07:11:01
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: krimanjuli, პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
იარაღის დამღები-ზოგადი მიმოხილვა სანადირო იარაღის დამღებზე
Adminდრო: ოთხშაბათი, 11.05.2011, 23:17:50 | შეტყობინება # 1
Admin
გენერალსიმუსი
ჯგუფი: ადმინისტრატორი
შეტყობინება: 1895
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
457

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!
 
krimanjuliდრო: პარასკევი, 13.05.2011, 21:31:48 | შეტყობინება # 2
გენერალსიმუსი
ჯგუფი: კლუბის პრეზიდენტი
შეტყობინება: 694
რეპუტაცია: 11
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფთან პირველი შეხება დარწმუნებული ვარ თითოეული მონადირისთვის ბავშობიდან იწყება , რაღაც უფრო იდუმალიებითა და უხილავი ძალით არის თითქოს შენიღბული იარაღთან პირველი შეხება,''ხელისჩამორთმევა-გაგიმარჯოს თქმა '' და ა. შ. ალბათ აკრძალული ხილის ნდომა უფრო აძლიერებს იარაღის ახლოს გაცნობის სურვილს და ძალაუნებურად იარაღის სიყვარულსაც გვიძლიერებს, შემდგომში როგორც ყველანი '' ჩვენც ბავშობიდან მოვდივართ'' და იგივე გზას გავდივართ მასთან ურთიერთობისას რასაც ჩვენი ძველი მონადირეები გადიოდნენ. სიფრთხილის, გათამამების, სროლის ხელოვნების, ფუჭად გასროლილი გილზების, შემდეგ თავში დარწმუნებისა და ალბათ ყველას ქონია ''ჭკუის სასწავლებელი '' შემთხვევები , რომლის წყალობითაც ერთ მთავარ ცნებას ვითავსებთ მონადირეები, რომ : იარაღთან თამაში არაფრის დიდებით არ შეიძლება და რომ ლულებში ეშმაკი ზის( ერთხელ პოლისჯოხიც გაისვრისო ხოლმე თავისითო!!!) თოფი მიმზიდველია ყოველთვის, არის ძველი, ახალი , თანამედროვე , საუკუნის წინანდელი, უფრო იმის წინანდელი, ჟანგიანუ თუ მბზინვერე , გაწმენდილი თუ მოუვლელი, კონდახგაბზარული თუ ჩუქურთმებ ამოკვეთილი; მიმზიდველია ნებისმიერ ვითარებაში ამინდსა თუ გარემოში. ლულა რო დაუნახოს მონადირემ ვინმეს ხელში მივა და ამბავს გამოკითხავს , იმიტომ რომ იდუმალებით შემოსილია ეგ რკინის მილები და გინდა თუ არა გულგრილად ვერ ჩაუვლი,, რატომღაც ხშირად მახსენდება ჩემს ბავშობისას ეგეთი ეპიზოდები, როდესაც მონადირები რომლებიც ერთმანეთს თოფებს უმოწმებდნენ, მოხსნიდნენ ლულის ყბას(ცივიოს) და დიდის ამბით დააშტერდებოდნენ ამობრუნებულ ლულებს საგილზეებთან, შემნდეგ კიდევ თოფის კალაპოტს ჩახედავდნენ, ხან თავს გააქნევდნენ პაპაპაპა-ს ზახილით. ხან მზისკენ ასწევდნენ , ბავშვივით შეათამაშებდნენ ხელში და მოწონების ნიშნად გაბრწყინებული თვალებით და რაღაც ბედნიერი ღიმილით პატრონს თოფს შეუქებდნენ, ისმოდა ხოლმე მათი საუბრებიდან სხვადასხვა შინაარსის წინადადებები, მაგალითად ესეთები-- ოო კაი თოფიაა , კიი კაია, ბელგიურს გავს , რაცხა ამფერი ეხატა ჩემი ძმის თოფს და ბელგიურის ნიშანია მაიო იძახდა, ხოდა აი მთლად მაგას გავს ხოდა მაი იქნება ეგეც..-- ან კიდევ -- გერმანულია აიი ცენტრალი, ტრი კალცაა , მაგარია, უფფ, კიი მშვენიერიაა, აი შორს ურტყამს საფანტს, კაია არეულ ამინში იხვზე... ესეთი შეფასებები იყო ბევრი და უფრო მიმზიდველს ხდიდა ჩემთვის თოფს,, შემდეგ გავიგე რომ, თოფზე ამოტვიფრული დამღებით მონადირეები ადგენდნენ თოფის ხარისხსა და წარმოშობას, და თითქოს თოფის იდუმალება უფროო ''გაიდუმალდა'' და სულ გასაოცარი და მიმზიდველიი ხდებოდა,, ეს ყველაფერიი ბავშობიდან მახსოვს და თან ისე ტკბილად როგორც ახალიწლის დილას ბალიშის ქვეშ ნაპოვნი კანფენტიი...რომელიც თოვლის ბაბუამ დამიტოვა მე რო მეძინა...
მე16-ე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ანუ; თანამედროვე იარაღის სახემდე, თან მოსდვს იარაღს დამღები, თავდაპრველად იარაღზე დამღების წარმოშობა შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა, მოგეხსენებათ პირველი სახით თოფი წარმოადგენდა დიდი მასის მქონე ლითონის ნაკეთობას , შემდეგ მოთხოვნილებების გაზრდასთან ერთად ხარისხის ზრდაც იყო გამოწევეული. თავდაპირველად თავად ლითონის ხარისხს დაადეს დამღა ,იმის დასტურად თუ რამდენად მაღალი ფოლადისაგან იყო ნაწარმოები თოფი, დრომ მისი ზედმეტი წონის მოშორების საკითხიც დასვა და დაიწყო თანამედროვე იარაღის საწყისებზე ლულების დათხელება, თოფის კალაპოტის დახვეწა ,მექანიზმების დაწურვა და სწრაფვა იმისკენ, რომ მუშა , გამძლე მექანიზმს თოფის კალაპოტში რაც შეიძლება ნაკლები ადგილი დაეკავებინა, შესაბამისად თხელი ლულა არ ნიშნავდა იმ დროისათვის უსაფრთხოებას და საფუძველი ჩაეყარა თოფის ტესტირებას, , საკონტროლო გასროლას ძლიერ მუხტზე ანუ უფრო მეტზე, რაც სინამდვილეში იყო საჭირო თოფისთვის. შესაბამისი ტესტის გავლის შემდეგ თოფს ესმებოდა დამღა რომ ამ თოფმა ეს ტესტი გაიარა, დამღის პრინციპებიც და ისტორიაც აქედან დაიწო. უკვე შემდგომში დამღებს ხარისხის ნიშნის მაჩვენებლის ფუნქციაც შეეთვისა, დამღების მეშვეობით მის ხარისხიანობაზე პატრონს ან პოტენციურ პატრონს წარმოდგენა ექმნებოდა, როგორც მის წარმოშობაზე , ასევე ხარისხსა და უსაფრთხოების ზომებზე. დამღების მეშვეობით მომხმარებელ მონადირდს უკვე ხელთ გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა თავის იარაღზე რისი მეშვეობითაც მას შეეძლო ეხელმძღვანელა ჰილზების დატენვისას, მაგლითად როგორი წამალი უნდა გამოეყენებინა და მაქსიმუმ რა მუხტის გამოყენება შეეძლო; ადრეულ თოფებზე არის დამღები რომელიც ავტომატურად ბოლიან დენთზე გამოცდას მიუთითებს, რადგანაც უბოლო დენთი მოგვიანებით შემოვიდა , ამის შემდე უკვე ორივე მინიშნებებიც გვხვდება, რომ იარაღი გამოცდილია ბოლიან დენთზეც და უბოლო დენთზეც. ხშირად დაკარგულ თოფებს დამღების საშუალებით პოულობენ ადგენენ არის თუ არა ვინმეს კოლექციაში ნამყოფი და ა.შ. ხშირად ხდება ძვირფასი თოფების გაყალბებაც და ყალბი დამღებით იაფხარისხიანი მეტალით დამზადებული თოფის ძვირფას თოფად გასაღება(მაგალითად ბელგიურ თოფებს რომლებსაც ლულა ბელგიური ფოლადისგან ააქვთ ჩამოსხმული, ინგლისურის ფოლადის მარკის დამღას უკეთებდნენ, რაც მის მაღალრარისხიან თოფად '''გადაქცევას'' ნიშნავდა) , მაგრამ კარგი იარაღმცოდნე, არცისე ადვილად(გააჩნია გამყალბებლის საოსტატო დონეს) მაგრამ მაინც ამოიცნობს ხოლმე. თოფის დამღებით ჩვენ შეგვიძლია სრული ან მიახლოებული იდენტიფიკაცია მოვახთინოთ, მასზე არსებული დამღებით ვიმსჯელოთ ან დამღების ცოდნის პროპორციულად ვთქვათ თუ რა დონის და ხარისხიას იარაღღთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია დავადგინოთ სად არის იარაღი ნაწარმოები, რომელ სახელმწიფოში, რომელ ქალაქში , რა ფირმისაა, არის სერიული , საცალო, ნახევრად ხელით ნამუშევარი თუ არის ძვირფასი თოფი . გავიგოთ რომელი მარკისა ფოლადისგანააქვს დამზადებული ლულები, მათი სტრუქტურული მახასიათებლები, ჩოკური შევიწროება, შევიწროების როგორი სტრუქტურით არის გაბურღული ლულები, ასე რომ თუ მონადირე შეძლებს , დამღების სწორად წაკითხვას ის სრულ იდენტიფიკაციას მოახდენს მის ხელს არსებული თოფის. ძირითადად დამღების ცოდნა მე-2-ე მსოფლიო ომამდელი თოფებისძთვისაა საჭირო, რადგანაც შემდეგ წაროეებულ თოფეს მსოფლიო საერთაშორისო სტანდარტით უშვებენ და მანდ არც არაფერია ისეთი, რომ კაცმა ვერ გაიგოს და თუ მოინდომებს უპრობლემოდ მოიძიებს ინფორმაციას . აი სულ სხვა საქმეა ომამდელი თოფები, თითქოს ეს რაღაც ისეთი წიგნი იყოს, დროთა განმავლობაში ფურცლები რომ გაჰყვითლებია და უფრო საინტერესოდ რომ გეჩვენება ძნელად ამოსაკითხი გაცრეცილი ასოებისგან შემგდარი ამბები.. ალბათ უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ესეთ თოფებს რაღაც მეტი თავისებური შარმი ახლავს თან. 1945 წლის შემდეგ ევროპიდან დიდი რაოდენობით თოფი იქნა წამოღებული საბჭოთა კავშირში,........ ჩვენთანაც საკმაოდ მოიპოვება და თუ საქართველოში კარგი თოფის ფასი იციან სწორედ რომ ასეთიი ''ტრაფეინიკების' დამსახურებაა. დამღების წაკითხვის და იდენტიფიკაციის მოთხოვნაც სწორედ რომ ამის შემდეგ უფრო აქტუალური თემა გახდა საბჭოეთში, რადგანაც მფლობელების ინტერესი გაეგოთ თავიანთი ''ტრაფეინიკი'' იარაღის ხარისხი, შესაძლებლობები, სახელი და აქედან გამომდინარე მისი საბაზრო ღირებულებაც-დიდი იყო. ბევრი ისეთი ძვირფასი თოფი მინახავს ესეთი ''ნაალაფარი'', რომ პატრონს წარმოდგენა არ ჰქონდა მასზე და დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდა ნებისმიერ რუსულ თოფზე როცა ამ თოფის საბაზრო ღირებულებით 10ცალს რუსულს იყიდდი ახალს,, (იჟ-58 , იჟ-27) ხშირად არის ესეთი შემთხვევები, რომ აინტერესებთ მონადირეებსა და არამარტო მათ თავიანთი თოფების წარმოშობა და საბაზრო ღირებულება,, ჩვენს საიტზეც ხშირად მოუმართავთ იგივე პრობლემებით, შევეცდები ზოგადად მაინც მიმოვიხილო და ის ძირითადი დამღები და საჭირო ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ, რომელიც დაგეხმარებათ წაიკითხოთ თქვენს თოფზე არსებული დამღები და ამით დაადგინოთ თოფის ასაკი, ხარისხი, რომელ ქვეყანაში დამზადდა , რომელ ქალაქებში გაიარა ტესტირება და სხვა ამდაგვარი. მე მაგალითად ერთი ესეთი თოფის გამოძიებისას, წავაწყდიი ერთმანეთის გამომრიცხავ დამღებს: ერთდროულად ნაჩვენები იყო, რომ თოფი გამოცდილი იყო ლიეჟეშიი(ბელგია) და თან პრაღაშიც(ჩეხეთი) მაგრამ კიდევ ჩაძიების შემდეგ აღმოვაჩინე დამღა რომელიც მიუთითებდა ბელგიდან პრაღაში ექსპორტზე გაგზავას და კიდევ სხვა ინფორმაციებს, თოფი დამზადებამდე იყო განკუთვნილი ეგსპორტისთვის და რომ იყო საცალო ხელნაკეთი ჩეხი ლეგენდარული ოსტატის ადოლფ მაჩეკ ბრნოს ნახელავი... მოკლედ შევეცდები მინიმალური ინფორმაცია მაინც მოგაწოდოთ სხვადასხვა ქვეყანაში ნაწარმოებ საიარაღო დამღებზე. აგრეთვე სხვადასხვა სქემები რითიც შესაძლებელი იქნება იხელმძღვანელოთ იარაღის წარმოშობის დადგენისას.[size=6][size=14]
 
bparcvaniaდრო: სამშაბათი, 12.01.2016, 08:24:33 | შეტყობინება # 3
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 6
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика