12:59:28
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: ზურა333  
გურია
axotnikaდრო: ხუთშაბათი, 19.07.2012, 12:45:18 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გურიის მხარე
GuriaLocationinGeorgia.svg

გურიის მხარე — მხარე საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU. გურიის მხარეში შედის შემდეგი თვითმმართველი ერთეულები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
სექციების სია

1 გეოგრაფია
2 მოსახლეობა
3 ისტორია
3.1 ეტიმოლოგია
4 ადგილობრივი თვითმმართველობა
5 ეკონომიკა
6 ღირსშესანიშნაობები
6.1 მუზეუმები
7 რესურსები ინტერნეტში
8 სქოლიო

გეოგრაფია [რედაქტირება]

გურიის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. გურიის მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც გამოჰყოფს მესხეთის ქედი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება იმერეთის მხარე (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) და სამცხე-ჯავახეთის მხარე (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან). დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს.

გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. ძირითადი მდინარეებია სუფსა და ნატანები. მათ ერთმანეთისგან ნასაკირალის სერი გამოჰყოფს. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია ბჟუჟი, ბახვისწყალი და გუბაზოული. მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ–ს. აქედან 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს. მხარეში ბევრი მცირე ტბაა. მათ შორის შედარებით მოზრდილებია იმნათის ტბა და ჯაპანის ტბა.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ნაბეღლავში, ნასაკირალში, კოხნარში, ზოტში, მაგნეტიტიანი ქვიშები ურეკსა და შეკვეთილში. მხარის ტერიტორიაზე მოიპოვება ბენტონიტური თიხები მთისპირში, კაოლინი ზემო მაკვანეთში, თიხნარი მიწა აცანაში, ზემო აკეთში და ქვემო აკეთში, ტორფი მალთაყვაში და გრიგოლეთსა და სუფსაში.
მოსახლეობა [რედაქტირება]

მოსახლეობა – 139,8 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;
დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.
სოფელი - 186.

ისტორია [რედაქტირება]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გურია.
ეტიმოლოგია [რედაქტირება]

პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. ტოპონიმის წარმოშობის შესახებ დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს.

თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. მარი ბროსეს აზრით, გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან „გუარე“. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია. მისი განმარტება ემყარება სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონას, სადაც სიტყვა „გურიაობა“ განმარტებულია, როგორც „არევით მიდევნება“. ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა.

ტოპონიმის წარმოშობის შესახებ არსებობს ლეგენდა, თითქოს ინდოეთის მეფე შედათმა, მოინდომა ედემის გაშენება და ბრძანა მთელი ქვეყნის „გურიები“ (ლამაზები) ერთად შეეკრიბათ და მისთვის მიეყვანათ. ერთად შეკრებილი მთელი ქვეყნის „გურიები“ ინდოეთში მიემგზავრებოდნენ და დღევანდელი გურიის მიწაზე იყვნენ როცა შედათის სიკვდილის შესახებ შეიტყვეს. მათ გადაწყვიტეს, აქვე დასახლებულიყვნენ.
პროკუდინ-გორსკის ფოტო
ადგილობრივი თვითმმართველობა [რედაქტირება]
მხარის ცენტრი, ქალაქი ოზურგეთი
რუკა მუნიციპალიტეტები
GR-ka.svg
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება 3 მუნიციპალიტეტში: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის. მხარეში სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე დღემდე მუშაობდნენ:

1995–1997 - მიხეილ ჭკუასელი;
1997–1998 - ოლეგ ნიკოლეიშვილი;
1998–2003 - კარლო გუჯაბიძე
2003–2004 - ვახტანგ გოლიაძე;
2004–2005 - ბეჟან კალანდაძე;
2005–2006 - ალეკო ცინცაძე;
2006–2008 - მიხეილ სვიმონიშვილი
2008–2009 - რამაზ ნიკოლაიშვილი
2009–დღემდე - ვალერი ჩიტაიშვილი

ეკონომიკა [რედაქტირება]
ჩაის პლანტაციები გურიაში

გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მოყვანა. რეგიონის წარმოება ოზურგეთის ირგვლივაა თავმოყრილი, რასაც ხელს უწყობს სუფსაში ნავთობის ტერმინალის არსებობა.
ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
ლიხაურის ეკლესია
ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია
ჯიხეთის მონასტერი
უდაბნოს მონასტერი (გურია)
ასკანის ციხე
აჭის ეკლესია
ერკეთის ეკლესია
ვაშნარის ნაქალაქარი
ბუკისციხე

მუზეუმები [რედაქტირება]

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი; ქ. ოზურგეთი
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ქ. ლანჩხუთი
ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; დ. ჩოხატაური
ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი; სოფ. არჩეული
ნოდარ დუმბაძის მუზეუმი; სოფ. ზენობანი
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალი; სოფ. ლიხაური

ვიკიპედია
დამატებულია (19.07.2012, 11:45:18)
---------------------------------------------
აქ ვისაუბრთ გურიის და კერძოთ თავისი ლამაზი სოფელ-ქალაქების შესახებ. ვინ რომელი რაიონიდან-ქალაქიდან თუ სოფლიდან ვართ და ვისაუბროთ მის სილამაზეზე 10 39


ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!

შეტყობინება დაამუშავა axotnika - ორშაბათი, 23.07.2012, 09:34:00
 
butatinoდრო: ხუთშაბათი, 19.07.2012, 12:48:03 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აი რა გაგიხსნია შე მომსპარო 069 069

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
axotnikaდრო: ხუთშაბათი, 19.07.2012, 13:07:04 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
http://t0.gstatic.com/images?....J9wik-g
http://t3.gstatic.com/images?....D-Uijvw
http://t3.gstatic.com/images?....Yj0j4qB
http://t0.gstatic.com/images?...._JJzlSE
http://t2.gstatic.com/images?....niWeNUk

დამატებულია (19.07.2012, 11:56:53)
---------------------------------------------
ეს კი სურათები "სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის" რომელიც ჩემს სოფელში მდებარეობს და უკვე საუკუნეებს ითვლის.
სამება-ჯიხეთის მონასტერი

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფ. ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კმ-ში, ხოლო ნიგოითიდან 3 კ-ში მდებარეობს. სოფელი მდებარეობს გურიის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზღვის დონიდან 250 მ.
მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ..
ჯიხეთის მონასტრის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მიუდგომელ ადგილას ყოფილა აშენებული მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე,მონასტრის მკვიდრთ მეტად აწუხებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. ეს ადგილი იწოდებოდა სამებად. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი - ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ.
იმ დროისათვის ეს ადგილი თავად მაჭუტაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც შეიწყნარა დედათა ლოცვა-ვედრება და მონასტერს ჯიხეთის მამული შესწირა. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ძველი ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ - შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.
დედათა მონასტრის დამფუძნებელი და პირველი წინამძღვარი დედა ელენე (მგალობლიშვილი) იყო. მან თავი მოუყარა სხვადასხვა სოფლის მოსენაკე-მონაზვნებს და სამონასტრო ცხოვრება გააჩაღა XIX საუკუნის 80-იან წლებში. გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი, ბრმა მართა. მონასტერში არსებობდა სკოლაც, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმეებს და ხელსაქმეს. თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში. იყო შეწირვის ფაქტებიც - აკვირინე აროშიძე 9 წლისა შეუწირავთ. დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ლოცვა - ვედრებით მონასტერშივე დაშორებია წუთისოფელს და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშია დაკრძალული.
მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. ბოლშევიკური და კომუნისტური რეჟიმის სისასტიკის მიუხედავად, სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასოდეს შეუწყვეტია. იგი თავისი სულიერი ცხოვრებითა და მოღვაწეობით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სავანეა.
1984 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი). მისი თაოსნობით მონასტერში მრავალი აღმშენებლობითი სამუშაო ჩატარდა.
1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო.
1988 წელს აიგო წმ. გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. მოხატულია იოსებ ბაჯელიძის მიერ.
მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღმრთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.Free Image Hosting at www.ImageShack.us
2002 წელს, დიდმარხვის დროს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების პატარა ტაძარი. იქვე, მიმდებარედ ეზოში ოთხი მხრიდან წყარო შემოიყვანეს, სანათლავი მოაწყვეს და “იორდანეს წყარო” უწოდეს. გააკეთეს სანათლავი ემბაზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება და რომელშიც აღესრულება ნათლობის წმინდა საიდუმლო. წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. ნათლისღების დღეს იქ მრავალი მორწმუნე განიბანება, თუმცა სხვა დროსაც აღესრულება განბანვის რიტუალი. სამივე ტაძრის კანკელი გაკეთებულია ზაურ ცირეკიძის მიერ.
ყოველ 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული - ჯიხეთობა.
მონასტრის აღმშენებლობით სამუშაოებში წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მოსახლეობას, ლანჩხუთის მრევლს.
საკუთარი მეურნეობა აქვს მონასტერს: ფუტკარი , ვენახი , სიმინდის ყანები , ბოსტანი. აქვთ ყველაფერი საკუთარი შრომით მონაგარი , უფლის წყალობით ნაკურთხი .
სამება-ჯიხეთის მონასტერი აგრძელებს ქართული სამონასტრო ღვთისმსახურებისა და გალობის ტრადიციას. უკვე რამდენიმე წელია მონასტრის ოთხი წევრისაგან შემდგარი გუნდი, მონაზონ მართას (ჩხიკვიშვილი) ხელმძღვანელობით, ღვთისმსახურების დროს ყოველდღიურად გალობს ძველ ქართულ სამგალობლო კილოებს. ორიოდე წლის წინ შეიქმნა მეორე გუნდიც, რომელიც ამჯერად 8 წევრისაგან შედგება. ისინი ძირითადად სადა კილოს საგალობლებს ასრულებენ.
სამება-ჯიხეთის დედათა გუნდის გალობას მოუსმინა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, რომლის ლოცვა-კურთხევითაც გამოიცა მონასტრის დედების გალობის დისკის გამოცემა.

დამატებულია (19.07.2012, 12:07:04)
---------------------------------------------
ერთ-ერთი ტრადიციული და უძველესი ადათი არი "აღდგომა დღეს" ლელო ბურთის თამაში, სადაც ზემოურები და ქვემოურები ერთმანეთს ერკინებიან,, ბურთი არის 16კილო რომელიც ქვიშით არი სავსე და თამაშსაც ტრადიციულად " მამა საბა" ხსნის

ლელო–ბურთი

“ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა დაძალით გატანას ნიშნავს. ლელო ბრძოლას გავს. შუხუთის ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის , ბროწეულის წვენის და კიდევ რაღაც ინგრედიენტის (უცნობია შემადგენლობა) ნაზავია. ამას მოთამაშეებსაც ასმევდნენ ერთ ყლუპს. ეს ნაზავი ადამიანს ძალას და გამბედაობას მატებს. ფუთიანი ლელოს ბურთი თავისთავად ბრძოლის სიმძიმის აღმნიშვნელია, მნიშვნელობა არა აქვს რომელ მხარეს რამდენი მოთამაშეა, უბრალოდ ვინც მეტ ძალას აგროვებს იმარჯვებს. ლელოს მხოლოდ ერთი რაინდული წესი აქვს- თუ ვინმე წაიქცევა თამაშის დროს, თამაში ჩერდება. ”წაქცეულს არ ურტყამენ”- თამაში ზუსტად ისე მიმდინარეობს როგორც, ისტორიაში ბრძოლაა აღწერილი. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.
თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, სულთათანას თქმას და შესანდობარის დალევას. დათმობა არ მოდის. გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ შესანდობარი ისმევა არამარტო იმ მიცვალებულის, სადაც ბურთი მიდის. სხვა დასასრული ამ თამაშს არასოდეს ჰქონია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საფლავიდან ბურთი დაკარგულიყოს. ”შუხუთფერდთან” ბრძოლაში ერთმანეთს სისხლით და ტომით ერთნი, მაგრამ სხვადასხვა სარწმუნეობის ქართველები ებრძოდნენ. გამარჯვებულმა დამარცხებული, საკუთარი მიცვალებულის მსგავსად დაიტირა და დიდის პატივით მიაბარა მიწას. შუხუტის ლელოს იდენტურობა 153 წლის უკან ”შუხუთფერდის” ბრძოლასთან ცალსახად აშკარაა. სწორედ ამ ბრძოლის აღმნიშვნელი რიტუალია ლელოს თამაში აღდგომის დღეს სოფელ შუხუთში. ისეთივე, რიტუალი, როგორიც ხორუმია ცეკვა. უძველესი ბრძოლისწინა როკვის რიტუალი და როგორც ხორუმი იმეორებს თავის თავში ბრძოლის ელემენტებს, ”ლელო” 150 წელზე მეტია იმეორებს მის წიაღში გამართული საკვირველი ბრძოლის ტრადიციას!

"ვიკიპედია"


ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!

შეტყობინება დაამუშავა axotnika - ორშაბათი, 23.07.2012, 09:31:23
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 10.10.2012, 19:20:02 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
axotnika, 10 10 10 166 166 166

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 17.12.2012, 18:11:48 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 8436330.jpeg (70.1 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 09.01.2013, 15:40:18 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (09.01.2013, 14:26:17)
---------------------------------------------

დამატებულია (09.01.2013, 14:40:02)
---------------------------------------------

დამატებულია (09.01.2013, 14:40:18)
---------------------------------------------
კალანდა გურიაში

მიმაგრებულია: 8097287.jpg (8.8 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: კვირა, 28.07.2013, 21:10:02 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
otarieდრო: კვირა, 28.07.2013, 23:05:33 | შეტყობინება # 8
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 5
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე მაგარი ხალხი ,რაც შემხვედრია გურიაში არიან .სიცოცხლით სავსე ხალხი ,ტქვენ გენაცვალეთ
 
zaza123დრო: ორშაბათი, 29.07.2013, 15:55:48 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კაია გურია

me var monadire
 
axotnik007დრო: ხუთშაბათი, 05.03.2015, 01:24:37 | შეტყობინება # 10
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 92
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[size=22][color=red][b][i]გურია , საქართველოს გულია gimili

დამატებულია (05.03.2015, 00:21:40)
---------------------------------------------
მუუსმინეთ ყველამ 40 40 40 https://www.youtube.com/watch?v=eZ7KvmXmyf0

დამატებულია (05.03.2015, 00:24:37)
---------------------------------------------
სადაც სითბო და გულია ეეეეე მაქანააა გურია. ძამა! 069 10 167 39


სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика