აბა ჰე აბა ჰოოო, როდის სად რამდენი დაჯდება და შეუდგეთ საქმეს, თორემ ლულებში აბლაბუდები გაჩნდააა. ფინანსურათ რომ არაფერი მოგება არგაქვს ეს ვიცი მე და ენტუზიაზის გამო და ამ სახეობის განვითარება რომაა მარტო შენი ინტერესი დიდათ გაფასებ ბატონო ნიკოლოზ (იგივე ბონე)
ძალიან მაგარ რამეს ვგეგმავთ და იმედია გამოვა. მაგრამ სავარაუდოდ ჩემპიონატი ჩატარდება გურია-ში. ნუ დაიზარებთ იმედია ბაზიერელები თბილისიდანც ჩამოვლენ და ქუთაისელებო თქვენ გელით ახლოს ხართ. ძალიან მალე ყველაფერს გაიგებთ ჯერ წინასწარ დაანონსება არგვინდა
bone, წარმატებებს გისურვებ. ხომ იცით რომ ქუთაისი თქვენთანაა....... მე ♥ bazieri.ge ფრთხილად იყავით ნადირობის დროს...!!!! ფრინველი მილიონი აგიფრინდებათ ცხოვრებაში და ნუ დახარბდებით თუნდაც ერთ მწყერზე, დაუკვირდი ისე ესროლე
ეს საკითხი გურიის სტენდზე პატარა შიდა ჩემპიონატი ძალიან დიდი მნიშვნელობის არის..... ვისაც შეგვეძლება რომ თუნდაც დავესწროთ და მივიღოთ მონაწილეობა ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ. არამარტო ჩვენი ერთდღიანი პატარა გართობისათვის არამედ ისიც არის რომ დავანახოთ იმ თუნდაც ახალ თაობას რომ არასეზონის დროს შეიძლება სროლის წარმართვა ოღონდ მხოლოდ სტენდზე ან თვით მოწყობილ სასროლ მოედანზე....
ერთგვარი პოპულარიზაციაც იქნება ამ სპორტის რომელიც არამარტო გართობა ასევე ვარჯიშია სეზონის გახსნამდე ერთგვარი.... ერთმანეთის გაცნობაზე ხომ კიდევ ზედმეტია საუბარი.... ასე რომ ვინც შევძლებთ რომ 22 ივნისს კვირა დღეა დაუთმოთ ამ ძალიან მონდომებულ საქმეს...... აჩიკოს და ბიჭების ძალიან მონდომებით იწმინდება სტენდის მოედანი და სუფთავდება . ძალიან ცდილობენ რომ აღადგინონ და შეკრება ჩატარდეს ძალიან მიახლოვებულად საერთო სტანდარტებთან,რადგან ეს ადრინდელი სტენდია რომელიც ეხლა მიტოვებულია. ასე რომ ბიჭები ცდილობენ თუნდაც წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩატარდეს შეკრება ისევ ჩვენივე სიამოვნებისათვის .. მე ♥ bazieri.ge ფრთხილად იყავით ნადირობის დროს...!!!! ფრინველი მილიონი აგიფრინდებათ ცხოვრებაში და ნუ დახარბდებით თუნდაც ერთ მწყერზე, დაუკვირდი ისე ესროლე
ზურა333, შეძლებ ხო წამოსვლას? მე ♥ bazieri.ge ფრთხილად იყავით ნადირობის დროს...!!!! ფრინველი მილიონი აგიფრინდებათ ცხოვრებაში და ნუ დახარბდებით თუნდაც ერთ მწყერზე, დაუკვირდი ისე ესროლე
აუ გოგიტა ვერ მოვდივარ და გული მისკდება შეჯიბრი ედრება მაინდამაინც მაგ დღეს!((( რა ბედი მაქვს გელათობასაც ასე დაედარა( წარმატებები! და მაგრათ მიხარია ეგ ადგილი რომ ისევ ღვივდება შემდეგში ჰო მაინც წამოვალ( ჩემი გული თქვენთან იქნება!(( თ. სინატაშვილი
ყველას გელით გურიაში.... გავერთოთ, ვისაუბროთ , ვინც ერთმანეთს არვიცნობთ გავიცნოთ და ბოლობოლო 1 დღე საინტერესოდ გავატაროთ თორე ამ ყოველდღიურობით გადაიღლება კაცი
მოგესალმებით მეგობრებო. ცლკე თემა ვერ გავხსენი ამიტომაც აქ ამ თემაში დავაანონსებ: 2014 წლის 13 ივლის სსიპ "მონადირეთა კლუბი ლეგიონი" ატარებს გუნდურ შეჯიბრს სპორტინგში. თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იქნება 5 მსროლელით. შეჯიბრი ტარდება მანგლისში ადგილობრივ თვითმართველობასთან შეთანხმებით. რეგლამენტს და წესებს სრულად მოგაწვდით დღის ბოლოს! პატივისცემიტ კლუბ ლეგიონის ადმინისტრაცია
აბა რეგლამენტს და წესებს მოგაწვდით დღისბოლოსოო??? . გასროლათა რაოდენობა თითოეულ პოზიციაზე? პოზიციათა რაოდენობა? რეგისტრაციის დაწყების დრო? შეჯიბრის დაწყების დრო? თანხა წინასწარ ჩარიცხვით თუ ადგილზე რეგისტრაციის დროს? თბილისში სად შევიკრიბებით? . ბაზიერელთა გუნდს მოგვიანებით დავასახელებ!
მეგობრებო მოგესალმებით. ოჩოპინტრეს ჩვენს მეგობრებს უნდა ჩაეტარებინათ წესით 6 რიცხვში რატომრაც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ შეძლეს ჩატარება... ამიტომაც რადგანაც ესეთი ტურნირის ჩატარება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა კლუბი ლეგიონისთვის, ლეგიონის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა ანალოგიური ტურნირი, მაგრამ ოჩოპინტრეს ადმინისტრაციასთან შედა შემგომში საუბარი და გამოთქვეს სურვილი ისევ მათ ჩაეტარებინათ გუნდური შეჯიბრი. მეგობრები ვართ და დიდსულოვნად დავუთმეთ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაატარებს მთავარია ჩატარდეს რაც სპორტის ამ სახეობისადმი დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოში...გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას 13 ივლის გამართულ ტურნირზე... პატვისიცემით კლუბი ლეგიონი.
მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“
აღნიშნული ტურნირის ამოცანებს წარმოადგენს, სასატენდო სროლის ერთერთი სახეობის, სპორტინგის, პოპულარიზაციას მთელი საქართველოს მაშტაბით, იარაღთან მოპყრობის და სროლის ეთიკის დანერგვა და განვითრებას ახალბედა თუ გამოცდილ მსროლელთა შორის, მოყვარულ მონადირეთა შორის ნადირობის, როგორც დასვენების და ბუნებასთან დაახლოების ერთერთი საშუალების პროპაგანდირებას და მონადირეებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარების საშუალებას. ზოგადი ინფორმაცია შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა“ ჩატარდება წელიწადში ოთხჯერ 1. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა“ 2. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზამთარი“ 3. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - გაზაფხული“ 4. „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - ზაფხული“ ყოველი ტურნირის შემდგომ შედგება რეიტინგები და მოაწილეები შედეგების მიხედვით გადანაწილდებიან ორ ლიგაში. ეს საშუალებას მისცემს დამწყებ მსროლელბს, იასპარეზონ მათთვის შესაფერის მსროლელბთან და გამორიცხავს უკონკურენციო ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის. პირველი შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ გაიმართება 2014 წლის შემოდგომაზე და მასში მონაწილებaს მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს. მსროლელები წინასწარ დარეგისტრიდებიან „მოყვარულ მსროლელთა ლიგაში“ და მიენიჭებათ უნიკალური ნომერი, რომლითაც ისინი მონაწილებას მიიღებენ შემდგომ შეჯიბრებზე. პირველი შჯიბრის „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“-ის დასრულების შემდგომ, პირველ 12 ადგილზე გასული მსროლელები გადავლენ პირველ ლიგაში, ხოლო დანარჩენი და შეჯიბრის შემდგომ დარეგისტრირიებული მონაწილეები მეორე ლიგაში. შემდეგი შეჯიბრისთივის, ზემოთ აღნიშნული 12 მონაწილე, რომლებიც პირველ ლიგაში მოხვდნენ იასპარეზებენ ერთმანეთში, ხოლო ახლად დარეგისტირიებულები და პირველი ტურნირის ის მონაწილეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პირველ 12 მსროლელში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შემდგომ შეჯობრზე მეორე ლიგაში გამრჯვებული 6 მონაწილე დაიკავებს პირველ ლიგაში ბოლო 6 ადგილზე გასული მსროლელის ადგილს პირველ ლიგაში, ხოლო ეს უკანასკლენი გადაინაცლებენ მეორე ლიგაში.
იმისათვის, რომ მონაწილემ შეძლოს ტურნირებში მოაწილება, აუცილებელი ტურნირზე რეგისტრაციამდე, მან გაიროს რეგისტრაცია და დაფიქსირედეს "მოყვარულ მსროლელთა ლიგის: ბაზაში... აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაცია უფასოა;
რეგისტრაციის წესები:
რეგისტრაციისთვის მონაწილემ ელექტრონულ მისამართზე ams-ligue@outlook.com-ზე უნდა გამოაგზანოს თავისი მონაცემები : სახელი, გვარი, პირადნი ნომერი და საკონტაქტო ნომერი;
დარეგისტრირებულ მონაწილეს მინეიჭება უნიკალური კოდი, რომლიც მიუვა მოკლე ტექტრი შეტყობინების საშულებით. მონაწილე მისის უნიკლაური ნომრის საშუალებით შეძლებს დარეგისტრირდეს ტურნირებში.
დარეგისტრირებულ მონაწილეს მოკლე ტექტური შეტყობინების საშულებით მიუვა ინფორმაცია ყველა დადგემილ ტურინირის თუ ღონისძიების შესახებ...
ახლად დარეგისტრირებული მონაწილე ავტომატურად ხვდება "მოყვარულ მსროლელთა ლიგის" მეორე ლიგაში, და მხოლოდ ტურნირებში მიღწეული წარმატებების შემდგომ გადავა პირველ ლიგაში.
ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე : 599 747722
ტურნირებში მონაწილების მისაღებად "მოყვარულ მსროლელთა ლიგის" ბაზაში რეგისტრაცია აუცილებელია...
მონადირეთა კლუბი „ლეგიონის“ პირველი ყოველსეზონური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“
უსაფრთხოების წესები 1. თოფებს ვკეტავთ მხოლოდ სასროლ პოზიციაზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ; 2. ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე იმოძრავებენ ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ. 3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად იკრძალება და ისჯება დისკვალიფიკაციით. 4. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიწყნარე 5. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება. 6. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა 7. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი. 8. ვაზნა თოფში ჩაიდება სასროლ პოზიციაზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ 9. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.
თოფები და ვაზნები ყველა მონაწილე ვალდებულია წარსდგე 12 კალიბრის გლუვლულიანი თოფით, რომლის ლულის სიგრძე არ იქნება 66 სანტიმეტრზე ნაკლები. ყველა მონაწილეს ადგილზე დაურიგდება 28 გრამიანი 10 ნომერი ვაზნები; შეჯიბრის ჩატარების თარიღი და ადგილი შეჯიბრი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ გაიმართება 2014 წლის 12 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზებზე იქნება აღნიშვნები, რათა მონაწილეებს გაუდავილდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლა. 12 ოქტომბერი „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“ 9:00 - შეკრება; 9:15 - კებჭისყრა; 9:35 - ინსტრუქტაჟი; 10:00 - შეჯიბრის დაწყება; მოაწილეების რეგისტაცია და შეჯიბრიში მონაწილების საფასური მსროლელების რეგისტაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 5 ოქტომბერი. რეგისტრაციის მსურველმა მონაწილემ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქოტო ნომერი უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე : ams-ligue@outlook.com ან მოგვმართოს საიტის www.legion.ge -ს ადმინსტრაციას, სადაც შეავსებს სპეციალურ ფორმას. ამის შემდგომ მონაწილე დარეგისტრიდება „მოყვარულ მსროლელთა ლიგის“ ბაზაში და მიენჭება უნიკალური კოდი, რომელის ასევე მიუვა მოკლე ტექსტური მესიჯის სახით, რომლის საშუალებითაც ის ნებისმიერ დროს შეძლებს მისი შედეგების და მიმდინარე პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოძებას ვებ გვერდზე www.legion.ge-ზე შესაბამის განყოფილებაში . დარეგისტრირებულმა მონაწილემ ტურნირიში მომაწილეობის მისაღებად კლუბ „ლეგიონის“ ანგარიშზე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ა/ნ GE78 TB71 4783 6020 1000 01/GEL უნდა შემოიტანოს 50 (ორმოცდათი) ლარი და დანიშნულებაში უნდა მიუთითოს მისი უნიკალური ნომერი, რომელიც მინენიჭა რეგისტრაციის შემდგომ და შეჯიბრის დასახელება, „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“.
კენჭისყრა
კენჭისყრა ჩატარდება 2014 წლის 12 ოქტომბერს 9:15. თითოეული მონაწილე კალათიდან ამოიღებს დახურულ ნომერს, გახსნის და აჩვენებს დამსწრეებს და მთავარ მსაჯს, რომლიც გასაზღვრას თუ მერემდენე გავა იგი სასროლ პიზიციაზე. სასროლი პოზიციის სიახლოვეს იქნება 6 მონაწილე, ხოლო დანარჩენი ოდნავ მოშორებით, სპიციალურ შემოსაზღვრულ ადგილზე, როდესაც პირველი ექვსეული დაასრულებს სროლას, მათ ადგილს დაიკავებს შემდეგი ექვსეული, ხოლო დანარჩენი გადაინაცვლებს სპეციალურად მითითებულ ადგილზე და ასე გაგრძელდება სანა უკნასკნელი მსროლილი არ დაასრულებს აპარეზობას.
შეჯიბრის რეგლამენტი, ქულების დათვლა და გამოარჯვებულის გამოვლენის წესი
ასპარეზობა დაიწყება 2014 წლის 12 ოქტომბერს 10:00-ზე. თითოეული მსროლელი განახორცილებეს 35 გასროლას 5 სხვადასხვა პოზიციიდან. პირველი პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მეორე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მესამე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მეოთხე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) მეხუთე პოზიცია - 3 ერთეული გასროლა და 2 დუპლეტი (4 გასროლა) დუპლეტებში ჩართული იქნება მიწაზე მოძრავი სამიზნე ე.წ „რაბითი“ ასპარეზობის დასრულების შემდგომ დაითველბა თითოეული მონაწილის ქულა და დადგინდება პირველი 12 მონაწილე, რომლებიც შემდგომ შეჯიბრზე იასპარეზებენ პირველ ლიგაში, ხოლო სხვა დანარჩენი ავტომატურად მოხვდებიან მეორე ლიგაში. იმ შეთხვევაში თუ მროლელბს ექნებათ ერთნაირი ქულები და ვერ მოხერხდება პირველი თორმეტეულის დადგენა ყველაზე მცირე ერთანირ ქულების მქონე მონაწილეებს შორის მოხდება გადასროლა პირველ აცილებამდე მესამე პოზიციიდან იგივე წესით დადგინდება პირველი ექვსეული, რომლებიც მოანწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტპზე. ფინალურ ეტაპზე გასულ 6 მსროლელს გაუნულდებათ დაგროვილი ქულები და განახორციელებენ 10 გასროლას ორ ეტაპად (5 – 5) მეორე და მესამე პოზიციებიდან და იმ განსხვავბით, რომ ნაცლად 3 ერთეულის და 2 დუპლეტისა იქნება 3 ერთეული და 1 დუპლეტი. იმ შემთხვევაში თუ ვერ დადგინდა პირველი 3 ადგილი ერთნაირი ქულების მქონე მსროლელებში მოხდება გადასროლა მესამე პოზიციიდან პირველ აცილებამდე. ქულა - აცილება თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი, ამას გასაზრღვრავს მაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან. „რაბითის“ შემთხევაში თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი. გასროლა ჩაითველბა აცილებათ თუ მისი გატეხვა მოხდება სპეციალურად აღნიშული ადგილის იქით, ამას გასაზრღვრავს მსაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან. იმ შემთხვევაში, თუ სასხლეტზე გამოკვრის შემდგომ არ მოხდება ვაზნის დეტონაცია მთავარი მსაჯი შეამოწმებს ვაზნას, თუ მაზსე აღინიშნება ნემსის კვალი მსროლელს გადაეცემა ახალი ვაზნა. აღნიშნული შემთხვევის ზედიზედ 3-ჯერ განმეორების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება აცილება. თუ ვაზნაზე ნესის კვალი არ გამოჩნდება გასროლა ჩაითველბა აცილებათ. ნახევრად ავტომატური თოფის შემთხვევაში, გასროლის შემდეგ თუ ვერ მოხერხდა გადატევნა, მსროლელი გასროლას განახორციელებს ხელმეორედ. დუპლეტის სრილს დროს, თუ დაფიქსირდა არ გადატენვა ან არ მოხდა ვაზნის დეტონაცია, დუპლეტი (2 გასროლა) შესრულდება თავიდან მიუხედავად იმისა გატყდა თუ არა რომელიმე სამიზნე.
პრეტენზიები იმ შემთხევეაში თუ მონაწილე თვლის, რომ რაიმე დაღვევას აქვს ადგილი უშუალოდ მისი სროლის დროს, იგი ვალდებულია ხელის აწევით ანიშნოს მთავარ მსაჯს აღნიუშნულის შესახებსა სასროლი პოზიციდან გამოსვლის გარეშე, აღნიშნული პრეტენზია განიხილება მსაჯთა კოლეგიის მიერ და დაკმაყოფილდება ან არ დაკმაყოფილდება დასაბუთებულად ახსნის შემდგომ.
დაჯილდოება
დაჯილდეობა მოხდება შეჯიბრის დასრულების შემდგომა. პირველ სამ ადგლზე გასულ მონაწილეს გადაეცმათ შესაბამისი ყალიბის მედლები, სიგელები, და ფასიანი საჩუქრები. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს სხვა დანარჩენ პრიზებთან ერთად გადაეცემა თასი და სპეციალური ფასიანი საჩუქარი; მონაწილეთა შორის დარიგდება სხვადასხვა პრიზები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი „,მოყვარულ მსროლელთა ლიგაში“ მონაწილებისთვის.
asl_legion, მოკლედ გულდასმით გადავიკითზე და რაცმომეწონა არის ექვსეულები და იქედან საუკეთესოების შერჩევა. 1 შენიშვნა მაქ ვაზნებთან დაკავშირებით ვაზნები გამოუსადეგარი იქნება მაგ საქმისთვის (ჩემი აზრით) წვრილი საფანტია და ეყოფა კი ძალა თეფშის დასაზიანებლას. გააჩნია იმასაც რა მანძილზე იქნება სროლა 20 მეტრს იქეტ ეგ საფანტი ათი მოხვედრილიდან გატეხავს 5-7 მარტო. მოკლედ არვიცი ვერაფერს გეტყვით მაგრამ ვაზნა შესაცვლელი გაქვთ ჩემი აზრით. გაიხარეთ მე მანდ ვიქნები 99%
bichi2009 დარწმინებით შემიძლია გითხრა ვახნებთან დაკავშირებით არაქვითარი პრობლემა არ იქნება... ეს ის ვაზნებია, რომლებიც გამოყენება აღნიშნულ შეჯიბრებში... ანუ აპრობირებული და გამოცდილი...
asl_legion, საინერესო შეჯიბრი იქნება, ეტყობა რო ორგანიზება კარგად არის მოფიქრებული!
bichi2009, ვაზნის თაობაზე 100%-ით გეთანხმები, რამდნჯერაც 10 ნომერი ვესროლე თიხის თეფშს , ძაან ცუდი შედეგი მივიღე. ერთხწლ გადავწყვიტე შემემოწმებინა: თეფშების სასროლი მაღალი ბალახისკენ მივმართე რო თეფშები ბალახში ჩავარდნილიყო და არ გამტყდარიყო და რომ მენახა მოხვდა მათ ვაზნა თუ არა. ვესროლეთ 10 ნომერი და 10-დან 5 თეფში არ გატყდა, რო ვნახულობდი ბალახში ჩავარდნილ თეფშს, ვხედავდი 4,5,6 ხანდახან უფრო მეტი კაკალი ტყვია ქონდა მორტყმული მაგრამ თეფში მაინც მთელი იყო. ასე რომ იმ სიტუაციაში სადაც 9 ნომერი 10-დან 10 თეფშს გვატეხინებდა , იმავე გარემოებაში 10 ნომერმა 50%-იანი შედეგი გვაჩვენებინა მიუხედავად იმისა რომ იქაც ყველა მოვახვედრეთ (როგორც ვნახეთ), ნახევარი არ გატყდა.
ასე რომ 10 ნომერი ვაზნა სუსტია სასტენდო სროლისთვის "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
Guga_Shapakidze, 9.5 ზე წვრილი მე არმინახია და არც გამიგია. მე უბრალოდ მინდა რო ვაზნა არავისთვის იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი და მეტი არაფერი აქ უმნიკობას არვაპირებ. მოკლედ გადავამოწმე და 8 ნომრებია ყველგან სპორტინგში მითითებული ჰა 9 იყოს ოღონ 10 წვრილია ძაან და თუ 10 ნომერი სპორტინგში გამოიყენება მაშინ ჩემ უცოდინარობას დავაბრალოთ რავიცი. მეტად აღარ ჩავერევი. წარმატებები საორგანიზაციო საკითხებში
bichi2009 რაც მეტად ჩაერევი ეს უკეთესი იქნება საქმისთვის... ჩემი და მთელი ჩვენი კლუბის იტერესია, რომ შეჯიბრმა მაღალ დონეზე ჩაიაროს... ასე რომ ძალიან ვაფასებ რჩევებს და მივიღებთ დიდი სიამოვნებით... ვაზნები,რომლებიც იქნება შეჯიბრზე აუცილებლად იქნება ოპტიმალური, თუ ნომრის დაკლებაა საჭირო ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ანუ იმიტომ რომ ასე ვთქვით და ასე უნდა იყოს ეს გამორიცხულია... ვაზნები რომლბსაც ვესვრით არაეღტხელ მისვრია პირადა მეც და სხვებსაც მრგვალ სტენდზეც და სპორტინგზეც და მშვენიერი შედეგი გვქონა... მაგრამ მაინც ასეთ რამეს ვიზამთ, შეჯიბრის წინა დღეს უშუალოდ იმ ვაზნებს, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ შეჯიბრის დღეს, ჩავუტარებთ ტესტირებას.
ისე წესებში არის ასე - არაუმეტეს 2.5 მმ-სა (-+ 0.1 მმ)
ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა აქტიოურობისთვის; მზად ვარ ნებისმიერი შენიშვნა გავითგვალისწინო...
Guga_Shapakidze, ჩვენც ეგრე მოვიქეცით გურიაში ვაზნებს ტესტირება ჩავუტარეთ და გაამართლა ასევე ნახევრად ავტომატებზეც გამოვცადეთ ჩემ აირგადამტენზე და 2 ინერციულზე ნუ ყველამ გადატენა და მერე მივეცით დასტური ვაზნას. სასურველია იყოს მაინც უფრო დიდი დიამეტრის 2.5 მმ 7 ნომერი საფანტია და სწორედ ეგრე ამოვიკითხე მეც რო სპორტინგში გამოიყენება 7/5 და 8 ნომრები თუმცა ის ვაზნა სპორტინგ ვაზნებია და ვერა მგონია საქართველოში ვიშოვოთ ასე რომ არსებული მარაგიდან ოპტიმალური ვარიანტი შეირჩეს. მოკლედ მიაწექით მაგ საქმეს რაცარუნდა იყოს სასიხარულო ამბავია
ძალიან მომეწონა რომ დაიწყება აღრიცხვა თუ ვინ როგორ ისროლა, იმედია შემდგომში შეიქმნება ყველა კლუბის საერთო ბაზა სადაც იქნება თავმოყრილი ყველა შეჯიბრის მსროლელის შედეგი. ასევე მივესალმები რომ შეიქმნება პირველი და მეორე ლიგა ამით შემდგომ შეჯიბრში მონაწილე მოყვარული, დამწყები მსროლელი არ დაიჩაგრება ასე თუ ისე პროფესიონალებთან შეჭიდებაში
ანუ სახელი გვარი, პირადი ნომერი და საკონტაკო ნომერი; მე ბაზაში ჩაგსვამ და სადღაც 20 სექტმებრისთვის ამ ბაზასაც გამოვაქვეყნებ. და ყველაფეზე რასაც დავგეგმვთ სმს-თი შეგატყოინებ.
დამატებულია (14.09.2014, 18:31:21) --------------------------------------------- შეჯიბრი დაგეგმლი 12 ოქტომბრის მაგივრად, ჩატარდება 18 ოქტომბერს. ეს გამოიწვეულია იმით, რომ 12 ოქტომბერს არის ზესტაფონის 140 წლისთავის და ადგილობრივმა გამგეობა თხოვნით მოგვმართა, დამსახურებული ზესტაფონელი მონადირეებისთვის ჩაგვეტარებინა მინი ტურნირი, რაზეც უარი ვერ ვთქვით, რადგანაც მართლები არ ვიქნებოდით არც ქვეყნის და არც იმ ღვაწმოსილი ხალხის წინაშე, რომლეთა საპატავციმოლადც ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები და მათ შორის მინი ტუნირი სპორტინგში. პატივისცემით, "მოყვარულ მსორლეთა ლიგის" ადმინისტარცია.
დამატებულია (07.10.2014, 01:08:45) --------------------------------------------- „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“. გაიმართება 2014 წლის 18 ოქტომბერს.
მონაწილემ ტურნირიში მომაწილეობის მისაღებად კლუბ „ლეგიონის“ ანგარიშზე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ა/ნ GE78 TB71 4783 6020 1000 01/GEL უნდა შემოიტანოს 50 (ორმოცდათი) ლარი და დანიშნულებაში უნდა მიუთითოს მისი სახელი და გვარი და შეჯიბრის დასახელება, „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდებს: [url="http://legion.ge/index.php?/topic/1687-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9 A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%92/?p=25368"]http://legion.ge/index.php?/topic/1687-%E1...%83%92/?p=25368[/url]
krimanjuli, აჩი გილოცავ წარმატებას..ეგრე რატო მოხდა კი ვიცი მე..გამოყოფენ საპრიზო ფონდს და მერე უნდათ თვითონ მოიგონ,მაგარი უწესრიგობაა ხოლმე,შოთა შველის კიდე მაგ ამბავს თორე არც ეგ ჩატარდებოდა,ნეტა თვითონ თუ არ შერცხვა იმას ვინაც ვარდოსდანიძის ძმას მიაღებია მონაწილეობა ზესტაფონელებში და ვარდოსანიძეს არა..მე არ მეცალა სამწუხაროდ,მუშაობა დავიწყე. თორე არ დავაკლდებოდი და გიმასპინძლებდით კიდეც..
„მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“. გაიმართება 2014 წლის 18 ოქტომბერს.
მონაწილემ ტურნირიში მომაწილეობის მისაღებად კლუბ „ლეგიონის“ ანგარიშზე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ა/ნ GE78 TB71 4783 6020 1000 01/GEL უნდა შემოიტანოს 50 (ორმოცდათი) ლარი და დანიშნულებაში უნდა მიუთითოს მისი სახელი და გვარი და შეჯიბრის დასახელება, „მოყვარულ მსროლელთა ლიგა - შემოდგომა 2014“.
მონაწილების მიღების მსურველების სია იქნება აქ ჩამოწეროთ, რომ ხალხის რაოდენობა დაახლოებით განვსაზღვროთ.
დამატებულია (15.10.2014, 01:34:44) --------------------------------------------- krimanjuli გილოცავ გამარჯვებას, იმედია ამ შეჯიბრშიც გამიარჯვებ და ესე გააგრძელებ ამ წარმატებულ სერიას :)
ეჰეეეეეეეეეეეეე თქვე ყაჩაღებო აჩია მოგვიანებით მარა გულით გილოცავ ძამა! შენ ყოველთვის გამარჯვებული ხარ და იქნები არა მარტო სროლაში არამედ ყველაფერ იმაში რასაც მეგობრონა ძმობა მონადირეობა და სიყვარული ქვია!! და ასევე ყველას გეხუტებით და გეხვევით ძმურად! აქ გამარჯვებული ყოველთვის მეგობრობაა და ასე იქნება ყოველთვის!
თხოვნა მაქვს ასეთი: თუ შეგიძლიათ განმარტოთ სპორტული სროლის ძირითადი თავისებურებერი და განსხვავებები, როგორიც არის სკიტი, ტრაპი და ა.შ.... (trap; skeet; sporting clays) HUGLU 103-C
დამატებულია (15.02.2016, 12:35:20) --------------------------------------------- შეჯიბრების წესები: სასანგრე სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 5 საცეცხლე წერტილი და 15 მტყორცნელი მანქანა. მანძილი საცეცხლე წერტილებს შორის 3,20 მეტრია, ხოლო ცეცხლის ხაზიდან მტყორცნელ მანქანამდე -15. მანქანები განლაგებულია 5 ჯგუფად, 3-3 თითოეული საცეცხლე წერტილისათვის. სამიზნე თეფშის სიმაღლეა 25-27 მმ, დიამეტრიც -110 მმ, წონა -100-110 გ. შეჯიბრებისათვის შერჩეული სამიზნის ფერი (ნარინჯისფერი, თეთრი, ყვითელი, შავი)ყველა მსროლელისათვის ერთი უნდა იყოს. თითოეულ ჯგუფში 3-3 მტყორცნელი მანქანა, სქემის მიხედვით, თეფშებს სხვადასხვა მიმართულებით ტყორცნის. სქემა ისეა შემუშავებული, რო წინასწარ არავინ იცის, რომელი მანქანა ჩაირთვება ამა თუ იმ მომენტისათვის. ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც მანქანას თეფშებით ტენის, საგანგებო ორმოში იმყოფება და სპეციალური ეკრანით არის დაცული. ნებადართულია ყველანაირი საფანტიანი, 12-კალიბრიანი იარაღის გამოყენება, მათ შორის ავტომატური მოდელისაც. აკრზალულია კომპენსატორების ხმარება, რომლებიც სხვა მსროლელს ხელს შეუშლის. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70 მმ, საფანტის მაქსიმალური დიამეტრიც – 2,5 მმ, მუხტის მაქსიმალური წონა – 24 გ. დაუშვებელია შავი დენთის, აგრეთვე ცეცხლგამჩენი და ტრასირებული ვაზნების გამოყენება. ისვრის 6 კაცისაგან სემდგარი გუნდი. 5 სპორტსმენი საცეცხლე წერტილზე დგას, მეექვსე კი მზად არის №1 საცეცხლე წერტილი დაიკავოს. თითოეული წერტილისათვის უშვებენ თითო სამიზნეს. გასროლის შემდეგ თითოეული მონაწილე გადაადგილდება მარჯვნივ მდებარე საცეცხლე წერტილზე, №5 მსროლელი უკან გადგება და მზად არის №1 წერტილი დაიკავოს. სროლა გრძელდება მთლიანი წრის (რაუნდის) დამთავრებამდე. ყოველი რაუნდი თითოეული მონაწილისთვის 25-25 გასროლისაგან შედგება. მსროლელი იარაღს ორი ვაზნით გატენის და მზადყოფნის სიგნალს იძლევა. იმავე წამს მანქანიდან თეფში ამოიტყორცნება. თუ მონაწილემ პირველი ააცდინა, შეუძლია იმავე სამიზნეს მეორე ლულიდან ესროლოს. საერთაშორისო შეჯიბრებებზე თითოეული გუნდი 3-3 მსროლელისაგან შედგება. ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე ტყორცნიან 125 სამიზნეს, ხოლო საუკეთესო გუნდი პირველი 3 X 125 სროლის შედეგით ვლინდება. გამარჯვებულის გამოსავლენად ეწყობა ფინალური სერია 6 საუკეთესო მსროლელს შორის 25-25 გასროლით. ეს შედეგები ემატება მათ მიერ წინა სერიებში მოპოვებული ქულების ჯამს. იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ქულა დაუგროვდება. მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 8 საცეცხლე წერტილი, აგრეთვე “მაღალი სახლი” (მარცხნივ) და “დაბალი სახლი” (მარჯვნივ). “მაღალი სახლიდან” სამიზნეები ამოიტყორცნება მიწიდან 3,05 მეტრის, “დაბალი სახლიდან” კი – 1 მეტრის სიმაღლეზე. თეფშებმა თავზე უნდა გადაუაროს ცენტრალურ მოედანს და ჰაერში იფრინოს 65 2 მეტრზე. ტაიმერის მექანიზმი თეფშს ტყორცნის მსროლელის სიგნალის შემდეგ 0-3 წამში. თეფშები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე შეჯიბრებისას. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70მმ, საფანტი (დიამეტრიც – 2მმ, საბრძოლო მუხტის წონა -22გ) სფეროსებურია და მზადდება ტყვიის ან მისი შენადნობისაგან. აკრძალულია სავი დენთის, აგრეთვე ტრასირებული და ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება. სპორტსმენები თითოეული საცეცხლე წერტილიდან მორიგეობით ისვრიან. მათ აწვდიან ერთ სამიზნეს “მაღალი სახლიდან” და ერთს – “დაბალი სახლიდან”. ორმაგი სამიზნეები ზუსტად ერთდროულად უნდა გამოჩნდეს. №8 საცეცხლე წერტილიდან სპორტსმენმა სამიზნეს მანამ უნდა ესროლოს, სანამ ის ცენტრის ხაზს გადაკვეთს. ქულების დათვლის სისტემა ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე.
მაქვს თეფშის სატყორცნი, ხელისაც და მექანიკური; რომ გავიდეთ მინდორში და გავერთოთ სასტენდო მსროლით ამ პერიოდში, ვგულისხმობ არა სანადირო სეზონს, რამე პრობლემა იქნება კანონთან? რაიმე სპეციალური ნებართვა ხომ არ არის საჭირო. HUGLU 103-C
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!