13:09:15
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
საბრძოლო იარაღები
ტყუპადრო: კვირა, 05.06.2011, 11:29:41 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო ვის რომელი საბრძოლო იარაღი გირჩევნიათ და რატომ?
 
davidvendetaდრო: კვირა, 05.06.2011, 15:42:30 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საბრძოლოდ სნაიპერულ იარაღს ვანიჭებ უპირატესობას. მოკლე მანძილზე _ ვსს-ვინტორეზი. საშუალოზე - სვდ. შორ დისტანციაზე - ბარეტი.

ავტომატური იარაღი არ მიყვარს. გასროლა ერთი უნდა იყოს და შედეგიანი. 48

დამატებულია (05.06.2011, 14:42:30)
---------------------------------------------
პისტოლეტებში - ზიგ-ზაუერი, გლოკ-17 და ა.შ. 166


davidvendeta
 
grenader21დრო: კვირა, 05.06.2011, 16:17:51 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 878
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაინც დამაინც ვერ ვერკვევი რადგან მე ნადირობა მიყვარს და არა ომი 069 , ისე კი სიამოვნებით ვიქონიებდი რემინგტონის სნაიპერულ საშხანას .

ზედმეტი არაფერი არ ვარგა

შეტყობინება დაამუშავა grenader21 - კვირა, 05.06.2011, 16:18:38
 
ტყუპადრო: კვირა, 05.06.2011, 17:24:30 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (davidvendeta)
საბრძოლოდ სნაიპერულ იარაღს ვანიჭებ უპირატესობას. მოკლე მანძილზე _ ვსს-ვინტორეზი. საშუალოზე - სვდ. შორ დისტანციაზე - ბარეტი. ავტომატური იარაღი არ მიყვარს. გასროლა ერთი უნდა იყოს და შედეგიანი. დამატებულია (05.06.2011, 14:42:30)---------------------------------------------პისტოლეტებში - ზიგ-ზაუერი, გლოკ-17 და ა.შ.


სნაიპერული შაშხანის და ავტომატის დანიშნულება განსხვავდება, სნაიპერი მარტო ნადირობს (ან წყვილში) აკეთებს ერთ ან ორ გასროლას და უჩინარდება პოზიციიდან, მე მინდა დავიწყო კალაშნიკოვით და М-4-ით, М-4 არამც თუ ნასროლი ხელშიც კი არ მჭერია მაგრამ კალაშნიკოვი АК-74-ით ჯარში ბევრი მაქვს ნასროლი და ერთი შეფერხებაც კი არ მახსოვს ამასთანავე საკმაოდ ჩქარი და ზუსტი ტყვია აქვს, М-4-ით ვინც იბრძოლა ამბობენ უფრო კომფორტულია მაგრამ შეფერხებები აქვსო და ისევ АК-74-ს ამჯობინებენ, ბრძოლის ველზე იარაღის უტყუარობა უფრო მთავარია ვიდრე მისი კომფორტულობა რომელიც მებრძოლს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
 
bizonaდრო: კვირა, 05.06.2011, 22:04:25 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (05.06.2011, 21:04:25)
---------------------------------------------
AK-47


დ.კალანდაძე
 
ტყუპადრო: ხუთშაბათი, 23.06.2011, 15:11:09 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მონადირეებო საბრძოლოდ რომელი იარაღი გირჩევნიათ (უკეთესია) АК-47 თუ АК-74, ვის რა მოსაზრება გაქვთ?

დამატებულია (23.06.2011, 14:11:09)
---------------------------------------------
და რატომ? 23

 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 23.06.2011, 22:38:28 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ტყუპა, ვერ ვიტან საბრძოლო იარაღს, პისტოლების და ლივერების გამოკლებით.
 
ტყუპადრო: ხუთშაბათი, 23.06.2011, 22:59:27 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 259
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგრე ვერც მე ვიტან მაგრამ მაინტერესებს ვის რა ცოდნა და გამოცდილება აქვს საბრძოლო იარაღზე 23
 
berZulდრო: ორშაბათი, 31.10.2011, 23:35:32 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 907
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, ტყუპა, კალაშნიკოვი სიგიჟემდე მიყვარს მაგარი იარაღია

ლევან ბერძული
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 30.11.2011, 23:05:23 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ჯობია მონადირეობაში რასაც ვიყენებთ დავწეროთ მაგათზე..მხოლოდ სკს მკავებია და ვიცი ამ იარაღზე რამდენად გამოსადეგია მსხვილფეხაზე სანადიროდ, კაი სოფელი უნდა გქონდეს და უნდა შეინახო მამა-პაპურ სკივრში ეს იარაღი რა..

SKS 45

მეორე მსოფლიო ომის დროს 1943 წელს ნიკოლაი ელიზაროვმა შექმნა ეგრედ წოდებული შუალედური ვაზნა 7,62x39. თავისი ბალისტიკური მაჩვენებლით და სიძლიერით ელიზაროვის ვაზნა იდგა შუაში მაშინდელი მოსინის შაშხანის ვაზნის 7,62x54-სა და პისტოლეტის ტტ-ს ვაზნის 7,62x25 შორის. ამ ვაზნაზე გენიალურმა კონსტრუქტორმა მიხეილ კალაშნიკოვმა შექმნა მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტომატი აკ-47. 1944 წელს ამავე ვაზნაზე სერგეი სემიონოვმა შექმნა ნახევრად ავტომატური შაშხანა ეგრედ წოდებული სკს (სემიონოვის თვითდამტენი შაშხანა), რომელიც შემდგომში ცნობილია როგორც SKS-45.
სკს-ის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია დენთის აირის ენერგიის გამოყენებაზე. გასროლისას დენთის აირი რომელიც მიყვება ტყვიას მიემართება აირის კამერაში ლულის კედელში არსებული ხვრელის გავლით, ზემოქმედებს აირის დგუშის წინა კედელზე უკუაგდებს დგუშს და საკეტის ჩარჩოს უკანა მდგომარეობაში, რომლის შედეგათაც იხსნება საკეტი, საკეტს გამოაქვს სავაზნიდან მასრა და აგდებს გარეთ, საკეტის ჩარჩო კუმშავს დასაბრუნებელ ზამბარას და ჩახმახს მოიყვანს საბრძოლო მდგომარეობაში. ჩარჩო საკეტით დასაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით ბრუნდება წინა მდგომარეობაში ამასთან საკეტს გადააქვს მორიგი ვაზნა სავაზნე კოლოფიდან ლულის სავაზნეში და კეტავს ლულის არხს, შაშხანა მზად არის შემდეგი გასროლისთვის. მთელი ათ წლეულის მანძილზე სკს-ი გვერდით ედგა საბჭოთა არმიის შეიარაღებაში AK-47-ს. 50-ანი წლების ბოლოს საბჭოთა არმიაში საბრძოლო იარაღის უნიფიცირების მიზნით და AK-47-ს საბრძოლო თვისებების უპირატესობის გამო SKS-ი ჩაანაცვლეს AK-47-ით. 80-ანი წლების ბოლომდე სკს-ი მაინც რჩებოდა შეიარაღებაში და თავისი ესტეტიკური შესახედაობის და თვისებების გამო გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება სამხედრო სააღლუმო ცერემონიალებისთვის. სკს-ის ბაზაზე მრავალ ქვეყანაში შეიქმნა სამონადირეო და სპორტული ნიმუშები. ვაზნის სიძლიერის მრავალფერონებებიდან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს მონადირეებთა წრეებში მთელ მსოფლიოში.



დამატებულია (30.11.2011, 21:58:12)
---------------------------------------------
SVT 40

SVT-40 (ტოკარევის თვითდამტენი შაშხანა) ყალიბი 7,62x54, რომლის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ლულის არხიდან გამოყოფილი გაზის ენერგიის ხარჯზე, გაზის ცილინდრის მოკლე უკუსვლით. ლულის ჩაკეტვა ხდება საკეტის გადახრით ვერტიკალურ სიბრტყეში. აღნიშნული შაშხანა საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიიღეს 1938 წელს. 1940 წელს მოხდა სვტ-ს მოდერნიზება, გახდა უფრო მსუბუქი, მოკლე და იოლი წარმოებაში. სვტ გამოიყენბოდა მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც სნაიპერული შაშხანა, მასზე ყენდებოდა ოპტიკური სამიზნე შორ მანძილზე ზუსტი სროლისთვის. არ ჩამოუვარდებოდა ცნობილი მოსინის (91/30) მოდელის შაშხანას სიზუსტეში. ომის პირობებში პრაკტიკულად შეუძლებელი იყო მისი წარმოება სპეციფიკური მექანიზმის და მასალების გამო, ამიტომ ომის პერიოდში ის აღარ წარმოებულა. შემორჩა ცალკეული ეგზემპლარები, რომლებიც დღესაც თავისი ტვიის ზუსტი სროლით ერთგულად ემსახურებიან მონადირეებს.

დამატებულია (30.11.2011, 22:05:23)
---------------------------------------------
Mosin Rifle

მოსინის შაშხანას 1891 წელს საგამოცდო-სასროლ პოლიგონზე კონკურენციას უწევდა სხვა შაშხანებთან ერთად „ლეონიდ ნაგანის“ შაშხანა. ხანძლივი გამოცდის შემდეგ საგამოცდო კომისიამ უპირატესობა მიანიჭა მოსინის შაშხანას, რომელიც საბოლოოდ რუსეთის არმიამ მიიღო შეიარაღებაში, მან შეცვალა მანამდე რუსეთის არმიაში მყოფი ამერიკელი კონსტრუქტორის „ბერდანის“ შაშხანა. მოსინის შაშხანა გამოირჩევოდა დიდი საიმედოებით, საკეტისა და მექანიზმის სიმარტივით, ტყვიის ზუსტი სროლით, რაც განაპირობებდა მის იოლ მოხმარებას. მოსინის შაშხანამ გამოავლინა თავის საბრძოლო თვისებები მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბჭოთა სნაიპერები ვერმახტის გაწვრთნილ სნაიპერებთან ორთაბრძოლაში აღწევდენ დიდ უპირატესობას. შაშხანა მისი ზუსტი სროლიდან გამომდინარე პოპულარობით სარგებლობდა მონადირეებში, თანამედროვე ვაზნბის გაუმჯობესებამ უფრო გაზარდა შაშხანის სროლის სიზუსტე და მისი ტყვიის გამაჩერებელი ძალა, რამაც უფრო ეფექტური გახადა შაშხანა სამონადირეო თვალსაზრისით.

ეხლა შევადაროთ ესენი ერთმანეთს:

SKS 45
ყალიბი (მმ) 7,62x39
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 700
სამიზნე მანძილი (ღია სამიზნით) (მ) 300
მჭიდის ტევადობა (ცალი) 10
ლულის სიგრძე (სმ) 50
მთლიანი სიგრძე (სმ) 102
წონა (კგ) 3,8

SVT 40
ყალიბი (მმ) 7,62x54
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 820
სამიზნე მანძილი (ღია სამიზნით) (მ) 300
მჭიდის ტევადობა (ცალი) 10
ლულის სიგრძე (სმ) 61
მთლიანი სიგრძე (სმ) 122
წონა (კგ) 3,9

Mosin Rifle
ყალიბი (მმ) 7,62x54
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 830
სამიზნე მანძილი (ღია სამიზნით) (მ) 300
მჭიდის ტევადობა (ცალი) 5
ლულის სიგრძე (სმ) 50
მთლიანი სიგრძე (სმ) 100
წონა ოპტიკით (კგ) 4,4



★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ოთხშაბათი, 30.11.2011, 23:26:33
 
ENUQICHIდრო: ოთხშაბათი, 30.11.2011, 23:31:47 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არაფერი დავწერე სვდ-ზე (სამაზარიადაჩნი შაშხანა დრაგუნოვის),რადგანაც ეს ძალიან დიდია და მაინცდამაინც მოსახერხებლად არ მესახება,ისე ყველა ზემოთ მოცემულზე უკეთესია ყველას ევასება დიდი სტვოლიც აქვს,უბრალოდ ფოტოებს დავდებ და კაი ვიდეოს..რუსულადაა და ისწავლის კაცი უფრო





★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ოთხშაბათი, 30.11.2011, 23:34:10
 
xarataდრო: ოთხშაბათი, 30.11.2011, 23:45:45 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი იარაღებია მარა ვერ ვერკვევი
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 05.12.2011, 21:44:18 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ოო.. ამაზე გარკვევას მაშინ შეძლებ როცა გექნება წაკითხული ბევრი და მერე სახში გედება..ცოტას შეეჩვევი და მარტო უნდა წახვიდე ტყეში,ჩაუჯდე,მოაწყო მტაცებლებზე ჩასაფრება და შეუმჩნევლად ოპტიკური სამიზნიდან მოახდინო გასროლა ისე რომ არ გამოაშკარავდეს შენი ადგილდმებარეობა. აქ შეიძელნ უნარ-ჩვევებს რომლებიც მსხვილფეხა სანადირო ობიექტზე მოსანადირებლად გამოგადგება სადაც სიფრთხილე და შეუმჩნევლობაა საჭირო. მაგარ მუღამზე მოდიხარ მარტო პნევმატური როცა გიკავია და სკს რო გეჭიროს ხელში ხო წარმოგიდგენიათ

★ஜ۩۞۩ஜ★
 
-BERG-დრო: ორშაბათი, 05.12.2011, 23:16:12 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ENUQICHI)
მაგარ მუღამზე მოდიხარ მარტო პნევმატური როცა გიკავია და სკს რო გეჭიროს ხელში ხო წარმოგიდგენიათ

ENUQICHI, CKC-ის რა მოგახსენო და კრიგჰოფის, მაუზერის ან ჰეკლერ&კოჰის ლულა რო გიჭირავს, აი მაშინ კი იქნება ჟღრიალიზაცია a4
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 05.12.2011, 23:22:06 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, საშუალება რაზეც მაქვს და რაც მკავებია (სკს) იმაზე მოგახსენეთ თუარა შენ რაც თქვი ალბათ ვინმე თუ მათხოვებს ხუთი წუთით))))))ბერგ ამათ დამიზნებაზე სხვა თემაში არაფერს გვეტყვი??? ოპტიკური სამიზნიდან სროლის სპეციფიკურობა გვინდა კიდე იქ და შემოიჭყიტეთ გავშალოთ თემა მონადირებო ბოლოსდაბოლოს სროლაზეა ჩვენი საქმე დამოკიდებული მაინც))))))))))))

★ஜ۩۞۩ஜ★
 
-BERG-დრო: ორშაბათი, 05.12.2011, 23:43:01 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (ENUQICHI)
ბერგ ამათ დამიზნებაზე სხვა თემაში არაფერს გვეტყვი??? ოპტიკური სამიზნიდან სროლის სპეციფიკურობა გვინდა კიდე იქ

ENUQICHI, აუფფ, ეგ მთელი ხელოვნებაა და იმდენი რამეა დასაწერი მთელი თვე არ ეყოფა კაცს...არც მიყვარს საბრძოლო იარაღი.
თან, ყველაფერს მე ხო არ დავწერ, ათასობით ადამიანია დარეგისტრირებული აქ.
ჩაგერთვებით მერე ხანდახან.
ამჯერად, რახან CKC ახსენე, სახელდახელოდ გადაღებულ ჩემს საბრძოლო აგრეგატს დავდებ; СВД-ს ოპტიკით- 6X24

 
levani182დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:01:23 | შეტყობინება # 17
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს კოვეთვის საკამათო ტემა არისს,(კარგი გაგებით)აკ 74 ჯობია თუ მ 4.მე ვიტკვი რო მ 4 ბევრად მირჩვნია,ჩვენ პირობებიდანაც გამომდინარე,ორივე მისვრია და გამომოყენებია კიდეც,უპირატესობას ვანიჭებ მ 4,მსუბუქი,ზუსტი,კომპექტით მდიდარი ვიდრე რუსული.კარგი ტკვიები ისროლე და არ გაცედავ,ეგრე რუმინულებზეც იზახიან არ ვარგაო,ისროე რუმინული ტყვიები და არ გაჩედავს,რუსულ ტყვიებს მეტი ზარიადი აკვს და მიტომ ცედავს.სვდ 500 მეტრში რო თავში უმუშაოს სნაიპერმა ძალიან მაგარი უნდა იყოს,ამ მანძილზე სამკერდე პიგურაშია კარგი,მაგრამ ნაჯახია რა!

დამატებულია (05.12.2011, 23:01:23)
---------------------------------------------
იმდენი მაგარი იარაღია ამჯამად რო არცევანის ქაკეტება ძნელია,ის ჯობია რომელზეც ხელი მიგიცვდება,და გამოიყენებს ადამიანი,აკ 47 და აკმ თითქმის ამოგებულია შეიარაღებიდან,

 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:04:53 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, გაიხარე კაი იარაღია და მაგრადაც მევასება..ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სანადიროდ ამ პირობებში და ჩემ სიტუაციაში..
levani182, ეს რა იარაღია ლევან მე რაც მიკავია, ენუქიჩიც მივაწერე))))))))))


★ஜ۩۞۩ஜ★
 
levani182დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:05:13 | შეტყობინება # 19
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კოლტი ხო მაგარ იარაღებს უშვებს,მაგრამ ჰეკლერკოხის ვანიებ უპირატესობას.G 36 ამ ავტომატს ავტომატი არ ჯობია მსოფლიოში.
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:07:51 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levani182, თან მაგათ ხო ვერ შეიძენ(გულისხმობ ak 74),შესაბამისად ვერ ინადირებ..ნუ გასაგებია თემა საბრძოლო იარაღებს ეხება და თავის დროზე მსოფლიო ომები აქვს გამოვლილი იმ თოფებს რასაც სამონადირეო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენებენ ჩვენთან ყოველშემთხვევაში რაც ვიცი პირადად მე, ჯობია თუ არ ჯობია ბევრი დავა შეიძლება რაც მე ნაღდად არ ვიცი ერთადერთი ნასროლი მაქვს სკს და ეგაა რა

★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - სამშაბათი, 06.12.2011, 00:09:05
 
levani182დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:18:51 | შეტყობინება # 21
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
5,56 ნატოს სტანდარტის ტყვიებზეა.არ ვიცი,არ მინახია

დამატებულია (05.12.2011, 23:10:20)
---------------------------------------------
ნამონადიროთ საუკეთესო ვარიანტი,რემიქტონ 700 ესეც სამონადდირო ვარიანტია.1200 1500 დოლარი ჯდება

დამატებულია (05.12.2011, 23:14:38)
---------------------------------------------
ომის მერე ჩირს იარაღების ყიდვა ,ვეტო აგვთ რუსებს დადებული საქართველოზე.

დამატებულია (05.12.2011, 23:18:51)
---------------------------------------------
რაც შეეხება მოსინს გერმანულ შაშხანებს ვერ ჯობდა და არც მატზე კარგი ოპტიკა ეყენა,უბრალოდ გამოიჩირა და მოკლა,სნაიპეების სკოლის უპროსი.მაგრამ მოსინმა ძაალიან გაამარტლა და დროს მარტლაა გაუძლო ვერ ვიტყვი სხვა იარაგზე.საკმაოდ მძლავრია და კარგი.

შეტყობინება დაამუშავა levani182 - სამშაბათი, 06.12.2011, 00:15:21
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:21:18 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აგერაა რემიგტონი 800 მეტრაზე ისრის კაია გრძელი სტვოლიაქ ოღონდ რუჩნიკია..სკს იმიტო მევასება სამაზარიადაჩნია

დამატებულია (05.12.2011, 23:21:18)
---------------------------------------------
levani182, სკს-ივით რას მირჩევ კიდე კაი ფასად მასე? თან ლეო ახლები დაუმუშავებელი პატენტებია ძირითადად ოღონდ 1500 ლარამდე და ზევით არც გამისინჯავს არ ვიცი..იჟ 27 მინდა ვიყიდო და სადაც გადავხსენი დავკეტე არ მომეწონა..გასაგებია დაუმუშავებელია ახალია მარა ეტყობა ვინც იცის რა არი თოფი 167


★ஜ۩۞۩ஜ★
 
levani182დრო: სამშაბათი, 06.12.2011, 00:24:08 | შეტყობინება # 23
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 110
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხო ამს გადატენვა უნდა მაგრამ ეს ზუსტია,და სანადიროთ სკს მმართლა კარგია,თუ კონდახს შეუცვლი და კარგ ოპტიკას დააყეენებ მ 166 166 166 166 აგარია

დამატებულია (05.12.2011, 23:24:08)
---------------------------------------------
სკს კარგია სანდიროთ იაფია, მოკლე, ზუსტი,5 ვაზნიანი კოლოპი.ტუ გამარიაჯებ როგორც ვტკვი კარგია.მე იჯ 27 მინდა მაგრად და უნდა ავიგო მოუვლი,მოვლა არ მესცავლება და მიყვარს

 
ENUQICHIდრო: ხუთშაბათი, 08.12.2011, 22:34:03 | შეტყობინება # 24
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
-BERG-, -ს გამოცვლილიაქ კონდახი არააა??? ზავაცკოი უფრო მოკლეა მარა დანიშნულებაც სისწრაფე ქონდა მაგას მაშინ ვის ეცალა სხვა ნიუანსებზე..ბარემ ლევან დაწერე კონდახი რომლის მიდის ან უნდა გავაკეთებინოთ? კაი ოპტიკური ბინოკლი რა იცი და იქ ჩემ თემაში თუ იცი დაწერე როგორ გამოიყენება ძალიან საინტერესოა..ზოგს აქვს და არ იცის არაფერი..გასწორება როგორ ხდება მე როგორც ვასწორებ 30 ტყვიაში პნევმატურზე ისე??? თუ აქვს რაღაც სტანდარტი რომელიც დაყენებულია სადაც მაგრდება თუ რახდება გაგვათვიცნობიერეთ მცოდნე ხალხო)))))))))

დამატებულია (08.12.2011, 21:34:03)
---------------------------------------------
საიდაც კაია მსხვილ ფეხაზე ცოტა ისეთია მე მაინც სკს მევასება:)))


★ஜ۩۞۩ஜ★
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика