ამ თემი შექმნა დიდი ხანია მინდოდა მარა თავს ვიკავებდი მაგრამ სუხიშვილების შემყურე ცეკვა აღარ მინდება სულ გადააკეთეს ქართული ცეკვები და დააკარგვინეს ძველი იქრი ამიტო გადავწყვიტე ამ თემი შექმნა. მე თითონ 5 წლიდან ვცეკვავ ანუ 11 წელია ვცეკვამ და საკმარისი გამოცდილება მაქ რო ქართული ცეკვა შევაფასო! აბა ბიჭებო თქვენი აზრი დააფიქსირეტ ამ თემასთან დაკავშირებით :39:
"ანსამბლი ეგრისი" ამ ანსამბლში ცეკვავდა ჩემი ქორეოგრაფი პაატა ხურცილავა. აბა შეადარეთ ეს ცეკვა და სუხისვილების რომელი უფრო ქართულია და კაცური :25:
"ანსამბლი ეგრისი" ამ ანსამბლში ცეკვავდა ჩემი ქორეოგრაფი პაატა ხურცილავა. აბა შეადარეთ ეს ცეკვა და სუხისვილების რომელი უფრო ქართულია და კაცური
სუხიშვილები ქართული ნაციონალური ბალეტია და არც უნდა შეადარო ამათ ესენი თუ უფრო მაგრებია მაშინ იქნებოდა ეგრისი ქართული ნაციონალური ბალეტი და არა სუხიშვილები :167
მე ვცეკვავდი 5წელი ანსამბლში და დავდიოდი გასტროლებზე პოლონეთში უკრაინაში და ისრაელშიც ვარ ნამყოფი ა.ლაცაბიძე
xarata, კაი თემაა, მე ცეკვის არაფერი გამეგება მაგრამ კარგ ქართულ ცეკვას დიდი სიამოვნებით ვუყურებ. აგერ შენ და როკო პროფესიონალები ყოფილხართ და გვასწავლე ჩვენც ვინც არ ვიცით თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელს . . .
roko2092, პროსტო ბიჭო სუხიშვილებმა სუ დაუკარგეს ქართული იერ სახე ცეკვებს რაა და მაგაზე მეშლება ნერვები რააა. lengo88, ოდესმე ერთად მოვხვდებით და ვიცეკვებთ კიდეც ახლა წავედი 1 საათზე კონცერტი მაქ და არ უნდა დავაგვიანოოო
სუხიშვილები "გადაიწვენ", მე არ ვუყურებ მაგათ გამოსვლებს, ეს უფრო ტლინკაობა, ტინგიცობაა, ვიდრე ქართული ცეკვა. მაგათ ქართული ცეკვის დასავლურ მოთხოვნაზე მორგება დაიწყეს, მალე შეიძლება ქალები მოკლე კაბებითაც აცეკვონ, ან კაცმა ხელი წაატანოს, კისერზე შეისვას...აქეთკენ მიდიან თანდათან... სხვათაშორის არც "რაჭული" მომწონს, არც ტექსტია მოსაწონი და არც მოძრაობები(პლასტიკას არ ვგულისხმობ, უფრო ხასიათს, შიინაარსს...). მე არ ვიცი ცეკვა(ჩემი შვილები 10 და 12 წლის, ცეკვავენ ფოთის სახ. ანსამბლ "ფაზისში"), მაგრამ ერთი ცნობილი ლიტერატურული კრიტიკოსის თქმის არ იყოს, როცა მწერალმა უსაყვედურა, შენ თვითონ ერთი მოთხრობაც არ დაგიწერია და რა სინდისით მაკრიტიკებო:" მე კვერცხსაც არ ვდებ, მაგრამ კვერცხის გემოს კარგად ვარჩევო".
xarata, კაი თემაა მეგობარო კაი ქართული ცეკვა და მოლხენა მე პირველი კლასიდან მეოთხემდე დავდიოდი მარა დგეს დგეობით არარაფერი აღარ მახსოვს გიორგი კაკაშვილი
გიომონადირე, რატო დაანებე ბიჭო თავი ცეკვას? არ უნდა დაგენებინა რააა. მე თავიდან დედაჩემს ძალით დავყავდი ხოლმე 2 წლის განმავლობაში მერე ისე მივეჩვიე ცეკვას რო აღარც დამინებებია თავი რაა ეხლა რო მომკლა ცეკვიდან არ გამოვალ მაგრად მევასება ცეკვა
xarata, შენი ჭირიმე, სუხიშვილები მიყვარდა მაგრამ>.... გამიხარდა რომ ცეკვავ ეგ ხომ ქართული კულტურაა როგორც სხვა ბევრი. ეს საიტიც იმიტომ შემიყვარდა რომ ყველა ასეთი ჯიგრები და კარგები ხართ. მეც ვცეკვავდი 5 წელი მაგრამ ეეეჰ წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
სუხიშვილები "გადაიწვენ", მე არ ვუყურებ მაგათ გამოსვლებს, ეს უფრო ტლინკაობა, ტინგიცობაა, ვიდრე ქართული ცეკვა. მაგათ ქართული ცეკვის დასავლურ მოთხოვნაზე მორგება დაიწყეს, მალე შეიძლება ქალები მოკლე კაბებითაც აცეკვონ, ან კაცმა ხელი წაატანოს, კისერზე შეისვას...აქეთკენ მიდიან თანდათან...
მართალია, მართალიიიიიიიი. აღარ მისდევენ ტრადიციას და მართლაც ქართულ ცეკვებს...გადაკარგვისკენ მიჰყავთ ნაციონალური ცეკვა. დაილოცოს "ერისიონი" რაა, ნამდვილი ქართული სულიი მეც უკანასკნელი6-7 წელი ვცეკვავდი, ნამდვილად ვეღარ ვახერხებ ახლა. სშაბათი-კვირა რომ შაბათი-კვირაა, მაშინაც კი... პირიქით ყველაზე მეტად მაგ ორ დღეს ვარ დაკავებულიი.ისე კი მართალც ვეტრფი ქართულ ცეკვაას, მახსოვს კიდეც და "სუპერს" ვეღარ, მარა ვცეკვაავ რაა "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
კაი რა თუ ძმა ხარ სად სუხიშვიები სად ერისიონი სუხიშვილები ქმნიდნენ ქმნიან და მომავალშიც შექმნიან ცეკვებს მათ სისხლში აქვთ გამჯდარი ცეკვის შექმნის ნიჭი სუხიშვილებმა განავითარეს ქართული ცეკვის სული! ჩემთვის სუხიშვილები იყვნენ არიან და იქნებიან ფავორიტები ”კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ,ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით” (ილია მეორე)
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მართლაც მაგრად ცეკვავს, ყველაზე მეტად 1:52 წუთზე რომ შემოდის, სულ შავები რომ აცვია ეგ მომეწონა, მაგრად ჩაახვია... "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!