04:11:57
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982  
მტკვარზე თევზაობა
dudu-dudaდრო: ოთხშაბათი, 22.06.2011, 15:04:31 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

მტკვარი (აზერ. Kür; თურქ. Kura), ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1364 კმ (185 კმ თურქეთში, 390 კმ საქართველოში, 789 კმ აზერბაიჯანში), აუზის ფართობი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.
მტკვარი სათავეში ჯერ ვულკანურ ქანებში ჩაჭრილ ვიწრო ხეობაში მიედინება, შემდეგ განიერ ხეობაში. გიოლის ქვაბულში ტოტს ქმნის, ქვაბულის განაპირას ისევ ვიწრო ხეობაში მიედინება, ფართო ხეობას ივითარებს დაჭაობებულ არტაანის ველზე. საქართველოში ვარძიის მახლობლად შემოდის და ჯავახეთისა და ერუშეთის ვულკანურ მთიანეთებს შორის ღრმა კანიონში მიედინება (თმოგვის ციხესთან კანიონი 400-500 მ სიღრმისაა). სოფ, ხერთვისს ქვემოთ ხეობა განიერდება, მდინარის ორივე მხარეს ტერასებია. დაბა ასპინძასთან სოფელ მინაძემდე ხეობის ზოგიერთი მონაკვეთი ვიწროა. მინაძიდან მტკვარი ახალციხის ქვაბულზე გადის. ხეობა შემდეგ ისევ ვიწროვდება, მტკვარი სოფ. წნისიდან ტაშისკარამდე მესხეთისა და თრიალეთის ქედებს შორის მიედინება და ბორჯომის ხეობას აჩენს. სოფ. ტაშისკარიდან ძეგვამდე მტკვრის ხეობა განიერი, ჭალიანია, მდინარე ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, ჩქერსა და ლუბრმას. ზოგიერთი კუნძული ჭალის ტყითაა დაფარული. სოფელ ძეგვთან მტკვარი მცხეთის ვიწრობში შედის, აქ ხეობა ციცაბკალთებიანი, თბილისის ქვაბულში კი განიერი და ტერასებიანი. მტკვარი აქ ზომიერად დაკლაკნილი და ალაგ-ალაგ დატოტვილია, წარმოქმნის პატარა კუნძულებს. თბილისში, მეტეხის ციხესთან, მტკვრის კალაპოტი შევიწროებულია, ქვემოთ კი ძლიერ იტოტება და განიერ კუნძულებს ქმნის (ორთაჭალის მონაკვეთზე). თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითაა შემოსილი. ჭალაში მრავალი ნარიონალია. მტკვარი ვაკის ტიპის მდინარეა საქართველოს ფარგლებს გარეთ — კიროვაბადის ვაკეზეც. ქ. მინგეჩაურთან კლდოვან სერს გადაკვეთს და ვიწრო ხეობას აჩენს. კალაპოტში რამდენიმე ჭორომი იყო. დღეს ამ ადგილას კაშხალია აგებული და მინგეჩაურის წყალსაცავია შექმნილი. ქ. მინგეჩაურის ქვემოთ მტკვარი მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის, იტოტება და ძლიერ დაკლაკნილია, მდინარის გასწვრის მრავალი ნარიონალია. კალაპოტი ზედაპირში სუსტადაა ჩაჭრილი, რის გამოც წყალდიდობის დროს სანაპიროები წყლით იფარება. წყალდიდობისაგან დასაცავად მდინარე მოქცეულია ხელოვნურ ზვინურებს შორის, რომლის სიგრძე 560 კმ-ია. ქ. სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას კიროვის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2. მტკვრის მარჯვენა შენაკადებია: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზჩაი, შამქორჩაი, განჯაჩაი, ტერტერი, ხაჩინჩაი, არაქსი; მარცხენა : ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიანჩაი, გოქჩაი.
მტკვრის აუზი მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა. გაზაფხულის წყალდიდობა მარტის პირველ ნახევარში იწყება, მაისის დასაწყისში მაქსიმუმს აღწევს, ივნისის ბოლოს კი თავდება. ივლისს-აგვისტოში მტკვარზე წყალმცირობაა. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის. ხოლო ზამთრობით მდგარი წყალმცირობა. მტკვრის საშუალო წლიური ხარჯი ხერთვისთან 32,6 მ3/წმ, ლიკანთან 84,1 მ3/წმ, ძეგვთან 143 მ3/წმ, თბილისთან 205 მ3/წმ, მინგეჩაურთან 402 მ3/წმ, შესართავთან 580 მ3/წმ. მტკვარს წლიურად კასპიის ზღვაში 18,1 კმ3 წყალი შეაქვს.
მტკვრის ჩამონადენი წლის სეზონების მიხედვით ასეთია:გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 48,5%, ზაფხულში — 26,9%, შემოდგომაზე —13,7%, ზამთარში — 10,9%. ჩამონადენის განაწილება საზრდოობს კომპონენტების მიხედვით: მიწისქვეშა წყლები — 38,6%, თოვლის წყლები — 36,6%, წვიმის წყლები — 24,8%.
წყალდიდობის დროს მტკვარი დიდი რაოდენობის წყალს ატარებს, ცალკეულ წლებში კი კატასტროფული წყალდიდობა იცის:1968 მტკვრის ხარჯი ხერვისთან 742 მ3/წმ იყო, ლიკანთან — 1520 მ3/წმ, ძეგვთან — 2170 მ3/წმ, თბილისთან — 2450 მ3/წმ, შესართავთან 2240 მ3/წმ, წყალდიდობა გამოიწვია უჩვეულო დათბობამ აპრილის შუა რიცხვებში, რასაც თოვლის ინტენსიური დნობა მოყვა. მას დაემატა ინტენსიური წვიმები. მინიმალური ხარჯი ზამთარში იცის, იშვიათად კი ზაფხულში. მინიმალური ხარჯი ხერთვისთან 5,5 მ3/წმ (1941), თბილისთან 27,2 მ3/წმ (1954), შესართავთან — 60 მ3/წმ (1962). წყალდიდობის დროს მტკვარს დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა მოაქვს. მყარი ჩამონადენი შეადგენს თბილისთან 10 მლნ. ტ, შესართავთან 36 მლნ. ტ, რის გამოც მტკვრის დელტა ყოველწლიურად 100 მ-ით იზრდება. მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია. აგებულია ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი. ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. მტკვრის წყალს ფართოდ იყენებენ ფაბრიკებსა და ქარხნების ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად. მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე. წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე. მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას, სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს. მტკვრის ნაპირებზეა ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.


 
დათო_მონადირედრო: ხუთშაბათი, 21.07.2011, 01:06:18 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, ყოჩაღ ბევრი გიშრომია სასარგებლო იმფორმაცია გმადლობ 39

მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
pato-7დრო: ოთხშაბათი, 07.09.2011, 23:54:49 | შეტყობინება # 3
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საღოლ ბევრი გიშრომია 10

დამატებულია (07.09.2011, 22:54:49)
---------------------------------------------
10

 
gocha-titaდრო: პარასკევი, 18.11.2011, 01:13:40 | შეტყობინება # 4
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 36
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
dudu-duda, აი საღოლ 166 166
 
dudu-dudaდრო: კვირა, 15.04.2012, 18:02:24 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1118
რეპუტაცია: 8
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gocha-tita, pato-7, დათო_მონადირე, დიდი მადლობა მაგრამ რატომღაც მოიკოჩლებს თემა აკტიურობით არავინ დადიხართ მტკვარზე სათევზაოდ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ვინ უშუალოდ თვზაობთ მტკვარზე რას იჭერთ როგორ იჭერთ და ა.შ

 
lasha-gsდრო: შაბათი, 20.04.2013, 12:10:52 | შეტყობინება # 6
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ შეიძლება დადეთ როგორი მონტაჟით თევზაობთ მტკვარზე ,, დონკის მაინტერესებს''
19
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 23.04.2013, 21:07:18 | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha-gs, უკეთესი ფოტო ვერ ვიპოვე, მაგრამ აქაც ჩანს ასე თუ ისე. რაც მთავარია ძირითად ძუაზე ტყვია თავისუფლად უნდა მოძრაობდეს, ანუ დაფიქსირებული არ უნდა იყოს ტყვია.
მიმაგრებულია: 1140464.jpg (9.2 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lasha-gsდრო: სამშაბათი, 23.04.2013, 22:05:22 | შეტყობინება # 8
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, გაიხარე ძმა, მვხვდი უკვე ყველაფერს მტკვარზე კაი სათევზაოები გავჩითე და ვნახთ რა გამომივა , 39 39
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 24.04.2013, 10:23:46 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha-gs, წარმატებებს გისურვებ. როგორი შედეგები გექნება, გაგვაცანი მერე ჩვენც და გაგვიზიარე გამოცდილება.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: კვირა, 02.06.2013, 09:35:23 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


12 ცალი ნაფოტა ("პლატვა") და 2 ცალი მურწა.ვითევზავე თეთრ ჭიაზე,ასევე მქონა "სმესი"(პურისა და მდნარი ყველის ნაზავი) და ე.წ. ნეხვის ჭია.ყველაფერზე მოდიოდა,მაგრამ თეთრ ჭიაზე მაინც ყველაზე კარგად მოვიდა.ვთეზაობდი ორთაჭალიდან ისანში რო ადიხარ მანდ,ხიდზე.იყო სერიოზული ჩარტყმებიც რომელსაც ანკესების ჩაწყვეტა მოჰყვა.ეხლა კიდე მივდივარ და საღამოს დავფოსტავ შედეგებს. fishing1 166


შეტყობინება დაამუშავა benito - კვირა, 02.06.2013, 09:50:28
 
lasha-gsდრო: კვირა, 09.06.2013, 15:53:50 | შეტყობინება # 11
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ხალხნო და ჯამაათნო . პარასკევს დღეს მოვიცალე და გადავწყვიტე მდინარე მტკვარზე გამესეირნა და აზრი სისრულეშიც მოვიყვანე, ვიყავი ზაგესში რო მტკვარია რესტორანი იმის პირდაპირ ჩავედი და პირველივე ტვალში რაც მომხვდა ეს იკო თევზაობდა პარაშუტით და ეკრანით მარა ჩემ იქ ყოფნაში დაიჭირა ,,ბუს კვერცხები"

დამატებულია (09.06.2013, 14:46:58)
---------------------------------------------
ერთი ცალი დავიჭირე და ესეც ესეთი ნაწვალები და ნახევრად მკვდარი იყო

დამატებულია (09.06.2013, 14:53:50)
---------------------------------------------
ვთევზაობდი დონკაზე თეთრ და წითელ ჭიაზე მარა წყალი იმატებდა და იკლებდა კატასტროფულად დავიჭირე მხოლო 1 ცალლი .ერთმა პაპამ მითხრა კაი სტაბილური ამინდები უნდა და მერე ნახე როგორ მოდისო ტან დააყოლეს ( რამდენად მარტალი ) ელექტრიკები ვეგარ ბედავენო თევზაობასო რაც გამიხარდა. აბა გისურვებთ წარმატებებს

შეტყობინება დაამუშავა lasha-gs - კვირა, 09.06.2013, 15:49:29
 
benitoდრო: კვირა, 09.06.2013, 16:04:55 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha-gs, ელექტრიკები ორთაჭალაში ღამის 11 საათზე იწყებენ მტკვარზე "თევზაობას" და 2-3 შემდეგ იმ სიმღერის არ იყოს "ლოქო,ჭანარი,მურწა,კალმახი უკვე აივსო 6 თაბახი" და ასე "ნანა ნინა ნაინანანო" დილით ეგ თევზი ნავთლუღის ბაზარში ალაგია დახლებზე 02
 
lasha-gsდრო: კვირა, 09.06.2013, 16:35:54 | შეტყობინება # 13
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხოდა მაგ პრინციპით რო არიან ეგ პარაზიტები მიტომ არის სახარბიელო მდგომარეობა ჩვენს ტბებსა და მდინარეებში , ეგ ელექტრიკები უნდა დაიჭირო და შეუერტო უკანალში მაგათი .........ან 2daf4

შეტყობინება დაამუშავა lasha-gs - კვირა, 09.06.2013, 16:42:20
 
giohunt1982დრო: კვირა, 09.06.2013, 16:55:40 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, შენი, შედეგები ”ჩააკარტოჩკე” ხოლმე და მოგვაწოდე ფოტოები. gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: კვირა, 16.06.2013, 22:13:18 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დამატებულია (16.06.2013, 21:13:18)
---------------------------------------------
12 "პლატვა"(ნაფოტა) და 1 ხრამული.2 საათი ვითევზავე.სატყუარა - თეთრი ჭია.


შეტყობინება დაამუშავა benito - კვირა, 16.06.2013, 22:31:33
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 17.06.2013, 10:00:55 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, "მალადეც" კაძახო. 10 10 მშვენიერი გასართობი გაქ, სამსახურში გატარებული, დამღლელი დღის შემდეგ!

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: სამშაბათი, 18.06.2013, 00:06:11 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ა ძამა დღევანდელია,თან უკვე გახაზირებული 166 39

დამატებულია (17.06.2013, 23:06:11)
---------------------------------------------
დღეს 2 ცალი რო გაგიხარდება ისეთი მურწა და 20 ცალი ნაფოტა.სატყუარა – თეთრი ჭია.ასე შემწვარი ამოვყარე მტკვრიდან 167

 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 18.06.2013, 10:25:14 | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, საღოლ ძამა საღოლ! 166 მეც უნდა წამოვიდე ერთხელ gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
lasha-gsდრო: სამშაბათი, 18.06.2013, 13:13:10 | შეტყობინება # 19
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მალადეც კაი შედეგია , საით ტევზაობ ხოლმე და რაზე რა მეთოდით? 39

დამატებულია (18.06.2013, 12:13:10)
---------------------------------------------
გუშინ ვიყავი ორთაჭალაში საქმეზე გესი რომ არის ხიდებთან და თევზაობდნენ ეკრანებით და ე. წ ფარდებით , მისვლიდან 5 წუთში დაარტყეს აბლავა და დაიწირეს და დააყოლეს ყველას 1500 ლარიან ჯარიმებს რო დაგიწერთ მერე ითევზავეთო ,. გმერთმა ქნას საშველი დაადგეს ჩვენ ფლორას და ფაუნას uaz

 
benitoდრო: სამშაბათი, 18.06.2013, 21:48:11 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მერე ეგ რა პრობლემაა ძამა 23 როცა გინდა გავიდეთ.ამ კვირას კი იცი რატომაც არ გვეცლება მე და შენ,ასე რო იქეთ კვირას გამოდი და ვითევზავოთ,მერე კიდე 167 39 39

დამატებულია (18.06.2013, 20:48:11)
---------------------------------------------
lasha-gs, ვთევზაობ ე.წ. "დონკაზე". 3,5 -იანი ძირითად ძუაზე, 60-80 გრამიანი ტყვია, სადავე(პავადოკი) 0,16-იანი უნდა იყოს 20-30 სმ სიგრძის,უყუნწო ნემსკავი 3,5 ან 4 ნომერი.(ასევე იგივე ნომრის ნემსკავები მაღაზიაში გვხვდება ციფრების სხვა ნუმერაციით 10 და 11 ნომრები) მტკვარზე თევზაობისთვის გამოიყენება სხვადასხვა სატყუარა,მაგ: ყველაზე უნივერსალურია თეთრი ჭია,თუმცა ამ სატყუარაზე დიდი ეგზემპლიარის დაჭერის დიდი იმედი ნუ გექნებათ.ასევე ე.წ. "სმესი" ალბათ ამ სატყუარის ბევრი რეცეფტი არსებობს,მაგრამ მე 2 რეცეფტი ვიცი, 1) მდნარი ყველის(янтарный) და თეთრი პურის გულის ნაზავი,გაითვალისწინეთ რომ ეს მასა უნდა იყოს ერთგვარი მასის,გამოყენების დროს მიაქციეთ ყურადღება ამ სატყუარის სისუფთავეს,ის უნდა იყოს აუცილებლად თეთრი ფერის. 2) მოხარშული კართოფილი,თეთრი პურის გული და ცოტა კარაქი,ამ ინგრედიენტებს ერთმანეთში გარგად ავზელთ,უნდა მიიღოთ ერთგვარი მასა,აქაც სატყუარის სისუფთავეს დიდი ყურადღება ექცევა.აგრეთვე აღნიშვნის ღირსია სატყუარა ე.წ. "კორკა" შოთის პურის ქვედა ქერქი დაჭერით კუბიკებათ და სათყუარა მზადაა.მითევზავია ასევე სასკოლო სოსისზე,ჰოლანდიურ ყველ "გაუდაზე",შავ თუთაზე,ნეხვის ჭიაზე,კალიაზე,ბალოტის ჭიაზე,აქებენ წურბელას,ოღონდ არა აფთიაქის არამედ ტბაში დაჭერილს.ჩემი მწირი გამოცდილებით ყველაზე მაგრად მტკვარზე თეთრი ჭია მუშაობს,გართობის მიზნით 100 გრამიდან 1 კილოიანი თევზის დასაჭერად მშვენიერი სატყუარაა. გისურვებთ სასიამოვნო თევზაობას 166

 
lasha-gsდრო: პარასკევი, 21.06.2013, 18:04:05 | შეტყობინება # 21
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, დიდი მადლობა რჩევისთვის და სწავლისთვის

დამატებულია (21.06.2013, 17:04:05)
---------------------------------------------
39

 
benitoდრო: პარასკევი, 21.06.2013, 20:37:36 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha-gs, გაიხარე ძმაო.თუ რაიმე შეკითხვა გექნება მომწერე.
 
lasha-gsდრო: პარასკევი, 21.06.2013, 22:29:09 | შეტყობინება # 23
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, ერთადხომ არ გავსულიყავით სადმე , ტან გავიცნობთ ერთმანეთს და თან გავერტობოდით და შევისწავლიდი მტკვრის საიდუმლობებს
167 fishing1
 
puwiდრო: პარასკევი, 21.06.2013, 22:30:18 | შეტყობინება # 24
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 44
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჩებო ცვერაზე რა სატკუარა უნდა დავაგოო რომ დავიჩირო ვინმემ მასცავლეტ დამცკები მეტევზევარ და ბევრი გამოცდილება არ მაქვს, და კიდევ გლავს რა სატკუარა ჩირდება?

p.rusadze
 
giohunt1982დრო: შაბათი, 22.06.2013, 12:31:53 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
puwi, http://www.bazieri.ge/forum/17-450-1

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: კვირა, 23.06.2013, 00:17:56 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
21 ნაფოტა და 1 რებეცი.2 საათი ვითევზავე.

შეტყობინება დაამუშავა benito - კვირა, 23.06.2013, 00:20:48
 
avtandilდრო: კვირა, 23.06.2013, 00:45:09 | შეტყობინება # 27
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს




მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
avtandilდრო: კვირა, 23.06.2013, 00:47:24 | შეტყობინება # 28
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ის დიდ თავა ციმორია ჩემი ძმის ნახელავი:) მტკვარი კარგი სათევზაო იქნებოდა 100 თავით, ყოველდღიური დენით ჭერა რომ არ ხდებოდეს:(

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
benitoდრო: კვირა, 23.06.2013, 00:59:15 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil, მართალი ხარ.სამწუხაროა რო ადამიანები ყოველ ხერხს ხმარობენ რომ ბუნება გაანადგურონ 88e73
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 25.06.2013, 14:17:56 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, avtandil, 10 10 166 166

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: სამშაბათი, 25.06.2013, 14:56:15 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მადლობა,გაიხარე!!!
 
lasha-gsდრო: ორშაბათი, 15.07.2013, 11:49:22 | შეტყობინება # 32
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 79
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, მტკვრის რისხვა ხარ რა მალადეც 39
რა ადგილას თევზაობ ხოლმე 23
 
benitoდრო: პარასკევი, 26.07.2013, 22:28:40 | შეტყობინება # 33
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lasha-gs, ორთაჭალიდან ისანში რო გადასასვლელი ხიდია,მაგ მიდამოებში

დამატებულია (26.07.2013, 21:28:40)
---------------------------------------------
მტკვარზე მაგარი კენკვაა.მე პირადათ სამსახურიდან გამომდინარე გასვლითებს ვეღარ ვაკეთებ და იძულებული ვარ აქვე სახლთან ახლოს მტკვარზე ვითევზავო.სიმართლე გითხრათ დიდი ეგზემპლიარებით ვერ დავიკვეხნი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია,ხოლო რაც შეეხება ნაფოტას(პლატვა) კარგად იჭირება თეთრ ჭიაზე.ხშირათ გასიამოვნებთ ე.წ. დუპლეტი,მოდის ხრამულიც და მურწა ოღონდ იშვიათად და ისიც 200–400 გრამიანები.ქალაქში თევზაობის პირობაზე მაგარი გასართობია. 166

 
don_33დრო: სამშაბათი, 06.08.2013, 20:16:46 | შეტყობინება # 34
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველაზე კარგად წითელი ხიდისკენ იჭირება თევზი განსაკუთრებით ღამე და თან შეიძლება ლოქოსაც გამოჰკრა ხელი :)

g.b
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 13.08.2013, 10:35:15 | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მტკვარზე საცდელი თევზაობა მოვაწყვეთ გუშინ, მე და ლაშ131-მა. თავდაცვის სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს. მოკლედ, მოდის თევზი ნორმალურად, ძირითადად ხრამული, წვერა და პლატვა. ხრამულის და წვერას ზომები, სტანდარტული. ვთევზაობდით ”სმესზე”. სმესმა კი იმუშავა, მაგრამ წარამარა კეთება სჭრიდება. ჩვენს გვერდზე თევზაობდნენ თეთრ ჭიაზე, კენკვა ქონდათ მშვენიერი, მაგრამ თევზის ზომები პატარა იყო. აგვისტოს ბოლოსკენ უფრო კარგი კენკვა იქნებაო მანდ.
მოკლედ, სანამ ნადირობის სეზონის გახსნამდე, სულიმწარედ ვითვლით საათებს,მანამდე მტკვარზე შეიძლება მშვენივრად გულის გადაყოლება.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
fisherleqsoდრო: სამშაბათი, 13.08.2013, 23:05:34 | შეტყობინება # 36
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როგორა ხართ რიბაკებო 39 giohunt1982, benito, კეთილი შურით მშურს თკვენი 10

საქართველოო ლამაზო...
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 14.08.2013, 10:11:27 | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fisherleqso, შენ როგორ ხარ ??? რა შესაშურია მაია? წევიდეთ ერთხელ ერთად. gimili

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ხუთშაბათი, 15.08.2013, 02:00:23 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, fisherleqso, თქვენთან ერთად თევზაობას და საერთოდ დროის გატარებას რა სჯობია ოქრო ხალხო.შევხმიანდეთ და წავითევზაოთ მტკვარზე. fishing1
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 15.08.2013, 10:16:16 | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
benito, როის მერე ძამა როიისს???? gimili მევიდა სეზონი და.... აგვისტოს ბოლოსკენ ჯობია, წევიდეთ, უფრო კარგი კენკვა იქნებაოო

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
benitoდრო: ხუთშაბათი, 15.08.2013, 21:05:38 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 290
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მასე ვქნათ ძამა,აგვისტოს ბოლოს წავიდეთ 166
 
fisherleqsoდრო: ხუთშაბათი, 15.08.2013, 22:17:17 | შეტყობინება # 41
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაიხარეთ benito, giohunt1982, 39 სახლში მისული ისე გადავხედავ მოცკენილ ანკესებს ლამისაა აქვარიუმში ვიტევზაო gimili

საქართველოო ლამაზო...
 
landiaდრო: სამშაბათი, 09.09.2014, 22:30:02 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მტკვარზე მოდის კარგად თევზი და მიაქციეთ ყურადღება მეთევზეებო კარგი ზომები მოდის თან,ხვალ თუმოვახერხე აუცილებლად ვესტუმრები შეიარაღებული

დამატებულია (08.09.2014, 17:58:54)
---------------------------------------------
2 საათივიყურყუტე მტკვარზე და შედეგი ნული ვერგავიგე რა დონკაზე ზაცეპებმა ნერვები მომიშალა 4 ჯერ ცჰამიწყდა კინაგამ დავლეწე ანკესი.ცჰემს გვერდით ტივტივით გატარებით ტევზაობდა ბიჭი ამოყავდა 30 სანტიმეტრზე დიდი ხრამულები ნერვებიდან კინაგან ჩავახჩვე მტხვარში :) 1 დაკრა მარტო და ისიც ვერამოვიყვანე,მირჩიეთ ვინმემ რამე თორე დინამიტს ვისვრი მტკვარში და მერე მომინახულეთ გიგოსებს მიღმა :))როგორი მონტაჯი ჯბია ზაცეპები ნაკლები როიყოს?

დამატებულია (09.09.2014, 21:30:02)
---------------------------------------------
[img][/img]

ბევრი წვალების შემდეგ მაინც დავიჭირე მკვარზე თევზი.მაგრამ ძალიან ცუდი კენკვა იყო ეს ერთი ამოვიყვანე და 1 თის გამექცა მაგრამ ამ 1 მაც მასიამოვნა


თ.მაჭარაძე
 
guramiდრო: ოთხშაბათი, 10.09.2014, 00:35:50 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia,რამდენი გიწვალია gimili ეხლა კაია ხავსზე თევზაობა ოგონდ უნდა დამუგამო მაგრათ gimili მე ვიცი მარა ამწყერის გადამკიდე ოქროსტევზი როვიცოდე დავიჩერ მტკვარს მაიც არმივეკარები. gimili

guramicignadze
 
landiaდრო: ოთხშაბათი, 10.09.2014, 17:14:21 | შეტყობინება # 44
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1052
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გურამ მგარი დათარსული ვარ რა ამდილით ისევ ვესტუმრე მტკვარს დამხვდა ერტი ბიჭი და ყავდა 2 ცალი სულ დავიწყე თევზაობა როგორც ყველა თევზაობს იმადგილაც სალაზე და არა და არმოდიოდა არაფერი მერე მოვიდა კიდე ერტი ბიჭი და როშებერა 15 წუთში დიჭიდა 4 ცალი კაი მოზრდილება კაროჩე თევზი ვერდავსვი რა 1 იყო ამომყავდა და გადზვრა და ეგიყოდა ეგ ამ ბიჭებმა კიგაავსეს ბადეები :) არადა ერთნაირი მონტაჟით და ერთნაირი სათყუარით ვიტევზავეთ 25 რახტება ეხლაც მაგაზე ვფიქრობ რა.ვიღაცამ დამწყევლა ეტყობა შენარდაგიჭერია არაფერიო 069 069

თ.მაჭარაძე
 
guramiდრო: ოთხშაბათი, 10.09.2014, 22:28:21 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 536
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
landia, ეგ კაი ყველაპერი იგბლის ბრალია მარა gimili იმადგილზე სადაც თევზაობდით როგორ ჩადზვერი ეგამაგებიე ერთი 069 069 069 069

guramicignadze
 
Alex357დრო: სამშაბათი, 30.09.2014, 01:16:32 | შეტყობინება # 46
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 1
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით მეგობრებო, ვიპოვე ინტერნეტში ეგ ახალი ფორუმი, საინტერესოა და ბევრი ახალი ინფორმაციაც ვნახე და ვიდეოები. ამ თემაში შემიძლია გაჩვენოთ ჩემი გადაღებული ვიდეო მტკვარზე, იქ უკვე არ ვყოფილვარ 2 თვე+ შეიძლება ვინმე იცის მოდის არ მოდის ეხლა რამეზე?
აი ჩემი ვიდეოც


შეტყობინება დაამუშავა Alex357 - სამშაბათი, 30.09.2014, 01:17:32
 
tyupi008დრო: პარასკევი, 05.12.2014, 02:43:50 | შეტყობინება # 47
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 331
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ ბაზიერელებო 19 ხომ ვერ მეტყვით თბილისში სად იჭირება თევზი ყველაზე კარგად და როგორ? რა მეთოდით? გასართობად გვინდა წასვლა, მაგრამ ისეც არ გვინდა რო მთლად ხელცარიელები დავბრუნდეთ უკან gimili თუ იცით ეგეთი ადგილი, იქნებ მითხრათ gimili თან ისეთი ადგილი უნდა იყოს, რო წყალში არ გადავვარდე, თორე ცურვა არ ვიცი და... 069 მადლობა წინასწარ 23_30_126

bazieri.ge
 
nadsanდრო: სამშაბათი, 09.12.2014, 12:36:58 | შეტყობინება # 48
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 86
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tyupi008, სართიჭალაში საპატრიარქოს ტბები როა იქ შედი და ბოლოში გასასვლელია მტკვარზე კარგი ნაპირი აქვს დონკისთვისაც და ფიდერისთვისაც. თანაც ლამაზი ბუნებაა ,,პურის ჭამაც" ხეირიანად შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა გამთენიისას და შებინდებისას არ გირჩევ სავსეა მანდაურობა მონადირეებით იხვის პერელიოტზე. მათ შორის ბევრი ვაი მონადირეც დაბოდიალობს :) თეთრი და წითელი ჭია სინჯე სალაც გქონდეთ რეზერვში. :)

nadsan
 
kukushaდრო: შაბათი, 31.01.2015, 18:40:11 | შეტყობინება # 49
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 59
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მტკვარზე ეხლაც ბევრი თევზაობს და ხოარიცით რაზე თევზაობენ ???

Охота ы РыБалка
 
maxo777დრო: შაბათი, 31.01.2015, 18:53:39 | შეტყობინება # 50
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: სანდო პირი
შეტყობინება: 749
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kukusha, თბილისში უფრო სალას ანიჭებენ უპირატესობას და მოდის კიდეც,ჩემკენ სალას დაუბავ ჭიას დაუბავ თუ თეთრ მატლს, ღორჟო მოდის ყველაფერზე,ძალიან ბევრია და ასწრებს კაი თევზს მისვლას

გახსოვდეს თოფს სიკვდილი მოაქვს და ყოველთვის მოებყარი როგორც დატენილს.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика