19:17:13
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
დიდი ხუთეული
დათო_მონადირედრო: ორშაბათი, 29.10.2012, 23:45:13 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

იმის მერე რაც აფრიკა გადაიქცა სანადირო მექად ,არ წყდება კამათი რომელია ყველაზე საშიში ცხოველი მონადირესთვის.უმეტეს წილად დისკუსიები ეხება დიდი ხუთეულის წარმომადგენლებს:კამეჩი,სპილოს,მარტორქას,ლეოპარდს და ლომს.შეუძლებელია ზუსტად და ცალმხრივად გამოარკვიო რომელია ზემოთ ჩამოთვლილ ნადირებში ყველაზე საშიში,რადგანაც პასუხი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე.მაგრამ უმეტესი დამსახურებული პროფესიონალი თანხმდება ერთ რაღაცაზე:მეტ–ნაკლებად ზუსტი პასუხის მისაღებად გასათვალისწინებელია სულ ცოტა სამი ფაქტორი.პირველ რიგში–გარემო და ადგილის რელიეფი სადაც მიმდინარეობს ნადირობა.ერთიდაიგივე ნადირი სხვადასხვანაირად იქცევა მეჩხერ ნაზარდში და ღია სივრცეში.მაგალითად,კამეჩი არ წარმოადგენს რთულ სამიზნეს ღია,გახსნილ ადგილას,მაგრამ ტყიანში ნადირობა,სადაც მხედველობა მხოლოდ 3–5 მეტრს წვდება,საკმაოდ რთული და საშიშია.მეორე მნიშვნელოვანი მომენტი–მონადირის გამოცდილება.მონადირეს რომელსაც არ გააჩნია საკმარისი პრაქტიკა,აქვს ზედაპირული წარმოდგენა იარაღზე და ვაზნებზე,შეუძლია ისეთი შეცდომა დაუშვას რომელიც საშიში იქნება მისთვის და მისი მხებლებისთვის.მესამე ფაქტორი–ნადირობის მეთოდი.ჩვენს შემთხვევაში ჩავთვალოთ,რომ ნადირობა მიმდინარეობს მისი ყველა კანონის და წესის დაცვით (და არა სიტყვაზე ავტომანქანის სახურავიდან სადაც საშიშროება პრაქტიკულად გამორიცხულია).ამ მთავარი ფაქტორების გარდა ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ნადირი ძალიან იშვიათად იქცევა ერთნაირად.იქ სადაც ნაკლებად ესმით გასროლა ისინი ნაკლებად აგრესიულები არიან,ხოლო ადგილებში რომლებშიც ცხოველები იმყოფებიან წნეხის ქვეშ,თვითგადარჩენის ინსტიქტი აიძულებს მათ საფრთხის დროს აგრესიის გამოხატვას.კარგი მაგალითია კამეჩზე ნადირობა ტანზანიაში.ქვეყნის ჩრდილო–არმოსავლეთით–მასაილენდში–100 წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს ხარზე ნადირობა,აქედან გამომდინარე ისინი გამოირჩევიან აგრესიულობით და თავშეუკავებლობით რითაც განსხვავდებიან თავისი სამხრეთელი მოძმეებისგან.დაჭრილები რომც იყვნენ კამეჩები ამ მხრიდან თავს არიდებენ ადამიანთან კონფლიქტს.
რაც შეეხება ვაზნებს.ახლანდელ მონადირეებს „ხუთეულზე“ ძალიან გაუმართლა.თანამედროვე ვაზნები ბევრ პარამეტრში ჯობია ყველას რაც კი გამოდიოდა ბოლო 90 წლის განმავლობაში.ექსპანსიურმა ტყვიამ შეიძინა უფრო მეტი შეღწევადობის უნარი და ამავე დროს თავისი პირველადი წონის 95%–ს ინარჩუნებს.ხოლო ყველა თანამედროვე „სოლიდი“–ს (არა ექსპანსიური ტყვია) შეუძლია თავისი ფორმის დაუკარგავად და მიცემული კურსის გადაუხვევლად დაამტვრიოს ყველაზე მყარი ძვლები.ექპანსიურებში საუკეთესოებად ითვლებიან:Swift A-Frame,Barnes X,Nosler Partition,Trophy Bonded Bear Claw,A-Square Dead Tough.სოლიდებში საიმედოობით აღიარებულები არიან:Woodleigh,Trophy Bonded Sledgehammer და Hornady.ეს ნიშნავს რომ ვაზნა იშვიათად ხდება ნადირობის წარუმატებლობის მიზეზი,რაც ამცირებს რისკს საშიში ნადირის პირისპირ შეჯახებისას.
ყველა ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით პროფესიონალების უმრავლესობა თვლის რომ „ხუთეული“–ს საშიშროების ფაქტორი უნდა შეფასდეს ორი მხრით:თავდასხმისას ნადირის შეჩერების სირთულით და ამ ცხოველის შესაძლებლობით მონადირის მოკვლისა.


ლომი და ლეოპარდი

ორივე დიდი აფრიკული კატაა–ძალიან ძლიერები თავისი ზომებისთვის.ყველასთვის ცნობილია,რომ დაჭრილი ლომი ან ლეოპარდი წარმოადგენენ სერიოზულ საშიშროებას,განსაკუთრებით მაღალ ბალახში.იმ ხალხის მოწმობით რომლებიც ამით ინახავენ თავს დიდი კატების თავდასხმები არ არის ძნელი მოსაგერიებელი ღია სივრცეში.ნებისმიერ კარგ 200–400 გრანინიან ტყვიას შეუძლია მათი შეჩერება.მაგრამ სხვა საქმეა მათი თავდასხმის შეწყვეტა მეჩხერ ნაზარდებში.ლომს,ლეოპარდს ჩვეულებრივ ესმის მონადირის მოახლოება,ზუსტად შეუძლიათ მისი ადგილსამყოფელის გამორკვევა და ელვისებური თავდასხმა.უმეტეს შემთხვევაში მხოლდ ერთი გასროლის დრო რჩება.


ლომის თავდასხმისას 80% სიკვდილიანობა აიხსნება შემდეგი ფაქტორებით:წონა (ხშირად 200კგ–ზე მეტი),წარმოუდგენელი ძალა,დიდი ეშვები,ბრჭყალები და უჩვეულო რისხვა შეტევის დროს.ლეოპარდი ბევრად პატარაა ლომზე 60–80კგ.მასაც შეუძლია სერიოზული ტრამვების მიყენება,მონადირის დიდი ხნით საავადმყოფოში დაწვენა,მაგრამ ლეოპარდის და ადამიანის შეტაკება იშვიათად მთავრდება ფატალურად უკანასკნელისთვის.არავის ეჭვი არ ეპარება,რომ დაჭრილი ლომი ან ლეოპარდი უკიდურესად საშიში ცხოველები არიან,თუმცა პროფესიონალების გამოცდილებით ორივე კატას გაქცევა ურჩევნია თუ ამის შანსი აქვთ.


მონადირე–პროფები კატებზე სანადიროდ ირჩევენ მსხვილკალიბრიან შაშხანებს .375 ან .416.საერთოდ აფრიკაში ესეთი წესია,რაც მეტი მით უკეთესი.არიან მონადირეები რომლებიც ლომზე და ლეოპარდზე კარტეჩებით ნადირობენ.



სპილო

უზარმაზარი ზომებით,განუსაზღვრელი ძალით და ჭრილობების მიმართ მდგრადობით ის პოტენციურად საშიში და მრისხანე მოწინააღმდეგეა.სპილოს თავდასხმა–მონადირის სერიოზული გამოცდაა.(გამიგია,ვიღაცა ცნობილ მონადირეს უთქვამს:თუ სპილოზე სანადიროდ გინდა წასვლა ჯერ ლოკომოტივს დაუდექი წინ,როცა მოგიახლოვდება 5–7 მეტრში გადადი ლიანდაგიდანო.თუ ამას შეძლებ მზად ხარო.ავტ).საბედნიეროდ,ქალაში მოხვედრილ მძიმე ტყვიას შეუძლია სპილოს მოკვლა,დროებით შეჩერება ან აიძულებს მიმართულება შეცვალოს,რაც დროს მიცემს მონადირეს განმეორებითი გასროლისთვის.თუ თავდასმხას ვერ იცილებს და სპილო მონადირეს ეწევა მაშინ 90%–ში მონადირე კვდება.თან ისე რომ მისი ნარჩენები მოსაგროვებელი იქნება.
რა თქმა უნდა სპილოზე სანადიროდ გამოიყენება დიდი კალიბრები და არა ექსპანსიური ტყვიები.ურყევი რეპუტაციით სარგებლობს ავსტრალიური ბრენდის Woodleigh და ამერიკული Trophy Bonded–ს სოლიდები.ისინი მზადდება ტრადიციული მეთოდით:მსხვილი გარსი და ტყვიის გული.
ყველა სპილოზე მონადირე ოცნებობს იმ გასროლაზე რომელიც ცხოველს თავის ქალაში მოხვდება,უკანა ფეხებს მოაკეცინებს და ხორთუმს ცისკენ ააშვერინებს.ეს არის ყველაზე ეფექტური გასროლა სპილოსკენ,მაგრამ ამავე დროს უფრო რისკიანი ვიდრე გულში ან ფილტვში.ტვინი წარმოადგენს პატარა სამიზნეს,ამიტომაც აცდენა ძალიან ადვილია.ტონი საჩეს–არინო (58 წლიანი სტაჟით პროფესიონალი მონადირე რომლის ანგარიშზეც არის 1303 სპილო,339 ლომი,165 ლეოპარდი,2083 ხარი და 127 შავი მარტორქა.სად მოასწრო ამ ჩემისამ არ ვიცი.ავტ.) ურჩევს ყველას სპილოს ესროლონ გულში ან ფილტვებში მანამ,სანამ არ დაგიგროვდებათ 50 ნადავლი.


აფრიკული კამეჩი

დიდი ხუთეულიდან კამეჩი ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანია.ამიტომაც ყველაზე ხშირად მასზე ნადირობენ ჩამოსული და ადგილობრივი მონადირეები.აქედან გამომდინარე კამეჩთან პირისპირ შეხვედრის თეორიულად უფრო დიდი შანსია ვიდრე დანარჩენებთან.კამეჩი–ძლიერი და გამძლე ცხოველია.როდესაც გაღიზიანებული მამალი კამეჩი გადაწყვიტავს თავდასხმას,მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს.მას შეუძლია ტყვიების ვიტამინებივით „ყლაპვა“.მხოლოდ ზუსტი გასროლა აღკვეთავს თავდასხმას.ხოლო თუ მისი შეჩერება შეუძლებელია მხოლდ 30% რჩება მონადირეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
როგორც ყველა სხვა საშიში ცხოველი კამეჩიც იმ შემთხვევაში გადადის თავდასხმაზე როცა უკანდასახევი გზა აღარ რჩება.ასევე ყოფილა შემთხვევები არაპროვოცირებული აგრესიულობისა


მარტორქა

მარტორქათანამედროვე მონადირეები მხოლოდ თუ ინატრებენ შავ მარტორქაზე ნადირობას.ეს შესაძლებელია მხოლოდ ნამიბიაში და ჩრდილოეთ აფრიკულ რესპუბლიკაში.ისიც მაშინ თუ მოახერხეთ ძვირად ღირებული ლიცენზიის აღება რომელიც სულ რამდენიმე ცალია.ალტერნატივად რჩება თეთრი მარტორქა,რომელიც კი აღემატება ზომებით შავს,მაგრამ ჩამოუვარდება ხასითის სიმტკიცით.იმის გამო რომ მას გააჩნია ფეთქებადი ხასიათი,ცუდი მხედველობა და დიდი ზომები მისი თავდასხმა საკმაოდ საშიშია,მაგრამ მოკვლა არ წარმოადგენს სირთულეს.

თავდასხმის შეჩერების სირთულით
1.კამეჩი
2.ლომი
3.სპილო
4.ლეოპარდი
5.მარტორქა

მონადირის მოკვლის შესაძლებლობით
1.სპილო–90%
2.ლომი–80%
3.კამეჩი–70%
4.მარტორქა–50%
5.ლეოპარდი–20%

წყარო:guns.ge


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
butatinoდრო: სამშაბათი, 30.10.2012, 00:47:19 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქედან მხოლოდ კამეჩს ვესროდი დანარჩენს არა ნამდვილად არ მიმაჩნია ვაჟკაცურ საქმედ მწოლიარე ცხოველტა მეფის ან სრულიად უწყინარი გიგანტის მოკვლა ყველაზე მეტად არ მომწონს როცა მიდიან და გაცერებულ ნადირს უბრალოდ კლავენ ეს არ არის ნადიროა ყველას ტავისი აზრი აქვს მე სპილოს და ლომს არ ვესროდი

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 30.10.2012, 10:21:54 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აფრიკული ნადირობების უმეტესობა არც მე მომწონს, სუფთა მარაზმია ჟირაფის, სპილოს მოკვლაში რა მუღამს იჭერენ ვერ მივხვდი. მანქანიდან რო ესვრიან მაგას ნადირობა კი არა ჩემი აზრით ცოცხალ სამიზნეებზე ტირში სროლა ქვია.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
butatinoდრო: სამშაბათი, 30.10.2012, 19:23:39 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მეც მაგას ვამბობ მეგობარო ეგ არის მდიდარი ბიჭების გართობა, ეგ ნადირობა არაა მძინარე ლომს თავზე დაადგებიან და ესვრიან ან მარტორქა რაღა მოსაკლავია ან კიდე სპილო

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 30.10.2012, 19:55:47 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, გეთანხმები 100%.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
goga-giდრო: სამშაბათი, 30.10.2012, 21:33:39 | შეტყობინება # 6
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 21
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დანარჩენებზე არა მაგრამ კამეჩზე მეც დიდი სიამოვნებით ვინადირებდი

გ.ხარაიშვილი
 
zrichilaდრო: სამშაბათი, 30.10.2012, 21:50:12 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნადირობა ის არი ამათ რო გაეპარები და კურდღელს გააგორებ მერე ისევ რო გამოეპარები 069 069

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
akson777დრო: შაბათი, 01.06.2013, 15:50:05 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახლა დიდი ხუთეული არაა , დიდი ოთხეულია . შავი მარტორქა ამოიღეს შემცირებული პოპულაციის გამო.

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი

შეტყობინება დაამუშავა akson777 - შაბათი, 01.06.2013, 15:50:39
 
tarxanaდრო: შაბათი, 01.06.2013, 18:56:29 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
babukaდრო: კვირა, 02.06.2013, 10:31:09 | შეტყობინება # 10
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 41
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, 10 10 10 აბა შენ იცი ,ჭარმატებებს გისურვებ.!!!

შაფოოოოო
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика