მე მყავს და მშვენიერი ყველგან მავალი მანქანაა. მთავარია არ მოაკლო საბურავი........ მე ♥ bazieri.ge ფრთხილად იყავით ნადირობის დროს...!!!! ფრინველი მილიონი აგიფრინდებათ ცხოვრებაში და ნუ დახარბდებით თუნდაც ერთ მწყერზე, დაუკვირდი ისე ესროლე
მაგარი მანქანაა თუ კარგ საბურავს დაუყენებ ყველანაირი გაჭირვების დროს არ გიმტყუვნბს აქვს აბს სისტემა თუ რასაც ეძახიან და ხიდების ტავისუფლად გადაყვანა სხვადასხვა რეჟიმებზე სულ მარტივია. მამაჩემს ყავს და კმაყოფილი ვარ მეც და ისიც კარგია... p.falcon
სხვათაშორის მექანუკირი კოლოფით მყავდა ადრე, მაშინ სულ 2 ცალი დადიოდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, სულ ეხლახანს გავსინჯეთ კიდევ ერთი მე ჩემმა ბიძაშვილმა და ძმაკაცმა, მე ნივით და ისინი იო-თი და რავ-4 ით იყვნენ თოვლში, უნდა ითქვას რომ იომ ძალიან მაგრად იარა, რასაც ვერ ვიტყვით რავ-4 ზე თუმცა ამ უკანასკნელზე გაცილებით გამოცდილი მძღოლიც იჯდა. და რაც მთავარია, იოს უნდა ქონდეს კარგი საბურავი, დანარჩენი ყველაფერი შეუძლია.
ეხლა ვინმემ სწავლება არ დამიწყოს აქ რო გამოდგებიან პროფესორები ,იო არის ზედ გამოწერილი რო იტყვიან სოფლის ტყის და ,,,, ქალის მანქანა გამავლობაში მაგას ჩვენ არ დაუტოვებივართ,, მარტლაც კარგად გადის სიჩქარის მანქანა არ არის მაგით ჩქარა ვერ ივლი მოსახვევში ვერ შეხვალ ჩქარა, მაგრამ სატამაშოაო ვერ იტყვი ..შეიძლება სხვას ქონდეს იმის საშვალება რო იყიდოს H3 H2 ვაენი ჰამერი და ას,შე.... იო რაც ღირს იმასტან შედარებიტ მშვენიერია და ზოგჯერ უკეტესიც ....
კაცს ეკიტქებიან რა მანქანა მოგცონს შენო და პასუხობს რა მანქანაც მყავს ისო პასუხობს..მე მაგალიტად პროფილაკტიკასჰი ვმუსჰაობ და შემიზლია ამ მანქანაზე ვთქვა საშუალო დონის მანქანა არის აქვს ამ მანქანასაც ტავისი მინუსი..მე დზირიტადად სანადიროთ სუბარო ფორესტერით დავდივარ და კმაყოპილი ვარ.აგერ ერტი კვირა იქნება რაც იოტი ვიყავით წასულები და ცუდი შთაბეჯდილება ნამდვილად არ დაუტოვია მე ♥ბაზიერი
რა იო რის იო მიტსუბიში პაჯერო ორ კარიანი ეგ იო კი არა სადაც დავდივარ ბევრჯერ ჩავარდა და არც არავის გაგიტყდეთ რა ფარშივი მანქანებია დაუკვირდით თვითონ ყველანი
მიცუბიში იოს მართლა აქებენ თუმცა მე არასოდეს გამომიცდია. მაგრამ აი ჩვენს მიცუბიში ლ-200 კი მანქანა ვერ შეედრება. მართლაც მეხუთე მეგობარია ჩვენი 4 კაციანი მონადირე ჯგუფის. ჩემს ფოტოებში ნახავთ მანქანა სასწაულს... ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
სამურაი მაგარია ძმა მარა სანადიროთ რო წახვალ ორი ძაღლი და ოთხი კაცი მაინც ხო უნდა თავსდებოდეს ? მაგაზეა საუბარი მეტი არაფერზე ჯერ ჯერობით ჩვენ პირობებში ნივას და ვილის მაინც ვერაფერი დაუდგება, მე ესე ვფიქრობ მეგობრებო.
valerika, მერე ჩვენ აქ რისთვის ვართ ვინც ვიცით უნდა ავუხსნათ რო ცდება და სიმართლე არაა ისე kuzmishi, ვერც ნივა დაიკვეხნის დიდი ფართით,მაგრამ სამურაისთან სჰედარებით მარშუტკაა
valerika, და პრეტენზიები რატო გაგაჩნია ან თუ გამოთქვავ პრეტენზიას დააკონკრეტე და თქვი და აქ ლოზუნგებით ლაპარაკი სისულელეა..... თუ რამე გინდა იმას უთხარი ვისაც გინდა რო უთხრა და არა ესე ზოგადად
PATARA-SAMO, გაუმარჯოს,,, მოხვედიი სად იყავი რო არ ჩანდიი? ..უნდა დაწერო ძამი ესეტები,, და პრეტენზია არ ქვია მაგას ვინც არ იცის და მაინც რო ლაპარაკობს იმის მისამარტიტ არის ნატქვამი..გაიგე ძამი ....
valerika, გაუმარჯოს... კი ბაზარი არაა მივხვდი მე შენ რაც გინდა მარა ეს ფორუმია და აქ ჯობია დააკონკრეტო ხოლმე ... ათასი არეულობა და კამათი მომდინარეობს ესეთი ნაწერებიდან და მე გითხარი უბრალოდ ესე ზოგადად წერას ჯობია კაცს მიუთითო და აუხსნა
valerika, მაშინ მე ესე გკითხავ შენ აქებ პაჯერო-იოს და თAნ ამავდროულად ამბობ რო ეს მანქანა მონადირისთვის ზედ გამოჩრილია,რაზეც მე საპირისპირო მოსაზრება ვთქვი, და ზემოთ შენი კომენტარი დააკონკრეტე ვის მისამართითაა ნათქვამი???
დამატებულია (17.02.2011, 01:48:05) --------------------------------------------- კითხვა რომ არ გაგიჩნდეს რომელ კომენტარზე ამასაც დავამატებ: აქ სალაპარაკო მიეცი ხალხს და იციან არ იციან მაინც გედავებიან . ცამდის მართალს რო ამბობდე მაინც შეგედაავებიან, ,, 31 .უნდა დაწერო ძამი ესეტები,, და პრეტენზია არ ქვია მაგას ვინც არ იცის და მაინც რო ლაპარაკობს იმის მისამარტიტ არის ნატქვამი..გაიგე ძამი
GAGA_CHIKO, მისმინე ძამი. შენ ნახე ჩემი დაწერილი იქ და იქიდან გამომდინარე ვინც მომცა შენიშვნა შენც და სხვამაც იმის მისამართით არი ძამი .. რაიყო რა გული მოგდის გეუბნებუ 6000 $ მანქანაა და 45 და 50 ატასინ მანქანას ნუ შევარდარებტქოო.ჩვენ პირობებზე მშვენიერიააა ,, ....
პაჯერო იო მაგარიაო იძახით,კარგი მანქანაა ნამდვილად ქალაქის პირობებში და მსუბუქი უგზოობისას.რასაც გამავლობა ქვია დიდი ვერაფერია,ასე ვთქვათ "გარაცკოი ჯიპია".
რა სისულელეა რო იო მე ტოიოტას ან ლენდროვერს სჰევადარო ეგეტი რამ მე არ მიტქვამს აქ ცერთ იოზე რო მაგარი მანქანაა და ზედ გამოჩრილია ნადირობისთვის სრული სისულელეა და ტუ პასით მსჯელობ ეხლა ჩამოგითვლი რა მანქანებს იკიდი მაგ პასად:ტოიოტა 4რანერი ჰაილუქსი დზველი ლენდკრუიზერი 80 ოგონდ ბენზინზე,დისცავერი 1 ცჰვეულებრივი პაჯერო ნივა და ასე სჰემდეგ სჰენ ეხლა მეუბნები რო იო მაგარი მანქანაა?მაშინ არ გცოდნია ჯიპის შედარება და თუ არ იციი აქ ახალბედებიც არიან და შეცდომაში არ უნდა შეიკვანო ისინი,იოტი ბარდიულზე ახვალ და ივლი მსუბუქ ტალახსჰი რასაც უგზოობა ქვია იოტი კიარა ნივას უჩჰირს და იმეტებს მდზგოლი რო იაროს
დამატებულია (19.02.2011, 10:32:26) --------------------------------------------- მე ლიჩნად ოპელ ფრონტერა მკავს 2კარიანი 3000$ იკიდი ნორმალურს და როცა გინდა სადაც გინდა იქ დავდგეთ და განახებ ტუ მაინც არ გჯერა რო იო ჯიპი არაა ჯიპი როგორი უნდა იკოს მიუხედავად იმისა რო არც ჩემია მაგარი
ეხლა რა ხდება უკვე ჩვენ ლაპარაქს აზრი აგარ ააქ . ერტს უტხარი რო მე 1.8 იო მყავს ავტომატიკა.და მშვენიერი არის მეთქიიიიიიი სადაც დავდივარტ არ დაუტოვებივართთთთ და მაგაზე უკეთესი არის 2.0 მექანიკა მეთქიიიიიიიი,, რაყოთ ბიჯო კინუ გამლახავთ ამის გულისთვის .და ნივა ჯობია 100 თავით გამავლობაშიიი
მჯობის მჯობი არ დაილევა,შედარებითია ყველაფერი.იო არაა ის მანქანა რომ სადაც გინდა იქ მიუშვა და იმედი გქონდეს არ დამტოვსო.პრაქტიკული მანქანაა და როდესაც ერთი მანქნა ყავს ადამიანს რომლითაც ,სამსახურშიც დადის,ოჯახი გადაყავს ქალაქში და რომლითაც სანადიროთაც უწევს სიარული ცუდი არ უნდა იყოს.ანუ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით პრაქტიკული მანქანაა.თორე როგორც ასეთი რომ კონკურენტუნარიანი იყოს როგორჯ ჯიპიი,როგორც მაღალი გამავლობის მქონე მანქანა არაა მასე. valerika, გეთანხმები რომ მექანიკა თან 2.0 რომ ავტომატს ჯობიაა,არაა საუბარი.მარტო იოზე კი არაა,ნებისნიერი ჯიპი რომ ავიღოთ მექანიკა ყოველთვის ჯობნის ავტომატს.
დამატებულია (20.02.2011, 12:31:10) --------------------------------------------- თავის საქმეს შეძლებისდაგვარად კი აკეთებს და მეტი რა უნდა გააკეტოს 4000$ მანქანამ
998, თემო შენ ვერ გამიგე ეტყობა.ძაგება რა შუაშია,უბრალოდ კონკურენციას ვერ უწევს ბევრ სხვა ჯიპს გასვლის ამბავშითქო.რომ მყავდეს მაინც იმას დავწერ რასაც ვფიქრობ და რაც რეალობა.ცუდი მანქანა ნამდვილად არ არ არის და მძღოლზეც რომ ბევრია დამოკიდებული ეგ ხომ ნათელზე ნათელია.უბრალოდ ამდენი ხანია ვიხვეწები რომ პატარა ოფროუდი გავაკეთოთ საიტისთვის და დავდოთ რომ პრაქტიკაში ვნახოთ და ხალხსაც ვანახოთ რომელი რომელს რაში ჯობს და დღემდე სურვილი არავინ გამოთქვა,მარტო თეორია და ვიდეობის დადება არაფერს ნიშნავს.
კარგით რა ხალხო ყველა ჯიპი მაგარია მთავარია კარგი მძროლი და კარგი საბურავები ქონდეს. იოს დაუყენე ნივის პაკრეშკები და შეაჯიბრე აბა მერე. რის ნივა და რა ნივა თუ ღმერთი გწამთ არც იფიქროთ შეჯიბრება. იო არ მყოლია მაგრამ ვარ ნასიარულევი და ნივა კი რამდენიც გინდა. ჯერ იმისი ძაგძაგი. ერთი თუ აიკიდა დრაჟენია ვერაფრით ჩაუქრობ და იო და ისე პაჯერო რას ლაპარაკობთ. აქ რო არის ვიდეო დადებული აბა ტვინიანი კაცი მაგ საბურავებით აი მაგ ადგილასს მანქანას შეიყვანს? სულელია ვიღაც და ისინიც ... შეაქეზეს მურია და შეაჭამეს მგლებსაო. ტრაქტორი-პაკრეშკები დაუყენე და გდიოს მერე ნივამ
მინდა ჩემი აზრიც გითხრათ იო-სთან დაკავშირებით. მე მართალია ახალი დაწყებული მაქვს ნადირობა, მაგრამ მანქანებში გაცილებით მეტი პრაქტიკა მაქვს. რო არ მოგატყუოთ იო ნამდვილად არც მომწონს და არც აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. სავალი ნაწილი ერტხელ ბორდიურზე ასვლაა ცოტა რაზგონით (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით). მე ეს მანქანა არ მყოლია, მაგრამ ბოდრიურს მინაჯახები და გიტარებ გაღუნული ნამდვილად ბევრი მინახხავს. რაც შეეხება ფასს, ცოტა ხნის წინ შევიძინე 1992 წელს გამოშვებული პაჯერო, ოთხკარიანი, 3.0 ბენზინი, მექანიკა. ხიდს ვრთავ ნებისმიერ სიჩქარეზე და ამას დამატებული უკანა ხიდის ბლოკირება მაქვს რაც დამერწმუნეთ 3500 $ - იანი მანქანისათვის ძალიან დიდი ფუფუნებაა. ასე რომ ცჰემო კარგებო ვისაც გექნებათ სურვილი ნებისმიერ გნებავთ იო-ს და გნებავთ ორ კარიან პაჯეროს დაუდგები სადაც უნდა, ოგონდ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ისინი დამიდგნენ სადაც მე ვიტყვი. ყველას გისურვებთ წარმატებას და დაე არასოდეს არსად გაჩერებულიყავით არანაირი მარკის მანქანით.
დამატებულია (12.03.2011, 22:18:46) --------------------------------------------- ისე სანადირო მანქანა ვისაც უნდა მათაც გავუზიარებ პატარა საიდუმლოს რა მანქანა უნდა შეიდზინონ რო არსად გაიჭედონ (თუ წააწყდებით სადმე რა თქმა უნდა). მერსედესი ჯ კლასი, გამოშვების წელი 1980-დან 90-მდე, 2.3 დიზელი (ამ წლების მერე ამ ძრავით აგარ შემხვედრია). იარეთ მერე სადაც გაგეხარდებათ...
მაგარი მანქანებია ყველგან მავალია მარა ,,ეფენდერს" მაინც ვერ შეედრება დეზაან მაგარი მანქანებია კომფორტულია და ყველგან მავალი <<MIUBIHI>>მაგარიაააა n.gvene
998, არ თემო,მე მაგას კი არ ვამტკიცებ რომ ტოლს ვერ დაუდებს რომელიმეს.რათქმაუნდა საბურავები ბევრს ნიშნავს.იყოს იო ნივის საბურავებზე,თუ ვინმეს ყავს და მე ჩემი მანქანით ვიქნებიი და ვნახოთ უგზოობაში რომელი რას იზამს.სუფთა სპორტული ინტერესით ვიხვეწები ამას ამდენი ხანია.
დამატებულია (13.03.2011, 13:29:05) --------------------------------------------- ZOZ-707, მაგას ვიხვეწები რამდენი ხანია,ნივა მყავს და დიდი სიამოვნებით შევადარებდი შენს პაჯეროს ჩემს ნივას.ამას ვგეგმავთ რამდენი ხანიაა.
998... მერე ერთი კარგად დავგეგმოთ რა გახდა... ვანახოთ ამ ხალას რა ჯობია დდა რა არა... ყველაფრისმცოდნე არც მე ვარ მაგრამ მთლად ისეც არ არისხოლმე როგორ ხალხი იძახის და ამიტო მოდით პრაქტიკაშში ვნახოთ ყოველივე ეს...
მანქანებს მოუარეთ სჯობია ყველაფერს. არაფრის გულისთვის რო გავიყვანოთ და ვამტვრიოთ ისეთ გზებზე რომელზეც არასოდეს შეიძლება არ მოგვიწიოს გავლა კარგი საქმე ვერ გამოვა. ერთმანეთს რო დაუბა და გავწიოთ ვინ აჯობებსო? ვინაო და ჯაჭვიო ნათქვამია და ერთად თუ ვივლით სანადიროდ ბევრი ადგილები შეგვხვდება სადაჩ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც შემოწმდება და ოთხ თვალაც. და ორ ლულიანებიც კიდევ და მონადირული მოხერხებაც. შესაჯიბრი არაფერია აქ. ყველა ჯიპია და ყველა მოშნი. ეგ დეფენდერი კიდევ მაგარი როა აბა რამდენს წვავს მაშინ ეგეც ვთქვათ. კარგი ისაა რომელიც ნაკლებს წვავს. სწრაფია ტრასაზე და გაუვალ ადგილებში ხვლიკი.
zaza-50, ზაზა როგორ ხარ?ეს ჩვენი შეჯიბრი კი არა,მანქანების შეჯიბრი იქნება,იმისთვის არა ოღონდ რომ მე შენ მოგიგი ან შენ მეო ვინმემ თქვას.სპორტული ინტერესია.მე ჩემი მანქანით მზად ვარ და ამას ვწერ მეასედ უკვე მარა ჯერ არავინ შემეხმიანა.აქ თეორიაზე ლაპარაკი ბევრი მიდის და მე მინდა პრაქტიკამ აჩვენოს ყველაფერი.თუ ჯიპი ვინმეს ქალაქში სამოძრაოდ ყავს არ ვიცი მაგრამ ერთი და ორი მასეთი გასვლით ჯიპს არაფერი მოსდის.ვინმემ გამავლობაში ჯიპი თუ დაინანა,ჩათვალე ჩარჩა და ეგაა.
kuzmishi, ტყეში სასიარულოდ დეფენდერი ან G კლასის მერსედესს მანქანა არ შეედრება.......... რაც შეეხება იოს ნაღდად არ ვიცი როგორი მანქანას
აქ ვკითხულობდი საბურავები უნდა ქონდეს კარგი და მერე ყველგან თავისუფლად მიდისო, ჩემს მანქანასაც რო ქონდეს ახალი საბურავები დამიჯერეთ ბევრ ჯიპს დავჩაგრავ ................ მიუხედავად იმისა რომ 2 ხიდიანი არაა და ძრავი აქვს 1.1 სიძლიერის
ფეხით სიარულს ხო ჯობია რისი საშვალებაც გაქ იმით იარო სანადიროთ.ჩავარდებიამოხვალ მოაწობი მარტო ხო არ დადიხართ სანადიროთ. ისე გამავლობაში პრადოც მაგარია, ტევადობაც კარგიაქ.რასიტყვით ააააა. vanihka.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!