დამატებულია (18.06.2011, 14:17:43) --------------------------------------------- ensi<რავშვებით ძამი ხო არ გაგვიგია რით მივდივართ ჩვენი ხოდით თუ მარშუტი მიგვყავსს????????მე მარშუტი მირჩევნიაა უფრო მაგრი იქნება ჩემი აზრით ამდენი მონადირების თავ მოყრა გზაზე ვილაპარაკებთ ნადირობაზე დ ა1000რამეს გავიგებთ ერთმანეთზე და რავიცი კიდ ემთელი ამბები ნუ ერთი სიტყვით მარშუტზე ვიფიქროდ რაა
-BERG-, ალბათ კი არა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ეს დიდებული საქმე, მარტო ის რად ღირს რომ ამდენი კაი კაცი შევიყარეტ ერთად და ვისიამოვნეთ ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
შემდგომში აუცილებლად უნდა დავესწრო ძაან მაინტერესებს სტენდზე სროლა, არადა საერთოდ არ მივარჯიშნია ერთი გასროლაც არ მქონია ჯერ ჯერობით მაგრამ იმედი მაქვს ტოლს არ დავუდებ ბევრს
goga-0ni, ეგრე იქნება გოგაჯან, ეგრე! მაშ! მთაში სულ სხვა სროლა იციან! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
მოვდივარ მომავალში მეგობრებო,არა იმისთვის რო გინდათუარა წარმატებით დავბრუნდე უმეტესად მისთვის რო გავიცნო ბევრი ბაზიერელი პირადად,ეგ ჩემი ოცნებააა ყველა ოცნებას შორის გიყვარდეს სულიერად ყოველივე,ცნობდე და გახსოვდეს ნაკვალევი რათა მომავალმა უკეთესი მოიმკას მისგან. ს.შენგელია
ბიჩებო 2012 სჰი ტუ ტარდებაა ჩემპიონატი ან ჩატარებტ აუცილებლად გამაგებინეტ ,,, და ტუ რამე დაგჩირდატ ან რამის სჰედზენა მოხდება დამიკავსჰირდიტ და აუცილებლად ტკვენ გვერდზეე ვარ ყველაფერსშ , და რა არის საცჰირო მონაწილეობის იისაგებად,,,,,გმერტმა ხელი მო გვიმარტოს და გაგვახაროსს, r.jiqia
კვირას, 17 ივნისს, თბილისის სტენდზე ტარდება მონადირეთა შორის შეჯიბრება. დასაწყისი 13:00სთ. ვისაც სურვილი გაქვთ მიბრძანდით. ეს ინფორმაცია მეც ეხლა გავიგე.
hunter_nika, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე! ერთი გასროლა - 1 ლარი. თუ თქვენი ვაზნებით მიხვალთ - 50 თეთრი. охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
კარგი იქნება გაზაფხულის ბოლოსკენ კარგი იქნება თოფის სროლა რომ მოგვენატრება აი ზუსტად მაგ დროისთვის იქნება მისწრება მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
მოგესალმებით მეგობრებო!!!!! 8 ან 9 ივნის ხო არ შევკრებილიყავით სტენდზე (თბილისის ზღვაზე)??? ე მანდ ცოტა წაგვევარჯიშა,მერე წაგვექეიფა!!! ან შეიძლება სხვანაირად დავგეგმოთ: შეჯიბრი ჩავატაროთ (მოთელვის)გარეშე და მერე ქეიფი (ისიც მოთელვის)გარეშე!? ან ვაფშე ლისის ტბაზე ხო არ ჩავატაროთ ტურნირი სპორტინგში??? ოღონდ ესეც ბანკეტით??? იქვე ჩავიდეთ რესტორნებში საბურთალოზე,მაგალითად შინიში ან სადაც მოვილაპარაკებთ!!! შაფოოოოო
მოვინდომოთ ბიჩებოო,,და ჩავატაროთ შიდა ტურნირ,სეზონისთვისაც გავივარჯიშებთ,ერთმანეთსაც გავიცნობთ,კარგი მსროლელებიც გამოიკვეთბიან, დიდი არაფერის ამას არ უნდა,, r.jiqia
მოგესალმებთ, აქ ბევრი რამ ითქვა სპორტინგზე, მაგრამ მრგვალი სტენდის შესახებ არც ისე, ამიტომ ცოტა რამეს დავწერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:
ზოგადად სასტენდო სროლა არის სროლა გლუვლულიანი თოფით საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე (სტენდზე) სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებზე. ევროპის ჩემპიონატი იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი: 1929-იდან _ კაცები, 1962-იდან _ ქალები; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1900-იდან _ კაცები, 1996-იდან _ ქალები (1988 და 1992 წლების ოლიმპიურ თამაშებში, სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემდეგ კაცებთან ერთად ქალებიც ასპარეზობდნენ).
1920-იანი წლებიდან შემოვიდა მრგვალი სტენდი (ინგლ. Skeet). აქ თეფშების ფრენის ტრაექტორია არ იცვლება, თავად მსროლელები იცვლიან სროლის ადგილს და კუთხეს. დღეისათვის მრგვალი სტენდი ითვლება კლასიკურ სასტენდო ვარჯიშა და ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრებებიც ამ დისციპლინაში იმართება.
საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით. ამ კავშირის წევრები _ ვლადიმერ ჯაბახაძე, გურგენ ავალოვი, პეტრე სარქისოვი, დავით ცაგარეიშვილი და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა. 1940-იან წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების კონდრატ ციმაკურიძისა და ვლადიმერ ბურჯანაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე _ ბორის ოსიპოვი) და სპორტული სექცია. 1947 წელს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტსაზოგადოებებში “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში. საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში საკავშირო ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, 1947-ში _ სარქისოვმა, 1950-ში _ ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში _ ბორის ანტონოვმა, დავით ცაგარეიშვილმა, კარლო დარასელიამ, იური საგანელიძემ, ზურაბ მაჩხანელმა და ვილი ალავერდოვმა. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. 1954 წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ტარიელ ჟღენტმა, რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ _ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, 1973 წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა თამაზ იმნაიშვილმა _ ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. 1970-იან წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა თემურ მატოიანმა _ ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა. სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს 1994 წელს მიაღწიეს: თამაზ იმნაიშვილმა, დავით ქვათაძემ და გივი შენგელიამ მსოფლიო თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი _ ბრინჯაოსი.
შეჯიბრის წესები (მრგვალი სტენდი) :
მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 8 საცეცხლე წერტილი, აგრეთვე “მაღალი სახლი” (მარცხნივ) და “დაბალი სახლი” (მარჯვნივ). “მაღალი სახლიდან” სამიზნეები ამოიტყორცნება მიწიდან 3,05 მეტრის, “დაბალი სახლიდან” კი – 1 მეტრის სიმაღლეზე. თეფშებმა თავზე უნდა გადაუაროს ცენტრალურ მოედანს და ჰაერში იფრინოს 65 2 მეტრზე. ტაიმერის მექანიზმი თეფშს ტყორცნის მსროლელის სიგნალის შემდეგ 0-3 წამში. თეფშები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე შეჯიბრებისას. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70მმ, საფანტი (დიამეტრიც – 2მმ, საბრძოლო მუხტის წონა -22გ) სფეროსებურია და მზადდება ტყვიის ან მისი შენადნობისაგან. აკრძალულია სავი დენთის, აგრეთვე ტრასირებული და ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება. სპორტსმენები თითოეული საცეცხლე წერტილიდან მორიგეობით ისვრიან. მათ აწვდიან ერთ სამიზნეს “მაღალი სახლიდან” და ერთს – “დაბალი სახლიდან”. ორმაგი სამიზნეები ზუსტად ერთდროულად უნდა გამოჩნდეს. №8 საცეცხლე წერტილიდან სპორტსმენმა სამიზნეს მანამ უნდა ესროლოს, სანამ ის ცენტრის ხაზს გადაკვეთს. ქულების დათვლის სისტემა ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე.
სამიზნე თეფშის სიმაღლეა 25-27 მმ, დიამეტრიც -110 მმ, წონა -100-110 გ. შეჯიბრებისათვის შერჩეული სამიზნის ფერი
მრგვალ სტენდზე სროლისისა დიდი ყურადღება ექცევა მსროლელი განლადებას სასროლ პოზიციაზე, დამწყები მსროლელი ამას ყურადღებას არ აქცევს, რაც საბოლოო ჯამი მის სროლის ხარისხზე აისახება, შემდეგ სურათში ნაჩვენებია როგორ უნდა განთავსდეს სპორცმენი მრგვალი სტენდის საცეცხლე პოზიციაზე.
და ასევე მნიშვნელოვანი მსროლელი დგომა, აქ ძირითადად სტანდარტული დგომა ასეთი: წინა გადადის მარცხენა ფეხზე (მემარჯვენეებისთვი) და მსროლელი იხრება დიაფრაგმის ნაწილში ანუ წელში მოხრილი კი არ არის არამედ ოდნავ ტანი აქვს წინ გადაწეული.
როგორ ხართ მეგობრებო , მოგილოცავთ მოგვიანებით წმინდა მართმადიდებლურ დღესასწაულებს.
სიამოვნებით გაუწყებთ, რომ ამა წლის 15 დეკემბერს , თბილისის სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი კომპაკ სპორტინგში , ოფიციალური სტანდარტის მოედანზე ოფიციალური წესებით და პროგრამით. შეჯიბრი "პირველი თოვლი" ინდივიდუალურია მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი სქესისა და სტატუსის მქონე ადამიანს ნებისმიერი კლუბიდან და ა.შ. 18 წელს ზემოთ
მთლიანი შეჯიბრის მოცულობა არის 25 სამიზნე. ერთ სამიზნეზე შეიძლება ორი ვაზნის გამოყენება სპორტინგის წესებით. თუმცა დეტალები ადგილზე... გისურვებთ წარმატებებს
შეტყობინება დაამუშავა bone - ორშაბათი, 25.11.2013, 18:28:56
არა მგონია მნიშვნელობა ქონდეს შიდა ჩემპიონატზე 5 ვიყავი ისე ვერტიკალი ჯობია თუ დამურამებული გაქვს მაგით სროლა ლულის არჩევანი გაქვს ანუ გამშლელი არაგამშლელი remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
ძალიან გამიხარდება ბაზიერელმა, რომ გაიმარჯვოს წარმათებებს ვუსურვებ, ვინც მონაწილეობას მიიღებს... თუ მოვახერხე გულშემატკივრად მოვალ მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
როგორც გავიგე 16 კალიბრიც შეიძლება იმედია ჩემი თოფით უკეთესი შედეგი მექნება წარმატებები ვინც გავალთ,მე ვაპირებ აუცილებლად რამე გაუთვალისწინებეი თუ არ მოხდა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!