01:25:10
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: SNAIPER, giohunt1982  
გარეულ კატაზე ნადირობა
axotnikaდრო: ხუთშაბათი, 15.03.2012, 12:45:08 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 278
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლელიანის კატა (Felis chaus), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ აღწევს. აქვს გრძელი ფეხები, ყურის ბოლოზე მოკლე ფუნჯები. ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ყოფილ სსრკ-ში — ვოლგის დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა ხეობებში. საქართველოში — მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში. მთებში 800 მ-ზე მაღლა არ ადის. იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით. ზოგიერთ ადგილებში სარეწაო ნადირ-ფრინველის განადგურებით ერთგვარი ზიანი მოაქვს სანადირო მეურნეობისათვის. ლელიანის კატის ბეწვი მდარე ხარისხისაა.(ვიკიპედია)
ლელიანის კატა ეკუთვნის კატების ოჯახს. სხვა კატებთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა. სხეულის სიგრძე 73-75 სმ, კუდი შედარებით მოკლეა, კუდის ბოლო ნახევარს ემჩნევა რგოლები. ბეწვის შეფერილობა თითქმის ერთფეროვანია-ყვითელი. სხეულის წონა 16 კგ. საქართველოში გხვდება ძირითად აღმოსავლეთ რაინობში.
გავრცელებულია მცირე აზიაში, წინა აზია, შუა აზია, აფრიკის საკმაოდ დიდი ნაწილი, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მის აღმოსავლეთ რაიონებში, მდინარეთა: ალაზნის, ივრის, ხრამის, მტკვრის გასწვრივ.
ლელიანის კატა (Felis chaus) კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მტაცებელი ძუძუმწოვარია. ზომით შინაურ კატაზე დიდია. სხეულის სიგრძე 55-94სმ-ია, კუდი შედარებით მოკლეა და სიგრძეში 12სმ-ს აღწევს. მხრებში სიმაღლე 36 სმ-ია. წონა 3-დან 12 კგ-მდე მერყეობს. მამრი მდედრზე ოდნავ დიდია. ლელიანის კატას დიდი და მომრგვალო ყურები აქვს. ყურების ბოლოებზე შავი ბალნის ფუნჯია, რითაც ლელიანის კატა ფოცხვერს წააგავს. კიდურები შედარებით გრძელია. ბალანის შეფერილობა მოყვითალო მონაცისფროა, ხოლო კიდურებზე პატარა შავი ზოლები აქვს.

ლელიანის კატას წინა და უკანა კიდურებზე ერთნაირი ზომის კლანჭები გააჩნია, რითაც ის შინაური კატისგან განსხვავდება, რომლის უკანა კიდურების კლანჭები უფრო გრძელი და ძლიერია. ამიტომ ლელიანის კატას ხეებიდან თავით წინ დაშვება ისევე ადვილად შეუძლია, როგორც ასვლა.

ლელიანის კატა ბინადრობს ძირითადად დაბლობში. გავრცელებულია ეგვიპტეში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ აზიაში, შრი-ლანკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. რაც შეეხება საქართველოს, ის ქვეყნის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. ბინადრობს სავანებში, ტროპიკულ მშრალ ტყეებში და მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ზოგ ადგილებში მას სოფლების ახლოს ხვდებიან, ხანდახან მიტოვებულ სახლებშიც შედის. იმალება ლელიანში ან მაღალ ბალახში.

1960 წლიდან დაიწყო ამ ცხოველის კავკასიის პოპულაციის მკვეთრი შემცირება და დღეს აქ მხოლოდ მცირე პოპულაციებიღაა შემორჩენილი. ლელიანის კატა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.

ლელიანის კატა ინდივიდუალური ცხოველია. აქტიური ძირითადად ღამითაა, მაგრამ კატების მრავალი სხვა სახეობისგან განსხვავებით ხანდახან დღისითაც აქტიურობს. ღამე შეუძლია 3-დან 6 კილომეტრამდე გავლა. ეს მანძილი დამოკიდებულია მსხვერპლის მისაწვდომობაზე.

ლელიანის კატის ბუნებრივი მტრები დიდი ზომის მტაცებლები არიან, მსხვერპლნი კი მღრღნელები, ბაყაყები და ფრინველები. ხანდახან თევზაც იჭერს, მაგრამ წყალში ძირითადად სუნის კვალის მოსასპობად ჩადის (შინაური კატა იგივე მიზნით ბალანს ილოკავს). ნადირობის მანერა სხვა კეტების მსგავსია. მსხვერპლს მალულად ყარაულობს, ეპარება და უცბათ ესხმის. ხანდახან ცდილობს ფრინველის ნახტომში დაჭერასაც. მას საათში 32 კმ-ის სიჩქარით სირბილი შეუძლია, თუმცა მსხვერპლს იშვიათად მისდევს.

გამრავლების სეზონის განმავლობაში მამრი ძაღლის ყეფის მსგავს ხმებს უშვებს. მდედრი სქესობრივ სიმწიფეს 11 თვის ასაკიში აღწევს. მაკეობა 63-65 დღე გრძელდება, რის შემდეგაც ერთიდან ექვს კნუტამდე იბადება (თუმცა სამზე მეტი იშვიათად). ახალშობილი კნუტი 160 გრამამდე იწონის და ბრმა და უსუსურია. (თვალებს მეცამეტე დღეს ახელს). როგორც წესი, კნუტები დეკემბერსა და ივნისს შორის იბადებიან, თუმცა მდედრი ხანდახან წელიწადში ორჯერაც მშობიარობენ. კნუტების დაბადებამდე ის ბუნაგს გულმოდგინედ ამზადებს. როგორც წესი, ბუნებაში მამრი კნუტების გაზრდაში არ მონაწილეობს, მაგრამ ტყვეობაში კნუტებს ხანდახან მდედრზე უკეთაც უვლის. ნადირობას კნუტები ექვსი თვისთვის იწყებენ, ცხრა თვის ასაკში კი დამოუკიდებელნი ხდებიან.

ტყვეობაში მისი სიცოცხლის ხანგგრძლივობა 10-დან 12 წლამდეა. (ხანდახან ამ ასაკს ბუნებაშიც აღწევს). ლელიანი კატა არასოდეს ყოფილა მოშინაურებული, თუმცა ნაპოვნია მისი მუმიები, რომლებიც ეგვიპტეში დაამზადეს.
ბეწვი მდარე ხარისხისაა და სპეციალურად მისი დამზადება არ წარმოებს. მცირე სარგებლობა მოაქვს თაგვისნაირი მღრღნელების განადგურებით, დიდ ზარალს აყენებს სამონადირეო მეურნებას, განსაკუთრებით იმით, რომ სპობს ხოხბებს. მისი მოპოვება შეიძლება მდევარი ძაღლებით და თოფით, ვაზნა დატენილი უნდა იყოს 0-1-2 ნომერი საფანტით.



ტყის კატა ეკუთვნის კატების ოჯახს. ძლიერ ჰგავს რუხი შეფერილობის შინაურ კატას და ამ უკანასკნელისგან ძალიან ძნელად გასარჩევია , თუმცა რამდენადმე უფრო დიდია და აქვს გრძელი კუდი გრძელი ბეწვებით. კუდის სიგრძე თითქმის სხეულის სიგრძის ტოლია. სხეულის სიგრძე 58-75სმ, წონა 4-5 კგ.
გავრცელება: დასავლეთ ევროპა, მცირე აზია, მოლდავეთი, სამხრეთ უკრაინა, კარპატები, კავკასია. საქართველოში გვხვდება ბევრ ადგილას მთავარი კავკასიონის სამხრეთ ტყიან კალთებზე და მის განშტოებებზე, მცირე კავკასიონის მთების ტყეებსა და მდ. მტკვრის ჭალის ტყეებში. ვერტიკალურ გავრცელების ზემო საზღვარია 2000 მ ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს დაბლობებსა და მთის შერეულ ტყეებში, იშვიათად წიწვიან ტყეებში. ბუნაგს იკეთებს ხის ფუღუროში, ხეების ფესვების ქვეშ, კლდის ნაპრალში, ზოგჯერ მიტოვებულ სოროში. სანადიროთ გამოდის უმთავრესად ღამით, მაგრამ ღრუბლიან და ნისლიან დღეებში ნადირობს დღისითაც. იკვებება: თაგვებით, მემინდვრიებით, ციყვებით და წვრილი ფრინველებით. დიდ ზიანს აყენებს ქათმიასნაირ ფრინველებს. მძუნაობა მიმდინარეობს აპრილ-მაისში, თითოეულ ჯერზე მდედრი შობს 3-8 კნუტს. მამრები გამრავლების უნარს იძენენ 3 წლის ასაკში, მდედრები დაბადებიდან 9-10 თვის შემდეგ.
ბეწვის მდარე ხარისხის გამო ტყის კატას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მის ტყავს მაინც ამზადებენ. სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების მოსპობით, მაგრამ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობის სანადირო ფრინველების მოსპობით.
ტყის კატის მოსაპოვებლად საჭიროა 1-2 ნომერი საფანტი.



მე მაგალითად რამოდენიმეჯერ მომიკლას სხვადასხვა სახით 1]როცა მდევრები სდევდა 2}როცა ფრინველს ეპარებოდა 3}და ხაფანგითაც , გარეული კატა როგორც ტურა ისიც ისეთი მტაცებელი ცხოველია და პირველი მტერი არი მინდორში მობინადრე ფრინველების, განსაკუთრებით მყერის და ხოხობის, იგი ასევე ჭამს ხოხბის, მწყერის და სხვა ფრინველების კვერცხებსაც, რითაც ხელს უშლის მათ გამრავლებას..............


ინადირე კულტურულად და დაიცავი მონადირის წესი, ნუ ინადირებ იმისათვის რო გაძღე და ჟლიტო...!
 
xarataდრო: ხუთშაბათი, 15.03.2012, 13:52:21 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 744
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად არსად მინახვას ჩემი თვალით გარეული კატა მარა ვიცი როგორიც რის 167 167 167
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 09.10.2012, 11:29:30 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამწუხაროდ ძაან გამრავლდა კატისებრთა ოჯახის მტაცებელი და დიდი ზიანიც მოაქვს.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
butatinoდრო: სამშაბათი, 09.10.2012, 15:20:56 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შარშან შემხვდა იხვობაზე ერთი ქვალონში და გავისტუმრე იმ ქვეყნად gimili

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
mamalixarazuliდრო: სამშაბათი, 09.10.2012, 19:57:10 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
butatino, ფიტული გამოდის კარგიო გამიგია 23

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
butatinoდრო: სამშაბათი, 09.10.2012, 21:00:22 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1153
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mamalixarazuli, წყალში ჩავარდა და ბეწვი გაუფუჭდა ლამაზი კი ისე

ნამდვილი მონადირე ის კი არა არის ვინც დიდი რაოდენობით დახოცავს კაკაბს და ხოხობს, ეს არც ისე ძნელი საქმეა, ნამდვილი მონადირე ის არის ვინც თუნდაც ერთი მათგანის გაფრენის სილამაზეს დაინახავს.
 
bizonaდრო: სამშაბათი, 09.10.2012, 21:54:12 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 479
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემთანაც მოკლეს ერთი გაცალა ქათმებისგან მთელი კუთხე კაი მოზრდილი იყო ჩვეულებრივ კატაზე ბევრად დიდი 48

დ.კალანდაძე
 
doreuli2000დრო: ორშაბათი, 21.07.2014, 23:34:02 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 58-75 სმ, მასა 6კგ, ზოგჯერ 10 კგ-მდე. სხეული მურა ნაცრისფერია, კუდის ბოლო — შავი, გვერდებსა და კუდზე განივი მუქი ზოლები გასდევს. ტყის კატა გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — მოლდავეთში, კარპატებში, კავკასიაში. ბინადრობს მთისა და ვაკის ტყეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის ირმისა და შვლის ნუკრს. მაკეობა 63 დღეღამემდე გრძელდება. შობს 3-4 კნუტს. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ტყის კატის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ტყის კატა.

ჯერ მოვამრავლოთ მერე ვინადიროთ
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика