კარჩხანა(კარასი) - თევზი კობრისებრთა ოჯახიდან. კარჩხანა ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევში, მაღალმთიანი ზონის გარდა. ძირითადად გავრცელებულია ვერცხლისფერი კარჩხანა. კარჩხანა უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნებას და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს.ზამთარში ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძვრომა მიწაში, სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს, ასევე იმალება ფსკერში თუ წყალსატევში წყალი დაშრა გვალვის დროს. კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია - მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე. იჭერენ კარჩხანას ტივტივიანი ანკესებით, ფსკერული მეთოდით. სატყუარად იყენებენ თეთრ ჭიას, წითელ ჭიას, მანის თქვეფილს, პურს და სხვა. საუკეთესო დრო კარჩხანას საჭერად არის განთიადი. ზაფხულში ზრდილი კარჩხანა კარგად მოდის მზის ჩასვლიდან დაბნელებამდე. შეიძლება ითქვას რომ კარჩხანა საკმაოდ არასტაბილური მოსვლით გამოირჩევა. იმ ტბებშიც კი სადაც იგი დიდი რაოდენობითაა, შეიძლება უნადავლოდ დავრჩეთ. ამიტომ კარჩხანაზე თევზაობისას სატყუარებით ექსპერიმენტირება არ უნდა დაგვეზაროს. გაზაფხულზე კარჩხანას ჭერის სეზონი სადღაც მარტის დასაწყისიდან იწყება. ამ დროს წყალი ჯერ კიდევ საკმაოდ ცივია, გამჭვირვალე და საკვებით ღარიბი. ამ პერიოდში იგი საკმაოდ ფრთხილია, ვინაიდან მას წყალმცენარეების სახით ბუნებრივი თავშესაფარი არ აქვს, ამიტომ იგი ნაპირიდან საგრძნობ დაშორებაზე დგას, ამ პერიოდში მისი ჭერა ფსკერული მეთოდით, ფიდერით, ყველაზე მოხერხებულია. გაზაფხულზე დამატებითი საკვების ჩაყრა არ არის რეკომენდირებული, საკმარისია ის რომელსაც საკვებურაში შევაკეთებთ. სატყუარად გაზაფხულის კარჩხანაზე იყენებენ წითელ ჭიას, ამ დროს ხომ თევზი საკმაოდ მშიერია და მას ცხოველური წარმოშობის საკვები უნდა.
ბოლოს რამოდენიმე რჩევა გამოცდილი მეთევზეებისგან: ტბებში სადაც შლამიანი ფსკერია ყველას შეგიმჩნევიათ ბუშტულების ნაკადი რომელიც ფსკერიდან მოედინება. ამ ბუშტულებს ქმნიან როგორც წესი კარპი, კობრი, გუწუ, კარჩხანა. ვინაიდან ჩვენ წყალსატევებში კარჩხანა დომინირებს, 99% ვარაუდით შეიძლება დავასკვნათ, რომ ფსკერზე ზუსტად იგი ეძებს შლამში საკვებს. ამ დროს კარჩხანა პრაქტიკულად არ ეკარება მცენარეულ საკვებს და მისი წარმატებით ჭერისთვის ცხოველური წარმოშობის სატყუარების გამოყენება უფრო მომგებიანია. ზაფხულში ზრდილ კარჩხანას წარმატებით იჭერენ ღრმა ადგილებში. აქ მისი ძებნა გარიჟრაჟზე უშედეგო იქნება, ღრმა ადგილებში ზრდილი კარჩხანა დგება იმის შემდეგ რაც სანაპირო ზოლში აქტიურად იკვება, ამიტომაც მას რამოდენიმე საათი საკვები არ აინტერესებს. 2-3 საათიანი პაუზის შემდეგ, ეს სადღაც დილის 8-9 საათია, მას მადა უბრუნდება და აქ მისი მოტყუება მცენარეული სატყუარებით ყველაზე შედეგიანია. დამატებითი საკვები კარჩხანასთვის თავისი ფერით უნდა გამოირჩეოდეს ფსკერის ფერისგან, ანუ თუ ფსკერი მუქია (შლამიანი) მაშინ დამატებითი საკვები ღია ფერის უნდა იყოს და პირიქით. კონტრასტულ საკვებს კარჩხანა უფრო სწრაფად პოულობს. განსაკუთრებით კარგათ მუშაობს ეს ფორმულა ღრმა წყალსატევებში. თბილ ზაფხულის ღამეს, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს, კარჩხანა პრაქტიკულად მხოლოდ ღამე იკვებება. ამიტომ თუ გინდათ საამაყო ნადავლით დარჩეთ გირჩევთ ღამე ითევზაოთ მანათობელა ტივტივიანი ანკესით. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
[img][/img]კარცხანაზე სათევზაოთ მე ვიყენებ რაც შეიძლება მჩატე ტივტივას,1.5 გრ დან 3 გრ მდე.დასაკვებათ ვიყენებ ე.წ. კოფტონის კუბიკებს და მის არომატს ვაძლიერებ დაჭყლეტილი ნივრით,დაჭყლეტილ ნიორს ვაზელ ამ კუბიკებს,ნივრის არომატი როგორც იცით კარცხანას ძალიან იზიდავს.საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით,რომ ასეთი მეთოდით დაკვებას მოაქვს კარგი შედეგი.
მეც ვიყენებ მაგ კუბიკებს კარგი რამეა მე მაგ კუბიკებს არომაიზაორს სპრეის ვაშხურებ ხოლმე ცოტას როშეიწოვს მერე ვყრი წყალში და საკმაოდ მოყავს თევზი თივთივას რაც შეეხება ამიდის მიხედვით წყნარი უნიაო ამიდი თუა კარგია მსუბუქი ტივტივა 3 გრამამდე ყველა კარგია ცოტა ნიავზეც მაღალ ანტენიანსვაყენებ და რაც შეილება ვტვირთავ დაახლოვებით 2 სანტიმეთრამდე როცჰანდეს წვერი საკმაოდ მგძნობიარე ა კარასი რაც დაჭერილი მყავს 90 % უკან მყავს გაშვებული :)არმაქ მაგის ნერვები, თ.მაჭარაძე
ჯანდარაზე ხალხს აჯარიმებდნენ 18.10.20014 წ. შაბათს ვიყავი არხზე არ შეიზლებაო (ეს მეც ვიცოდი რომ არხზე არ შეიძლება) და ტბა კერძო საკუთრება არისო, მაინტერესებს გარემოს დაცვა როდის მერე იცავს კერძო საკუთრებას? ტივტივათი მოთევზავე ხალხს აჯარიმებდნენ m.gerl....
landia, მე ნაკელის ჭიაზე ვთევზაობ კარასზე სულ მარა ძაან ცოტას ვიჭერ მაგითი? და არ მოწონთ თუ რა არი ამათი თეთრი უნდა ვცადო შემდეგზე მარა ნაკელისასაც წავიღებ ვნახავ ერთი? და პურზე როგორაა არ ვიცი? ასოლებ და მერე ამგვრალებ ბურთივით თუ როგორ? ინადირე ზომიერად!
Falconry, თეთრი მატლი არის უნივერსალური რა კარასზე და ნაკელის ჭია პურს რაც შეეხება ახალი ფურის გულს მოზილავ ხელში და პატარა ბურთულებად ჩამოაცმევ ნემსკავზე .საერთოდ თევზი ისეთი რამაა შეილება დლით ფურზე დაიჭირო შუადღისას საერთოდ არმოეკაროს პურს და ჭიაზე მოვიდეს კაროჩე უნდა გქონდეს სხვადასხვა სატყუარა და ცვალო ხოლმე რა თ.მაჭარაძე
Falconry, არა კაცორა დაფაროს :D შეგიდზლია 1 ცალიც წამოაგო ოგონდ ისე რო აუნდა მოკვდეს https://www.youtube.com/watch?v=j6paeODshZY აი ვიდეო როგორ უნდა .მე მაქსიმუმ 3 უკეთებ უფრო ხშირად 2 - 1 რაც შეეხება პურს ეგ კარაქიან პავიდლოიანი ფურიარუნდა კაცო უბრალოდ პურის გული ახალი პურის და ხელში მოცომე კარგადა პატარა ბურთულებად დააგე დამალე მთლად ნემსკავი შემოახვიე ზემოდან და ცოტა წვერი გამოუჩინე
პურის გული და მოხარშული კარტოფილი ერთად შევზილოთ. დაუმატოდ ოდნავ მზესუმზირის ზეთი. ნივრის საჭყლეტში 2 კბილი ნიორი გავსრისოთ და დაუმატოდ ნაზავს. ვზილოთ მასა ერთგვაროვან მდგომარეობამდე. ამ პასტას დიდი სიამოვნებით მიირთმევენ კობრი, საზანი და კარჩხანა.
დამატებულია (17.05.2015, 22:36:12) --------------------------------------------- ეს რეცეპტი აქ წავიკითხე და გუშინ წავიღე სათევზაოდ. საკმაოდ კარგად იმუშავა, ზეთი არმიქნია ოღონდ ბიჭებო. ზეთითაც მოვსინჯავ იქნებ უკეთესი იყოს
Falconry, საერთოდ დაიმახსოვრე რომ,თევზი აქტიურია და მშიერია დილით და საღამოს,დილის კლოვი ჯობია ვიდრე საღამოსი.შუადღით თევზი ჩათვალე რომ არ აქტიურობს.დილის 5დან უკვე ტბაზე უნდა იყო და ითევზავებ 12 1 საათამდე კარგად,მერე საღამოს 5 დან ესე.შუაDღეს თევზი არ აქტიურობსსს.ქვირითობის პერიოდია და ცოტას შუადღეზეც კი დაიჭერ ეხლა მარა დილა ჯობს გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
maxo777, აქ ისეთი ოხერი კარასია ვერ გაუგებ ვერაფერს ისეთი მეთევზეები გაუბანძებია იმ ადგილას კარასებს.....დამუღამება უნდა მაგ ადგილს ისეთი ოხერი თევზები არიან..დილას ცოტას ვიჭერ იქ საღამოდან იჭირება იქ კარგად landia, რუსთაველის ქუჩის იქეთაა ჩაიები და მანდაა ახლოს კუხას ხიდი როა მანდ ახლოსაა....მე-2 საჯარო სკოლა თუ იცი იმის იწნ არი გზა და პირდაპირ უნდა იარო ვაფშე და ჩაიებს მიადგები და იქედან 5 წუტშI მიხვალ აუზებს უძახიან რამოდენიმე აუზია იქ ინადირე ზომიერად!
landia, კი როგორ არ არი მაგრამ ზოგჯერ შეილება ისე გავიდეს დღე 1 ვერ დაიჭირო ზოგჯერ შეილება ბევრი დაიჭირო....იქეთ არი კიდე ახლოს აუზია 5 წუთის სავალზე კობრები ყავთ თუ რაღაცა დიდი თევზები გაშვებული მარა პაპლავკით მე ვერ ვიჭერ მაგრამ მყავს ნანახი იქ დაჭერილები დიდებია ინადირე ზომიერად!
landia, არაა ფასიანი პატრონი ყავს მაგრამ უშვებს ხალხს ოღონდ ბადეებით და ბრაკონიერული საშვუალებებით არავის ათევზავებს....არა რა მეურნეობაში აუზებიდან 5-10 წუთის სავალზეა ინადირე ზომიერად!
landia, კარგი მარა იცოდე როცა კაცს საშვალება გაქ რო წახვიდე ისეტ ადგილას სადაც კარგად მოდის თევზი იმ აუზებისკენ არც უნდა გაიხედო....მე ესე დავასკვენი რაც იქ ვთევზაობ მარა ცადე იქნება შენ გაგიმართლოს თან ეს ბოლო პერიოდი კარგად მოდის უკვე თევზი მაგრამ შედარებით პატარები არიან არ ვიცი ეტყობა ახლები არიან ჯერ პატარები :166: ამას წინათ მაგ აუზე იმხელა კარასი გამექცა დღესაც ვერ მომინელებია.....ნერვები მოგეშლება იქ 100 ჯერ დაარტყამს პაპლავკას მარა რო ამოწევ 1-2 ჯერ გაგიმართლებს არ ვიცი რისი ბრალია ნემსასი თუ რისი არ ვიცი მარა ინადირე ზომიერად!
Falconry, საერთოდ როგორაა ისი როგორც ნადირობისას ვაზნაზე არუნდა დაზოგო ფული და ხარისხიანი უნდა იყიდო ისევეა თევზაობისას ნემსკავი უნდა დააგო კარგი და ხარისხიანი ფირმის ისეთი რომ არგადზვრეს თევზს .მაგალიტად გამაკაცუს,ოვნერის ,კატანას და ა.შ.საერთოდ კარასი ძალიან პრთხილია და რაცშეილება თხელი ნემსკავია საჭირო და ხარისხიანი არუნდა იყუნებოდეს და წვერი ქონდეს ძან ბასრი და შედეგიც არგიღალათებს თ.მაჭარაძე
landia, თევზაობაზე და ნადირობაზე ფული 1000000000 წელი არ დამენანება პროსტა ახლაი ვარ თევზაობაშ და არ ვიცი რა როგორაა ნელ ნელა ვამუღამებ ახლა ვაპირებ კარგი ნემსკავების შეძენას ვფიქრობ ვიყიდო კარგი წვეტიანი და გადაღუნული რომ არ ეგეთი მაღალ ყუნწიანები ჰა? ინადირე ზომიერად!
Falconry, არა ფული დაგენანება და გენანებათქოკიარმითქვამს :)არუნდა დაზოგოთქო შეილება გაიფიქრო რო ნემსკავია და რაუჭირს ვიყიდი 20 თეთრიანს მარა ჩემი გამოცდილებიდან მივედი იმ დასკვნამდე რომ ერთერთი უმთავრესი აქსესუარია თ.მაჭარაძე
Falconry, თუ კარჩხანაზე თევზაობისთვის გინდა საუკეთესოა მუქი ლურჯი ან წითელი უყუნწო ნემსკავები,0.05 თეთრიანი,საუკეთესოა კარჩხანაზე.ჩარტყმას არ გამაზავ,შესაბამისად თევზის ზომიდან გამომდინარე უნდა შეარჩიო ნემსკავის ზომაც. გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
დღეს ვითევზავე კარასზე დავიჭირე 2500 ირო ზუსტად მარა ზომები რატომღაც არასახარბიელო არადა ბევრად დიდი კარასიდაცურავდა და საერთოდ არღებულობდა აი ცვრილი კი ჩაგდებას და ამოღებას ვერაუდიოდი მაგარი აზატულია კარჩხანაზე თევზაობა რა უბრალოდ რატო არიღებდა დიდი კარჩხანა ვერგავარკვიე და იქნებ გამარკვიო ვინმემ :D ყველაპერი მოვსინჯე რაცკიშეილეოდა მარა ამაოდ ჩაართყამდა წაიYებდა ტივტივას ამოყვანინას იმხელა ცინააღმდეგობას წევდა ამეშველათქო და ხელისგულისოლები ამოდიოდა სულ,ნემსკავები მეგო 14 თუ 16 გამაკაცუს თხელები და ერთი ჩარრთყმა არგამაზულა ვიჭერდი თეთრ ჭიაზე რაც ჩემი აზრით ყველაზე მაგარი საყუარაა ამგვარ თევზზე თ.მაჭარაძე
maxo777, 2500 ცალი რაამბავია გრამს გულისხმობდა ალბათ
დამატებულია (28.05.2015, 15:28:41) --------------------------------------------- landia, ფონიჭალაში, მაგ საპატრიარქოს ტბებზე ვერც მე ვიჭერ დიდ თევზს, სულ პატარებს და სტანდარტებს ვიჭერ
tyupi007, ხომაგ ბაზე გეუბნები ძან იშვიათად უმოყვება კაი მოზრდილი კარჩხანა თორე არადა თევზი არის ბლომად თან კარგი მოზრდილი კარჩხანები გუსჰინ 10 საათი იყო რომივედი და წყლის ზედაპირზე დაცურავდნენ კარგი დაახლოვებით 200 გრამანები მაინც იქნებოდნენ ქარავნებად არადა საერთოდ ერთის მეთი არდაჯდა დიდი.საზანზე ხო ზედმეტია ლაპარაკი
landia, კი ვიცი ეგ. საზანი თუ არის მანდ არ ვიცი. არც მინახავს ვინმეს დაეჭიროს და დიდ თევზზე მეც იგივე პრობლემა მაქვს, ვუყურებ ხოლმე ასე კილოიანი თევზი რო დაცურავს ხოლმე და არაფერს არ ეკარება ვაფშე პატარები კიდე ოხრად არიან. ხშირად დადიხარ მანდ? bazieri.ge
tyupi007, ხოდა ეგ კილოიანებია საზანი :D ვერვიცლი ხოლმე ორე ღამე კარგი იქნება თევზაობა მანდ კოყომ თუარ შემჭამა :)რახტება იცი რაცუფრო დიდია თევზი მით უფრო ფრთხილია და ჭკვიანია და თან იმდენ ფურს ყრიან კოპონებს და ატას რამეებს თბაში რო არშია თევზს და არეკარება დიდი თევზი .ამასწინ ვიყავი კიდე და თიპი ტიტვივით თევზაობდა ერთი ვერდო დამათებითი საკვები ქონდა გაკეთებული ბურთულებად სანამ დაიწყო თევზაობა 5-6 ცალი ჩაყარა და დაიწყო თევზაობაც ვერიჭერდა ვერაფერს 10 წუთის მერე კიდე 3 გადაყარა ვერაფერი დაიჭირა :) კიდე გადაყარა და ესე ყრიდა და ყრიდა აქედა ვკვდებ სიცილით როუსმენ ამკაცის კიდებას და ვიღაც მოხუცი კაცი უჟდა გვერდით ადგა იმკაცმა და ცაიდა შენ კიგააძღე თევზი და აქ რასდამიჭერთ აწიო :D ესეთი უცოდინარებისგამოა როარმოდის თევზი მაგ ბებზე სმეს როგააკეთებენან ფური რომორჩებათ ყველაპერს წყალში ყრიან იმას ღრიან არშეილება ესე ძან მართალია თევზი ეჩვევა იმადგილს მარა გემოვნებაც ძან მაგარიაქ და აგერ მალის და ჭიის ჭამას ბულკი და შაურმა ურჩევნია :)
დამატებულია (28.05.2015, 22:58:21) --------------------------------------------- აუფ ამგახსენებაზე კიმიარტყამდა კაცი შაურმას :DD
landia, კაი იყო კარგად ვიცინე ისე კი შაურმა მართლა კარგი იქნებოდა ჩვენ ხშირად დავდივართ მაგ ტბებზე და რა ადგილას თევზაობ ზუსტად ვერ მეტყვი? რომელ ტბაზე? არ გიცნობ და იქნებ ერთადაც გვითევზავია
დამატებულია (29.05.2015, 00:09:33) --------------------------------------------- თავიდან სულ ზედა ტბაზე ვთევზაობდით მარა მგონი უკვე ამოცალეს მანდ თევზი და ახლა ქვედა ტბებზე გადავინაცვლეთ, აი ციხესავით რაღაც რო არი აშენებული
tyupi008, კოშკთან და მაგის ზემოთ რო პატარა ტბაა მანდ დავდივარ ხოლმე,ხშირად ვერა ოღონდ პროსა ერტია რო ძან ბევრი ქვეწარმავალია და ცოტაარიყოს მეშინია უკვე :)აწი უპრო ბლომად გაიჩიტება თ.მაჭარაძე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!