ჩვენი სამშობლო ჩვენი სიამაყე,თავისი ღირსშესანიშნაობებით.
| |
landia | დრო: შაბათი, 09.05.2009, 23:16:03 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| [img]http://[/img] [img]http://[/img] [img]http://[/img] ამაზე მაგარს სად ნახავთ თუარა ხონში ეს არის ქ.ხონის სოფელ გორდი კინჩხაში.წყალვარდნილი. [img]http://[/img] ესეც მდებარეობა იგევე ცნობილი ოკაცეს კანიონი.ბოგასაც ვეძახით.
შეტყობინება დაამუშავა landia - შაბათი, 09.05.2009, 23:28:33 |
|
| |
beqa | დრო: ორშაბათი, 09.11.2009, 12:59:54 | შეტყობინება # 2 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეს კინჩხაა მდ."ოკაცეს" კანიონი უფრო ქვემოთ არის კიდე და თუ არ ვცდები ერთ-ერთი ყველაზე ღრმაა ევროპაში,ამბობენ 70მეტრიაო. დამატებულია (09.11.2009, 11:42:41) ---------------------------------------------
დამატებულია (09.11.2009, 11:43:15) ---------------------------------------------
დამატებულია (09.11.2009, 11:44:08) --------------------------------------------- ეს მაგარი უნიკალური ხეა,ერთ ძირზე რამოდენიმეა ამოსული.ძაან ლამაზია დამატებულია (09.11.2009, 11:45:55) ---------------------------------------------
დამატებულია (09.11.2009, 11:49:14) ---------------------------------------------
დამატებულია (09.11.2009, 11:51:50) ---------------------------------------------
დამატებულია (09.11.2009, 11:52:16) --------------------------------------------- მზის ამოსვლა კავკასიონზე დამატებულია (09.11.2009, 11:54:10) ---------------------------------------------
დამატებულია (09.11.2009, 11:59:17) --------------------------------------------- landia, ესენია რაც მაქვს დამატებულია (09.11.2009, 11:59:54) ---------------------------------------------
შეტყობინება დაამუშავა beqa - ორშაბათი, 09.11.2009, 12:38:16 |
|
| |
landia | დრო: ოთხშაბათი, 11.11.2009, 02:14:35 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მალადეც ბექა მაგარიააააააააააააა
|
|
| |
beqa | დრო: ოთხშაბათი, 11.11.2009, 15:55:18 | შეტყობინება # 4 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეს რაარი შენ ხოიცი იქ რა სილამაზეცაა
|
|
| |
ვულფ | დრო: სამშაბათი, 05.01.2010, 22:08:23 | შეტყობინება # 5 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ასეთ ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შევეხმიანოთ ერთმანეთს, ვიაროთ ამ დუნიაზე სანადიროთ,სათევზაოთ მოვეფეროთ და შევეჯიბროდ ერთმანეთს სიყვარულში. ამაზე კარგს მომავალ თაობას ვერაფერს ვერ დავუტოვებთ თანაც ბუნების სიყვარულს შევასწავლით
|
|
| |
dudu-duda | დრო: ორშაბათი, 11.01.2010, 23:56:02 | შეტყობინება # 6 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დავით გარეჯ7ი რომ ვიყავი ეს ფოტოები გადავიღე მაგარი სილამაზე იყო რაა [img]http://[/img]
|
|
| |
zazauk | დრო: შაბათი, 23.01.2010, 00:04:13 | შეტყობინება # 7 |
სერჟანტი
ჯგუფი: გამოცდილი მონადირე
შეტყობინება: 14
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მაგარი სურატებია... მსგსრი გვაქ საქართველო დალოცვილი ვენაცვალეთ...
|
|
| |
goga-0ni | დრო: სამშაბათი, 02.02.2010, 18:20:43 | შეტყობინება # 8 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დამატებულია (02.02.2010, 17:54:29) --------------------------------------------- ძაან კარგია, მაგარია დამატებულია (02.02.2010, 17:59:39) ---------------------------------------------
დამატებულია (02.02.2010, 18:02:00) ---------------------------------------------
დამატებულია (02.02.2010, 18:18:16) ---------------------------------------------
დამატებულია (02.02.2010, 18:20:43) --------------------------------------------- წელს უკეთეს ფოტოებს გადავიღებ თუ მშვიდობა იქნა
|
|
| |
emce | დრო: შაბათი, 13.02.2010, 18:11:01 | შეტყობინება # 9 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ესაა ის სურატები რომლებიც გადავიგე 2009 წლის ზაფხულშI ხეტიალის დროს
|
|
| |
soso_k3 | დრო: ორშაბათი, 15.02.2010, 12:53:49 | შეტყობინება # 10 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 455
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ესეც მწვერვალი თეთნულდი, სვანეთში.
შეტყობინება დაამუშავა soso_k3 - ორშაბათი, 15.02.2010, 12:55:07 |
|
| |
goga-0ni | დრო: ხუთშაბათი, 25.02.2010, 23:01:49 | შეტყობინება # 11 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 746
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კარგია ისე ფოტო ნადირობაშიც შეიძლება თემა გაკეთდეს რას იტყვით?ჩემი ფუტკრები არიან ოქროს აგროვებენ დამატებულია (25.02.2010, 23:01:49) --------------------------------------------- გეოგრაფები იკვლევენ რაჭაში მყინვარებს და მითხრეს ყოველ წლიურად ათ მეტრს იხევს მყინვარი უკანო
|
|
| |
sukre17 | დრო: ოთხშაბათი, 17.03.2010, 16:57:27 | შეტყობინება # 12 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 246
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მაგარი და ულამაზესი ბუნება გვაქვს რაც მართალია მართალია!
|
|
| |
emce | დრო: პარასკევი, 19.03.2010, 11:18:50 | შეტყობინება # 13 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 221
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| sukre17, ეჰ ძაო მაგარი და კარგი რომ გვაქ მარტო ჩვენ კი არა უცხოეთიც აღარებს მაგრამ ამ მშვენიერებას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება და არა გაყიდვა და განადგურება
|
|
| |
BERG | დრო: პარასკევი, 19.03.2010, 20:14:28 | შეტყობინება # 14 |
ჯგუფი: წაშლილები
| წინ ლამარიას კოშკი,უკან შხარა. უშბა. ხვამლის მთა ხვამლი ზამთარში ხვამლის ტბა
|
|
| |
BENELI | დრო: ოთხშაბათი, 31.03.2010, 14:48:47 | შეტყობინება # 15 |
ჯგუფი: წაშლილები
| გურია. [img][/img] [img][/img]
შეტყობინება დაამუშავა BENELI - ოთხშაბათი, 31.03.2010, 17:22:28 |
|
| |
BENELI | დრო: ორშაბათი, 12.04.2010, 21:05:42 | შეტყობინება # 16 |
ჯგუფი: წაშლილები
| :10: ესეც გურია კიდევ :10: [img][/img]
შეტყობინება დაამუშავა BENELI - ორშაბათი, 12.04.2010, 21:10:45 |
|
| |
a11201 | დრო: ოთხშაბათი, 27.10.2010, 18:43:57 | შეტყობინება # 17 |
ჯგუფი: წაშლილები
| [img]http://[/img] დამატებულია (27.10.2010, 17:43:57) --------------------------------------------- ეს კოშკი არის დიდგორთან ახლოს ნასოფლარ საკურთხისში... ამ ადგილას დავით აღმაშენებელმა ჯარი დაასვენა ბრძოლის დაწყებამდე
|
|
| |
-BERG- | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 14:33:27 | შეტყობინება # 18 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| კავკასიონის მთიანეთი მოიცავს მრავალ ქედს, ხეობასა და ქვაბულს. საქართველოს ფარგლებში გამოიყოფა მეორე თანრიგის ოროგრაფიული ერთეულები: ა) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი. კავკასიონის თავისებურება სხვა მთიანეთებთან შედარებით ის არის, რომ მას მთელ სიგრძეზე გასდევს უწყვეტი წყალგამყოფი თხემი, რომელიც მაქსიმალურ სიმაღლეს (4300-5068 მ) სვანეთ-რაჭის ფარგლებში აღწევს (მთები შხარა, ბაბისმთა, ჭანჭახი და სხვ.). სვანეთის დასავლეთით მთავარი ქედის უმაღლესი მწვერვალია დომბაი-ულგენი (4064 მ), ხოლო რაჭის აღმოსავლეთით - მწვერვალი ხალაწა (3938 მ); ბ. კავკასიონის სამხრეთით გასწვრივი და განივი ქედები - გაგრის, ბზიფის, ჩხალთის, კოდორის, შდავლერის, ცალგამის, ულვარ-ზაგარის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის, შოდის, კედელის, რაჭის, ჯავის, ხარულის, ალევის (ლომის-ალევის), მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთისა და სხვ. მათი უმაღლესი მწვერვალები 3000-4000 მ აღწევენ (სვანეთის ქედზე მწვერვალი ლაპილი 4010 მ); გ) კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით გასწვრივი და განივი ქედები - ხოხის, ყუროს, შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის, აწუნთის, პირიქითის ანუ თუშეთის. ხოხისა და პირიქითის ქედებზე ამართულია, შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი მყინვარწვერი (5033 მ) და აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი ტებულოსმთა ანუ დაქუეხი (4493 მ); დ) კავკასიონის ორივე კალთის მდინარეები ღრმა, ციცაბოფერდობიან ხეობებში მიედინება, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებში გრანდიოზულ კლდეკარებს ქმნიან (დარიალის კლდეკარი თერგზე; ენგურის, ბზიფის, რიონის, ხობისა და სხვა მდინარეთა ვიწრობები), ზოგან კი ფართოვდებიან და ქვაბულებს აჩენენ (ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, თრუსოს, თუშეთისა და სხვა.). კავკასიონს პირობითად 3 ნაწილად ყოფენ: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონად. ცენტრალური კავკასიონი იმიჯნება დასავლეთ კავკასიონისაგან ზემო ყუბანისა და ნენსკრის ხეობებით, ხოლო აღმოსავლეთ კავკასინისაგან ზემო თერგისა და არაგვის ხეობებით. ეს საზღვრები მთავარ წყალგამყოფ ქედს ჭვიბერ-ყარაჩაისა და ჯვრის უღელტეხილთან კვეთენ. ამრიგად, ცენტრალური კავკასიონი მთელი სიგრძით შემოდის საქართველოში, დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონი კი ნაწილობრივ.(ქსე.1991 წ.)
|
|
| |
-BERG- | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 14:34:30 | შეტყობინება # 19 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ჰ ა ვ ა საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული თოვლისა და მყინვარების ზონით. ზოგადი დახასიათება. საქართველოს ჰავის ნაირგვაროვნებას განსაზღვრავს, ერთის მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორეს მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობა ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. შედარებით დაბალ განედზე მდებარეობისა და ზომიერი ღრუბლიანობის გამო, საქართველო მზისგან მნიშვნელოვან სითბოს იღებს. მზის ნათების ხანგრძლივობა 1350-2520 საათია. მნიშვნელოვანია აგრთვე მზისგან მიღებული ჯამური რადიაცია - 115-153 კკალ/სმ2 წელიწადში. საკმაოდ ცვალებადობს რადიაციული ბალანსი, რომლის მაქსიმუმი (52-53 კკალ/სმ2) ნოტიო სუბტროპიკულ ბარშია, მინიმალური (25 კკალ/სმ2) - კავკასიონის მაღალმთიან ზონაში. საქართველოს ჰავის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს როგორც ზომიერი, ისე სუბტროპიკულ სარტყელში განვითარებული ატმოსფერული პროცესები. ამ ზონებში ძირითადად ადგილი აქვს ზონალურ ცირკულაციას. ზოგჯერ მას არღვევს მერიდიანული ცირკულაცია, რომლის დროსაც ჩრდილო განედებიდან შემოიჭრება ხოლმე ცივი ჰაერის მასები, ხოლო სამხრეთიდან - თბილი. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კავკასიონს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. ჰაერის მასები საქართველოში უმთავრესად დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან იჭრება. ხშირად ამინდის ცვლილებას სამხრეთიდან შემოსული თბილი ჰაერის მასებიც იწვევს. ჰავის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერი განედების, არქტიკული და ტროპიკული როგორც ზღვის, ისე კონტინენტური ჰაერის მასებს. სინოპტიკური პროცესები, რომელთა მეშვეობითაც შემოდის ჰაერის მასები ამოერკავკასიის და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაჯგუფებულია შემდეგ ტიპებად: დასავლეთისა, აღმოსავლეთსა, ორმხრივა, ანტიკლონური მდგომარეობა და ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებში განვითარებული ტალღური აღრევა. ამინდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს კონვექციური პროცესები, რომლებიც წლის თბილ პერიოდში უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ჰაერის ტემპერატურა ადგილის ჰავის თავისებურების მაჩვენებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. საქართველოში იგი დიდი კონტრასტებით გამოირჩევა (იხ. ცხრილი 1,3). ჰაერის საშუალო წლის ტემპერატურა ყველაზე მაღალია სოხუმში (ნავსადგური, 15OC), ხოლო დაბალი - კავკასიონის თხემზე (5000 მ) - 12,5OC. სსრკ-ში ყველაზე თბილი ზამთარი კოლხეთშია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5-7OC-ია, ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი 0,2-0,9OC . ზამთარში ხშირია ინვერსიები. ზღვისპირა ადგილებში იგი ზაფხულშიც შეინიშნება. ცირკულაციის, რადიაციისა და ოროგრაფიული ფაქტორების ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს ტერიტორიული ტენიანობის საკმაოდ დიდ კონტრასტებს. საქართველოს დიდი ნაწილი ატმოსფერული ნალექების სიუხვით გამოირჩევა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-4500 მმ ფარგლებში იცვლება (იხ. ცხრილი 2,3). სსრკ-ის ნალექების პოლუსი ჩაქვის ქედის ზღვისაკენ მიქცეულ კალთაზეა - მტირალას მთის მიდამოებში (წელიწადში საშუალოდ 4500 მმ, ცალკეულ წლებში 5000 მმ-ზე მეტი). საქართველო გამოირჩევა დღე-ღამეში მოსული ნალექების სიუხვითაც (ჯურუყვეთი, 352 მმ). ნალექები მთებში სიმაღლის მიხედვით ყველგან არ მატულობს, პირიქით, ზოგან კიდეც მცირდება (სვანეთი, ჯავახეთის პლატო და სხვ.). მაქსიმალური ნალექების მოსვლის ზონები დასავლეთ საქართველოში 300-500-დან 3500-მდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1200-იდან 3500 მ-მდე იცვლება. რთული ოროგრაფიული პირობებისა და გაბატონებული ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების სირთულის გამო, ნალექების შიგაწლიური განაწილება თავისებურია: დასავლეთ საქართველოში ნალექების მაქსიმუმი ზამთარში ან შემოდგომაზეა, მინიმალური - გაზაფხულზე ან ზაფხულში. აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმუმი გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია, მინიმალური - ზამთარში(ქსე.1991 წ.)
|
|
| |
-BERG- | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 14:41:15 | შეტყობინება # 20 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნ ი ა დ ა გ ე ბ ი. ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო საქართველოში თითქმის ყველა ტიპია ნიადაგს ვხვდებით. გამოიყოფა 3 ტიპია ნიადაგური ოლქი: დასავლეთისა, აღმოსავლეთისა და სამხრეთისა. თითოეულ მათგანში ნიადაგწარმომქნელი პირობებისა და პროცესების მიხედვით გამოიყოფა ზონები და ქვეზონები, ხოლო ამ უკანასკნელთა ფარგლებში - რაიონები და ქვერაიონები. საქართველოში 48 ნიადაგური რაიონი და 169 ქვერაიონია. 1. პრიმიტიული მთა-მდელოს 2. მთა-მდელოს კორდიანი 3. მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი 4. მთა-მდელოს ჭაობიანი 5. მთა-მდელოს შავმიწისებრი 6. მთა-ტყე-მდელოს 7. ტყის ყომრალი მჟავე 8. ტყის ყომრალი სუსტი 9. ყომრალი გაეწრებული 10. ტყის ყვითელ ყომრალი 11. ყომრალი-შავი 12. ნეშომპალა-კარბონატული 13. ნეშომპალა-კარბონატული დეგრადირებული 14. ნეშომპალა-კარბონატული წითელი 15. წითელმიწები 16. წითელმიწა გაეწრებული 17. ყვითელმიწები 18. ყვითელმიწა გაეწრებული 19. სუბტროპიკული ეწერი 20. სუბტროპიკული ეწერი ორშტეინიანი-მელჭვილიანი 21. სუბტროპიკული ეწერ-ლებიანი 22. გამოტუტული შავმიწა 23. შავმიწა 24. დაწიდული შავმიწა 25. შავი 26. შავი კარბონატული 27. შავი ბიცობიანი და დამლაშებული 28. მდელოს შავი 29. მდელოს შავი ბიცობიანი და დამლაშებული 30. ყავისფერი გამოტუტული 31. ყავისფერი 32. ყავისფერი კარბონატული 33. ყავისფერი ღია 34. მდელოს ყავისფერი 35. მდელოს რუხი_ყავისფერი 36. რუხი-ყავისფერი მუქი 37. რუხი ყავისფერი 38. რუხი ყავისფერი ღია 39. ნეშომპალა სულფატური 40. ბიცობი 41. მლაშობი 42. ალუვიური მჟავე 43. ალუვიური მაძღარი 44. ალუვიური კარბონატული 45. ლამიანჭაობიანი 46. თორფიან_ჭაობიანი 47. ანთროპოგენული 48. ძლიერ გამორეცხილი ნიადაგები და ქანების გაშიშვლებები 49. მყინვარები
|
|
| |
-BERG- | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 14:48:56 | შეტყობინება # 21 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| წ ყ ლ ი სა დ ა ჭ ა ო ბ ი ს მ ც ე ნ ა რ ე უ ლ ო ბ ა (ქსე.1991 წ.) საქართველოში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე. არც ისე დიდი ხნის წინათ აქ ვრცელი ფართობი ეჭირა დაჭაობებულ მურყნარებს, აგრეთვე ისლიან-თეთრხავსიან (სფაგნუმიან) ჭაობებს. ამჯამად მურყნარები ძირითადად გაჩეხილია, ჭაობები ამოშრობილია. ტბის ნაპირები და თხელი წყლები კოლხეთში დაფარულია ლერწმის, ლაქაშის და სხვა რაყებით. მდგარ და მდოვრე წყლებში, გარდა წყალმცენარეებისა, იზრდება დუმფარა, წყლის პური, წყლის ვაზი, წყლის კაკალი, წყლის ბაია; ჭაობებში - ისლის, ჭილის სახეობები, წყლის ზამბახი და სხვ. აქ გვხვდება მეტად საინტერესო რელიქტური მცენარე Osmunda regalis.აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, წყალსატევების დაჭაობებულ ნაპირებზე გავრცელებულია ლერწმისა და ლაქაშის რაყები. ნახევრად უდაბნოების ზონაში ტენიან ადგილებში იზრდება მარილის ამტანი მცენარეები. მთებში წყლისა და ჭაობის მცენარეულობას შედარებით ნაკლები ფართობი უკავია; აქ იგი გავრცელებულია უმთავრესად ტაფობებში და ლავურ პლატოებზე, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. სიმაღლის მატებასთან ერთად წყლისა და ჭაობის მცენარეულობა თანდათანობით ღარიბდება: ალაგ-ალაგ გვხვდება ისლიანი და თეთრხავსიან-ისლიანი ჭაობის მცირე ფართობები. წყაროსეული ჭაობები გვხვდება მთის კალთებზე - უმთავრესად სუბალპურ სარტყელში და ალპური სარტყლის ქვედა ნაწილში. ამ ჭაობებში, გარდა სხვადასხვანაირი ხავსისა, ისლისა, ჭილისა და ჭაობისათვის დამახასიათებელი სხვა მცენარეებისა, იზრდება მახრჩობელა, დიდბათა, ფურისულა (Primula auriculata, Cardamine uliginosa და სხვ.). დუმფარა ისლი ფურისულა
|
|
| |
-BERG- | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 14:56:55 | შეტყობინება # 22 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ც ხ ო ვ ე ლ თ ა ს ა მ ყ ა რ ო. საქართველოს ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. ძირითადად წარმოდგენილია პალეოარქტიკის ოლქის ხმელთაშუა ზღვის ქვეოლქის ელემენტებით, მაგრამ ჩრდილოეთ ნაწილში მრავლად გვხვდება ევროპა-ციმბირის ქვეოლქის წარმომადგენლები, სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანში კი - ცენტრალური აზიის ქვეოლქის ფაუნის სახეობები ან მათი მონათესავე ფორმები. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-ზე მეტი სახეობა, ფრინველების -330-ზე მეტი სახეობა, ქვეწარმავლების - 48, ამფიბიების - 11 და თევზების 160-მდე სახეობა. გვხვდება უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა. მათი სრული შემადგენლობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ცხოველები გავრცელებული არიან ზონალურად, თუმცა დიდი ეკოლოგიური ვალენტობის მქონე სახეობები ხშირად რამდენიმე ზონაშიც ბინადრობენ. ა ლ პ უ რი ზ ო ნ ის (კავკასიონის ქედი და მცირე კავკასიონი) ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია დაღესტნის და კავკასიონის ჯიხვები, რომლებიც ბინადრობენ კავკასიონის მთამაღალზე და კავკასიონის ენდემებს წარმოადგენენ. პირიქითა ხევსურეთისა და ალაგ-ალაგ თუშეთში მოიპოვება ნიამორი, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა და შეტანილია ,, საქართველოს წითელ წიგნში� (სწწ). როგორც კავკასიონზე, ისე მცირე კავკასიონზე ფართოდაა გავრცელებული არჩვი. ალპურ მდელოებზე გვხვდება პრომეთეს მემინდვრია. გუდაურსა და მის მიდამოებში ბინადრობს გუდაურული მემინდვრია. ხევსურეთში ცხოვრობს დაღესტნური ომანა. ალპური მდელოების რიგ ადგილებში გვხვდება კავკასიური ბიგა, გრძელკუდა კბილთეთრა. ზოგიერთი მტაცებელი აქ ტყის ზონიდან ადის. ალპურ ზონაში ბევრია ფრინველი. აღსანიშნავია კასპიური შურთხი (სწწ). კავკასიონის მთამაღალზე ფართოდაა გავრცელებული კავკასიური შურთხი. ზოგან არის კაკაბი. ამავე ზონაში ბინადრობენ მთის არწივი, ორბი და ბატკანძერი (შეტანილნი არიან სწწ-ში). ალპურ ზონაში გვხვდება მაღრანი, ჭკა, კავკასიური სტვენია, მთის ტოროლა, ალპიური ჭვინტაკა და სხვ. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური კლდის ხვლიკი, ზღვის ანკარა და სხვ. ამფიბიებიდან საყურადღებოა ამიერკავკასიური ბატატი, კავკასიური ჯვრიანა (სსრკ წწ). მაღალმთიან მდინარეებსა და ტბებში იცის კალმახი. ბევრია ნაირგვარი მწერები, მოლუსკები. ტ ყ ი ს ზ ო ნ ა ს საქართველოში საკმაოდ ვრცელი ფართობიუკავია. იგი რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე იწყება და მაჭისწყალზე (ლაგოდეხის მახლობლად მთავრდება). ამ ზონაში ერთიანდება კავკასიის სამხრეთი ფერდობი, დაწყებული დასავლეთ საქართველოში 500 მეტრიდან, სუბალპურ მდელოებამდე., ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 800 მეტრიდან სუბალპურ მდელოებამდე. ამავე ზონაში შედის ქართლ-იმერეთის, თრიალეთისა და გომბორის ქედების ტყეები. ამ ზონის ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, მგელი, რომელიც თითქმის ყველგან არის და ზოგან ალპურ მდელოებამდე. აღწევს. მრავალგანაა ტურა, ამიერკავკასიის მთის მელა, რომელიც სხვა სტაციებშიც გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული ტყის კატა, ფოცხვერი, თითქმის ყველგან გვხვდება მურა დათვი, ამიერკავკასიის მაჩვი, კავკასიური ყვითელყელა კვერნა. ბზიფის ხეობაში უმნიშვნელო რაოდენობით არის კავკასიური წაულა, მრავალგანაა წავი, მაგრამ ყველგან თითო-ოროლა (შწწ). თითქმის ყველგან არის დედოფალა,. ტყეებსა და ტყისპირებში გვხვდება კურდღელი, რომელიც ზოგან ალპურ მდელოებამდეც ადის. როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეებში ფართოდაა გავრცელებული კავკასიური ციყვი, თერგის სათავის ტყეებში მცირე რაოდენობითაა კავკასიური თრია. თითქმის ყველგან გვხვდება ძილგუდა და ღნავი. თერგის სათავესთან, გუდაურთან, სვანეთში, აფხაზეთში ბინადრობს კავკასიური თაგვანა. ამავე ზონისათვის დამახასიათებელია ყვითელყელა ტყის თაგვი. შატილის მიდამოებში ბინადრობს დაღესტნური ომანა. გურია-აჭარის ქედზე ხშირია პონტოური მემინდვრია, მრავალგანაა წყლის მემინდვრია. ზოგიერთ ადგლას გვხვდება სურამული, დაღესტნური, ბუჩქნარის, ამირკავკასიური თოვლა და მცირეაზიური მთის მემინდვრიები. ფართოდ არიან გავრცელებული ზღარბი, თხუნელა, კავკასიური ბიგა. რადეს ბიგა (სწწ) ბინადრობს ბაკურიანის მისადევრებსა და ლაგოდეხის რაიონში, ქუთაისის მახლობლად. მრავალგანაა კავკასიური კბილთეთრა ლაგოდეხის რაიონში, გუდამაყრის ხეობასა და ანანურის მიდამოებში გვხვდება სპარსული კბილთეთრა, აბასთუმნის მიდამოებში - მცირე კბილთეთრა (სწწ), ზუგდიდსა და მის მიდამოებში ბინადრობს ყურგრძელი მღამიობი (სწწ), თბილისში, ზუგდიდსა და და აჭარაში - ფრთაგრძელი ღამურა (სწწ), ბორჯომის ხეობასა და აფხაზეთში - გიგანტური მეღამურა (სწწ), ქუღაისში, ფოთსა და აჭარაში გავრცელებულია მცირე მეღამურა (სწწ), თბილისიდან და ბორჯომის ხეობიდან ცნობილია მაჩქათელა (სწწ). ტყის ზონა საკმაოდ მდიდარია ფრინველით. ფართოფაა გავრცელებული კავკასიური როჭო (კავკასიური ენდემია და შეტანილია სწწ-ში). ტყეების მეტად განსაზღვრულ უბნებსა და ქვედა სარტყელში (750 მეტრამდე), მეტწილად კი ჭალის ტყეებსა და ბუჩქნარ-ბარდნარებში, ბინადრობს ჩვეულებრივი ანუ კლხური ხოხობი. მრავალგანაა გვრიტი, ქედანი. ტყეებისა და ტბორების სანაპიროებზე ბინადრობენ მელოტა, წყლის ქათამი, ზოგან დასავლური ლაინა, მცირე ქათამურა, ჭაობიანსა და ნოტიო ადგილებში მიმოფრენისას გვხვდება პრანწია, შავულა, ჭაობის კოკორინა, ევროპული დიდი კრონშნეპი, ტყის ქათამი, ჩიბუხა, გოჭა და სხვ.; წყალსატევების სანაპიროებში - ჩვეულებრივი და მდინარის თოლიები, რიგ ადგილებში ბინადრობენ ღორიხვები, მურტალები, წყალსატევებთან ბინადრობენ რუხი ბატი, გარეული იხვი, ევროპული ჟერო; ივეოსი გვხვდება მიმოფრენისას. ერთეულების სახითაა იშხვარი ანუ შავი ყარყატი (სწწ). აქვე არიან თეთრი ყარყატი, რუხი, თეთრი და ღამის ყანჩები, შავარდენი (სწწ), გავაზი, კავკასიური ქორი, მიმინო, ჭაობის ბოლობეჭედა, ევროპული ძერა. მდინარეთა სანაპიროების მაღალ ხეებზე ბუდობს ფსოვი (გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა; სწწ). გორაკ-ბორცვიან ადგილებში ბუდობს ფასკუნჯი, უღრან ტყეებში - სვავი. აქა-იქ გვხვდება ჩია და დიდი მყივანი არწივები. მრავალგან ბინადრობენ კაკაჩა, ზარნაშო, ტყის ბუ, გუგული, ოქროსფერი კვირიონი, ალკუნი, ჩვეულებრივი მაქცია, ნამგალა, შავი, მწვანე და დიდი ჭრელი კოდალები, რუხი ყვავი, ჭილყვავი, კაჭკაჭი, ჩხიკვი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, ჩიტბატონა, სტვენია, კოჭობა, ნისკარტმარწუხა, ნიბლია, სახლის ბეღურა, ბაღის გრატა, ტოროლები, ევროპული წყალწყალა, ბზეწვია, მთის მწყერჩიტა, წითელფრთიანი კლდეცოცია, მგლინავა, სინეგოგა, წიწკანა, წივწივა, რემეზი, რამდენიმე სახეობის ღაჟო, ყვითელთავა ნარჩიტა, კავკასიური ყარანა, რამდენიმე სახების მეჩალია, დიდი ბუტბუტა, ასპუჭაკა, ჩხართვი, შავი შაშვი, ჯიჯღი, ჩიჩხინაკი, კდლის შაშვი, მეღორღია, ბულბული, გულწითელა, ჭვინტა, ჭინჭრაქა, სოფლის და ქალაქის მერცხლები და სხვ. ტყის ზონის ქვეწარმავლებს შორის საყურადღებოა კავკასიური ჯოჯო, გველხოკერა, ბოხმეჭა, ზოლებიანი, საშუალო, მარდი და მდელოს ხვლიკები, ზოგან კლდის ხვლიკიცაა. ბევრგანაა გველბრუცა, ჩვეულებრივი და წყლის ანკარები; მუცელყვითელა, წენგოსფერი, გრძელი (სწწ), ფერადი და ოთხზოლიანი მცურავები, მცირე არეალის მქონე სახეობები - კავკასიური და ცხვირრქოსანი გველგესლები და ხმელთაშუა ზღვის კუ შეტანილი არიან სწწ-ში. ამფიბიებიდან აღსანიშნავია ენდემური კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიული ტრიტონი და კავკასიური ჯვრიანა (შეტანილი არიან სწწ-ში), ფართოდაა გავრცელებული ტბისა და მცირეაზიური ბაყაყები, ვასაკა, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები და სხვ. თევზებიდან აღსანიშნავია კალმახი, შავი ზღვის ორაგული, აღმოსავლური ქაშაპი, კოლხური ტობი, შამაია, კოლხური წვერა, მურწა, მარდულა, მტკვრის გოჭალა, ლოქო, მდინარის ღორჯო, ზოგან გვხვდება ქორჭილა და სხვ. ტყის ზონა მდიდარია ნაირგვარი უხერხემლო ცხოველებით (მწერებით, მოლუსკებით, ობობასნაირებით, ჭიებით და სხვ.). ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ვ ა კ ი ს ა და დ ა ბ ლ ო ბ ის ზონაში ბინადრობენ ნაირგვარი ცხოველები. თუმცა ამ ზონის ფაუნას ერთფეროვნების დაღი აზის. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია შირაქის ველის ბინადარი ქურციკი, რომელიც გადაშენების გზაზეა (სწწ). კახეთის ტყეებსა და გარდაბნის მტვრისპირა ჭალებში გვხვდება გარეული ღორი, შველი, ირემი. ფართოდ არიან გავრცელებულნი ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა, კავკასიური ბიგა, გრძელკუდა და და მცირე კბილთეთრები. თბილი მიდამოებიდანაა ცნობილი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი - ფუღუ (სწწ). მრავლად არიან ცხვირნალები, მღამიობები, მეღამურები, ღამურები, რომლებიც ტყის ზონაშიც ფართოდ არიან გავრცელებული. მრავალგან გვხვდება კურდღელი, ჩვეულებრივი და საზ. მემინდვრიები, ველის თაგვი, ამიერკავკასიური ომანა, რუხი ზაზუნა, ელდარისა და სამგორის ველებზე ბინადრობს კავკასიური წითელკუდა მექვიშია; ფართოდაა გავრცელებული წყლის მემინდვრია, ამიერკავკასიური მაჩვი, წავი, დედოფალა; მცირე რაოდენობითაა ჭრელტყავა, რომელიც გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა (სწწ). მეცხოველეობის რაიონებში თითქმის ყველგანაა მგელი. მრავალგან გვხვდება ტურა, ამიერკავკასიური ველის მელა. ამოწყდომის საფრთხის წინაშეა ზოლებიანი აფთარი (სწწ), გადაშენების გზაზეა ამიერკავკასიური ჯიქი (სწწ). ამ ზონაში მრავალგვარი ფრინველი გვხვდება. აღსანიშნავია მწყერი, კაკაბი და გნოლი (სწწ); ივრის ხეობის მცირე ნაკვეთზე ცხოვრობს მცირე არეალის მქონე ფრინველი დურაჯი (სწწ), მრავალგან გვხვდება ჩვეულებრივი ხოხობი, გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი. წყალსატევების მიდამოებში ბინადრობენ ხონთქრის ქათამი (სწწ), მელოტა, ქათამურა და სხვ. წინა წლებში იშვიათად გამოსაზამთრებლად მოფრინდებოდნენ ხოლმე სავათი და სარსარაკი, გადაშენების გზაზე მდგომი სახეობებია (სსრკ წწ). მრავალგან არის თვალჭყეტია, ველის მერცხალა, საყელოიანი მეჭვავია, მცირე წინტალა, ჭაობის კოკორინა, კრონშნეპი, ჭყინპო, საყელოიანი მეჭვავია, მცირე წინტალა, ვერცხლისფერი და მდინარის თოლიები, თევზიყლაპიები, იშვიათად გვახვდება რუხი ბატი, გედები, ხშირად - წითელი იხვი, გარეული იხვი, იხვინჯა, ყურყუმელა და სხვ. ზოგიერთ ადგილას ბინადრობს მცირე ჩვამა, ხოლო მიმოფრენისას იშვიათად გვხვდება ხუჭუჭა ვარხვი. ბევრია თეთრი ყარყატი, იშხვარი, თეთრი ყანჩა, ყარაულა, ღამის ყანჩა, კირკიტა, მიმინო, ქორი, რამდენიმე სახეობის მოლობეჭედა, ძერა. გადაშენების გზაზეა ბეგობისა და ველის არწივები და შაკი (შეტანილი არიან სწწ-ში). ფართოდ არის გავრცელებული ზარნაშო, წყრომი, გუგული, უფეხურა, ალკუნი, კვირიონი, ყაპყაპი, შავი, მწვანე და ჭრელი კოდალები, მაქცია, ნამგალა, ყორანი, ტუხი ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, ჩიტბატონა, რამდენიმე სახეობის ღაჟო, ჭვინტა, სტვენია, ნიბლია, მინდვრის ბეღურა, სხვადასხვა სახეობის ტოროლა, გრატები, წყალწყალა, ბზეწვია, ბოლოქანქარა, მწყერჩიტა, დიდი წივწივა, რემეზი, მემატლია, ყარანა, მეცალიები, ასპუჭაკები, ჩხართვი, შაშვი, მეღორღია, ბილბული, წყლის შაშვი, მენაპირე, ქალაქისა და სოფლის მერცხლები და სხ. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური ჯოჯო, იშვიათად გვხვდება თავტიტველა გეკონი, სპარსული მრგვალთავა, ხშირად - გველხოკერა, ბოხმეჭა, საშუალო, ზოლებიანი, მარდი და მდელოს ხვლიკები. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება კოხტა გველთავა, მარდი ფსვენი და სხვ. გველებიდან საყურადღებოა გველბრუცა, ველის მახრჩობელა (სწწ), ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, მუცელყვითელი, წენგოსფერი და ხალებიანი მცურავები. თბილ მიდამოებში გვხვდება ესკულაპის გველი (სწწ). მრავალგანაა კატისთვალა გველი, ველის გველგესლა, გიურზა. რიგ ადგილებში ბინადრობს გიურზა, წყალსატევებსა და მათ მიდამოებში ცხოვრობენ ჭაობისა და წყლის კუები, ზოგან ხმელთაშუა ზღვის კუ. ამფიბიებიდან აღსანიშნავია მცირეაზიური ტრიტონის თბილისის მიდამოებში აღწერილი ქვესახეობა (სსრკ წწ). ფართოდ არიან გავრცელებული ტბისა და მცირეაზიური ბაყაყები, გომბეშო, ვასაკა. თევზებიდან საყურადღებოა კალმახი, ქაშაყი, ტობი, მურწა, წვერა, ხრამული, ჭანარი, კობრი, ლოქო, მდინარის ღორჯო და სხვ. ზონის ფარგლებში მრავლად არიან ნაირგვარი მწერები, ობობასნაირნი, მოლუსკები, ჭიები და სხვ. დ ა ს ა ვ ლ ე თ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ვ ა კ ი ს ა დ ა დ ა ბ ლ ო ბ ი ს ზ ო ნ ა ს უკავია ფართობი შავი ზღვის სანაპიროდან (ფსოუ-სარფი) ზესტაფონამდე (რამდენადმე მის აღმოსავლეთით) და სამკუთხედს მოგვაგონებს. იგი მოიცავს კოლხეთის დაბლობისა (10-250 მეტრამდე) და კოლხეთის მარადმწვანე ქვეტყიანი და ლეშაბზიანი ტყეების სარტყელს (250-500 მეტრამდე). ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება ევროპული ზღარბი, ევროპული თხუნელა; კოდორის ხეობაში, ზუგდიდის მისადევრებსა და რიგ სხვა ადგილებში არის დიდი კბილთეთრა. ფართოდაა გავრცელებული მცირე ცხვირნალა, ზუგდიდიდან და მისი მიდამოებიდან ცნობილია ყურგრძელი მღამიობი, მრავალგანაა ღამურები, მეღამურები, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ღნავი; გაგრიდან სოხუმამდე ბინადრობს მინდვრის თაგვი. ბევრგანაა ტყის თაგვი, პონტოური წითელი მემინდვრია; თითქმის ყველგან გვხვდება ამიერკავკასიური მაჩვი, თეთრყელა კვერნა, დედოფალა, წავი და სხვ. ძლიერ შემცირებულია მგლის არეალი, მრავალგან გვხვდება ტურა, მელა, ტყის კატა, ფოცხვერი, მურა დათვი და სხვ. აქა-იქ ბინადრობს გარეული ღორი, რიგ ადგილებში - შველი. ფრინველებიდან ამ ზონისათვის დამახასიათებელია კოლხური ხოხობი. ფართოდაა გავრცელებული მწყერი, ევროპული ქედანი, გვრიტი, მელოტა, წყლის ქათამი, ქათამურა, მდელოს მერცხალი, პრანწია, მეტალახია, მებორნე, დიდი კრონშნეპი, ტყის ქათამი, შავფრთიანი, დიდი, ვეჟანი და შავთავა თოლიები, თევზიყლაპია, წითელყელა მურტალა, რუხი ბატი, მეტი-მეკალოე, ამლაყი და ჩვეულებრივი იხვები, რამდენიმე სახეობის ყურყუმელა, დიდი და მცირე ჩვამები; მიმოფენისას იშვიათად გვხვდება ხუჭუჭა ვარხვი, აგრეთვე წითური, რუხი და თეთრი ყანჩები, აქა-იქაა მცირე ყარაულა. რიგ ადგილებში არის იშხვარი. ფართოდაა გავრცელებული შავარდენი, ქორი, მიმინო, მინდვრის ბოლობეჭედა, ზარნაშო, ტყის ბუ, ბუკიოტი, ჭაობის ბუ, გუგული, ყაპყაპი, ოფოფი, ალკუნი, სირიული (სწწ) და საშუალო კოდალები, მაქცია, სანგალა, რუხი ყვავი, ჩხიკვი, შოშია, მოლაღური, კულუმბური, მთიულა, მინდვრის ტოროლა, წყალწყალა, მწყერჩიტა, რემეზი, მემატლია, შაშვისებრი მეჩალია, ყვითელთავა ნარჩიტა, ყარანა, დიდი ბუტბუტა, შაშვი, შავთავა ოვსადი, ბულბული, გულწითელა, ჭვინტაკა, ჭინჭრაქა, სოფლის მერცხალი და სხვ. ქვეწარმავლებიდან ფართოდაა გავრცელებული ბოხმეჭა, პონტოური მდელოს ხვლიკი, აჭარული ხვლიკი. მრავალგან გვხვდება გველბრუცა, წყლისა და ჩვეულებრივი ანკარები, მცურავი, სპილენძა, კავკასიური გველგესლა. თითქმის ყველა ჭაობსა და ტბორში ბინადრობს ჭაობის კუ. ამფიბიებიდან საყურადღებოა ჩვეულებრივი, სავარცხლიანი და მცირეაზიური ტრიტონები, ტბის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები, ვასაკა და სხვ. თევზებიდან აღსანიშნავია კალმახი, შავი ზღვის ორაგული (რომელიც ტოფობისათვის ზოგ მდინარეში შედის), ფორეჯი, კოლხური თართი, წერი, ტარანი, ქაშაპი, კოლხური კვირჩხლა, ფრთაწითელა, ჭერეხი, კოლხური წვერა, კავკასიური თაღლითა, ვიმბა, ტაფელა, კობრი, ანგორული გოჭალა, ფარგა, ქორჭილა, რამდენიმე სახეობის ღორჯო, იშვიათად გვხვდება გველთევზა და სხვ. მ ე ს ხ ე თ-ჯ ა ვ ა ხ ე თ ი ს ზ ე გ ნ ი ს ზ ო ნ ა შ ი ერთიანდება სამხრეთ საქართველოს მაღალმთიანი ველების სარტყელი: ჯავახეთის, წალკის, ზურტაკეტის, აბულსამსარისა და კეჩუთის პლატოები. ძუძუმწოვრებიდან აქ არის ევროპული ზღარბი, ევროპული თხუნელა, კავკასიური მცირე ბიგა, გრძელთათა მუდუ, ცხვირნალები, ყურდიდა ღამურა, მაჩქათელა, ყურწვეტა მღამიობი, გიგანტური მეღამურა, მეგვიანე ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ძილგუდა. ახალქალაქის მისადევრებსა და რიგ სხვა ადგილას გვხვდება ბრუცა. მრავალგანაა ტყის თაგვი, საზოგადოებრივი ბუჩქნარისა და თოვლა მემინდვრიები. ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე ბინადრობს წავი, ბევრგან არის ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური თეთრყელა კვერნა, დედოფალა, რიგ ადგილებში ბინადრობს ჭრელტყავა. მესაქონლეობის რაიონებში გვხვდება მგელი, თითქმის ყველგანაა ამიერკავკასიური მთის მელა, ზოგან ტყის კატა, ფოცხვერი, მურა დათვი. იშვიათია გარეული ღორი, ზოგან გვხვდება შველი და ირემი, მცირე რაოდენობითაა კავკასიური არჩვი. ფრინველებიდან გავრცელებულია კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი (სწწ), კაკაბი, მწყერი, მცირე წინტალა, მეკენჭია, მებორნე, ჩიბუხა, ტყის ქათამი, ვეჟანი და ჩვეულებრივი თოლიები. აქა-იქ გვხვდება გარეული იხვი, წითელნისკარტა ყურყუმელა და სხვ. ფართოდ არიან გავრცელებული შავარდენი, ქორი, მიმინო, ძერა. ალაგ-ალაგ არის სვავი, ფასკუნჯი, ველის კაკაჩა, ჭაობის ბოლობეჭედა, ზარნაშო, ჭაობის ბუ, გუგული, ყაპყაპი, ოფოფი, ნამგალა, ყორანი, რუხი ყვავი, ჩხიკვი, მოლაღური, ჭივჭავი, მთის ჭვინტა, რქოსანი ტოროლა, ლელიანის გრატა, წყალწყალა, წივწივა, კლდის შაშვები, მემატლია, ღაჟო, თოხიტარა, წყლის შაშვი, სოფლისა და ქალაქის მერცხლები. იშვიათია და მხოლოდ აქ გვხვდება წითელთავა ნარჩიტა და წითელფრთიანი კოჭობურა (სწწ). ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია კავკასიური ჯოჯო, ბოხმეჭა, ზოლებიანი და კლდის ხვლიკები, ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, ოთხზოლიანი მცურავი და სხვ. ამფიბიებიდან გვხვდება კავკასიური სალამანდრა, აქა-იქ - კავკასიური ჯვრიანა. ფართოდ არის გავრცელებული ტბის ბაყაყი, გომბეშო და ვასაკა. მდინარეებსა და ტბებში იცის კალმახი, მტკვრის ტობი, ციმორი, წვერა, მურწა, შავწარბა ნაფოტა, მდინარის ღორჯო და სხვ. შ ა ვ ი ზ ღ ვ ა საკმაოდ მდიდარია ნაირგვარი ცხოველებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გვხვდება საქართველოს სანაპიროებთანაც. ძუძუმწოვრებიდან მრავლადაა ზღვის ღორი, აფალინა და ჩვეულებრივი დელფინი. ფარფლფეხიანებიდან იშვიათია თეთრმუცელა სელაპი, რომლის ერთი ეგზემპლარი 1939 წელს ნახეს ბათუმის მახლობლად (გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა; სწწ). ფრინველებიდან ზღვის სანაპიროზე ბევრია ვერცხლიფერი ვეჟანი, შავთავა, წვრილნისკარტა და მცირე თოლიები და სხვ. თევზებიდან საყურადღებოა ძაღლისებრი ზვიგენი, ქიცვიანი სკაროსი, ზღვის კატა, სვია, ატლანტური ზუთხი (სწწ), რამდენიმე სახეობის ქაშაყი, ქარსალა, შავი ზღვის ორაგული, იშვიათია გველთევზა, ხშირია კეფალი, რამდენიმე სახეობის ზღვის ფინია, ნაირგვარი ღორჯო, კამბალები; ცოტაა ზღვის ეშმაკი, მრავლადაა ზღვის ნემსთევზა, ცხენთევზა და სხვ. მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში აკლიმატიზებულია მრავალი ცხოველი. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტბაში აკლიმატიზებულია ნუტრია, 1938 წელს მრავალ ადგილას გაუშვეს ენოტისებრი ძაღლი, რომელიც დროთა განმავლობაში მავნებლად იქცა. ამჟამად მას ყველგან სპობენ. 1941 წელს ყვარლის რაიონში გაუშვეს ამერიკული წაულა, რომელიც მალე მოისპო. 1952 წელს ბორჯომის ხეობაში აკლიმატიზებულ იქნა თელეთური ციყვი, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა სატყეო მეურნეობას. ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში შემოსახლდა და ფართოდ გავრცელდა ალტაური ციყვი, 1925 წელს დასავლეთ საქართველოს რიგ ადგილებში აკლიმატიზებულ იქნა გამბუზია, რომელიც შემდგომში ფართოდ განსახლდა თითქმის მთელი რესპუბლიკის ფარგლებში. ბაზალეთის, ჯანდარისა სხვა ტბებში აკლიმატიზებულია სარკისებრი კობრი. 1931 წელს ტაბაწყურის ტბაში მოაშენეს სიგი. დასავლეთ საქართველოს რიგ წყალსატევებში აშენებენ ცისარტყელა კალმახს, თეთრ ამურს, სქელშუბლას და სხვ. საქართველოში აკლიმატიზებულია მწერებიც: აფელინუსი, როდოლია, კრიპტოლემუსი და სხვ. ბორჯომის ხეობაში გავრცელდა ნაძვის დიდი ლაფნიჭამია, რომელმაც აურაცხელი ზარალი მიაყენა სატყეო მეურნეობას. საქართველოს ბუნებაზე ადამიანის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგად ძალზე შემცირდა ზოგი ცხოველის არელალი, ხოლო ზოგი სულაც მოისპო. მაგალითად, მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, ხოლო 200 წლის წინათ დასავლეთ საქართველოს სავარგულებში მოისპო თახვი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოისპო ქურციკი, შემცირდა ზოლებიანი აფთარი, ნიამორისა და ხოხბის არეალები და მათი საერთო რაოდენობა. ამჟამად მიღებულია ქმედითი ღონისძიებები საქართველოს ფაუნის დაცვისა და აღდგენის მიზნით. დაარსებულია ნაკრძალები (ლაგოდეხის, ბორჯომის, საგურამოს, რიწის, კინტრიშისა და სხვ.), აღკვეთილები, მიწერილი სამონადირეო მეურნეობები და სხვ., სადაც გულმოდგინედ იცავენ ჩვენს ფაუნას. ლიტ.: საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 1-2, თბ., 1964-65; ტ. 4, თბ.., 1973. ჯანაშვილი ა., საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 3 - ხერხემლიანები, თბ., 1963. ა. ჯანაშვილი
შეტყობინება დაამუშავა -BERG- - ხუთშაბათი, 24.03.2011, 14:58:59 |
|
| |
zetxxx | დრო: ხუთშაბათი, 24.03.2011, 20:20:27 | შეტყობინება # 23 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 172
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ეს ხორნაბუჯის ციხე სიმაგრეა დედოფლის წყაროში, ასევე თამარის ციხეს ეძახიან
|
|
| | |
ზურა333 | დრო: შაბათი, 31.10.2015, 21:16:33 | შეტყობინება # 25 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გადმოსახედი სათაფლიის მთიდან, ხედი ქუთაისზე
სათაფლიის მღვიმე წყალტუბოში
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოში
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|