ერთი ყვავი ან კაჭკაჭი. შეიძლება სხვას უფრო მეტი გამოცდილება აქვს მაგ ნაერ ნადირობაში,ჩემთვის გლუვლულიანი უფრო შედეგიანია ვიდრე ეგ სიაფანტი იარაღი.სხვატაშორის გავყიდე ეგ შაშხანა, არც ვნანობ.
პედიატრი, მიცდია ეგეთი ვარიანტიც და ძალიან ფანტავს. შედეგიც არა აქვს მანდამაინც განსხვავებული იმდენად პატარა კალიბრი და ტყვიის წონა აქვს (შესაბამისად არ ტოვებს დიდ "რანევოი კანალ"-ს). იმ ობიექტებზე, რომელზეც შეიძლება "გეკო" გამოიყენო, ისედაც ყოფნის.
დაინტერესებული ვარ ამ იარაგით მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ ნადირობდნენ ბატზე,ერთ იხვობაზე შემთხვევით გადავეყარე ორ პიროვნებას რომლებიც დამჯდარ ბატებზე ნადირობნენ,შედეგიც არც თუ ისე ცუდი იყო ოღონდ უსაფრთხოების ზომები ბოლო წერტილამდე იყო დასაცავი, მინდა walther G22 შეძენა,ინტერნეტში ბევრი რაგაც წერია ამ იარაგზე,ზოგი აქებს და ზოგი აგინებს,ხომ არ გქონიათ ვინმეს ამ იარაღთან შეხება და ღირს კი ყიდვა? თანაც ფასი ცოტათი იკბინება.... ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
ხოოო გეკო მუდამ სადაო საკითხიაა... მე მქონდა გეკო და საერთოდ ცალ ვაზნიან იარაღებში, მიზანში სროლის გამოცდილება მაქვს საკმაოდ დიდი. 1)გეკოს უტყუარი მანძილი არის 100მეტრი. მე ვგულისხმობ 5სმ-იან სამიზნეს და არა დათვისხელას. სადმე სოფელში თუ დაგინახეს გეკო ეგრევე გეტყვიან 200 მეტრზე წეროს მოკლას? იქ ზიან ბევრნი.. კარგით რა.. რა 200 მეტრიი. კოკვლით მოკლავს მაგრამ 200 მეტრზე სასროლი არაა .22ლრ-ი. ვაბშედა გეკო სპორტული იარაღია, თუ ნადირობაში გამოიყენებთ მაშინ მანძილი უნდა იყოს 100 მეტრომდე + კარგი ოპტიკით (ოპტიკით ნადირობა არის თუ არა დაშვებული ეგ მეორე საკითხია ;) ) 2)გეკოთი ნადირობენ გაშლილ ადგილებზე სადაც ხილვადობა 2-3 კილომეტრია, რადგან რიკოშეტის საფრთხე არსებობს და ბატის მაგივრად ან ძროხას გააგორებთ ან.... 3)გეკო არ არის სათამაშო! და მას დიდი ყურადღება უნდა! ტყვია კი გავს სათამაშოს მაგრამ სათამაშოების ტყვია 1500 მეტრამდე არ მიფრინავს... არაბაერად არ შეიძლება ტბაზე ნადირობა ამ კალიბრით!... 4)ელა ერთ რამეს ვიტყვუი და არავინ არ მედაოს.. სანადიროდ გეკოს ბევრად სჯობს პცპ სისტემის პნევმატური იარაღი თუნდაც 4.5 კალ! ორივე მქონდა და გამოცდილებიდან ვამბობ! საფრთხეც ნაკლებია, ხმაურიც, შედეგ კი 50-70 მეტრზე ერთნაერი აქვთ + საბრძოლო სმასალა იაფია. 5)მე მაინც ვიყიდი გეკოს, მინდა რაიმე ამერიკული და არანაერად "უძლეველი ტოზი". მხოლოდ გარკვეულ ადგილებში შეიძლება ნადირობა, სადაც უსაფრთხოება დაცული იქნება. 6)დათვზე და ტახზე ვინ თქვა რომ შეიძლებაო გეკოთი ნადირობა? :) ნაჯახი რომ ჩაარტყა Dათვს თავში გგონიათ ვერ მოკლავ? :) არაა მიზანშეწონილი ეგ კალიბრი დათვისათვის + არის თუ არა ეგეთებზე ნებადართული ნადირობა ეგ მეორე საკითხია.
დასკვნა: გეკო კარგია კარგი მონადირის ხელში რომელისთვისაც ნადირობაა მუღამი და არა რეზულტატი :) ესეთი მონადირე ყოველ საფრთხეს ითვალისწინებს. აბა სკს-ითაც კი ნადირობენ მაგრამ არ გაუჯლეთტიათ კაცობრიობა :) მაგნუმის გეკო ანუ .22ვმრ-ი უფრო უკეთესია თუ თანხის პრობლემა არ გაქვთ მაგრამ 150 მეტრზე მეტი არც აქ არ გაქვთ :) უბრალოდ სუსტ ქარს ეგ მაგნუმი უფრო წინააღმდეგობას უწევს. ვაზნებიც ძვირი ღირს და მაინც .22ლრ-ი არის პრაკტიკული.
იგრუშკა ნამდვილად არ არის არცერი მათგანი და ბევრის მსგავსად ბავშვებს ნუ უყიდით გეკოს! გეცოდენიბათ მცირე ასაკის მქონე ახალბედა მონადირეებმა გეკოთი რამდენჯერ შეიწირეს 500მეტრის იქეთ მდგომი მონადირეები...
ვისაც ნადირობა მოსწონს ინადირებს, ამ შაშხანით, მაგრამ პირადად ჩემთვის ფრინველის გარდა არაფერზე არ არის მიმზიდველი ამით ნადირობა და არტემის ტქმისა არ იყოს გლუვი მილიარდჯერ მირჩევნია. თვალი მაქ დადგმული მარლინ 795-ზე და რემინგტონ 597-ზე, უფრო გასართობად მინდა მიზანში სასროლად, საპლინკაოდ. სანადიროდაც შეიძლება გამოვიყენო მაგრამ იშვიათად. მიზეზი ამისა არის ტყვიის ფასი, რათქმაუნდა 22ვმრ მერჩივნა მაგრამ 1.5 ლარი რირს ტყვია. ამის ტყვიის ფასი კიდევ 40 თეთრიდან იწყება. "აქ არიან არტისტები ცხოვრებაში და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
იგივე რაც გლუვი. ყენდება ოღონდ მოდელს გააჩნია, შეიძლება გადაჩარხვა დაგჭირდეს. ისე გეკოს მაყუჩი რაღად უნდა ისედაც თითქმის არ აქვს ხმა, ზდპ-ზე პატარა ხმა აქვს.
დამატებულია (15.05.2013, 21:34:35) --------------------------------------------- ვერავინ მეტყვის რემ 597 და მარლინ 795 შორის რომელი უფრო კარგი არჩევანია?? ვგულისმობ პირველ რიგში სიზუსტეს მერე სხვა დანარჩენს.
"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
ამარჯობათ. ტო-99 04 ყიდვას ვაპირებ და ვინმემ მირჩიეთ რამე. 100 მეტრამდე დისტანციაზე გამომადგება ნადირზე სანადიროდ? ვისაც გამოცდილება აქ იმან მომწერეთ მოსმენილი არ მინდა.100 მეტრ მანძილზე რო რამე ნადირს გაარტყა დააგდებს თუ არა. მაგალითად შველს ან გარეულ თხას და ასე შემდეგ. მხტუნავი ტყვია საშიში და ასეთი რაგაცეები ბევრი მსმენია, მე მაინტერესებს შედეგს თუ მოგცემს რამეს
გეკო იმან უნდა იხმაროს სანადიროდ ვინც გამოცდილია ანუ შტაჟიანია,დანარჩენებმა სროლაში სავარჯიშოთ უნდა გამოიყენოს როგორც შაშხანა ოპტიკური სამიზნით. m.janelidze
ტოზ 8 მაქვს და მიშკა მოვაჭერი წინ ანუ ლულის დიამეტრი დავავიწროვე და გაფორმებაზე საპატრულოში პრობლემა ხომ არ შემექმნება დამატებულია (13.12.2013, 16:24:40)
ტოზ 8 მაქვს და მიშკა მოვაჭერი წინ ანუ ლულის დიამეტრი დავავიწროვე და გაფორმებაზე საპატრულოში პრობლემა ხომ არ შემექმნება
ეს ამბავი როგორ დამთავრდა? ვოსტოკ ცმ2 მაქვს ოპტიკური სამიზნით და მუშკა არაფრად მარგია. თუ პრობლემა არ იქნება მოვაჭრიდი რადგან დიოპტრული არ მოყვა, რაღაც ღია სამიზნე ეყენა რომელიც თავისი არ იყო და უბრალოდ მიაყენეს ალბათ. ერთი სიტყვით 30 მეტრში ძროხას ვერ გაარტყავდა კაცი, ჰოდა მოვხსენი და ოპტიკა დავაყენე. иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
კობა1973 არ მოაჭრა არაფერი მე ჩემი თოფი ლიცენზირებულ ხელოსანს გავაკეთებინე და ფასკაც გააკეთა 200 ლარიც გამარიდა. ასერომ შეეშვი გაფორმებაზე გექნება პრობლემა remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!