მადლობა გია გაბუნიას ჩვენს უდიდეს ადმინსა და ადამიანს
მადლობა ასევე შენ კრიმანჭული (აჩი) და ყველას ვინც საიტს ჩაუდექით სათავეში და დღემდე ასე გააძლიერეთ, ორივე ადმინები ხართ და ორთავე თქვენი საქმის მცოდნენი! აგრეთვე ყველა მოდერ-ადმინს, სრულიად ბაზიერი ჯის თითოეულ წევს, რომელმაც გულთან მიიტანა ეს საქმე და კიდევ გვერდით დაუდგება საიტს, ამ ერთობას გაუმარჯოს, ამ რეალურ გამოძახილს რომელიც ვირტუალურად იწერება აქ თუარა ვინც ვიცით ერთმანეთი კარგად გვესმის როგორი რეალისტურია! მოკლედ ყველას მადლობა ამ სააამაყო საქმისათვის, რომლის კეთებაში პირადად მე მიმაღებინეთ მონაწილეობა რაც მეამაყება! ეხლა აქვს მართლა უანგარო წევრებს დიდი მისია და შესაძლებლობა გამოასწორონ ის უყურადღებობა რომელიც გამორჩათ, ან ვერ მოახერხეს ან რა და ან რა! უნდა დავასრულოდ უკვე ეს ამბავი და სრულად გავიღოთ! წერია ანგარიშის ნომერიც და იგივე პროცედურა ძმებო ★ஜ۩۞۩ஜ★
ეს როდისს მოასწარ ირაკლი,,,მაგრამ მე და არჩილი ძან გავიგებდით სურათის გადაღებას,, კარგად ვიყავით მთვრალები,, კარგიი დრო ვატარეთ და თან უდიდესი საქმე გაკეთდა,დაძალიან მოხარული ვარ,ყველას დიდი მადლობა.. r.jiqia
ბაზიერელების მიერ შექმნილი ხატი ფარავდეს ყველა მართლმადიდებელს და სრულიად საქართველოს; ამინ!
არაჩვეულებრივი და მადლიანი დღე იყო 26 მაისი. მომავალი წლის 26 მაისს კიდევ შევიკრიბებით ბაზიერელები გელათში და ეს დღე იქნება ფიცის დადების ჩვენს წმინდა ხატთან: რომ კეთილსინდისიერად ვემსახუროთ სამშობლოს, წმინდა ეკლესიას და ფლორა-ფაუნას... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
გფარავდეთ ბაზიერელებო მონადირეთა და მეთევზეთა ხატის მადლი და ძალა, გაიხარეთთთთთთთთტ შეიძლება მგელი ლომზე სუსტია მაგრამ ცირკში მასხარად არასოდეს გამოდის !!!
მომავალი წლის 26 მაისს კიდევ შევიკრიბებით ბაზიერელები გელათში და ეს დღე იქნება ფიცის დადების ჩვენს წმინდა ხატთან: რომ კეთილსინდისიერად ვემსახუროთ სამშობლოს, წმინდა ეკლესიას და ფლორა-ფაუნას...
. დაუვიწყარი დღე იყო და დაუვიწყარი სუფრა, . ეს ჩემგან ამ დღის მოსაგონებლად, რო უფრო ლამაზად და ''მუსიკალურად'' გავიხსენოთ უკვე დიდი ისტორია . სად არის დანარჩენი ფოტო ვიდეო მასალა?????????? . ხო კიდევ მთავარი და აუცილებელი, სრული თანხა როგორც იცით არ შეგროვებულა და ანგარიშზე დარიცხვა ისევ მიმდინარეობს, ადმინისტრაციის თხოვნა იქნება ცოტათი იქნებ კიდევ ''გავიჭირვოთ'' და ეგ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მოგეხსენებათ ხატმწერისათვის დარჩენილია 380 ლარი მისაცემი. . რაც შეეხება 26 მაის გელათში. ეს არის ქართველობის ერთად დგომის ის მაგალითი, რომელიც ისევ ჩვენ გვიძლიერებს ქართველობის გაგებას, ქართველობის შეგრძნებას და ეს გრძნობა ამ საუკუნეებისგან ვერას დაკლებულ ტაძარში მით უფროო ამაღლებულია, , აქ სადაც ჩვენსავით ძველათ იდგნენ ქართველნი, ზოგი აბჯრით, ზოგი ზოგი ოჯახ ჯალაბობით, ზოგი გაჭირვებნული და ყველა ითხოვდა შემწეობას და ადიდებდა უფალს, თაობები გამოთელა საუკუნეებმა მას მერე და ეხლა ჩვენ ვდგევართ და უფალთან იგივე სათხოვარით მივდივართ.... სულ სხვა შეგრძნებაა თითქოს იმ ძველთან კავშირი გაქვს ფიქრით, მერე რა რო ეხლა მანქანებით მივდივართ , ეხლა მობილური კავშირი გვაქვს, ციფრული ფოტოაპარატებით სურათებს ვიღებთ, მე იმას ვიძახი რო სულის მდგომარეობაა იგივე და ესაა ყველაზე დიდი, აქაა სისუფთავე და ეს სისუფთავე გელათში 2012-ი წლის 26 მაის განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. ბუნებასთან ზოგი ნადირობით, ზოგი ბადით , შევარდნით , ძაღლით, ან სილამაზით , ან ხეტიალით შევდივართ ურთიერთობაში და ისიც შემოდის ჩვენში, ასეთი ბუნებას შეზრდილი ხალხი ვიდექით იმ დღეს ბაზიერელთა სახელის ქვეშ გაერთიანებულნი და შევსთხოვდსით უფალს, ვადიდებდით უფალს, უდიდესი მადლობა ამ დღისთვის მამოს , მისი უდიდესი დამსახურება ამ დღის ისტორიად ქცევა და ჩვენთვის დიდი სიხარულის მონიჭება. იხარეთ მამაო და იბედნიერეთ, წყალობა ნუ მოგკლებოდეთ ღვთისა . მადლობა გია გაბუნიას ჩვენს უდიდეს ადმინსა და ადამიანს, რო არა ის ჩვენ ერთმანეთი შეიძლება არათუ გაგვეცნო შეიძლება ვერც ვერასოდეს გვენახა... ამ კაცმა ვირტუალურ სამყაროს ხორცი შეასხა და რეალურ სამყაროდ აქცია, სადაც ჩვენ დღესრეობით ერთმანეტის , მეგობრები, ძმაკაცები და ოჯახის წევრებიც კი ვართ. მადლობა თქვენ ყველას რო ისტორიას ერთად ვქმნიდით და ეს დღეც აგურ აგურ ავაშენეთ. . .....................................იხარე და იბედნიერეთ ბაზიერელებო..................................................
დაგეთანხმებით ძალიან ლამაზი და შესანიშნავი დღე იყო 2012 წლის 26 მაისი, ისტორიაში დარწმუნებული ვარ ერთი დიდი ფურცელი გადაიშლება. და ეს ჩვენი მამა იოანეს და გია გაბუნია დამსახურებაა, დაგალოცოთ უფალმა და გაგძლეროთ, დიდ მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის და დიდი ბედნიერებისთვის რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანამა 26 მაისს განვიცადეთ. მე პირადა სიტყვები არ მყოფნის რომ ეს სიხარული გადმოვცე. მე ♥ bazieri.ge თიკო-007
მამაომ ტრაპეზზე გიას ბაზიერი.ჯის გული უწოდა და კრიმანჭულს აორტა, მე ვიტყოდი რომ თვითონ მამაო ბაზიერი.ჯის სულია. ღმერთმა სულიერება ნუ მოაკლოს ჩვენს საიტს!!! სუყველას დიდი მადლობა ვინც ამ ლამაზი დღის შექმნაში მონაწილეობა მიიღო
krimanjuli გაიხარე ძმაო როგორც შენ გაგვახარე ამ დიდი საქმის ასე დაგვირგვინებით. გფარავდეთ ყველას ამ ხატის ძალი და მადლი. ნათდად მეამაყება ამ საიტის წევრობა და თქვენს გვერდით დგომა. არა ქუთაისის ჰიმნი მართლაც კარგი ვიდეო გამოსულა. მალობა და მალობა.
ზურა333,არ ამომიჭრია დაკვირვებული თვალი შეამჩნევს მაინც.ბევრი ვიდეო არ იყო გადაღებული რო მეგონა იქნებოდა აპარატმა აურია თუ ღვინის ბრალი იყო ზუსტად არ ვიცი და მერე როგორი კარგი სიუჟეტები მაგრა დამწყდა გული
IKAHUNTER, აი დასასრულიც ღვინო ერთნაირად ათრობს "ადმინსაც" და "ეგერსაც" ესენი ცმაო ღვინომ კიარა ძმობამ და სიყვარულმა დაათრო კეთილი საქმის კეთებით გენაცვალეთ ძმებო
SNAIPER, მახო გაიხარე , ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ ის ლამაზი დღე , ის ლამაზი საათი და წუთები გამახსენდა ჩვენ რომ ერთმანეთს ვაჩუქეთ და ტანში უცნაურმა, მაგრამ სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. იმ ჟრუანტელმა რასაც ურთიერთ თანადგომა , ურთიერთ პატივისცემა, ურთიერთ სიყვარული და ერთგულება ჰქვია. გაიხარეთ ბაზიერელებო ,გფარავდეთ მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატის ძალა და მადლი, იცოცხლეთ და იხარეთ :39:
ეს ლამაზი დღე ფანოღIითაც დაგიგვირგვინებიათ გენაცვალეთ დზმებო, გმერთმა არ მოგვიშალოს ესეთი ლამაზი დგეები, და უპლის და მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატის მადლი ძალი გვფარავდეს ჩვენ და სრულიად მართმადიდებელ ქრისტიან სამყაროს Shavi
ძაანა სამწუხაროა ბიჭებო თქვენს გვერდით რომ არ ვიყავი ამ ბრწყინვალე დღეს მაგრამ რა უნდა ქნა სამსახური სამსახურია.მომავალში შემოგიერთდებით.მამაო დიდი მადლობა ხატი მომიტანეს და ხატების კუთხეში დავაბრძანე.დარჩენილ თანხას რაც შეეხება აუცილებლად გადმოვრიცხავ.
რა დავცერო არ ვიცი, მტელი დხე ამ ფოტოებს და ვიდეობს ვუყურებ, სიხარულს ვეგარ ვხატავ სიტყვები აღარ მყოფნის, დიდება უფალს, და მადლობა გია გაბუნიას ამ საიტის შექმნისთვის და ყველა იმ ბაზიერელს ვინს ამ ღვთისნიერ საქმეში მონაწილეობდა, უფაკმა დაგლოცოთ მამაო.... ბაზირელებო დაგალოცოთ უფალმა
და ისა? მონადირეეე მონადირეეე, რაღა ჩემზეეე ინადირეეეე რა აღარ მიმღერია და მსმენია, მაგრამ ეს სიმღერა პირველად გავიგე "მამაქალაქში"
დამატებულია (30.05.2012, 01:20:07) --------------------------------------------- სხვისი არ ვიცი და მე თუ რაიმე მნიშვნელოვანმა არ შემიშალა ხელი, ისე არცერთ 26 მაისს არ გამოვტოვებ. მონადირეთა სულების ზეიმი იყო რააა ზეიმიიი
IKAHUNTER, მე ბევრჯენ მაქვს მონასმენი ეს სიმღერა მონადირე მონადირე, მერაბ კაშიას სიმღერააა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ვეძებე ინტრნეტში ეს კაშიას შესრულებით რომ მენახა მაგრამ ვერ ვიპოვე, იქნებ სადმე დისკზე იკოს ჩაწერილი ან ვთხოვ ვინმეს , ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და კიდევ თეტრი სეტერი ქრის.. მე ♥ bazieri.ge თიკო-007
არ მინდოდა ამ დღის გამოტოვება მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე ქუთაისში ჩამოსვლა, იმედია შემდეგ წლებს აგარ გამოვტოვებ.
თქვენთან იყო ჩემი სული და გული მაგრამ არაუშავს , ყველანი კარგებიხართ , გენაცვალეთ ბაზიერლებო , უფალი გვფარავდეს ყველგან და ყოველთვის GAUFRTXILDET BUNEBAS DA VINADIROT KULTURULAD. B. GOGUADZE
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!