მე ამ თემის შექმნა იმის მერე გადავწყვიტე რაც ამ საიტის წევრების რამდენიმე პოსტი წავიკითხე. მოდი აქ შეძლებისდაგვარად მხატვრულად გადმოვცეთ ჩვენი წინა მონადირული გრძნობები და ეპიზოდები რათა მკითხველისთვის ამის წაკითხვა იყოს სასიამოვნო და ნადირობისადმი ან თევზაობისდმი "მადისაღმძვრელი" და ემოციების გადმომცემი. დამატებულია (19.12.2010, 10:13:22)
---------------------------------------------
ჩემი ნადირობის წინა გრძნობები:მოდის პარასკევი დღე, სკოლიდან გეზს პირდაპირ მონკავშირისკენ ვიღებ, შევდივარ და ტყვიაწამალს ვყიდულობ... მონკავშირში შესვლა ჩემს სხეულში რაღაც გრძნობას იწვევს, განსაკუთრებულს, რადგან იქ ვხედავ ჩემთვის საყვარელ ნივთებს... შემდეგ ვჯდები სოფლის ჯაყჯაყა "პაზიკში" და მივემართები ჩემთვის საყვარელ ადგილას სადაც ჩემი "ერთგული მეგობარი", მოუვლელი მაგრამ ჩემთვის მაინც საყვარელი, ცალპირა ტულა–ტოზი "მელის"... და აი ამ ფიქრებში გახვეული ვარ როცა მძღოლი სიგნალს აძლევს, ავტობუსი მიადგა ჩემს გაჩერებას სადაც ჩემი ჩამოსვლის ჯერია. სახლში შევდივარ და პირდაპირ იმ ოთახს მივაშულებ სადაც ვიცი რომ აუცილებლად დევს თოფი. შემდეგ ჩანთიდან ვიღებ ნაყიდ ტყვიაწამალს, კარადიდან ვიღებ გილძის დასატენად აუცელებელ ატრიბუტებს და ვიწყებ ჩემთვის კიდევ ერთ საყვარელ საქმიანობას... გილძებს ვტენი და თან თვალწინ მიდგას ჩემს გონებაში წარმოდგენილი ნადირობის კადრები, თუ როგორ ვერსვრი კურდღელს, მაჩვს, ან თუნდაც კვერნას და ტურას და როგორ მოვდივარ შინისკენ ხელდამშვენებული, ან კიდევ ტყის ქათამს რომელიც მოულოდნელად წამოფრინდება და მეც სროლას არ დავაყოვნებ... უკვე საათის პატარა ისარი 12 საათს უკაკუნებს. საწოლში იმედიანად ვწვები, ხვალინდელი დღის იმედი მაქვს, იმედი მაქვს რომ ეს ნადირობა იქნება დაუვიწყარი და თავგადასავლებით აღსავსე... დაძინებას ამაოდ ვლამობ, არ მეძინება... ბოლოს დიდი ხნის მცდელობის შემდეგ 1–2 საათისაკენ ჩამეძინება... უცებ მეღვიძება. სულ, თავიდან ბილომდე ოფლში ვარ გაწურული. ძილ–ბურანში მყოფი ბანცალით ვდგები საწოლიდან და საათს ვაშტერდები.დილის 4–5 საათია. სიბნელის გამო დროის გარჩევა საათზე მიჭირს... შემდეგ შევდივარ იმ ოთახში სადაც როგორც მოგახსენეთ თოფი დევს და შემდეგ გასროლას ელის. თოფი გამომაქ, ტანზე პატრონაჟს ვიკეთებ, რომელშიც ქარხნული და ლატუნის გაბერილი გილძები დევს...გარეთ, ეზოში გავდივარ და თოფს კალთაში ვიდებ(ამ თოფმა შემაყვარა ნადირობა:)) და ხელებს კონდახზე ვაწყობ... ისევ ფიქრებში ვეხვევი... და ამ ფიქრებში ირიჟრაჟებს, მზე თავის სხივს ჩემსკენ გადმოსტყორცნის...და მეც ეზოდან გავდივარ,ტყეში გავდივარ, და ვიწყებ იმ საყვარელ საქმეს რომელიც ჩემში წარმოუდგენლად ემოციით სავსე გრძნობებს აღვიძებს...:):)